მოდი წავიდეთ ამ კვირას.
იქნებ გამოგვივიდეს კარგი კადრები და კარავის კალენდარშიც მოასწროს მოხვედრა

გავალთ დილით დიდუბიდან ქსნის მიმართულებით და საღამოს ჩამოვალთ მცხეთაში.
ვნახოთ, რამდენი ადამიანი შეიკრიბება, იქნებ მიკროავტობუსიც ვიქირაოთ.
ვიკრიბებით კვირას, სამთო ქიმიასთან - 8:30-ზე
იქონიეთ საკვები და გზისთვის 5 ლარი.
Fრიმეტეო მცირედ მოღრუბლულობას გვპირდება.
ვინაიდან ვივლით ტრიალ ადგილზე, სავარაუდოდ ქარი იქნება და შესაბამისად ჩაიცვით, რომ არ გაცივდეთ.
ასევე, ყოველი შემთხვევისთვის - ფანარი და საწვიმარი.
ესეც ქსნის ციხის ფოტო:
