თუშეთი 3-11 აგვისტო

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 05 ნოე 2009, 22:15

დანოში პირველები მე და გიო ავედით. ლელა თათარაიძის სახლს ჩავუარეთ და რაბზან თათარაიძის ოჯახში მივედით სადაც გველოდებოდნენგიოს დედა, და და ძმა. ოჯახის უფროსმა თბილად მიგვიღო. სანამ დანარჩენებიც ამოვიდოდნენ მე და გიო წყლის დასალევად წყაროსთან ჩავედით. წყაროდან უძველესი სათვალთვალო კოშკის ნანგრევები მოჩანდა:
Image
By Bernar

საკმაოდ მისტიურად გამოიყურებოდა:
Image
By Bernar

Image
By Bernar

ეს დანოს სახლებია:
Image
By Bernar


ნელ-ნელა დანარჩენებიც ამოვიდნენ და ყველანი ეზოში შევიკრიბეთ:
Image
By Bernar

მცირე საუბრის და გამასპინძლების შემდეგ მე და ელგუჯა ბიძიამ დანოს სასაფლაო მოვინახულეთ:

სასაფლაომდე არმისულმა ეს პანორამები გადავიღე: მაინც უკეთესად ჩანს არე-მარე პანორამებში :)
Image
By Bernar

ამ სურათებში მეტ-ნაკლებად მოჩანს თუშური სოფლების სილამაზის ერთერთი მიზეზი: სახლების ისეთი განლაგება, რომ როდესაც შორიდან უყურებ სახლების სახურავები თითქოს ერთმანეთს აგრძელებს და სოფელს რაღაც ერთიან ობიექტად აღიქვამ და არა ცალ-ცალკე ნაწილებად

Image
By Bernar

ელგუჯა ბიძია წინაპართა საფლავებთან:

Image
By Bernar

Image
By Bernar


ესეც მე
Image
By Bernar

ისევ დანო: სადაც ხალხი მოჩანს ის არის რაბზან თათარაიძის სახლი, ის ხალხი კი ჩვენები არიან:
Image
By Bernar

დანო და მისი მისტიური მცველი:
Image
By Bernar

ისევ ელგუჯა ბიძია:
Image
By Bernar

ეს კი იქაურობის ერთერთი მშვენება:
Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 05 ნოე 2009, 22:32

ამის შემდეგ გამოვემშვიდობეთ ჩვენს დანოელ მასპინძლებს და კვავლოს ბილიკს მივყევით. თუმცა რაღა ბილიკი: დანოდან ახალ კვავლომდე სამანქანო გზაც მიდის.
ცოტა ხანში დართლოც გამოჩნდა. ისევ თუშური სოფლების ზემოთხსენებული ეფექტი: ძალიან ლამაზი სანახავია დართლო ზემოდანაც!

Image
By Bernar

უფრო ახლოდან:

Image
By Bernar

ვტკბებით ყოველივე ამის შემყურე:
Image
By Bernar

დედაჩემს და მამაჩემს დასვენება მონდომებიათ:
Image
By Bernar

როგორც ჩანს გოშას და ელგუჯა ბიძიასაც მოსწონთ ეს ყველაფერი
(რა გასაკვირია თუ მოეწონათ :) )
Image
By Bernar

Image
By Bernar

ახალი კვავლოს შესასვლელთან უკან მყოფებს დაველოდეთ, რათა სოფელში ერთად შევსულიავით და თუ რამეა ძაღლების თავდასხმა ერთად მოგვეგერიებინა :)

Image
By Bernar

კიდევ ერთხელ დართლო და ერთმანეთს ჩახუტებული სახლები:
Image
By Bernar

ახალ კვავლოში რომ შევედით საინტერესო სურათი დაგვხვდა: სტალინის სურათი და საქართველოს დროშა ერთად: :D

Image
By Bernar

ეს იმის დასტურად რომ ახალ კვავლოში სამანქანო გზა მოდის:
Image
By Bernar

ესეც ახალი კვავლო:
Image
By Bernar

იქვე ცხვრების ერთერთ ფარეხში თუში მწყემსები ცხვარს კრეჭდნენ. საინტერესო სანახავები იყვნენ ახლად გაკრეჭილი ცხვრები: სულ ფითქინები და გამხდრები :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by guruli » 06 ნოე 2009, 14:05

Bernar
სადაც ხალხი მოჩანს ის არის რაბზან თათარაიძის სახლი, ის ხალხი კი ჩვენები არიან:
ეგ ლელა და ეთერო თათარაიძეების ძმის სახლი არაა? ანუ რამზანი მაგათი ძმაა?
ზუსტად ვერ ვარცევ, მაგრამ მგონი, ეგაა იმის სახლი. ან, თუ ეგ არაა, მაგის უკან უნდა იდგეს მაშინ, ეგ კი ის სახლია, ეჰ-დათომ ძალიან საინტერესო ფოტო რომ გადაუღო: არქაულ სოფელში, უძველესი ისტორიული სახლების ფონზე ქალი ცივილიზაციის ნიშნით - გაზეთს კითხულობს.
დანოს ხატი არ მოგეწონა, თუ რატომ არ დადე ფოტო?

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 13 ნოე 2009, 20:25

guruli
არ ვიცი თუ ძია რაბზანი ეთერ თათარაიძის ძმაა

დანოს ხატი არ ვიცი ზუსტად სადაა: როგორც მამაჩემმა გაიხსენა ნათელა დეიდამ გვითხრა, რომ მაღლა კლდეში არისო. თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის რომ არ გვინახავს :)

ჩვენ დანოს სასაფლაოს მერე სამანქანო გზას გავყევით ახალი კვავლოსკენ: სხვაგან აღარ გადაგვიხვევია

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 18 ნოე 2009, 20:15

ძველ და ახალ კვავლოებს ერთი ნაკადული და მისი ხეობა ყოფდა. ჩვენც მივყევით ბილიკს, რომელიც ამ ხეობაში ჩადიოდა და შემდეგ ძველ კვავლოში ადიოდა.
აი ის ბილიკიც:
Image
By Bernar

Image
By Bernar

ეს ის ნაკადულიც (სახელად წისქვილების წყალი):

Image
By Bernar

ახალი კვავლო მოჩანს მოპირდაპირე ფერდობიდან:

Image
By Bernar

გიორგი ეტყობა სიცხემ დაღალა და ისვენებს. იქვე არიან ძროხებიც, რომლებიც ჩვენმა მისვლამ ცოტა არ იყოს დააბნია :)
Image
By Bernar

Image
By Bernar

მამაჩემი მოიწევს ნელ-ნელა:
Image
By Bernar


მცირე შესვენებაც გვქონდა ნაკადულის პირას: სიგრილე ჩამოჰქონდა ნაკადულს და ჩვენც ეს გვსიამოვნებდა :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 18 ნოე 2009, 20:54

ძველი კვავლო (ანუ ნამდვილი კვავლო :) ) მალევე გამოჩნდა:

Image
By Bernar

Image
By Bernar

როდესაც სოფელში შევედით, კოშკისაკენ მიმავალი ბილიკი ვიკითხეთ (კოშკი თხემის მეორე ფერდობზე იყო და შესაბამისად ვერ ვხედავდით). ბილიკი რომ მიგვასწავლეს დავადექით მას. პირველმა მე ავირბინე და უკან მომავალები დავაფიქსირე:
Image
By Bernar

ეს კი თავად კვავლო:
Image
By Bernar

კოშკს მალევე მივაგენით: პირდაპირ დართლოს და პირიქეთის ალაზნის ხეობას გადაჰყურებდა
Image
By Bernar

ჟამთა სვლას კვავლოს კოშკზეც დაუტყვია თავისი ხელი: კოშკს ცალ მხარეზე საკმაოდ დიდი ბზარი ადევს. :(
Image
By Bernar

ამ ადგილიდან ძალიან კარგი ხედი იშლებოდა დართლოზე, პირიქეთის ალაზანის ხეობაზე და გომეწრის და პირიქეთის ხეობების გამყოფ ქედზე:

Image
By Bernar

ძალიან სასიამოვნო იყო იქ ჯდომა და ხედებით ტკბობა: საათობით არ მობეზრდებოდა ალბათ კაცს

Image
By Bernar

აქ მოშორებით დანოც მოჩანს
Image
By Bernar

კარგი ამინდიც გვიწყობდა ხელს იმ დღეს: სასიამოვნო იყო დასვენება
Image
By Bernar

ხედებით ტკბობის შემდეგ კოშკის დასათვალიერებლად გავემართეთ.
მე და ელგუჯა ბიძია კოშკში შევძვერით. მალე გოშაც ამოძვრა, მასაც დააინტერესა კოშკის ''შიგნეულობამ'' :)
აი რა ხდებოდა შიგნით:
Image
By Bernar

Image
By Bernar

ეს კოშკიდან გადავიღე: ფითქინა ღრუბლები მომეწონა უბრალოდ :)
Image
By Bernar


კოშკის დათვალიერების შემდეგ კვავლოს ''ქუჩებში'' გავისეირნეთ. სახლები უმეტესად მიტოვებული იყო. ერთი ოჯახი ვნახეთ კოშკის მხარეს მხოლოდ.
აი ირაკლი მოიწევს:
Image
By Bernar

ეს კვავლოს ქუჩები და სახლები :)
Image
By Bernar

Image
By Bernar

აქ კი დედაჩემი, ნათელა დეიდა და გიოს და გველოდებოდნენ: დამავიწყდა მეთქვა, რომ კვავლოს კოშკთან აკრძალულია ქალების მისვლა :)
Image
By Bernar

ისევ კვავლო და მისი სახლები:
Image
By Bernar

Image
By Bernar

Image
By Bernar

კვავლოს კლდეზეც გაუხარიათ ამ მშვენიერ არსებებს :)
Image
By Bernar

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by ARCHILI » 18 ნოე 2009, 20:59

Bernar


ყოჩაღ!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by guruli » 18 ნოე 2009, 21:19

Bernar
guruli
არ ვიცი თუ ძია რაბზანი ეთერ თათარაიძის ძმაა
მგონი, ეგაა. რარაც სხვანაირ სახელი კი ჰქვია იმ კაცს, მაგრამ ვერ ვიხსენებ, თუმცა ეგ უნდა იყოს - სახლიც მივამსგავსე და სოფლის იგივე ნაწილშია.
დანოს ხატი არ ვიცი ზუსტად სადაა:
შიგ სოფელშივეა - უკან. შენ რასაც ამბობ, ეგ სხვა ხატია, ის კი შიგ სოფელშივეა. აუცილებლად ნახავდით მას - განსხვავებული ფორმისაა.
გომეწრის და პირიქეთის ხეობების გამყოფ ქედზე:
მაკრატელას ქედი, მაგრამ სხვა სახელიც ჰქვია, მგონი, მაგას.
კვავლოს კოშკში შესვლა ძალიან გაგირისკავთ - რა წუთს ჩაიქცევა, კაცმა არ იცის. სამწუხაროდ, არქეოლოგებმაც ხელი ჩაიქნიეს მაგ კოშკზე - რესტავრაცია შეუძლებელია, თუ დაიშლება და თავიდან აიწყობაო.
Last edited by guruli on 24 ნოე 2009, 00:56, edited 5 times in total.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 18 ნოე 2009, 21:35

კვავლოს დათვალიერების შემდეგ მე, გიომ და გიორგიმ კვავლოს თხემზე ასვლა და არემარის იქიდან დათვალიერება გადავწყვიტეთ. დანარჩენები კი დართლოსაკენ დაეშვნენ.
ცოტა რომ ავიწიეთ მაღლა ეს სურათები გადავიღე:
ძალიან ლამაზი იყო კვავლო:
Image
By Bernar

გიო და კვავლო:
Image
By Bernar

გიორგი ისვენებს:
Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 18 ნოე 2009, 21:45

guruli
მართალია: მაგ ქედს პირიქეთის ქედი ქვია :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Gvalva » 18 ნოე 2009, 22:10

Bernar

ძალიან კარგი ხარ!! ყოველ წელს დაუზარლად დადიხართ შენი ოჯახი და საახლობლო, მაგრამ დაუზარლად რომ გვაცნობ ხოლმე ამ ყველაფერს ამისთვის განსაკუთრებულად გაფასებ!!

თან ყოველ წელს კაი-კაი ადგილებში დადიხარ და კარგადაც გვაცნობ ხოლმე, მაგ. მაგ კოშკის შიგნეულობა თუ ასეთი იყო მე არ ვიცოდი :oops:

იმ გზაზე ჩამოვლისას სულ ის მახსენდება არხოტიდან მომავლებს რომ შეგვხვდით :), მეგონა აბუდელაურის ტბებზე მიდიოდით და არხოტში მივდივართო რომ თქვით... მოკითხვა შენებს :)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Naia » 18 ნოე 2009, 22:34

Bernar
ძალიან კარგად ყვები და დეტალურად აღწერ ყველაფერს. ახლა ვნახე ეს თემა და ვერ მოვწყდი:) ჩემი თუშეთური მოგზაურობა გამახსენდა. სხვათაშორის რამდენიმე კარაველთან ერთად სწორედ მაგ დროს ვიყავი დართლო-კვავლო-დანოში (1-8 აგვისტო). საინტერესოა, რატომ ვერ შეგხვდით? (ცხვრების გაკრეჭა დანოსთან ჩვენც ვნახეთ :)

მოკლედ, დიდი ინტერესით ველი გაგრძელებას

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 19 ნოე 2009, 14:10

Gvalva
Naia
დიდი მადლობები!!! :)

Gvalva
მოკითხვისათვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! აუცილებლად გადავცემ ვისაც ვნახავ! :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by Bernar » 19 ნოე 2009, 14:11

Naia

ჩვენ დართლოში 4-5 აგვისტოს ვიყავით. თქვენ ამ რიცხვებში რომელ სოფელში იმყოფებოდით?

User avatar
eloiza
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 10 სექ 2007, 07:50
თუშეთი 3-11 აგვისტო

Post by eloiza » 19 ნოე 2009, 14:56

Bernar
მინდა გითხრა რომ ჩვენ შევხვედრივართ ერთმანეთს, თანაც თუშეთში :lol:
შეიძლება არ გახსოვდეს, სადღაც 9-ში ბესოს ვყავდით გომეწარში წამოყვანილი და სწორედ იქ შეგხვდით:)))))

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]