დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by GIRA » 09 ნოე 2009, 02:19

ეგ ერთი მანქანა ნაგავი სად დაყარეს ნეტა? :roll:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by paata_ » 09 ნოე 2009, 08:27

GIRA wrote:ეგ ერთი მანქანა ნაგავი სად დაყარეს ნეტა? :roll:
შემდეგი დასუფთავების ადგილას, მხოლოდ HI GEORGIA-მ იცის ეგ ადგილი

User avatar
Lado meleksishvili
მაწანწალა
Posts: 841
Joined: 03 სექ 2009, 16:59
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Lado meleksishvili » 09 ნოე 2009, 10:03

@Tengo@
მშვენიერი რეპორტაჟია!
კრისს უთხარი საჩუქარს, რომ შემპირდა არდაავიწყდეს :wink:
მოკითხვა მიეცის ანუ მიცის. უთხარი ლადოს შენი შოკოლადი ძალიან მოეწონათქოოო :lol:

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by KSOVRELI » 09 ნოე 2009, 10:49

GIRA wrote:ეგ ერთი მანქანა ნაგავი სად დაყარეს ნეტა? :roll:
ალბათ, იქ, სადაც ბავშვები არ თამაშობენ; იქ, სადაც არ არის ე.წ. სარეკრეაციო ზონა; იქ, სადაც, თუმც ჯერ არ არს, მაგრამ სხვა გზა არ არის.

მე ამ შეგნებით ვყრიდი ტომარაში ნაგავს.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by chuna » 09 ნოე 2009, 10:59

ძალიან დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ასეთი თავდაუზოგავი შრომისთვის. საოცარი შემართებით ვიშრომეთ...ერთმანეთს ვეცილებოდით ყველაზე ბინძური ადგილების დასუფათავებაში.... თენგო და ლადო მართლა არ მაცლიდნენ და თვითონ მენაცვლებოდნენ ასეთ ადგილებში...ამერიკელ მეგობრებზე არარაფერს ვამბობ...არაფერს არ უშინდებოდნენ და ასევე თავგამოდებით მუშაობდნენ...განსაკუთრებული მადლობა მათ ამისთვის....


თქვენს გვერდით მიგულეთ ასეთ აქციებზე! დარჩენილი ტომრები სა ხელთათმანები ჩემთან ინახება, სამომავლოდ გამოგვადგება!

და...თუ საშუალება მოგეცემათ, რომ შეაგროვოთ ასეთი ტომრები თანდათან, კარგი იქნება....არაა აუცილებელი ახლები იყოს...ნაგვისთვის ყველა გამოდგება...

თორემ უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ამ ხარჯებს მთლიანად გოგა იღებს თავის თავზე...ეს კი საკმაოდ ძვირი ჯდება და მრცხვენია......


ეს უნიკალური კომპლექსი - კლდეში ნაკვეთი ქალაქი გახლავთ, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქართლის უმთავრესი ცენტრთაგანი იყო

უფლისციხე


უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.
წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.
გვიანდელი ბრინჯაოს ადრეულ საფეხურზე უნდა იყოს ათვისებული ქვიშაქვების მასივი. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. შედარებით უკეთაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს. შიდა ქალაქი დასავლეთი და სამხრეთი მხრიდან ბუნებრივადაა დაცული. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მხრიდან კი იცავდა კლდეში გაჭრილი დიდი თხრილი, რომელსაც შიდა მხარეს ოთხკუთხაკოშკებიანი განიერი კედელი მიუყვებოდა (შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ფოსოები).
საფორტიფიკაციო კედლების ქვედა ნაწილი ნაგები ყოფილა კიდეებშემოთლილი (რუსტებიანი) ქვათლილებით, ხოლო ზედა - ალიზის აგურით. სამხრეთ მხარეს მდინარე მტკვარზე ეშვებოდა კლდეში გაჭრილი დიდი გვირაბი. იქვე, სამხრეთ უბანში, გაკეთებული იყო შიდა ქალაქის მთავარი შესასვლელები, მ.შ. მცირე კლდეკარი. შიდა ქალაქი დასერილია კლდეში ნაკვეთი ქუჩების ქსლით, მათგან ერთი მაგისტრალურია, ხოლო დანარჩენი - გვერდითი. გამოქვაბულები განლაგებულია ცალკე ჯგუფებად, ზოგი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფართო გასასვლელებით. ქალაქის ზემო ნაწილში განლაგებული დარბაზების კომპლექსიდან აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზი, რომლის ნახევარწრიული კამარა დამუშავებულია კლდეშივე ნაკვეთი რვაკუთხა კესონებით.
დაგეგმარება [რედაქტირება]


უფლისციხის მდგომარეობის გეგმა
დაგეგმარების მხრივ აღსანიშნავია დაახლოებით ერთი სქემით განლაგებული კომპლექსები: ეზო, წინიდან პორტალის მსგავსი ღია სადგომი, სიღრმეში კი სიგრძივი (თუ ერთი ან ორი ოთახია) ან სიგრძივი და განივი ღერძების მიხედვით (თუ ოთახთა რაოდენობა მეტია) დაჯგუფებული ოთახები. ეს კომპლექსები თავისი სტრუქტურებით ვანის სამეფოში გავრცელებულ გამოქვაბულებს ენათესავება. უფლისციხის გამოქვაბულთა ერთი ნაწილი შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ზოგი დარბაზის ბრტყელი გადახურვა კოჭებიანი ჭერის მსგავსად არის დამუშავებული და ქართული ხალხური არქიტექტურაში ცნობილ კონსტრუქციებს უნდა ასახავდეს. უფლისციხის ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმართულია აგურით ნაგები სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც სტილისტიკური ნიშნებით IX-X საუკუნეებს მიეკუთვნება. იგი თითქმის თავდაპირველი სახით არის შემონახული. შუა ნავი გვერდით ნავებზე მაღალია. სამივე ნავი დასაველთით გაერთიანებულია ნართექსით, გადახურულია კრამიტით. მთავარი შესასვლელია სამხრეთიდან. ნართექსს დამოუკიდებელი კარი აქვს და მთავარ ნავს დასავლეთიდან უკავშირდება. სასიმაგრო თხრილის გარეთ გაშლილი ყოფილა გარე ქალაქი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. შიდა ქალაქის ჩრდილოეთით 700-800 მ-ზე დაცულია უფლისციხის დიდი კლდეკარი, რომელიც ძველ ამიერკავკასიის ძირითადი სავაჭრო მაგისტრალის ერთ-ერთ უდიდეს საგზაო ნაგებობას წარმოადგენდა (სიგრძე - 150 მ, სიმაღლე 10 მ, სიგანე - 2 მ).
უფლისციხის დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის გაყოლებით, დაცულია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის წარმართული სალოცავის ნანგრევები ყათლანიხევის ბიცვზე, ამავე დროის სამაროვანი სოფ. უფლისციხეში, ანტიკური ხანის რამდენიმე დაბა და სამაროვნები, შუა საუკუნის ნასოფლარები, სამაროვნები და სახიზნები, ხოლო შიდა ქალაქის აღმოსავლეთით - შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი საწნახლები და გზის ნაწილი. უფლისციხესა და სასოფლო გარეუბნის მეურნეობაზე გარკვეულ წარმოდგენას ფვაძლევს არქეოლ. გათხრებით გამოვლენილი აგრარული კულტების სალოცავი, კლდეში ნაკვეთი საწნახლები, მარნები, ვაზის სასხლავი დანები, ბრინჯაოსა და კაჟის ნამგლები, რკინის სახნისი, კევრები, ყურძნის წიპწები და ა.შ. ხელოსნური ნაწარმის სიმრავლე, მრავალფეროვნება და მხატვრული სინატიფე უფლისციხეს ძველი დროის ხელოსნური წარმოების მნიშვნელოვან ცენტრად წარმოგვიდგენს.
შესასვლელები და თავდაცვითი ნაგებობები


წმინდა გზა სამხრეთ-აღმოსავლეთით ეშვება ქალაქში წმინდა გზის გადასვლა მთავარ ქუჩაში. ხედი ქალაქიდან ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთიდან მცველი კლდეები და დღეისათვის მიუწვდომელ გამოქვაბულებში შესასვლელი



მდინარესთან მიმავალი საიდუმლო გვირაბი სასეირნო ბილიკი, რომელიც გადის სამხრეთ-დასავლეთ შესასვლელთან თავდაცვითი გალავანი
ისტორია [რედაქტირება]

უფლისციხის კლდეში ნაკვეთ ანსამბლსა და მის გარშემო დაჯგუფებულ დასახლებებსგანვითარების გრძელი გზა გაუვლიათ. კლდეში ნაკვეთი დასახლება ჯერ უფლისციხის მიდამოებში მცხოვრები თემების ჰეგემონი თემის საცხოვრისი გამხდარა, შემდეგ კი - "ზენა სოფლის" (შიდა ქართლის) ტომთა გაერთიანების ცენტრი, სადაც ამ გაერთიანების მეთაური (მამასახლისი), უფალი მჯდარა (აქედან სახელწოდება უფლისციხე). ადრინდელი ანტიკური ხანიდან (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ადრინდელი ელინისტურ ხანაში (ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნის დასასრულს - III საუკუნე) მსხვილ საქალაქო ცენტრად იქცა. ძველ კლდეში ნაკვეთი დასახლება კი ანტიკური ქალაქის შიდა ქალაქად ჩამოზალიბდა. IV საუკუნიდან უფლისციხე, ისევე როგორც ადრინდელი კლასობრივი ხანის ზოგიერთი სხვა ქალაქი, დაქვეითდა და მხოლოდ სამხრეთ სტრატეგიული მნიშვნელობა შერჩა. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში (IX-X საუკუნეები) დასუსტებული ციხე-ქალაქი უფლისციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. IX-X საუკუნეებში უფლისციხეში გაბატონებისათვის თავგამოდებით იბრძოდნენ ქართველი მეფეები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ (X საუკუნის 70-იანი წლები) უფლისციხემ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა. ეს პროცესი დავით აღმაშენებლის მიერ 1122 თბილისის განთავისუფლებით დაგვირგვინდა.
უფლისციხის, როგორც სამხედრო სტრატეგიული პუნქტის, არსებობა მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) პერიოდში დამთავრდა. შემდგომში მას ახლომდებარე რაიონის მოსახლეობა მხოლოდ დროებით სახიზრად იყენებდა.


ეს ინფორმაცია აქ მოვიძიე.

http://ka.wikipedia.org/

იქვე უფლისციხის არქირექტურა კახა ხიმშიაშვილს (დიდ ქართველსა და ნამდვილ "კარაველს") დაუწერია. თუმცა ეს ბმული აქ ვერ გააქტიურდა, მაგრამ იქ გაიხსნა და მისი ინგლისური ტექსტი ჩვენს საუკეთესო მეგობრებს კრისს და მიცის დააინტერესებს!
ხიმშიაშვილი, კახა (1999). უფლისციხის არქიტექტურა.

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by GIRA » 09 ნოე 2009, 11:36

ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებაზე უნდა ვიფიქრო!
უფასოდ მოვა ნაგავი, ფულიც მეტი დამრჩება :lol:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Wanderer » 09 ნოე 2009, 11:43

ARCHILI
მე კიდევ ჩემი სამუშაო მაგიდა ვერ დამილაგებია ნორმალურად...
შენ ჩემი სამუშაო მაგიდა უნდა ნახო... :lol: :lol: :lol:
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Ninukala » 09 ნოე 2009, 13:29

დავყრი ფოტოებს.. :)

დილით სამთო ქიმიასთან შევიკრიბეთ... :)

Image

გზაში გადაღებული ფოტოები... :)
შემოდგომის ქართლი

Image

Image

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Ninukala » 09 ნოე 2009, 13:36

ამ ჟამად ვიმყოფებით ძველი თეატრის ადგილზე... :)

Image

Image

Image

ძველი საქართველოსთვის საოცარიო არქიტექტურული ნამუშევარი...

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Lado meleksishvili
მაწანწალა
Posts: 841
Joined: 03 სექ 2009, 16:59
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Lado meleksishvili » 09 ნოე 2009, 13:40

Wanderer wrote:ARCHILI
მე კიდევ ჩემი სამუშაო მაგიდა ვერ დამილაგებია ნორმალურად...
შენ ჩემი სამუშაო მაგიდა უნდა ნახო... :lol: :lol: :lol:
თქვენ ჩემი სამუშაო მაგიდა უნდა ნახოთ კიდე. დედაჩემს აკრძალულიაქვს ოთახში შემოსვლა. მეშინია ცუდად არ გახდეს :lol:

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Ninukala » 09 ნოე 2009, 13:42

Image

Image

Image

Image

ქოჩო

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Ninukala » 09 ნოე 2009, 13:44

გოგა

Image

Image

ქოჩო :)

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Ninukala » 09 ნოე 2009, 14:05

Image

Image

ეს ფუტკარი ზურას მხარზე გადავიღე... სამწუხაროდ ასე არ გაუმართლა ქოჩოს... :(

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Ninukala » 09 ნოე 2009, 14:07

ჭუნიკო მჭმუნვარე სახით ისმენს საქართველოს ისტორიას

Image

Image

Image

ხელოვნური უფლისციხის ტბურები

Image

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
დასუფთავების აქცია უფლისციხეში 7.11.2009

Post by Ninukala » 09 ნოე 2009, 14:08

ქეთი მიძვრება კლდეზედა

Image

ქეთი შემოჯდა კლდეზედა

Image

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]