ვწუხვარ, მაგრამ სტამესკა ქართულად საჭრეთელია. აი ხვეწს რაც შეეხება ესაა ერთგვარი მომრგვალებულ პირიანი საჭრეთელი, რითაც მაგალითად აკეთებენ ხის გობებს და ა.შ. მოკლედ ქართული ენა უმდიდრესი ენაა და ყველაეფრს თავისი სახელი ქვია. მე ხვეწი მაქვს და რომ მოვიცლი სურათს გადავუღებ და დავდებ. ასევე მაქვს საჭრეთელთა მთელი ჯარი და მათ სურათებსად დავაწყობ.Makena wrote:Wanderer
ეს არის ხეზე სამუშაო იარაღი, როგორ ავხსნა... ჩაქუჩს რომ ურტყამ და ანათლებს რომ იღებს![]()
სტამესტკას ჰქვია ხვეწი
დავიცვათ ქართული ენა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
დავიცვათ ქართული ენა
დავიცვათ ქართული ენა
გაიხარე, ნამდვილად ასეაqvevri wrote: ვწუხვარ, მაგრამ სტამესკა ქართულად საჭრეთელია.

ბიძაჩემს ვუმტკიცებდი ამ წუთას

ჯიგააააარ

დავიცვათ ქართული ენა
qvevri
lama
მე ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ ამიტომ ვერ დავიჩემებ, ნოდარ ებრალიძეს კი არამგონია ეს ამბავი ეშლებოდეს

შურუპი არის თურმე სჭვალი ხოლო ლობზიკი ბეწვა ხერხია 

დავიცვათ ქართული ენა
თუ შეიძლება მომაწოდეთ სჭვალი, რადგან შიგ საკისარის ჩობალში უნდა გავუკეთო.
თუ დაიღრიალა საკისარმა, ჩობალს გამოვუცვლი და გავუკეთებ საჭრეთელს.

მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)
დავიცვათ ქართული ენა
დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონიMakena wrote:qvevri
lama
მე ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ ამიტომ ვერ დავიჩემებ, ნოდარ ებრალიძეს კი არამგონია ეს ამბავი ეშლებოდეს
ხვეწი-----მოკაკული სათლელი შიგნიდამ გამოსაჭრელად ხის ჭურჭელთა (ნახე დანასთან).
სატეხი-----დიდი საჭრეთელი ძელთა.
საჭრეთელი----ძელთ ამოსახურეტი რკინა, სატეხი.

რაღათქმა უნდა ბატონი ნოდარი ჩემთვისაც დიდი ავტორიტეტი და პატივსაცემი ადამიანია, თუმცა დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონიც ასევე დიდათაა გასათვალისწინებელი, რომ აღარა ვთქვათ "მასალები ქართული ხელოსნობისათვის", რომელიც ასევე ძალიან კარგი წიგნია. საქმე იმაშია, რომ ქართულ ენაში მაგალითად რასაც გურიაში ეწოდება ხაპი რაჭაში ის სულ სხვა საგანია და ა.შ.. ეს ალბათ გამოწვეულია იმითაც, რომ ჩვენში არსებობს ბევრი კილოკავი და თი ერთ საგანს ერთგან ერთი სახელი ქვია შესაძლოა ზუსტად იგივეს სხვაგან სხვა სახელი ერქვეს როგორც უკვე ვთქვი. მოკლედ ვიხელმძღვანელოთ განმარტებითი ლექსიკონებით. და გავითვალისწინოთ კილოკავთა ლექსიკონები, რომელიც ასე მრავლად მოგვეპოვება ღვთის წყალობითა და კარგი ადამიანების დაუზოგავი შრომით. კილოკავთა ლექსიკონებიდან ჩვენ გვაქვს: ქიზიყური ლექსიკონი; ზემოიმერული ლექსიკონი; ლაზური ლექსიკონი; მოხეური ლექსიკონი; იმერული, გურული და ზემორაჭული ლექსიკონი; ინგილოური ლექსიკონი და სხვ.
Last edited by qvevri on 06 ნოე 2009, 14:41, edited 2 times in total.
დავიცვათ ქართული ენა
GIRA

გაიხარე! კაი ხანია ასე გულიანად არ მიცინია.

დაგლიჯე!თუ შეიძლება მომაწოდეთ სჭვალი, რადგან შიგ საკისარის ჩობალში უნდა გავუკეთო.
თუ დაიღრიალა საკისარმა, ჩობალს გამოვუცვლი და გავუკეთებ საჭრეთელს.

გაიხარე! კაი ხანია ასე გულიანად არ მიცინია.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
დავიცვათ ქართული ენა
GIRA
კარგი იყო

კარგი იყო

დავიცვათ ქართული ენა
ეს წამია წავიკითხე ერთ-ერთ ბლოგზე, და გაგიზიარებთ რა 
"როდესაც საჯარო სამსახურებში სავალდებულო გახდა ქართული ენის ცოდნა და ამ ენაზე საბუთების წარმოება (1988 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით; მგონი, არ მეშლება), როდესაც შემდეგ გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლისას უთხრეს არაქართულენოვან მოსახლეობას, თუ ქართულს არ ისწავლით, თქვენს ქვეყნებში მიბრძანდითო (სულო ცოდვილო, მაგას მხარს კი ვუჭერ), აი მაშინ გავრცელდა ეს ანეგდოტი:
ქურთი კითხულობს: –აი, ეს რუსები რუსეთში წავლენ, სომხები – იერევანში, თათრები – აზერბაიჯანში, ებრაელები – იზრაილში.. ვა, ეს საცოდავი ქართველები სადღა უნდა წავიდნენო?"

სვანეთოლოგი
დავიცვათ ქართული ენა
საინტერესო სტატია მართლწერაზე
უცხოური სიტყვების მართლწერა
ქართულ ენაში უცხო ენებიდან მრავალი სიტყვაა შემოსული, ბერძნულ-ლათინური ძირისაგან ნაწარმოები ე.წ. საერთაშორისო სიტყვებია დამკვიდრებული. ჩვენს ენაში ევროპული ენებიდან ბევრი სიტყვა შემოსულია რუსულის გზით, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ბგერები არასწორადაა გადმოსული ქართულში.
1. ბერძნულ-ლათინურიდან მომდინარე სიტყვებში თ ბგერა ქართული თ-თი უნდა გადმოიცეს(და არა ტ-თი), ხოლო ტ- ქართული ტ-თი: აპათია, ესთეტიკა, ქრესტომათია , მიზანთროპი,მეტაფიზიკა( და არა – აპატია, ესტეტიკა, ქრესტომატია, მიზანტროფი).
2. ბერძნულ-ლათინური წარმომავლობის სიტყვების X ქართულში ქ-თი იცვლება: ქრიზანთემა, არაქისი,ბრონქები, ქოლერა,კონტაქტი(და არა – ხრიზანტემა,არახისი, ბრონხები,კონტაკტი). მეორე მხრივ, ლათინური Q-ს შესატყვისად ქართულში გვაქვს კ: კვორუმი, კვოტა, კოლოკვიუმი, ადეკვატური( და არა: ქვორუმი, ქვოტა, კოლოქვიუმი, ადექვატური).
3. გერმანული EI დიფთონგი აი-თი უნდა გადმოიცეს: ლაიფციგი, აინშტაინი, ცვაიგი, ვაიმარი(და არა: ლეიფციგი, ეინშტეინი, ცვეიგი, ვეიმარი). გამონაკლისია რუსულის გზით შემოსული სიტყვები: ეიხენვალდი, ეიზენშტეინი, ბრონშტეინი (და არა აიხენვალდი, აიზენშტეინი, ბრონშტაინი).
4. ქართულში ევ-ით და ავ-ით (და არა: ეუ-თი,ეი-თი ან აუ-თი) უნდა დაიწეროს eu და au დიფთონგების შემცველი სიტყვები: ლევკოციტები, ლევკემია, ავტონომია, ტავტოლოგია (და არა: ლეიკოციტები, ლეიკემია, აუტონომია). გამონაკლისია სიტყვები: ნეიტრალური, აუდიტორია.
5. ინგლისური th-ს გადმოსაცემად უნდა ვიხმაროთ თ: Agatha, Katharine, Jonathan – აგათა, კათრინი, ჯონათანი.

მორიდებით გაცნობებთ რომ ქართულ ზმნებს პირისა და რიცხვის ნიშნები დაერთვის
და პირველი პირის ნიშანი ვ გახლავთ
ანუ
მე ვუთხარი
და არა
მე უთხარი

და პირველი პირის ნიშანი ვ გახლავთ
ანუ
მე ვუთხარი
და არა
მე უთხარი

როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
დღეს დილიდან (21.12.2009) "რუსთავი2" ატრიალებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს
თავმჯდომარის ქალბატონ ტყეშელაშვილის ინტერვიუს.
მისი 1-1 ფრაზა:
"სულ მალე, დოკუმენტზე მუშაობა ფინალიზირებული იქნება".
რბილად რომ ვთქვა, ეს უცხო სიტყვების ცოდნით კეკლუცობა და ქართული, მშობლიური ენის განგებ უგულვებელყოფაა.
რას ნიშნავს "ფინალიზირებული"?
რას და "დასრულებულს", "დამთავრებულს"
ანუ, გამართულად ასე უნდა თქმულიყო:
"სულ მალე, დოკუმენტზე მუშაობა დასრულდება".
ხედავთ, 2 ქართული შესატყვისი გვაქვს და ქალბატონმა ტყეშელაშვილმა ჯერ კიდევ ბევრი უნდა წაიკითხოს, რომ ეს სიტყვები ან ისწავლოს, ან აღიდგინოს.
დღეს ვიღაცამ მითხრა, რომ ამ ქალბატონს არა1ხელ უთქვმს სიტყვა "დატირებული"
თუ "დათირებული" "დათარიღებულის" ნაცვლად.
მინაწერი:
გთხოვთ, ეს საკითხი პოლიტგანცხადებებისთვის არ გამოიყენოთ

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
უყურე შენ მაგას... *
ნწ ნწ ნწ ნწ ...
__________________________
* ტყეშეს (სტილი გობესია, საავტორო უფლებები დაცულია)