მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by navigator » 11 ნოე 2009, 14:47

GIRA
ვერ გეკამათები, ალბათ გამოცდილებიდან ლაპარაკობ, შესაძლოა ორივე ხიდ ჩართული მანქანა უფრო ძნელად მოსაცურებელია და თუ მოცურდა შესაბამისად უფრო ძნელი გასასწორებელიც, ალბათ ეს მომენტია თორე ნამდვილად ვერ ვხვდები სხვა რა ახსნა უნდა იყოს...
აცხა ღორებო Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by Makena » 11 ნოე 2009, 15:09

GIRA
ნისან პეტფაინდერის ამ მოდელს არ ესმაზკება არც შლიცი და არც კრესტავინები, ორვე დახურული სისტემაა, მანქანას ნისანის ცენტრში ვამოწმებ ხოლმე, შეკეთება ჯერ არაფრის დამჭირვებია, რაღაც წვრილმანებს თუ არ ჩავთვლი, საკმაოდ მდგრადი მანქანაა, 4 წელია დავდივარ, ჩემი სამსახურის გადამკიდე საკმაოდ ცუდ გზებსა და ცუდ კლიმატურ პირობებში, ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ერთხელ არ უღალატია, კლდესავით მყარია, დიდი სიამოვნებაა ამ 240 ცხენისძალიანი რაშის მართვა, არაფერს ითხოვს გარდა უმაღლესი ხარისხის ზეთისა და ტრანსმისიის სითხის, სადაც გინდა წადი არ გიღალატებს :)
Last edited by Makena on 11 ნოე 2009, 20:49, edited 1 time in total.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by Makena » 11 ნოე 2009, 15:51

Naia
მოცურებასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად გეტყვი, რადგან შენს მანქანას წინა ხიდი გამორთული აქვს მისი მოცურების რისკი ნახევრად გაყინულ ან გაყუნულ გზაზე გადასვლის შემთხვევაში საკმაოდ დიდია.
ყველაზე მარტივი მაგალითი განვიხილოთ - ტრასაზე მოძრაობის დროს მოცურდი, მანქანა იწყებს შემობრუნებას, ნებისმიერ შემთხვევაში გაზს ფეხი უნდა აუშვა და საჭე აიღო იმ მიმართულებით საითაც მანქანის უკანა ნაწილი მოცურდა, შეწყდება თუ არა მოცურება საჭეს ასწორებ და გაზს აძლევ იმდენს რომ მოჭიდების შეგრძნება გაგიჩნდეს.
საერთოდ როცა ხედავ რომ გზა ნახევრად გაყინულია და ასეთ გზაზე მოძრაობის გამოცდილება არ გაქვს პირველი რაც უნდა გააკეთო სიჩქარის შემცირებაა ანუ თუ მიდიხარ 80 ით შეამცირე სიჩქარე მუხრუჭის გარეშე 50-40 მდე და იმოძრავე, თუ კიდევ უფრო გინდა თავის დაზღვევა, შეაჩერე მანქანა თანდათან, ჩართე წინა თვლების მოჭიდება(იოს მოძრაობის დროს ერთვება?) და გააგრძელე მოძრაობა ისევ 50 კმ ით. თუ მაინც ცურავს, მაშინ საბურავებში წნევა უნდა შეამოწმო და საჭიროების შემთხვევაში დაუშვი საბურავები 2.1 დან 1.8-1.7 მდე. ძალზედ მნიშვნელოვანია კარგი საბურავები, და წნევა საბურავებში.
GIRA მართალია, წინა ხიდჩართული, სიჩქარით მოცურებული მანქანა სერიოზულად უმართავი ხდება, ძალზედ რთული გასასწორებელია და სხვა ქმედებებს საჭიროებს, ამიტომ გამოუცდელი მძღოლებისათვის საუკეთესო ვარიანტია ნელი მოძრაობა, ანუ ,,ტიხო იედეშ დალშე ბუდეშ" :wink: 8)
Last edited by Makena on 11 ნოე 2009, 20:12, edited 1 time in total.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by navigator » 11 ნოე 2009, 19:43

Makena
კი, იოს მოძრაობის დროს ერთვება, 100კმ/სთ-მდე სიჩქარეზე დასაშვებია როგორც წინა ხიდის ჩართვა დიფერენციალით ისევე ხიდთაშორისი დიფერენციალის დაბლოკვა, ასევე გათიშვა. ნაიას მანქანაზე საბურავი ისედაც 1.8-ზე უნდა იყოს. ალბათ უფრო დაკლებაც შეიძლება.
აცხა ღორებო Image

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by GIRA » 11 ნოე 2009, 20:14

Makena
მანქანას ნისანის ცენტრში ვამოწმებ ხოლმე
ეგ რომელია, მანქანების ბაზრობასთან, რომ არის? თუ ეგ არის, მაშინ სასწრაფოდ შეცვალე პროფილაქტიკა!!!! (სერიოზულად გეუბნები)

Makena navigator
შეაჩერე მანქანა თანდათან, ჩართე წინა თვლების მოჭიდება(იოს მოძრაობის დროს ერთვება?)
მეგობრებო ძალიან გთხოვთ ნუ ჩამომართმევთ ჭკუის სწავლებაში, რადგან მეც არ მიყვარს ჭკუას, რომ მასწავლიან.
ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ და გეუბნებით: ნებისმიერ ჯიპზე, მისი სისტემა ფართ თაიმი იქნება თუ სუპერ სელექტი (იგივე მულტი მოუდი), წინა ხიდის მიერთება შეიძლება(!!!) მოძრავ მანქანაზე ანუ 80 კმ/სთ სიჩქარემდე შეგიძლიათ გაზიდან ფეხი აიღოთ უბრალოდ და მიუერთოდ წინა ხიდი.
ნაიას შემთხვევაში ანუ როცა მანქანას აქვს სუპერ სელექტ (იგივე მულტი მოუდ) სისტემა, წინა ხიდის მიერთება ხდება ისევე, როგორც ზემოთ ავღწერე, მაგრამ ცენტრალური დიფერენციალის ჩაკეტვა უნდა მოხდეს გაჩერებულზე, ნეიტრალურში(!!!).
მაკენას მანქანა არის ფართ თაიმ სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხიდის მიერთების დროს ცენტრალური დიფერენციალი ავტომატურად იკეტება, მანქანას გაჩერება არ სჭირდება, უბრალოდ გაზიდან უნდა აიღო ფეხი და შეგიძლია ხიდი მიუერთო 80-90 კმ/სთ სიჩქარემდე.
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by Makena » 11 ნოე 2009, 20:21

GIRA
არა ბაზრობის გვერდით ნამდვილად არ ვამოწმებ, ნამდვილ ნისანის ცენტრში ვამოწმებ.
ამ თემაში ჭკუის სწავლება ნამდვილად მოსულა, სწორედ მაგიტომ გავხსენი რომ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და რჩევებიც დავდოთ, ეს რჩევები მერე ვისაც უნდა გამოიყენოს ვისაც არ უნდა ნუ გამოიყენებს :)
Last edited by Makena on 11 ნოე 2009, 20:32, edited 1 time in total.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by Makena » 11 ნოე 2009, 20:26

GIRA
ჩემს მანქანას არა აქვს რიჩაგი, მას გააჩნია ,,ონ დი ფლაი" სისტემა რომელიც წინა ხიდის მიერთებას ითვალისწინებს 90 კმ მდე მოძრაობის დროს, და ეს პროცესი ელექტრონულად ანუ პატარა რიჩაგის გადატრიალებით ხორციელდება, მინდა აღვნიშნო რომ ამ პოზიციაშ მაქანა ავტომატურ რეჟიმში იყენებს წინა ხიდს ანუ როცა საჭიროდ თვლის, იგივე რიჩაგის შემდეგ პოზიციაში გადაყვანა ბლოკავს დიფერენციალს რომელიც აუცილებლად გაჩერებულზე და N პოზიციაში უნდა განხორციელდეს, ამის შემდეგ უკვე 4L პოზიცია შეიძლება ჩაირთოს ასევე გაჩერებულ მდგომარეობაში.
სისტემა ძალზედ კომფორტულია, მუშაობაში არასდროს არ მქონია პრობლემა, ჩართვა გამორთვა უხმოდ, ზედმეტი ბიძგებისა და ფოკუსების გარეშე ხდება.

აი წინა მოდელს 98 იანს რიჩაგი ჰქონდა და ამ რიჩაგის გადმოწევა წინა ხიდსაც უერთებდა და ვგონებ დიფერენციალსაც ბლოკავდა, ამ შემთხვევაში ჩართვა გამორთვა აშკარად გრძნობადი პროცესი იყო.

პარტ ტაიმი და ფულლ ტაიმის განსაზღვრის კრიტერიუმები რაში მდგომარეობს?
Last edited by Makena on 11 ნოე 2009, 20:51, edited 1 time in total.

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by GIRA » 11 ნოე 2009, 20:50

Makena
ჩემს მანქანას არა აქვს რიჩაგი, მას გააჩნია ,,ონ დი ფლაი" სისტემა რომელიც წინა ხიდის მიერთებას ითვალისწინებს 90 კმ მდე მოძრაობის დროს, და ეს პროცესი ელექტრონულად ანუ პატარა რიჩაგის გადატრიალებით ხორციელდება, იგივე რიჩაგის შემდეგ პოზიციაში გადაყვანა ბლოკავს დიფერენციალს რომელიც აუცილებლად გაჩერებულზე და N პოზიციაში უნდა განხორციელდეს, ამის შემდეგ უკვე 4L პოზიცია შეიძლება ჩაირთოს ასევე გაჩერებულ მდგომარეობაში.
ზუუუსტად იგივე დავწერე მეც. ხომ კი? :lol: ანუ შენი მანქანაც იგივე სუპერ სელექტ (იგივე მულტი მოუდ) სისტემა ყოფილა.
ანუ პირველი პოზიციაა, როცა უკანა ხიდით მოძრაობ. H2
მეორე პოზიციაა, როდესაც წინა ხიდს მიუერთებ. H4
მესამე პოზიციაა, როდესაც წინა და უკანა ხიდებს ხისტად მიუერთებ ანუ ცენტრალურ დიფერენციალს დაბლოკავ. H4L
მეოთხე პოზიცია კი არის L4L.
ეს აღნიშვნები ყველა მარკის მანქანებზე სხვა და სხვ სახით გვხვდება, მაგრამ აზრი ერთია. ეს ტოიოტას მულტი მოუდ სისტემის აღმნიშვნელი სიმბოლოებია. პაჯეროზე სხვანაირად აღინიშნება და ნისანზე სხვანაირად.
პარტ ტაიმი და ფულლ ტაიმის განსაზღვრის კრიტერიუმები რაში მდგომარეობს?
ფართ თაიმს არ გააჩნია დიფერენციალი ანუ ზემოთაღნიშნული პოზიციებიდან ერთი პოზიცია აკლია და წინა ხიდის მიერთების დროს, ხისტად ხდება ორივე ხიდის ერთმანეთთან მიერთება.
ფულ თაიმი კი ყველა თვალი ამძრავია ყოველთვის და აქვს მხოლოდ ორი პოზიცია, ცენტრალური დიფის ბლოკირება და L4.
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by Makena » 11 ნოე 2009, 20:58

GIRA
გასაგებია, ეს საკითხი ისე ამომწურავად ახსენი რომ მემგონი ყველასთვის გასაგები გახდა ამ სისტემის არსი. :)

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by GIRA » 11 ნოე 2009, 20:59

Makena
Image
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by keto » 11 ნოე 2009, 23:03

GIRA
ასე თუ გვასწავლი, ხშირად გვასწავლე ხოლმე ჭკუა რა :D
Keep Smiling...

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by GIRA » 11 ნოე 2009, 23:14

keto
Image Image
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)


User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by GIRA » 12 ნოე 2009, 00:24

paata_
უააააააააა, რა მაგარია Image
მადლობა Image
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by paata_ » 12 ნოე 2009, 00:34

GIRA

კიდე მაქვს რამდენიმე :P


off-riad-ით ძალიან გატაცებული ვარ, 2 ნისან პატრულიც გვყავს და კვირაში რამდენჯერმე გავდივართ ქალაქიდან სპეციალურად, თუ არადა დიდი დიღმის ტრასაზე ვართ, მაგრამ მე გვერდით ვუზივარ მძღოლს :(
არ მანდობენ მანქანებს

Image
www.paata.ge

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]