ძამას ხეობა

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ძამას ხეობა

Post by MIRANDA » 30 ნოე 2009, 11:26

არ ვიცოდი თემა გამეხსნა, რომელიმე თემაში დამეწერა.. ვინმესთვის მიმეწერა თუ როგორ მოვქცეულიყავი... საბოლოოდ, როგორც ხედავთ, გადავწყვიტე თემის გახსნა:

დაახლოებით 1 კვირის წინ დასავლეთიდან (კერძოდ ქუთაისიდან), მივლინებიდან ვბრუნდებოდი, 2 თანამშრომელთან ერთად. საკმაოდ ბნელოდა. ქუთაისის გამოსასვლელთან შევამჩნიეთ მამაო, რომელსაც სურდა ჩვენი მიმართულებით მიმავალ მანქანას გაყოლოდა. ღვთის წყალობით ეს მისია ჩვენ გვხვდა წილად (მანამდე ბევრს არ გაუჩერებია თურმე.. ალბათ ან ვერ შეამჩნიეს.. ან ადგილი არ ქონდათ.. არ ვიცი)..

მოკლედ.. მამა საბა, ყინწვისის მამათა მონასტრის იღუმენი, როგორც იგი გაგვეცნო, გორში მიდიოდა. საუბარში გაირკვა, რომ კარავის დასუფთავების აქციის დროს ( http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3183 ) იგიც იმყოფებოდა მონასტერში და ძალიან კარგადაც ვახსოვდით. საკმაოდ დიდხანს შენარჩუნდა ისე სუფთად როგორც თქვენ დატოვეთო.. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ნაგვის ურნები ამოგვიტანაო და ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობააო, მაგრამ ექსკურსიაზე მოსული ახალგაზრდები გარემოს კვლავ ანაგვიანებენო.

ეგ კი არა და ინფორმაცია ქონდა ჩვენი ჯიპტურის შესახებ "ქოზიფაში" ( http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2833 ). ყინწვისშიც ხომ შევიარეთ და მაშინაც იქ იმყოფებოდა.. მერე კი ქოზიფას სამონასტრო კომპლექსის ბერებს მოუყოლიათ, რომ რამდენიმე მანქანა ბოლომდე ამოვიდაო და განცვიფრებულები იყვნენ :)

მამა საბამ მითხრა, რომ ყინწვისთან ახლოს მამა შიოს სახელზე (რომელიც ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და ყინწვისის მამათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული) გამოქვაბულს აკეთებენ, სადაც შემდეგ სამლოცველო იქნება...

მამა საბამ თავისი საკონტაქტო ინფორმაცია დამიტოვა და მთხოვა, როცა ჩვენსკენ გადაწყვეტთ წამოსვლას მეც შემატყობინოთო და თუ შესაფერისი ამინდი იქნება მეგზურობასაც გაგიწევთ და ყველაფერს დაგათვალიერებინებთ ხეობაშიო.. ძალიან ბევრ ადგილსა და ეკლესიაზე მინიშნებაც კი არ არისო..

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო.. ეს თემა იდეების კიდობანში კი გავხსენი, მაგრამ რაიმე კონკრეტული იდეა ახლა არ მაქვს. იქნებ თქვენ გაგიჩნდეთ რაიმე იდეა?? :) :) :)

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ძამას ხეობა

Post by VANO » 30 ნოე 2009, 12:03

MIRANDA

საღოლ მირო :)

პირადად მე უეჭველი წამოვალ თუ ხალხი შე(ვ)იკრიბებით
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
ძამას ხეობა

Post by likakoo » 30 ნოე 2009, 12:23

გაიხარე მიროო! გამოგცხადებია ეგ ბერი:)

31 დეკემბერამდე თუ წავალთ, დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით!

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ძამას ხეობა

Post by Makena » 30 ნოე 2009, 15:01

MIRANDA
ახალი იდეის რა მოგახსენო, რაც შეეხება ქოზიფას ჯიპტურს, ის წელსაც ტრადიციულად დეკემბრის ბოლო კვირას შედგება :wink:

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ძამას ხეობა

Post by MIRANDA » 01 დეკ 2009, 15:53

Makena wrote:MIRANDA
ახალი იდეის რა მოგახსენო, რაც შეეხება ქოზიფას ჯიპტურს, ის წელსაც ტრადიციულად დეკემბრის ბოლო კვირას შედგება :wink:
ჰოოოოდა... ძალიანაც კარგი :) :) :)

სწორედ ამას ველოდი :D ჰმმმმ.. ანუ 27 დეკემბერი უწევს წელს :)

უფრო დიდი, თუნდაც ორ-დღიანი და თუნდაც ჯიპ-ტური შეიძლება დაიგეგმოს საგაზაფხულოდ :) (ხომ შეიძლება?! :) )

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ძამას ხეობა

Post by Makena » 01 დეკ 2009, 17:04

MIRANDA
ეგ ნამდვილად კარგი იდეაა :)

User avatar
Domeniko
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 12 ივნ 2006, 10:40
ძამას ხეობა

Post by Domeniko » 04 დეკ 2009, 17:03

Makena wrote:MIRANDA
ახალი იდეის რა მოგახსენო, რაც შეეხება ქოზიფას ჯიპტურს, ის წელსაც ტრადიციულად დეკემბრის ბოლო კვირას შედგება :wink:
მაგ დროს იქ დიდი თოვლი უნდა იყოს. ქოზიფამდე ადიხართ ხოლმე? ძაან რთულია გზა?
ზაფხულში კი ვიცი, ზამთარში არ ვარ ნამყოფი.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ძამას ხეობა

Post by Makena » 04 დეკ 2009, 18:04

Domeniko
ბოლომდე ავდივართ, ქოზიფამდე, გზაზე ყინწვისსაც ვნახულობთ, გზა რთულია თუმცა გავლადია, თოვლიანი ძამას ხეობა კი ძალიან ლამაზი სანახავია :)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ძამას ხეობა

Post by Tamari-ch. » 05 დეკ 2009, 12:12

ძალიან მინდა ძამას ხეობა
თემაც გავხსენი - მარა ზამთარში?
გაზაფხულზე წეიდეთ....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ძამას ხეობა

Post by Makena » 12 დეკ 2009, 15:49

Tamari-ch.
თოვლიანს სვა ხიბლი აქვს.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ძამას ხეობა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 დეკ 2009, 02:21

MIRANDA
ცოტა არ იყოს, გული ამიჩუყდა.

ძამის ხეობის ძეგლებისა თუ ახლად აშენებული ტაძრების ძნ დიდი ნაწილი ნანახი მაქვს.
თუ არ ვცდები 28-20 ეკლესია-მონასტერია.
1 ეგაა, ყინწვისიდან ქოზიფამდე საშინელი გზაა და რაიონის გამგეობა, ვინც უნდა პატრონობდეს, ვერაფერს აკეთებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]