350-უკიდურესი ზღვარი

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
350-უკიდურესი ზღვარი

Post by civciva » 22 ოქტ 2009, 12:24

350 ეს არის აქცია, რომელიც ტარდება მსოფლიოს 170 ქვეყანაში და გამოხატავს ხალხთა სოლიდარობას კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით.
მისი მიზანია, მოახდინოს ზეწოლა მსოფლიოს მთავრობებზე, რათა მათ მიიღონ ყველაზე უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილება Kყოტო II-ს ანუ გლობალურ დათბობაზე ახალი ხელშეკრულების დადებისას.
თვითონ ციფრი 350 მეცნიერებმა სულ ახლახანს აღმოაჩინეს და იგი გულისხმობს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის უსაფრთხო ოდენობას. ეს არის ზედა ზღვარი, თუმცა, დღესდღეობით ატმოსფეროში მისი ოდენობა შეადგენს 389 წილადს მილიონზე. აქედან გამომდინარე (და კიდევ სხვა გაზების დაგროვების გამო ატმოსპეროში) დედამიწაზე დათბა 1 გრადუსით. 1 გრადუსით დათბობამ უკვე გამოიწვია ისეთი შეუქცევადი პროცესები, რომლის გამოც ზარალდება და დაზარლდება მრავალი ქვეყანა.
პროცესების სრულად შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ კაცობრიობას დარჩა 10 წელი, რათა შეამციროს ამ ნივთიერებების ემისია ატმოსპეროში და დააბრუნოს ნახშიორჯანგის ნიშნული 350-მდე.
აქციის მიზანია, ასევე გამოხატოს პროტესტი პოლიეთილენის პარკებისა და ერთჯერადი პლასტკური ნივთების წინააღმდეგ, რომელთა მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები მრავალი წლის განმავლობაში აბინძურებენ გარემოს.
ეს პრობლემა ყველას ეხება, ამიტომ გთხოვთ მობრძანდეთ ლოკომოტივის სტადიონზე 24 ოქტომბერს კლიმატის ცვლილების დღეს 01.30 საათზე. ტრიბუნებზე ისე დავსხდებით, რომ გამოვხატოთ ციფრი 350. ფოტოები გაიგზავნება 350.ორგე-ს ვებგვერდზე და შეუერთდება სხვა ქვეყნებში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც გაშუქდება გაეროს შენობაზე.
წინასწარ გიხდით მადლობას!

გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია მეგობრებში, სტადიონი ყველას დაიტევს!!!
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.350.org/350-videos
დოკუმენტური ფილმი: http://avoe.ge/movies/one.php?mid=10734

პ.ს. აქცია ორგანიზდება საკუთარი(ორგანიზატორი-ჩემი მეგობრის) ხარჯებით, არავითარი დაფინანსება ! მხოლოდ საკუთარი ინიციატივა!
გთხოვთ უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავოთ!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
350-უკიდურესი ზღვარი

Post by ლეონტი » 22 ოქტ 2009, 20:25

civciva wrote: გთხოვთ უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავოთ!
ვისთვის უაზრო და...
მიხვდი ხომ კომენტარები რო მოყვებოდა.
მაგალითად: "მაგას აქციები ვერ უშველის" მსგავსი.
:P

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
350-უკიდურესი ზღვარი

Post by bambina » 27 ნოე 2009, 14:12

ორი რამე, ნიჰილიზმი და უიმედობა ღუპავს კაცობრიობას :!:

:roll:

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
350-უკიდურესი ზღვარი

Post by z g a r b i » 27 ნოე 2009, 14:40

civciva
ვახ, ეს ეხლა ვნახე თორე შემოგიერთებოდით აუცილებლად :roll:

არამგონია მარტო მაგის გამო ემუქრებოდეს დედამიწას დანგრევა..
ბუნებაში ყველაფერს თავისი ფუნქცია აქვს, ჩვენ კიდევ ვწურავთ და ვწურავთ ამ ყველაფერს ახალ-ახალი რკინის დანადგარების შესაქმენელად, და უკან ვუბრუნებთ ნაგავს :!:
ხოდა ასე დიდ ხანს ვერ გაძლებს, მალე დაინგრევა რაც აქამდე შექმნილა და ახლიდან დაიწყებს ბუნება აღორძინებას იმ იმედით რომ მომავალი მაცხოვრებლები, შედარებით უფრო ჭკვიანები აღმოჩნდებიან
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
350-უკიდურესი ზღვარი

Post by Makena » 27 ნოე 2009, 15:45

გლობალური დათბობის შესახებ თემა უკვე გახსნილია, გამარჯობა საქართველოს მიერ.

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
350-უკიდურესი ზღვარი

Post by arcivi9 » 27 ნოე 2009, 17:52

აქციის მიზანია, ასევე გამოხატოს პროტესტი პოლიეთილენის პარკებისა და ერთჯერადი პლასტკური ნივთების წინააღმდეგ, რომელთა მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები მრავალი წლის განმავლობაში აბინძურებენ გარემოს.
ეს ნაგავი მართლა უნდა აიკრძალოს რა! :evil:
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
350-უკიდურესი ზღვარი

Post by Nephros » 27 ნოე 2009, 23:21

ჰჰმმმმმმ... ეს ციფრები... 350-უკიდურესი ზღვარი... რაღაცით გავს Fahrenheit 451-ს. მართალია უკიდურესად განსხვავებული თემაა, მაგრამ პათოსი ნამდვილად ისეთია. ისე კი, როცა გვგონია, რომ ეს მხოლოდ Science-Fiction-ია, რომ მსგავსი რაღაცეები მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ან წიგნებში ხდება, აღმოჩნდება რომ ამ ჟანრის მონაწილეები თავად ვხდებით, ოღონდ სინამდვილეში.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
350-უკიდურესი ზღვარი

Post by Makena » 27 ნოე 2009, 23:31

მაგ საპროტესტო აქციების მოწყობას ნაგვის მოსაგროვებელი აქციების მოწყობა სჯობს ვგონებ, თუ სადმე ეკლესიამონასტერია ან რაიმე ღირშესანიშნაობაა ყველგან პლასტმასის ბოთლები და ცელოფნის პარკებია მიმოფანტული. :?

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
350-უკიდურესი ზღვარი

Post by Nephros » 28 ნოე 2009, 12:36

Makena wrote: [...]თუ სადმე ეკლესიამონასტერია ან რაიმე ღირშესანიშნაობაა ყველგან პლასტმასის ბოთლები და ცელოფნის პარკებია მიმოფანტული. :?
როგორც ჩვენი შესაწირი... ღმერთებს!
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]