ხალხნოოოოო
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ თემის გადახედვისას, თითქოს საქართველოში ციხეები არ ყოფილიყოს და მარტო კოშკების ამარა გავდიოდით ფონს.
ცოტა მეტი ციხე პლიიზები...
გორის ციხე ხომ ციხეა? ოქროს ციხე ხომ ნახეს და ჩააფოტოჩკეს, ყვარლის ციხე იყოს თუნდაც, ციხეა.. ბირთვისები ბუნებრივი ციხე, კიდევ რეები გვაქვს, ჩამოვწეროთ და გაახსენდებათ კარაველებს "უი, მაგი ხომ გადაღებული მაქვს"-ო და დადებენ.
გორის ციხე აგვისტოს ომის მერე აუცილებლად უნდა იდოს მგონია. მგონი ლინდას ჰქონდა გადაღებული, თუ არ ვცდები.
ციხეგოჯისას მოვნახავ სამეგრელოს გასვლიდან. იმხელა ციხეა და არ დავდოთ, ცოდვაა... თელავშიც ხომაა ციხე, ერეკლეს ძეგლი რომ უდგას წინ. კოშკებს მაგი სჯობია. გონიოს ციხე ნამდვილად ციხეა. სადღაც მეც უნდა მქონდეს.
კლდეკარი არ უნდა იყოს აქ? ისეთი განწყობა დამეუფლა, ლამისაა ნარიყალას სურათი დავდოთ პირველ გვერდზე

აბა უფრო მხნედ და აქტიურად
გავიხსენოთ ხალხ... საქართველოში კაი ციხეების მეტი რაა. აქ რომ გადავხედე, ხუთი ციხეც არაა დადებული, ძირითადად ხერთვისი, თმოგვი, ხორნაბუჯი ფიგურირებს და კიდევ ერთი-ორი.. სირცხვილ და თავი მოჩრა
ვარძია ციხე ქალაქი არაა? ისევე როგორც უფლისციხე? მაგენიც მოსულა?