გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by Nephros » 05 ნოე 2009, 00:51

აბა, გამოიცანით, სად დგას ეს მშვენიერი საზღვაო საშუალება და მერე ამის გაგრძელება შეკითხვას დაგისვამთ. განსაკუთრებით qvevri მოემზადოს მეორე შეკითხვისათვის!

Image
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 05 ნოე 2009, 09:40

Nephros
მეგობარო მართალია ეს "ხომალდი" ჩემს პროფესიასთან არანაირ კავშირში არაა, მაგრამ სადაც ის დგას აი ის კი სწორედ, რომ ჩემს პროფესისათანნ პირდაპირ კავშირში. საა პეტრიაშვილზე პირველი ღვინის ქარხანა.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 05 ნოე 2009, 09:46

ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ პასუხი გამოვიცანი ვდებ ახალ გამოცანას.
აბა ყმაწვილებო რა ქვია ამ შრომის იარაღს? (ქვემორაჭველები გაჩუმდნენ)
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by ლეონტი » 05 ნოე 2009, 09:52

qvevri wrote: (ქვემორაჭველები გაჩუმდნენ)
პრიბორი სტუმარდევისთვის.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 05 ნოე 2009, 10:08

ლეონტი
ეგ რო იყოს იფრო წვეტიანი იქნებოდა

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by Nephros » 05 ნოე 2009, 21:30

qvevri
მეგობარო, რაში ხმარობენ ქვემო რაჭველები მელულს - ნაკელის ასაფხეკად თუ საწნახელში ჭაჭის სასრესად? (მეღვინეთა ენაზე გამოქაჯვა უნდა ერქვას მგონი ამას). ისე კი მარცხენა მელულს აშკარად ამჩნევია ყურძნის ნაკვალევი.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 05 ნოე 2009, 21:34

Nephros wrote:qvevri
მეგობარო, რაში ხმარობენ ქვემო რაჭველები მელულს - ნაკელის ასაფხეკად თუ საწნახელში ჭაჭის სასრესად? (მეღვინეთა ენაზე გამოქაჯვა უნდა ერქვას მგონი ამას). ისე კი მარცხენა მელულს აშკარად ამჩნევია ყურძნის ნაკვალევი.
მართალი ხარ მეგობარო. იქნებ დაგვდოთ პატივი და შემოგვთავაზოთ ახალი რამ??? თუმცაღა ეს "საწნახელში ჭაჭის ჩასრესა" რაღაა ნეტა ვიცოდე??? მეგობარო :?: ისე კი ფაქტიურად მართალი ხართ.
Last edited by qvevri on 05 ნოე 2009, 22:09, edited 1 time in total.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by Nephros » 05 ნოე 2009, 22:08

qvevri wrote: იქნებ დაგვდოთ პატივი და შემოგვთავაზოთ ახალი რამ???
კარგით, რახან სიტყვა ჩემზეა, გთავაზობთ ჩემი ზემოთდასმული შეკითხვის დაპირებულ გაგრძელებას. ცოტა თვალნათელი და ადვილად გამოსაცნობი რომ იყოს, გთავაზობთ შემდეგ სტრიქონებს:

«მგზავრად მიმავლის თვალს იზიდავს მისი მშვენება;
...
ზურმუხტ მდელოთი მოსილია იმისი არე,
გარეთ და შიგნით მის კედელი არის მორთული,
როგორც რომ სასძლოდ მშვენიერი ტურფა ასული...»

ეს სტრიქონები ვახტანგ ორბელიანის ეკუთვნის, ცნობისათვის;
ჩემი შეკითხვა კი მდგომარეობს შემდეგში:

მითხარით, რა აკავშირებს ამ ლექსს, XIX საუკუნისდროინდელ საუფლისწულო უწყების ღვინის სარდაფს (ზემოთ qvevr-მა ამოიცნო ეს შენობა), თბილისში კოსტავაზე მდებარე „ბითლზ კლუბსა“ და პუშკინის ქ. N10-ს, აწინდელი ორბელიანის მოედანზე რომაა, იმას, ერთმანეთთან?

PS.
qvevri wrote: Nephros ეს "ხომალდი" ჩემს პროფესიასთან არანაირ კავშირში არაა...
სწორედ ამიტომ მივაწერე ჩემს წინა შეკითხვას, გაგრძელებას qvevr-მა მიაქციოს ყურადღება-თქო!
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 05 ნოე 2009, 22:13

Nephros
ღვინის სარდაფები??? ალბათ მანდ ძველ დროში ღვინის სარდაფები იყო. მე მეტი ვერსია არა მაქვს, რადგანაც მე დედაქალაქელი არ გახლავართ...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by Nephros » 05 ნოე 2009, 22:49

qvevri wrote:Nephros
მეტი ვერსია არა მაქვს, რადგანაც მე დედაქალაქელი არ გახლავართ...
"დედაქალაქელობა" სულაც არ მოგცემდათ იმის გარანტიას, რომ ქალაქის სული და გული შეგეცნოთ. იმას ვგულისხმობ, XIX საუკუნის ტფილისური ამბები რომ იცოდეთ, ამისთვის დედაქალაქელობა სულაც არაა საჭირო... თანაც მაშინ დედაქალაქელები სულ სხვა ერისა და რჯულის ხალხი იყო, იცით...
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 06 ნოე 2009, 10:14

პასუხი დაიდოს. 24 საათი უკვე გავიდა.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by Nephros » 06 ნოე 2009, 10:53

qvevri wrote:პასუხი დაიდოს.
ერთი წითელი მშრალი ღვინით სავსე ფიალა თუ მერგება თქვენი მარნიდან, სიამოვნებით...
ეს ნახევრად ხუმრობით...


მოკლედ, XIX–ე საუკუნეში იყო ეგეთი არქიტექტორი, ოზეროვი, რომელსაც ოდესაში უსწავლია არქიტექტურა. ერთ–ერთი კარგი რამ, რაც მას გაუკეთებია, ისაა, რომ მას აუშენებია ჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში. კიდევ აუშენებია ის სახლები, რომელიც ზემოთ დავწერე – კოსტავაზე და პუშკინზე. ერთ ფერშია ეს სახლები, წითელსა და თეთრში. რუსეთის იმპერატორის განკარგულებით მას აუშენებია ასევე პირველი ღვინის ქარხანაც. კიდევ კარგი ისაა, რომ მას აუგია წინანდლის ღვინის ქარხანაც, საოცარი სარდაფებით დამშვენებული. აი, წინანდლის სასახლეზე დაუწერია თავად ორბელიანს ის სტრიქონები, ზემოთ რომ წაიკითხეთ. მასვე, ოზეროვს 1878–1881 წლებში დაევალა მერიის შენობის (დღევანდელი საკრებულოს) სარეკონსტრუქციო პროექტის შემუშავება. კიდევ ამ ყველაფერში კარგი ისაა, რომ XIX–ე საუკუნის მიწურულში გაძლიერებულა ინტერესი ქართული ისტორიული არქიტექტურისადმი. თუ იხილავთ უწინდელ საუფლისწულო უწყების ღვინის სარდაფს (მაშინ წყნეთის ქუჩისა და ხევის კუთხეში) ანუ აწინდელ ღვინის ქარხანას (ახლა მელიქიშვილი–პეტრიაშვილის კუთხეში), ამაში თავად დარწმუნდებით. მე ვნახე და ძალიან მომეწონა. სულ მაინტერესებდა. სტუდენტობის დროს ისე ავუვლიდი და ჩავუვლიდი, ინტერესი მკლავდა, რა იყო შიგნით. ხოდა მართალია გვიან, მაგრამ ერთ დღეს სკოლის მოსწავლესავით შევიპარე მის ეზოში. ეს „ხომალდიც“ იქ აღმოვაჩინე. მართალია დაუკითხავ ქმედებებზე დაცვისაგან სასტიკი გაფრთხილებები მივიღე, მაგრამ ამ ნაპარავი ხილვით ერთობ ვისიამოვნე.
Last edited by Nephros on 07 ნოე 2009, 02:37, edited 1 time in total.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 06 ნოე 2009, 11:20

Nephros
ესე იგი ნაწილობრივ გამომიცნია, ასეა ხომ მეგობარო?
და ახალი გამოცანა?

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by Nephros » 06 ნოე 2009, 11:57

qvevri wrote:Nephros
ესე იგი ნაწილობრივ გამომიცნია, ასეა ხომ მეგობარო?
და ახალი გამოცანა?
მეგობარო, ჩემი შეკითხვა ეხებოდა არქიტექტორ ალ. ოზეროვს, (რომელსაც ოდესაში შეუსწავლია ღვინის ქარხნების მშენებლობა) და არა საკუთრივ ღვინის სარდაფებს. თუმცა, თუკი ერთი ფიალა წითელი ღვინო მერგება, ნაწილობრივ შეიძლება ჩავთვალოთ კიდეც!

აი, ახალი გამოცანა:
აბა მითხარით რომელი ციხის ნაშთია ეს?

Image

ამ ხედით ციხე საკმაოდ ცუდი ამოსაცნობია, სამაგიეროდ შევეცდები შეკითხვამ გაგიადვილოთ ამოცნობა:
თუკი შეეცდებით გაიხსენოთ, რა კავშირი შეიძლება იყოს შაჰ–თამაზს, სიმონ I–სა და აშშ–ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის 1993 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებას შორის, მაშინ 24 საათზე ნაკლებ დროში შეძლებთ სწორი პასუხის დადებას.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გ ა მ ო ც ა ნ ა ? ? ? ? ? ?

Post by qvevri » 06 ნოე 2009, 12:51

შესაძლოა ეს ციხე ერთ დროს გარკვეულწილად საბაჟოს დატვირთვას ატარებდა? ან მეორე ვერსია: შესაძლოა საქმე გვქონდეს ადამიანთა გატაცებასთან ანდა ტყვეთა სყიდვასთან?
ისეკი ამ სურათის ადგილი სხვა თემაშია, თუმცაღა არც აქ უშლის ვინმეს რამეს.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]