გამახსენდა...
ძალიან ლამაზი ღამე იყო სავსე მთვარე ალიცლიცებდა ვერცხლისფრად ცას...
მე და მერაბი ვიდექით ფიტარეთის ტაძარში და "შენ ხარ ვენახს" ვგალობდით.
საოცარი შეგრძნება იყო სიმშვიდის, სიჩუმის, რომელსაც დროდადრო ხეობიდან ამოვარდნილი ნიავი არღვევდა - ფოთლებს გადაჰყვებოდა და ისევ მიყუჩდებოდა ხეთა რტოებში.
ვიგალობეთ. გავედით ტაძრის ეზოში და მივაშტერდით მთვარეს...
უცებ გაისმა ხმა...
გავიხედეთ და დრუიდი არ არის

:D:D:D
მაისური უჭირავს ხელში და შიგნით რაღაც აქვს გახვეული
ბიჭებო - მოგვმართა - ხომ არ გინდათ მჟავე ვაშლი?
ჩვენ ცოტათი გავოცდით...
მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი ამ სიმშვიდეში
სანამ გაოცებულები ვიდექით
ვაჟა საქმეზე გადავიდა:
ამოიღო ფართე ჯიბიდან 500 გრამი არაყი დაჭყიტა თავისი ცისფერი თვალები, (რომლებიც აელვარდნენ მთვარის შუქზე

:D:D) და ცვრიან ბალახზე დაყარა მკვახე, მწვანე და მჟავე ვაშლები...
ძალიან გაგვიხარდა, რადგან საჭმელი აღარ გვქონდა დარჩენილი...
გაიშალა სუფრა და მთვარით განათებულ ტაძრის ეზოში დავიწყეთ ჩუმი ქეიფი...
ჩუმად ვამბობდი ლექსებს, ჩუმად ვმღეროდით სიმღერებსა და საგალობლებს ჩუმად ვუტყდებოდით ერთურთს ძმურ სიყვარულში...
ეს ის გასვლა იყო მეგობრებო, სადაც ვაჟა (დრუიდი) გავიცანი და მივხვდი, რომ ძალიან მაგარი ძმა შევიძინე...