გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09
ამ თემას მოგვიანებით ვხსნი, მაგრამ მქონდა კიდეც ამის მიზეზი. საქმე იმაშია, რომ აქამდე ფირები არ მქონდა გამჟღავნებული.
მაშ ასე: ამ გიორგობას(შეგეწიოთ) ჰერეთში გადავედით მე და იეტი ვარადნაული. წასულები ვიყავით სარეისო მიკროავტობუსით, მოვინახულეთ კახი და ქურმუხი. ჩვენი ჯგუფი შედგებოდა 18 წევრისაგან, რომელთა ერთი ნაწილი ხრიდოლის ფედერაციას წარმოადგენდა. ძალიან კარგი ხალხი გავიცანი მათი და მათივე ახლობელ-მეგობრების სახით. ეს გასვლა გამოირჩემოდა იმითაც, რომ ერთმა წყვილმა ჩვენი ჯგუფიდან კახის წმ. გიორგის ტაძარში ჯვარი დაიწერეა. ძალიან დასამახსოვრებელი დღე იყო. ჯვრისწერა გიორგობის წინა საღამოს გაიმართა, საღამოს ლოცვის დამთავრების შემდეგ. ამ გასვლის დროს მე ჩემი პირადი ინტერესები მამოძრავებდა გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ მინდოდა იქაურობის ნახვა და ჩემი ქართველების მონახულება. ასევე ძალიან მინდოდა კახის სასაფლაოზე მისვლა და იმათ საფლავებზე ღვინის წაცევა, რაც მოვახერხე კიდეც. აი ამ მცირედი კონემტარით დავიწყებ ფოტოების დადებას, რომლებსაც ცოტ-ცოტა კომენტარებსაც მოვაყოლებ. როგორც იეტი ვარდანაული მპირდება თითოოროლა სურათს ისიც შემოსწირავს ამ თენას. კიდევ ერთხელ შეგეწიოთ წმ. გიორგი თქვენა და თქვენს ოჯახებს.
აი ეს გახლავთ ცნობილი კაკლის ხეივანი კახ-ლექართის გზაზე. ხეივანი რამოდენიმე კილომეტრზეა გაშენებული და მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამბობენ, რომ ეს ხეივანი თურმე უფრო გრძელი ყოვილაო, მაგრამ დიდი ნაწილი გამხმარა. (ინფორმაცია გადასამოწმებელია).
ის ღამე კახში, ტაძრიდან ასიოდე მეტრში მდებარე სახლში გავათიეთ, რომელი სახლის ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნოდა. ხოლო სახლში მისვლამდე მოვინახულეთ ტაძარი, რომელიც დგას ასევე კახში და რომელსაც ალავერდი ქვია.
ამის შემდეგ გავემართეთ სახლში, სადაც დავლაგდით, მცირედი წავიხემსეთ და წამოვედით წმ. გიორგის ტაძარში.
ჩვენმა ყოჩაღმა გოგებმა უცბად გააწყვეს სუფრა.
სტუმრები მოვიდნენ და თემას ასე ერთ საათში გავნაგრძობ.

Last edited by qvevri on 29 ნოე 2009, 18:52, edited 2 times in total.
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09
გავაცილე სტუმრები, ერთი უცხოელი და დანარჩენი ქართველები იყვნენ. ერთი ძალიან საინტერესო აზარფეშა ჩამომიტანეს, სურათი გადაუღე, თითოც დავლიეთ იმითი და წავიდნენ.
აზარფეშა ლევან დადიანისეულია და თან ვერცხლისაა.
ეხლა კი ვაგრძელებ თემას სანამ ახალი პარტია სტუმრები არ მოსულან...
აზარფეშა ლევან დადიანისეულია და თან ვერცხლისაა.
ეხლა კი ვაგრძელებ თემას სანამ ახალი პარტია სტუმრები არ მოსულან...
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09
როგორც გითხარით იმ საღამოს კახის წმ. გიორგის ტაარში ჯვრისწერა გაიმართა. აი ესაა სწორედ ჩვენი ახლადჯვარდაწერილი წყვილი. ძალიან კარგი ადამიანები არიან. დალოცოთ ღმერთმა, გაამრავლოთ და გაახაროთ.
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09
სანამ ჯვრისწერა იქნებოდა წავედით კახის ცნობილ სასაფლაოზე. ესაა საოცარი ადგილი.... მე პირადად ალბათ არასოდეს მეყოფა გრძნობა და სიტყვა იმისათვის, რომ გადმოვცე ის, რაც ამ ადგილას იგრძნობა. ერთი კია, რომ ესაა ადგილი სადაც დროის შეგრძნება ქრება, დამიჯერეთ ეს მართლაც ასეა. დავდიოდი საფლავის ქვებს შორის და ვასხავდი ჩვენი წინაპრების ძვლებზე საფერავს და თან იმათ სულებს ბოდიშს ვუხდიდი, რომ ჩვენ, საზღვარს აქეთა ქართველებმა არაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ იქაურობა დაგვებრუნებინა... უფრო მეტიც! ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისათვის, რომ იქაურობა არ დაბრუნდეს. ამ სიტყვებზე კონემტარები არ მიიღება და გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ყველამ. მე თქვენს მაგივრადაც მოვუბოდიშე იმათ სულებს და თქვენს მაგივრადაც დავასხი საფერავი იმათ ძვლებზე...
უკომენტაროდ:
საფერავიანი საფლავის ლოდი.
ეს კი იგივე სასაფლაო ოღონდ დილით, გიორგიბა დღეს გადაღებული.
[i
[im
უკომენტაროდ:
საფერავიანი საფლავის ლოდი.
ეს კი იგივე სასაფლაო ოღონდ დილით, გიორგიბა დღეს გადაღებული.
[i
[im
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09
მეც დავდებ ცოტა ფოტოს
ხრიდოლიონ გიორგი ავსაჯანიშვილის (ავსა) და თამარ მაჭავარიანის (თაკო) ჯვრისწერა
www.paata.ge
ხრიდოლიონ გიორგი ავსაჯანიშვილის (ავსა) და თამარ მაჭავარიანის (თაკო) ჯვრისწერა
www.paata.ge
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09
სტუმრად თორე შენც ეხლა სამი ლიტრა ღვინო არ დალიო ერთბაშად შენმა თავის გახეთქამ....paata_ wrote:წავედი სტუმრად, რო მოვალ გავაგრძელებ
Last edited by qvevri on 28 ნოე 2009, 17:39, edited 1 time in total.
გიორგობა ჰერეთში. 22-23.11.09
სანამ სასაფლაოზე მივიდოდით გზაში ძალიან საინტერესო არქიტექტურული ნიმუშები ვნახე. ესაა ეზოკარში შესასვლელი კარები, რომელიც აქაური მხარისათვისაა დამახასიათებელი.
ეს კი მეორე, რომელიც ცოტა გაურკვევლადაა სურათზე, მაგრამ აშკარად მოსჩანს შაბიამანის კვალი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ამ მხარეში აკრძალვის მიუხედავად მეღვინეობას ყოველთვის მისდევდნენ.