ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09
III
დილით ჯამს ვითხოვდი მუხლებზე რომ დამედო და კარვის წვეროდან მოწანწკარე წვეთები, იქ ჩაწკარუნებულიყო. გვერდებიდანაც გემრიელად შემოსველდა და ფეხებთანაც გუბე ჩამდგარიყო. არც კი მოერიდა ჩვენი "მშრალად" შენახული ბოტასების გემრიელად ჩაჟიება...
ნიკამ ზურგზე მოკიდებული შემიყვანა ქოხში. ქოხში ცეცხლი ენთო. ვიდექით ამ პატარა ცეცხლთან და ვაშრობით ყველა - ყველაფერს.
წვიმას არ გადაუღია...
ასეთ ამინდში, სველი კარვების აკეცვას და გზის გაგრძლეებას აზრი არ ჰქონდა. გადაღებას უნდა დავლოდებოდით.
ლოდინში, დრო კი ბლომად გაფრინდა, მაგრამ მოწყენით რაღათქმაუნდა არ მოგვიწყენია - რა აღარ ვითამაშეთ ამასობაში ჩვენს პატარა ქოხში...
შუადღისკენ წვიმა შეწყდა.
ჩვენც დრო ვიხელთეთ და ავშალეთ ჩვენი სველი და ტალახიანი კარვები.
წვიმამ აბარგება გვაცალა და ისევ წამოვიდა. ეტყობა ამით გვანიშნა - მანდ მასე ჯდომით და მხიარულობით, მთავარი უნახავი დაგრჩებათო. შიგადაშიგ წყდებოდა, მაგრამ გარშემო სქელი ნისლი შემოგვხვეოდა და ვერაფერს ვხედავდით, რაც წესით ამ ადგილებიდან უნდა ჩანდეს - ჩამწვანებული ხეობები, დაუსრულებელი მთის ფერდობები, უსაზღვრო სივრცე... ალბათ ფიქრობდა ნისლი რომ სიმაღლის გვეშინოდა და გვიფრთხილდებოდა.
ბილიკ-ბილიკ მივდიოდით, მთა-მთა, მუხლამდე ბალახში. უკვე საბოლოოდ გამოვემშვოდობეთ ხე-ტყეს და ალპურ ზონაში გადავინაცვლეთ.
ნიკა წინ არავის უშვებდა. ვიწრო და ციცაბო ბილიკები იყო, ნისლიში არ უნდა გავფანტულიყავით. ერთ მწკრივად მივდიოდით, ერთმანეთის ნაბიჯების მივუყვებოდით.
დღეს არც თუ ისე რთული დღეა, გრძელი გზა არ გვაქვს გადასვლელი - მეორე ქოხთან უნდა მივიდეთ.
მართლაც, მდინარის მეორე ნაპირას, მეორე ქოხიც გამოჩნდა. ბლომად ძაღლები გამოგვეგებნენ მწყემსების ქოხიდან - როგორც ჩანს, ეს ქოხი ცარიელი არაა. მდინარე მუხლსზემოთ იყო. ჩემთვის ალბათ წელამდე იქნებოდა მონადირეს რომ არ ავეყვანე ჩანთიანად. ალბათ ჩანთის სიმძიმემ ქნა, ქვაზე რომ აუსრიალდა ფეხი და კინაღამ მდინარის მჩქეფარე დინებას გავყევით ორივე. საბოლოოდ, ამ ამბავმა, მხოლოდ მისი შარვალი და მუხლი შეიწირა.
მდინარე გადავტოპეთ და ყველანი ქოხში შევცვივდით დაუპატიჟებლად. ჩვენი წინდები ჯოხზე ავაცვით შამფურებივით და ცეცხლს შემოვუსხედით.
ქოხის გარშემო, ყველგან უშველებელი გვიმრები იყო. მიწაზე კი - სისველე, ჭყლაპი... ფეხები კოჭამდე გვეფლობოდა. თუმცა სხვა გზა არ იყო. გვიმრები გავკაფეთ და საკავრე ადგილები მოვასუფთავეთ. მერე ისევ ეს გვიმრები, ბლომად დავაფინეთ კარვის ქვეშ სიმშრალისათვის. კარვებიც გავწმინდეთ შიგნიდან ტალახისგან როგორც შევძელით...
აქაურები თხებს მწყემსავენ ზაფხულის საძოვრებზე, ძროხაც ყოლიათ. ვახშამი შემოგვთავაზეს, თუმცა კარვებში შესვლა ვარჩიეთ. მწყემსები ადრე იძინებენ და არ გვინოდა ძალიან შეგვეწუხებინა ჩვენი იქ ყოფნით.
წვიმაში ვერც წყალს გავაცხელებდით და ვერ ბევრს შევჭამდით, ამიტომ გოგოებმა სწრაფად და მარტივად გადავწყვიტეთ დანაყრება: ჭიქაში შედედებული რძე ჩავასხით, შიგ ორცხობილა ჩავფშვენით და ქიშმიშები, ჩირი და მიწისთხილი ჩავაყარეთ. დაგვანაყრა ასე თუ ისე მთელი დღის მშივრები.
ბიჭები კარვიდან გამოსძახოდნენ სადღეგრძელოებს. მანდილოსნები რომ გვადრეგრძელეს, თეომ გასზახა - არ მაქვს მანდილი, სადა მაქვსო? ხოდა მაშინ, რაცა გაქვს იმას გაუმარჯოსო! - პასუხად გამოსზახა ჯონიმ.
წვიმდა და იმ იმედით დავიძინე რომ წყალი არ შემოგვივიდოდა. დიდი ხანი ვეწვალე კარვის გაჭიმვას და იმედია ფუჭად არ ჩაივლიდა ჩემი ნაღვაწი.

z g a r b i
სუპერ...
გააგრძელე...

ძალიან კარგად ყვები ჯადოსნურ ამბავს
მოუთმენლად ველოდები ხოლმე ყოველი ახალი თავის დადებას
ნუ აგვიანებ ხოლმე

მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09
ოხოჯეზე ნელ-ნელა ნისლი შემოდიოდა
ზურა და ნიკა უანდერერს და ნინოს უღელტეხილის იქით აცილებდნენ
ესენი ისხდნენ და თამაშობდნენ თამაშს, რომელიც თამაში არ იყო
მე კი პარალონზე ვიწექი და მათ ამ სურათს ვუღებდი

როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09
z g a r b i
როდის გათენდება IV დღე...

როდის გათენდება IV დღე...

ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
- z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09
ARCHILI
Bivrili
Ninukala
თენდება მეოთხე დღეც
:*

IV
დილითღა გავიგეთ სადაც ვყოფილვართ. ცა მოწმენდილი იყო და მზე ანათებდა. ყველა მხრიდან მთები შემოგვხვეოდნენ გარშემო. ალაგ-ალაგ მაღალი კლდეებიც ასვეტილიყვნენ. სწორედ აქ ვიგრძენი, რომ ჩვენ მაღლა ვართ, მთებში აჭრილნი. იმ მთებში, სახლის ფანჯრებიდან რომ გავცქერით ხოლმე თვალის დასატკბობად.
მწყემსებმა გემრიელი საუზმე დაგვახვედრეს ქოხში: ახლადმოწველილი რძე, ყველი და ფუმფულა პურები. მერე უგემრიელესი მაწონიც დაგვაყოლებინეს.
კარვები ავშალეთ და დავიძარით. ამას ელოდებოდაო თითქოს, ნისლები ამოიყარა ხეობებიდან და უცაბედად მოყრილმა ღრუბლებმაც წამოგვაწინწკლა. ბილიკები ნისლებში დაიმალა და მივყვებოდით მხოლოდ სავარაუდო მიმართულებას. ნიკა წინ მიგვიძღოდა როგორც ყოველთვის.
დიდი ხანია ხეები აღარ გვხდებოდნენ გზაზე. თუმცა, ულევი იყო მუხლამდე ბალახი - დილის ცვარ-ნამით და ნისლის სისველით გაჟღენთილი. კმაროდა ერთი გავლაც იმისთვის, რომ ჩვენი შარვლებიც ასე გაჟღენთილიყვნენ. ფეხსაცმელს აღარ ვუყურებდი, დღე იყო თუ ღამე, ის ყოველთვის სველი იყო...
ბილიკ-ბილიკ სიარულის მერე, ერთ სახელდახელოდ შეკოწიწებულ ქოხს მივადექით. უბრალო ტენტი ეფარა წვიმისგან დასაცავდ. მონადირეების დროებითი სადგომი ყოფილა და ჩვენც ცოტა ხანს შესვენება გადავწყვიტეთ.
ქოხში აბეზარი ცეცხლი ენთო, ბევრი ვუტრიალე მაგრამ ისეთი ადგილი ვერ ვიპოვე სადაც არ ბოლავდა და მეც ბედს შევეგუე და სხვებთან ერთად ავტირდი. ტანსაცმელების გაშრობას ვცდილობდით - გვინდოდა სულ ხუთი წუთით მაინც გვეგრძნო სიმშრალე.
ბიჭებმა მონადირეებს ლენტეხში გადასვლის გეგმა გაუზიარეს, მაგრამ, მათგან ყოვლად უიმედო პასუხი მიიღეს: "ვერ გადახვალთ მანდ, აპასნიაო!" თუმცა, ამან უფრო გაუღვიძა სურვილი ზოგზოგიერთებს...
ლენტეხში გადასვლას რაც შეეხება, თავიდან სიაში ნიკა და ზურა ეწერა მხოლოდ. თუმცა, ლაშქრობის უკვე პირველივე დღეებში, მათ არჩილი და მონადირეც შეემატენ. მალევე შეუერთდა ჯონიც...
თურმე, ამ რამდენიმე დღის წინ, ტობავარჩხილის გზას, ერთი გზააბნეული დასდგომია. საიდანღაც ჩუსტებით წამოსულისთვის თავისი ბოტები მიუცია იქაურ მწყემსს. სამეგრელოდან ვარო უთქვამს ამ მონასირეებისთვის, თუმცა ერთი საერთო ნაცნობიც ვერ გამოუნახავთ ვერსად. ფოტოების გადასაღებად მივდივარო - მიზეზიც დაუსახელებია მობილურის ამარა წამოსულს...
-არც კარავი წაუღია და არც საძილე, იქნებ სადმე გადაეყაროთ, ნახეთ თუ კიდევ ცოცხალიაო. :დაგვაბარეს მონარირეებმა.
გზა განვაგრძეთ ნისლში. მალევე მივადექით ურელტეხილს. ამ უღელტეხილმა, ოხოჯეს ტბასთან უნდა გადაგვიყვანოს.
თითქოს ჩვენ მისვლას ელოდაო, ნისლი ნელ-ნელა გადაიყარა და ჩვენ წინ აზიდული უშველებელი უღელტეხილი დაგვანახა. - მაღალი, კლდიანი, ნაპრალებში ჩაგუბებული თეთრი თოვლით. მაგრამ მაინც მომღიმარი, ფერადი ყვავილებით გარშემორტყმული.
სადაც ყველაზე დაბალი, უკლდეო გადასასველი ჩანდა, იქით ავიღეთ გეზი. თითქოს არც ისე მაღლა მომეჩვენა, მაგრამ რაც მაღლა ავდიოდით, მერე და მერე ჩნდებოდა უღელტეხილი, მერე და მერე გვაჩვენებდნენ ეს მთა კლდეები სად მივდიდოდით, ჩუმად გვიტყუებდნენ და თავიანთი კალთებისკენ გვიხმობდნენ.
ნიკამ მკაცრად გაგვაფრთხილა - ჩემ წინ ნურავინ წახვალთო! გარშემო ნისლი იყო და ბინდში ვხედავდით ერთმანეთს. მაგრამ ციცაბო აღმარზე ტემპში სიარული მერჩივდა და მაინც ვუსწრებდი რამდენიმე ნაბიჯით. გიორგის და ალეკოს უფრო წინ ვხედავდი ჯიხვებივით მიმავლებს.
ამ სიარულში, როგორც იქნა ავიღეთ რაღაც სიმაღლე და უღელტეხილის კალთას მივადექით. ბოლოს ამოსულებმა, ამბავი მოგვიტანეს - ვანდერერი ცუდად გამხდარა, აკლიმატიზაცია აქვსო. ვეღარ ამოდიან და ქვემოთ აპირებენ კარვების გაშლასო. თუმცა, ის იყო ალეკო ჩასვლას აპირებდა ნინოს ნივთების ჩასატანად, რომ ამბავი ამოგვიტანეს - ყველაფერი კარგადაა და ზურა და ნინოც მალე ამოვლენო.
უღელტეხილზე ცივი ქარი უბერავდა. ძვალ-რბილში ატანდა და სისველეს უფრო აუტანელს ხდიდა. ცოტა შევჭამდეთ როგორღაც და გზა განვაგრძეთ.
ფერად ყვავილებს დავემშვიდობეთ და თოვლიანი მთის კალთა შემოგვეგება. უკაცრიელი იყო აქაურობა და ძალიან უცხო ჩემთვის, ცოტა შემზარა კიდეც. ჩვენ მივდიოდით მაღალ კლდეებს შორის დაგუბებულ თოვლში. ნაბიჯებს ვჭრიდით და უღელტეხილის ბოლოსკენ მივიწევდით.
ეს ის ადგილი იყო, სადაც პირველად გამიჭირდა და ძალიან შემეშინდა. ფეხები ერთიანად სველი იყო და ამ სიცივის მეშინოდა. უფრო და უფრო მიჭირდა ფეხის გამოძრავება. შემეშინდა სულ არ ჩამყინოდა შიგნით თითი, იმიტომ რომ არ ვიცოდი როდის მივაღწევდით ურელტეხილის ბოლომდე.
მაგრამ, როცა თოვლი გავიარეთ და ნახევრად კლდიან აღმართს ავუყევით, თურმე სულ რამდენიმე ნაბიჯიღა მაკლდა იმისთვის რომ ეს სისველეც და ყველაფერი დამვიწყებოდა. ნიკას ყვირილი მომესმა. ყვიროდა ყველა, ვინც კი ადიოდა. დარჩენილი სირბილით ავირბინე და დავინახე კიდე. ლურჯი ტბის კიდე და სილამაზე. სილამაზე დავინახე. ესმოდა ალბათ ტბას ჩვენი ხმები და დასახვედრად ემზადებოდა. გარშემორტყმულ ნისლს სულ უბერავდა და აგდებდა, არ აძლევდა უფლებას დაეჩრდილა.
ტბამდე ციცაბო, თოვლიანი ქედი იყო ჩასავლელი. ნიკა ისევ წინ წავიდა.
ნელა ჩავდიოდით, ძალიან ნელა. გაკვალული ნაბინებიდან არ გადავდიოდით. ზიგზაგებით მიდიოდა ნიკა და ასე მივყვებოდით ჩვენც. ზოგს ძალიან უსრიალებდა ფეხი და განსაკუთრებით უჭირდათ ჩამოსვლა.
თუმცა, მალე გზა შედარებით გამარტივდა და სრილ-სირბილზე გადავდით.
მერე ვირბინე, ვირბინე და უცებ სველი თოვლიდან, რბილი ბალახი ვიგრძენი ფეხქვეშ.
ვხედავ დიდ, მწვანე მინდორს და ულამაზეს ლურჯ ტბას.
ჩანთა იქვე დიდ ლოდთან მივაგდე და ძალიან ჩქარა გავიქეცი. მივრბოდი უშველებელ კლდეებს შორის გაჭიმულ მინდორში, მის ძირში ჩაგუბებული ტბისკენ. თან ძალიან მციოდა. მინდოდა მალე მეგრძნო კიდურები.
ტბასთან მივედი და გადავხედე, ნისლი გაეფანტა. იყო დიდი, მაღალი კლდეები და შუაში მოლაპლაპე ტბა. ტბის წინ დიდი, მწვანე მინდორი და აქა-იქ ოდესღაც კლდიდან ჩამოცვენილი უშველებელი ლოდები.
გიორგიმ მოსვლისთანავე გაიხადა და წყალში გადაეშვა, წყალში, რომელიც იქაური კლიმატითა და მყინვარებიდან ჩამოწვეთილი ნაკადულებით გაზავებულიყო.
ამბობენ, ბევრს ყვებიან ამ ტბაში ბანაობაზე. სოფელშიც გვაფრთხილებნენ, ყვებოდნენ მას მოყოლილ უბედურებებზე, მაგრამ, ვფიქრობ მით ეს ბიჭი იქაურობას ჩაეხუტა, თბილად მიესალმა - სუფთა და ბედნიერი გულით.
მალე დარჩენილებიც ჩამოვიდნენ.
ხელები ერთიანად გაყინული მქონდა და კარვის გაშლა თამუასიას ვთხოვე. ტენტები გავჭიმეთ და შიგნით შევძვერით.
აი ამ დროს, ერთი რამ არის ხოლმე ყველაზე სასიამოვნო, რასაც არ შეედრება მთელი ღამის ტკბილი ძილიც კი - როდესაც ერთიანად გათოშილი, გაიხდი ყველაფერს, რაც კი სველია და შეძვრები თბილ საძილეში. მერე ერთბაშად გაიტრუნები. გრძნობ, როგორ თბება შენი სხეულის თითოეული ნაწილი, როგორ ცოცხლდება. მერე გრძნობ საძილეს, რომელსაც შენი ტანის სითბოს გადასცემ და მერე ისევ შენვე გიბრუნდება ეს სითბო - გაორმაგებულად...
ამ დროს, ამ ნეტარების მწარე დასასრული, საძილის გახსნა და კარვიდან გამოსვლაა.
კარვიდან გამოვედით მე და თეო წყლის ასავსებად.
გარშემო ყველაფერს ნისლი და სუსხი შემოხვეოდა, თუმცა კარავში შესვლა მაინც არ გვინდოდა.
ქონგურიც შემოგვიერთდა და ვარჯიში დავიწყეთ სამივემ - საღამოს გამამხნევებელი ვარჯიშები, ოხოჯეს ნაპირას.
აქეთ-იქით დავრბოდით მწვანე მინდორში, დავხტოდით, ვყვიროდით, ვცეკვავდით, ლოდებზე ვხტებოდით და დანარჩენებსაც ვეპატიჭებოდით.
ოთოს და ამეთვისტოსაც მოუნდოათ ლენტეხის გადალახვა, თუმცა დიდი ბიძიები უარობნენ, მაგრამ ბიჭები მაინც დაბეჯითებით ცდილობნენ მათ დარწმუნებას, რომ ისინი ამას შეძლებნენ. ნახსენები იყო ბევრჯერ ბელა და შეპირებები, თუმცა სურვილი უშველებელი იყო.
იმის გამო, რომ სხვებსაც არანაკლებ დიდი ქონდათ ეს სურვილი, ავტომატურად, მთელი ჯგუფის ლენტეხში გადასვლის საკითხი დადგა.
სწორედ ამაზე ბჭობნენ ბიჭები არჩილის კარავში გვიან ღამემდე. ორგანიზატორებს მერე ჩვენ კარავში გადაუნაცვლებიათ და სტინგერიც დახმარებიათ გადაწყვეტილების მიღებაში.
მე და თეო, ჯონის კარავში შეყუჟულები, "ნამიოკობანას" ვეთამაშებოდით ქონგურს და ნინიას.
სიცივემ, ერთი კარვით ნაკლების გაშლა გადაგვაწყვეტინა. შედარებით ვიწროდ ვამჯობინეთ დაძინება. და შევიკედლეთ გოგოებმა ნიკა იმ პირობით, რომ სითბო შემოეტანა ჩვენს კარავში.
ისევ სიწყნარე ჩამოწვა წუთით აფორიაქებულ ტბაზე.

შემოგევლე...
კიარადა
ყველას...
შემოგევლეთ...

ტობა განუმეორებელი იყო და ვვარაუდობ, ვერცერთი მოგზაურობა ვეღარ გაუმკლავდება ტობას შთაბეჭდილებებს...

თანამედროვე მგზავრის წერილები
ძალიან მომეწონა როგორ აღწერ ამბავსაც და ემოციებსაც : )
თანამედროვე მგზავრის წერილები

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09
ზღარბო მიყვარხარ!
ეს ამბები ხომ ვინ დათვლის რამდენჯერ მაქვს მოსმენილი,
მაგრამ ასე დაწვრილებით, ამდენი ემოციით პირველად ვკითხულობ!
დიდი მოლოდინებით ველი გაგრძელებას, მიხარია რომ დასასრული ჯერ კიდევ შორსაა
ხოდა, კიდევ ერთხელ მშურს რომ ტობელი არ ვარ

ჰო ჰო, პანო მეც მინდა

ეს ამბები ხომ ვინ დათვლის რამდენჯერ მაქვს მოსმენილი,
მაგრამ ასე დაწვრილებით, ამდენი ემოციით პირველად ვკითხულობ!
დიდი მოლოდინებით ველი გაგრძელებას, მიხარია რომ დასასრული ჯერ კიდევ შორსაა

ხოდა, კიდევ ერთხელ მშურს რომ ტობელი არ ვარ

ჰო ჰო, პანო მეც მინდა

- z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09
V
ცა მოწმენდილია, ტბა უძრავად გარინდებულა, გასარკალებულა. ბიჭებს უკვე მოუსწრიათ ოხოჯეს მთათა სამყაროში მოგზაურობა.
მზე გვათბობდა და გარშემო, ყველაგან ჩვენი სველი ტანსაცმელი იყო მიმოფენილი. არემარე ავაჭრელეთ.
წუხელ ცოტა შემეშინდა, იმ კაცზე ვფიქრობდი მარტოდმარტო რომ დადიოდა ამ ადგილებში. აქ თუ იყო, ჩვენ ხმასაც გაიგონებდა და დაგვინახავდა. მაგრამ კვალიც კი არ გვინახავს ვინმესი და ეჭვი გამიჩნდა რომ იმალებოდა. შიში რას უზამს კაცსო და ოხოჯეზეც წამოიყვანსო. მეშინოდა ღამე არ მოსულიყო საჭმელების ასაწაპნად. ალბათ უაზროდ მეშინოდა...
ღამემ მშვიდად ჩაიარა და დილით აღარც კი გამხსენებია ეს უცნობი.
ნიკამ გვიხმო საერთო კრებაზე. დიდ ლოდზე რუკა გაეშალა, ჩვენც მის გარშემო მოვგროვდით. ვიფიქრეთ, ვილაპარაკეთ და გადაწყდა ასეთი რამ: ლენტეხში ყველა ვერ წავიდოდით. არსებობდა ამის რამდენიმე მიზეზი - არასაკმარისი საჭმელი, დაკარგვის დიდი ალბათობა, სირთულე, უგზოობა, სახლში მომლოდინე მშობლები და ა.შ. გოგოები უკან უნდა დავბრუნებულიყავით და რამდენიმე ბიჭიც უნდა გამოგყოლოდა - ქონგური, გიო და ალეკო ნიკას შეპირდნენ რომ შინ მშვიდობით მიგვიყვანდნენ. უკან ბრუნდებოდნენ ვანდერერი და ნინოც. თუმცა, მათ ჩხოროწყუში ეჩქარებოდათ წასვლა და მხოლოდ ერთი ღამით შეეძლოთ დაყოვნებულიყვნენ. ჩვენც რომ ასე გვექნა, ტობავარჩხილზე გადასვლა და მალევე უკან გამობრუნება გვიწევდა ოხოჯესკენ. ეს იდეა არც ისე მიმზიდველი იყო, მითუმეტეს, რომ დიდი შანსია ტობაზე ნისლი დაგვხვედროდა და უღელტეხილზე გადასვლა-გადმოსვლაც ფუჭად ჩაივლიდა.
გადაწყდა - ნინო და ზურას ოხოჯეს უღელტეხილზე გადააცილებენ ნიკა და ზურა, იქიდან უკვე უხიფათო გზა-ბილიკები მიიყვანთ მუხურამდე. ჩვენ კი, ყველა ერთად ტობასკენ გავეშურებით. მეორე დღეს, დამბრუნებლები ოხოჯეს ნაპირას გავშლით ისევ ჩვენ კარვებს და დილიდან, უკანა გზას დავადგებით.
გავაცილეთ თანამოლაშქრეები და ორგანიზატორების დაბრუნებამდე, ფრიად საინტერესო თამაშებით ვიქცევდით თავს.
მალე დავინახეთ, როგორ ბრუნდებოდნენ ნიკა და ზურა სრიალ-სრიალით უღელტეხილიდან.
ნელ-ნელა ყველაფერი ავალაგეთ და დავიძარით. უმშვენიერეს ოხოჯეს, მაღლიდან გადავხედეთ. თითქოს ქვემოდან ამოგვცქეროდა კლდის კალთაში ჩაგუბებული ტბა, გვემშვიდობებოდა...
უღელტეხილს მალევე მივადექით. მაგრამ ვერაფერი დავინახეთ გარდა ციცაბო, თოვლიანი მთისა. ერთიანად ნისლი შემოხვეოდა, არც ბოლო უჩანდა და არც კიდეები.
ზიგზაგებით ავდიოდით, ნაბიჯებს ვჭრიდით და ერთმანეთის კვალს მივუყვებოდით. ნისლში დაიკარგა ის ადგილიც, საიდანაც სვლა დავიწყეთ. ავდიოდით მაღლა და ვერ ვხედავდით ვერც თავს, ვერ ბოლოს. უბრალოდ მივდიოდით თოვლში, ნისლში გახვეულ ციცაბო მთაზე. ჩანდა მხოლოდ შავი ზოლი ნაფეხურებისა მაღლა და დაბლა. ჩანდნენ მხოლოდ მოლაშქრეები ამ ნაკვალევში მიმავალი.
ძალიან უცნაური და ლამაზი იყო ეს ერთფეროვნება, საითაც კი გაიხედავ, ვერაფერს დაინახავ გარდა სადა სითეთრისა. ხარ სადღაც, ჯანდაბაში, შენც რომ არ იცი სად, და გიკვირს, რა უნდა აქ ტბას...
ხმამარალმა ყვირილმა გამომაფხიზლა. ის სამი, თუ ოთხი, უღელტეხილის წვერს მიდგომია უკვე.
რკალივით იყო უღელტეხილის პიკი. მარჯვნივ და მარცხნივ არკალული კლდეებით, შუაში კი მყინვარი ჩაგუებულიყო. და გარშემო ისევ თეთრი.. მაღლა, დაბლაც, ყველგან... შეგეძლო წარმოგედინა რომ ღრუბლებში აღმოჩნდი ისე, რომ ეჭვიც არ შეგპარვოდა შენს წარმოსახვაში. ამის იქით, უკვე ტობავარჩხილი გველოდებოდა.
ქედი ისევე ციცაბოდ ეშვებოდა დაბლა, როგორც ამოსვლისას. შეიძლება მეტადაც. თავდაღმართს ძალიან ნელა, თითქმის ვერტიკალურად ვკვეთავდით. განაპირას კლდოვანი ნიადაგი ჩანდა და იქამდე გვინდოდა მიგვეღწია - კლდით და ნაშალებით ჩასვლა გაცილებით უფრო გაგვიადვილდებოდა.
თუმცა ფეხი ჯიუტად სრიალებდა, ჯოხსაც არ ემორჩილებოდა. ისიც კი არ ჩანდა, რომ ჩაცურებულიყავი, სად აღმოჩნდებოდი. ეს უფრო გვძაბავდა.
დაცურდა თეო, თავი ვერ შეიმაგრა. მაგრამ ბედად ქონგური ჩვენი ზოლის დაბლა მდგარა და იქვე დაიჭირა.
არჩილს განსაკუთრებით უჭირდა, ფეხი ყველა გადადგმაზე უსრიალებდა. ორჯერ დაცურდა და ბებდად უკან მდგარმა ჯონიმ მალევე შეაშველა ხელი, ისევ რიგში ჩააყენა.
კლდოვანი ნიადაგი, ალბათ 10 მეტრში იყო, მაგრამ ეს მანძილი საოცრად იწელებოდა.
არჩილი მესამედ აცურდა. ჯონიმ ხელი წაატანა, მაგრამ თავი ვეღარ შეიმაგრა და თვითონაც დავარდა. ჩვენ ვხედავთ როგორ ეშვებიან ისინი, საცაა მხედველობიდანაც დავკარგავთ.
ბედად, ნიკა უკვე კლეებზე გადასულიყო და რამდენიმე ნაბიჯით დაბლაც ჩასულიყო. როცა ნიკას გაუსწორდნენ, გადახტა და თავზე დაახტა ორივეს. ახლა უკვე სამია, სამი ეშვება სრიალით დაბლა. მაგრამ, მალე სიჩქარეს უკლეს და კლდის ამოშვერილ ქიმთან გაჩერდნენ. ნიკას ფეხი ჩაურჭია თოვლში და ამით შეენელებინა სრიალი.
...
ტბას მხოლოდ ნაპირი უჩანდა. ერთიანად ნისლში იყო გახვეული და ეს უფრო იდუმალს ხდიდა. არ ვიცოდით სად ვიყავით, რამხელა იყო ეს ტბა, რა ხდებოდა მის გარშემო...
კარვები გავშალეთ. ნისლი ნელ-ნელა იყრებოდა. ჩვენ დავინახეთ სივრცე ტბის გარშემო: უშველებელი მთები, კლდეები... ვხვდებოდით რომ კიდევ ბევრი რამ არ ჩანდა.
წუთით შეთხელებული ნისლი ისევ გასქელდა.
პატარა ცივილიზაცია შემოვიტანეთ ამ უცხო ადგილას. ჯოხები ჩავარჭეთ და ზედ ქაღალდები დავაკარით. წრიულად გაშლილ კარვებს შორის, უმზეობის მოედანია. მარჯვნივ, ოხოჯეს აღმართი მიუყვება. ჯონის კარავი უმზეობის I ნომერშია. ჩვენი II-ში, ხოლო გიო და ალეკო, უმზეობის III-ში ბონადრობენ. კარვებს გვერდით პატარა ნაკადული ჩამოურაკრაკებს. ნაკადულის იქით მხარეს, კარავი მოჩანს მარტოდ მდგარი, თუმცა მითითებულია, როგორც - wc...
სუფრა გაიშალა უმზეობის მოედანზე, გილიოტინა გაიხსნა.
შებინდდა.
კარავში შესვლას არავინ აპირებდა.
მუსიკა წრიპინებდა თავისთვის, არავის ესმოდა, მაგრამ ჩვენ ვცეკვავდით. უფრო და უფრო ენერგიულად, უფრო და უფრო ხმაურით.
დაბნელდა.
გაიხსნა სტინგერი!
ვყვიროდით, წრეში დავრბოდით, დავხტოდით. ტბაში არეკლილ მთვარეს შევძახოდით, ფარნები ციმციმებდნენ. ჩვენ არ ვიღლებოდით.
სიცივისგან გაყინულები, ახლა მაისურების ამარაღა დავრჩით.
ქონგურმა echoes ჩართო და ერთბაშად ყველაფერი გაირინდა, გაისუსა. 20 წუთით გავშეშდით, ტბისკენ შევბრუნდით და უძრავად შევყურებდით არეკლილ მთვარეს, სიბნელეში მოლივლივე ტბას, ჩუმად ველაპარაკებოდით, გავიცანით და ჩვენი თავიც გავაცანით. ემოეციები და ფიქრები გავუზიარეთ.
მერე ყველა ჩვენ კარვებში შევედით.
მე და თეო უმზეობის III-ს ვესტუმრეთ - გიოს და ალეკოს. და სანამ არ მოგვბეზრდა ''ნამიოკობანა'' იქამდე იქ ვიყავით.
მერე ჩვენ კარავში შევძვერით.
საოცრად წყნარი და უცნაური იყო ეს ყველაფერი.
მიწაზე ვიწექით, მაგრამ ეს მიწა, მიწისგან ძალიან მაღლა იყო.

Last edited by z g a r b i on 30 ოქტ 2009, 22:36, edited 2 times in total.

- z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09
z g a r b i
ყველა თავი ძალიან საინტერესოდ იკითხება.
თხრობის ნიჭი გაქვს, გასაოცარი, თავისებური!

მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09
z g a r b i
საყვარელო, რა ლამაზად ყვები, დიდი ხანია ასე სულმოუთქმელად ლაშქრობის აღწერა არ წამიკითხავს
მოუთმენლად ველი გაგრძელებას
:*
პ.ს არჩილის, ჯონის და ნიკას დაცურებაზე გული ამიფანცქალდა შიშისგან

წამო, ზღაპარში ...

ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09
თუ ვინმეს სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, ზღარბს დაეხმარეთ ერთჯერადი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემაში
პირველ, ოხოჯეზე გადამავალ უღელტეხილს მე დავარქმევდი
"გაყინული დასაკარგავიდან სამოთხეში"
ოხოჯედან ტობავარჩხილზე გადასვლას კი --
"ნისლიანი ექსტრიმიდან შეგვიანებულ საოცრებაში"