აშშ-ში გამოქვეყნდა გამოძიების ოფიციალური სენსაციური შედეგები, რომელიც საერთაშორისო ფარმაკოლოგიურ კარტელს ეიჩ1ენ1-ის ვირუსის გავრცელებაში ამხელს.
გამოცემა “The-insider”-ის ცნობით, მხილებულია ლოს-ანჟელესის ფარმაკოლოგიური კარტელი, რომელიც პასუხისმგებელია ეიჩ1ენ1-ის პანდემიური ვირუსის შექმნაზე, გარცელებაზე და მის საწინააღმდეგო ვაქცინების დამზადებაზე.
ჯანდაცვის პროდუქტების საკითხებში წამყვანმა ამერიკელმა ექსპერტმა დოქტორ ლეონიდ გოროვიცმა და ჟურნალისტმა შერი კეინმა გამოაქვეყნეს შოკის მომგვრელი ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ყველაფრის უკან, რაც დაკავშირებულია პანდემიური ვირუსის წარმოშობასთან და მის ე.წ. პროფილაქტიკასთან, კერძო გლობალური ბიოტექნოლოგიური “ტრასტის” მფლობელები დგანან.
ამ დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც გოროვიცმა და კეინმა იურისტების საშუალებით გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცეს, “ნიუ-იორკის პარტნიორობის” ეგიდით მოქმედმა მეწარმეებმა შექმნეს პანდემია, მასმედიით გაავრცელეს პანიკა და დეზინფორმაცია, მოამზადეს ვაქცინაციის ოფიციალური სარეკლამო კომპანია, რომელიც დღეს ყველგან ხორციელდება, სუპერმარკეტებით დაწყებული და პოლიკლინიკებით დამთავრებული.
“დევიდ როკფელერის ტრასტი, რომელშიც რიგი უოლ-სთრითელი პარტნიორი მონაწილეობს, მედია-მაგნატების რუპერტ მერდოკის, მორტონ ცუკერმანის, ტომას გლოუსერის და ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის ჯერი სპრეიერის ჩათვლით, ეჭვმიტანილია გლობალური გენოციდის დაგეგმვაში და მომზადებაში”, - ეს ინფორმაცია გოროვიცმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს იურისტების საშუალებით მიაწოდა.
“ეს ტრასტი ყველა გლობალურ ბიოტექნოლოგიურ კვლევას აკონტროლებს. კომერციულ ჯანდაცვასაც მთლიანად ეს ტრასტი განაგებს, იმ ძირითადი მედიასაშუალებების ჩათვლით, რომლებსაც ამ დანაშაულებრივი კარტელის პროდუქციის რეკლამისა და პროპაგანდისთვის იყენებენ. ასევე, ეს ტრასტი გავლენას ახდენს ფარმაკოლოგიური და ბუნებრივი პრეპარატების ბაზრის რეგულირებაზე და ამისთვის, საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგის ჩამოყალიბებისთვის, მედია-კონცერნებს იყენებს”, - აცხადებს გოროვიცი.
დოქტორ გოროვიცისა და ჟურნალისტ კეინის გამოძიების მიხედვით, კომპანია “Silverstein Properties inc.” ხელმძღვანელს ლარი სილვერსტაინს კავშირი ჰქონდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან. ლარი სილვერსტაინი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ყოფილი არენდატორია. დღეს ის ბიოტექნოლოგიური “ტრასტის”, რომელიც დევიდ როკფელერმა დააფუძნა, თანამფლობელი და არენდატორია.
გამოძიების მიხედვით, ფარმაკო-კარტელის მიზანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება იყო.
გოროვიცის განცხადებით, ის ადამიანები, რომელთაც 2001 წლის 11 სექტემბერს, 8 წამში 3 ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვა შერჩათ, მზად არიან მსოფლიოში “ღორის გრიპის” კომპლექსური პანდემიის გავრცელებით, მილიონობით და მილიარდობით ადამიანი გაანადგურონ.
“ვლოცულობ, რომ ჩემ მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებ,ა მილიონობით ადამიანი გადაარჩინონ და აქტივისტებმა პრეზიდენტ ობამას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება მოსთხოვონ”, - ამბობს გოროვიცი.
მისი ინფორმაციით, ყველაზე სასიკვდილო გენოციდის დაწყებამდე ერთი თვე დარჩა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მისი მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოძიება დაიწყოს, სასამართლომ კი, “ღორის გრიპის” ვაქცინაცია აკრძალოს. გოროვიცის განმარტებით, მან თავის დროზე ბიურო გააფრთხილა ციმბირული წყლულის დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით, მაგრამ ბიურომ რეაგირება მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ მოახდინა.
ზემოხსენებული ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გოროვიცმა ოფიციალური წერილობითი ჩვენებების ფიცის ქვეშ მისცა.
http://politforumi.com/index.php?showtopic=8844