1. gamarjoba saqartvelo
2. meleksealpinisti
3. ნაია
4. Gიო Hორუსი
5. Mss Hორუსი
6. პერწკლი
7. პერწკლის + ალექსი
8. ზვიოსროკი
9. ზვიოსროკის ოქრო
10.kurusha
11. iako
12. ინტელას + გიო
13. karavi87
14. natalia
15. meleksa
მგზავრობა დაიწყო არაჩვეულებრივად, გავცდით თუარა თბილისს ბახუსოთერაპია დავიწყეთ მცირე დოზებით

პირველად ვნახეთ მეტეხის ულამაზესი ტაძარი და შემდეგ გზა გავაგრძელეთ ნოსტეს მიმართულებით, სადაც ვნახეთ გიორგი სააკაძის სასახლის ნანგრევები და კოშკი (კოშკი რესტავრირებულია მარა იმდენად ცუდად რომ მარტო გარეგნულ მხარეზეა აქცენტი გაკეთებული, იქვე ვნახეთ პატარა ეკლესია...
ნოსტედან გავემართეთ ერთაწმინდის მიმართულებით, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივი და ულამაზესი ტაძარია. ადგილობრივმა მოძღვარმა დაგვლოცა და ამის შემდეგ პირდაპირ გავეშურეთ სოფელი რკონის მიმართულებით, სადაც zviosuli და zviosulis oqro წავიდნენ რკონის ეკლესიის მიმართულებით, ხოლო დანარჩენები იკვის მიმართულებით...
გზაზე რამდენჯერმე გადავკვეთეთ მდინარე თეძამის ერთ-ერთი შესართავი, გავიარეთ დაახლოებით 2კმ, მაგრამ აღმოჩნდა რომ გზა აგვერია და დავბრუნდით უკან. სამწუხაროდ 2საათი დავკარგეთ და მხოლოდ სოფელ რკონში შევიტყვეთ ადგილობრივი მცხოვრები, ბატონი მერაბისაგან იკვისაკენ მიმავალი გზის შესახებ. ამის მერე მაინც წავედით რკონის მიმართულებით, ასევე ვნახეთ თამარის ხიდი მდინარე თეძამზე...
ყოველივე ამის შემდეგ მაინც გადავწყვიტეთ იკვისაკენ წასვლა, მეგზურობა გაგვიწია ბატონმა მერაბმა. სამანქანე გზით მივედით თითქმის ეკლესიამდე.... უკან მობრუნებულებმა უკვე საკმაოს შეღამებულზე კარვული სუფრა გავშალეთ "მარშუტკის ფარების" შუქზე და კარგად შეზარხოშებულები წამოვედით თბილისის მიმართულებით და დაახლოებით 1საათში ჩამოვედით სქიმიასთან, მარა ამით არ დამთავრებულა დღევანდელი გასვლა... გოგა, ნაია, ლადო, ზვიო, ზვიოს ოქრო, კურუშა და მე ანუ მელექსა წავედით სალობიეში, დავაგემოვნეთ ადგილობრივი "საფირმო" კერძი ჩაქინძული და მიქინძულები წავედით სახლებისაკენ



საერთო ჯამში ძალიან კარგი და კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა ჩვენი მეხსიერების არქივში...
მადლობა ყველას ამ ლამაზი დღისათვის....


