GIRA wrote:Makena
სწორი ადგილი? 2000 მეტრზე მთების გადავლა წვიმაში და ნისლში საკმაოდ რთულია, ეს აქ ფოტოზე ჩანს ასე ლამაზად და სწორად
მარშრუტი საკმაოდ რთული გასავლელია, ზედა თმოგვიდან ისეთ ნისლში ვიარეთ სერპანტინზე თვალთან თითს ვერ მიიტანდა კაცი.
ვიცი, ყველა ქართველს ჰგონია, რომ ყველაზე მაგარი მანქანა ყავს და ყველაზე მაგარი მძღოლია
თეთრი და შავი ###### აბანოში გამოჩნდებაო ნათქვამია.........
ამიტომ არსებობს ჩვენი კლუბი, რომელიც ატარებს შეჯიბრებსა და გასვლებს რთულად დასაძლევ ადგილებში. იქ, სადაც მანქანებს არც გაუვლიათ!!!
თუ ვინმეს გონია თავის თავი ყველაზე მაგარ მანქანიანი, ყველაზე მაგარი მძღოლი, გეპატიჟებით შეჯიბრებებზე, რომლებიც წელიწადში სულ მინიმუმ ოთხჯერ იმართება.
ხოოოდა, იქ გამოჩნდების აბანოს ამბავი. ხო, მანქანისაც
სურათებზე აღბეჭდილი გზა რთული ჩანს, რა თქმა უნდა, ოღონდ მოყვარული მძღოლებისთვის.
ივლით ხშირად ჯიპ-ტურებზე, დააგროვებთ გამოცდილებას, ისწავლით ტარებას, ნახავთ, რომ ადრენალინი გამოიყოფა, გამოიცვლით მანქანებს, გადაჯდებით ნამდვილ ჯიპებზე, შეჯიბრიში გაგიჩნდებათ "მაგარი მძღოლობის" გამოვლინების სურვილი და...........................
გამოიცვლით საიტს, რომლის მისამართიც
www.offroad.ge იქნება

GIRA
საერთოდ რთულია იმის თქმა რომელი ჯიპია უკეთესი,
ნისან პატრული თუ ტოიოტა ლენდკრუიზერი?
ან ნისან პეტფაინდერი თუ ტოიოტა პრადო?
ნისან ქს ტერრა თუ ტოიოტა 4რანერი?
ეს გემოვნების ამბავია.
ნამდვილი ჯიპი რომელია... დალიფტული და რაღაც გაურკვევობას დამსგავსებული მანქანა?
ერთი რამ ფაქტია, კარგადაც ვიარეთ, დროც სასიამოვნოდ გავატარეთ და უმშვენიერესი ადგილებიც ვნახეთ, როცა გაგვიჭირდა ერთმანეთს დავეხმარეთ, ეს ყველაფერი სტანდარტული მანქანებით მოვახერხეთ ყოველგვარი ლიფტინგის გარეშე

ასეც გავაგრძელებთ მომავალში,
ეს კარავია და არა ოფფროუდკლუბი.
მე პირადად მთელი ცხოვრება ჯიპებით დავდივარ, სრული სერიოზულობით შემიძლია ვთქვა რომ ისეთ ადგილებში ვარ ნამყოფი რომ არც კარავზე და არც ოფფროუდ კლუბში ბევრი არ იქნება ნამყოფი, სამსახურში დღესდღეობით 5 სხვადასხვა ჯიპი გვყავს, რაც კი ჯიპი არსებობს უმეტესი მათგანი საქმეში მყავს გამოცდილი.
ყველაზე რთული და ხელოვნურად გართულებული გზებისათვის საუკეთესოდ მივიჩნევ NISSAN PATROLS.
TOIOTA 4რანერი, PAJERO, ნისსსან XTERRA, ესენი კარგი გამავლობის, ერთი კლასის მანქანებია.
ნისან პეტფაინდერი მყავს 4 წელია და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მანქანით, ჩემთვის აქვს მნიშვნელობა როგორც გამავლობას ასევე კომფორტს.
რაც შეეხება რთულ და საშუალო სირთულის გზებს, კომფორტს, შორ გზაზე სიარულს დაუღლელად და სისწრაფეს, ნისან პეტფაინდერი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე დგას, ეს არის მაღალი კლასის მანქანა, იგი ისევე კარგი და სანდოა უგზოობაში როგორც ტრასაზე.
მას 4 რანერზე მძლავრი ძრავი აქვს (240 ცხ.ძ.) გაცილებით კომფორტული და დინამიური სვლა აქვს.
მე პირადად ოფფროუდშეჯიბრებების არც სურვილი მაქვს და არც ინტერესი, ჯიპით მხოლოდ ბუნებრივ უგზოობას და მიუვალ ადგილებს ვეჯიბრები მეგობრებთან ერთად, ხან წარმატებით და ხანაც წარუმატებლად, ანუ ჯგუფურად ჯიპებით გასვლები მომწონს როდესაც ერთმანეთს კი არ ვეჯიბრებით არამედ ერთმანეთს ვეხმარებით და ერთობლივი ძალისხმევით გავდივართ რთულ გზებს და ეს გავლილი გზა მიგვიყვანს საინტერესო და ლამაზ ადგილამდე.
ეს ადგილები უდაბნოს მხოლოდ ფერის გამო ჰგავს შემოდგომაზე, ისეკი საუცხოო საძოვრებია, ნოყიერი მიწითა და ბალახით მდიდარი.