ეხლა კი ის მცირედი რომელი მიზიზითაც მე გადავწყვიტე ხელმეორედ წავსულიყავი ჰერეთში.
ამ ტერიტორიის დაკარგვის შემდეგ ჰერეთში მეღვინეობა აიკრძალა და თავისთავად ცხადია ამ დარგმა გარკვეულწილად დეგრადირება დაიწყო. იკრძალებოდა ღვინის დაყენება, ქვევრების წარმოება, ვაზის მოვლა-მოყვანა, მევენახეობა-მეღვინეობის ინვენტარის ქონა სახლში, მარნის მოწყობა და საერთოდ ქართველობა, მაგრამ:
მექვევრეობა გარკვეულ წილად საინგილოშიც ყოფილა განვითარებული, (იგულისხმება ამ ტერიტორიის გასხვისების შემდგომი პერიოდი). ისტორიულ ჰერეთში გავრცელებული მექვევრეობისა და ზოგადად მეთუნეობის შესახებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით მასალებში – `საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის~. სადაც ვკითხულობთ:
“ქვევრები ბევრია ხმარებაში საქრისტიანო საინგილოში, ხოლო მუსულმანობაში კი პატარა ქოცოებიღა აქვთ შერჩენილი იშვიათად. დანარჩენი მოლებისგან შერცხვენილებს, მიწაში დაემარხათ. მიწის თხრის დროს ძალიან ხშირად ჩნდება ქვევრები ყოფილი ნუხის მაზრაშიც კი. აქ ზოგიერთმა იცის კიდევ ადგილი, სად არის დამარხული ქვევრი. ის ქვევრები, რომლებიც ამჟამად აქვთ შერჩენილი, უკეთებინებიათ იმერელი ქართველებისათვის. ვინც გაბედული ვაჟკაცი იყო და არ უნდოდა ქართველობა დაეკარგა, იმას მიჰყავდა ქართველი მექვევრე თავის სახლში და მისი დახმარებით აკეთებდა თავის ეზოში ჭურს. შეშას უმზადებდა, ქვევრისთვის ყვითელი მიწა მოჰქონდა დიდი საყდრის ანუ ქურმუხის საყდრის მთიდან და მექვევრე აკეთებდა ქოცოებსა და სხვადასხვა სიდიდის ქვევრებს. თურმე არც ისე ადვილი ყოფილა სახლში მექვევრის შენახვა-დამალვა, რადგან ამისთვის მოსახლეობა სულთანისაგან ისჯებოდა და იდევნებოდა. ყოფილა სიკვდილით სდასჯის შემთხვევაც. თავად ინგილოებმა არ იციან ქვევრების კეთება და ამიტომაც ქვევრები საინგილოში მუდამ მოწვეული ოსტატის ხელით ყოფილა დამზადებული”. გარდა ქვევრებისა, საინგილოში ამზადებდნენ ასევე: კოჭობს, ქოთანს, ორყურას, დოფას, დოქს, ჰარაწის (ძველებურად ხელადა), დოლიჩას, კიწიპას, კუჭულას, ჩაფს, გოზაურს, ზარფუშს და სხვ.
ეს გახლავთ ამონარიდი ჩემი ახალი წიგნიდან "ქართული ქვევრები", რომელიც ახლო მომავალში გამოვა.
მოკლედ მე მივაკვლიე ძველი მარნის ნაშთებს, ქვევრებს, საწნახელს და სხვ. სამწუხაროდ იმის საშუალება არ მომეცა, რომ ეს საკითხი ძირეულად შემესწავლა, მაგრამ სამაგიეროდ სამომავლოდ ვაპირებ ამ საქმის განხორციელებას.
აი ეს გახლავთ ერთ ერთი მარანი და საწნახელი ("ნავი")

ჩასავალი ქვევრი, რომლის სავარაუდო მოცულობაა ერთი ტონა.

ჰოი საოცრებავ.... ერთერთი ქვევრი ცოცხით გადავასუფთავე და მასზედ დამღაც კი აღმოვაჩინე. ასეთი დამღები ძირითადად კახეთში გვხვდება.
