ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by guruli » 22 დეკ 2006, 22:11

დილით მეც მეცლება. ასე, პირველამდე.

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by kopeina » 22 დეკ 2006, 22:25

Gvalva,
ხვალ როდის წავიდეთ? და სად შევხვდეთ?

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Gvalva » 23 დეკ 2006, 15:01

ბოდიში ხალხო, დღეს რაღაც საქმეები მაქვს და ვერ ვახერხებ, ხვალ 12 საათზე ბავშვთა სამყაროს წინ მეტროში ჩასასვლელი რომაა იქ შევხვდეთ.

იქამდე თუ დრო გექნებათ თქვენს ახლო-მახლო ბიგ-ბენები და სუპერები და ასეთი მარკეტები დაათვალიერეთ, ძალიან გვიჭირს ორი ლამაზი ტომარა, ასევე კარგი იქნება თუ სათამაშოებსაც შეათვალიერებთ, თქვენს მიმდებარე მარკეტებში რომ ბაზრობაზე უაზრო რამეები არ ვიყიდოთ იმავე ფასად.

თუ რამე კარგს ნახავთ იყიდეთ და ფულს აგინაზღაურებთ... ჩეკის წარმოდგენის შემდეგ :)

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by kopeina » 23 დეკ 2006, 18:43

Gvalva
ხვალ 12 საათზე ბავშვთა სამყაროს წინ მეტროში ჩასასვლელთან მეც მოვალ.

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by zura N. » 23 დეკ 2006, 19:24

ხვალ 12 საათზე იქა ვარ. :wink:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by gobe » 23 დეკ 2006, 21:00

თუ ნინოწმინდაში არ წავედი, ხვალ 12-ზე თქვენთან ვარ.
გაიხარეთ!
:)

User avatar
wintertime
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 01 მაი 2006, 01:48
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by wintertime » 24 დეკ 2006, 01:33

მეც მოვალ ხვალ 12 საათზე

ps ვებ-გვერდზე მეტად სასიამოვნო საახალწლო განწყობაა:)

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by gobe » 25 დეკ 2006, 15:12

მეც მოვალ ხვალ 12 საათზე
სთქვა wintertime-მა და მოვიდა საჩუქრებით ხელდამშვენებული.

kopeina იმდენად ადრე მისულა დათქმულ ადგილზე, რომ რამოდენიმე დაზვერვითი მარშრუტიც კი განუხორციელებია. მოკლედ, ცოტა ხანს ერთად ვიდექით wintertime, kopeina და მე. შემდეგ wintertime-მა გადმოგვცა საჩუქრები (საკმაოდ სიმპატიურები) და წავიდა თავის საქმეზე.

დავრჩით kopeina და მე და განვაგრძეთ ერთ ადგილას დგომა (ზუსტად მეტროს ამოსასვლელსა და "ბავშვთა სამყაროს" შორის).

zura N. 2 პუნქტის ("ვაგზლის მეტრო" და "ბავშვთა სამყარო") სპეციფიკიდან გამომდინარე ახლოს და ჩემი თვალთახედვის (kopeina არ იცნობს) ფართო არეალიდან გამომდინარე შორს მდგარა (1.5 საათის შემდეგ zura N.-ის მიერ გამოგზავნილი მესიჯით შევიტყვეთ, რომ მართლაც შორი-ახლოს მდგარა, მდგარა და დამწუხრებულს დაუტოვებია ტერიტორია). თუმცა, მთელი სერიოზულობით ვაცხადებ, რომ ჩვენ მის თანადგომას ვგრძნობდით.

სულ რამოდენიმე წუთში Gvalva-ც მოვიდა და დავიძარით მისიის მორიგი ეტაპის განსახორციელებლად. მოგვიანებით Archil-იც შემოგვიერთდა.
(მანამდე, 5-იოდე დღით ადრე, ადმინის ოფისში შემდგარ შეკრებაზე გადაწყდა საჩუქრების მომზადება 12 ბავშვისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ: გვალვა, კოპეინა, გიორგი ბაგრატიონი, არჩილი და მე).

მოკლედ, შეძენილ იქნა თოვლის პაპის/სანტა კლაუსის ქუდი, თოვლივაშაგაქრა-ს ("სნეგურაჩკა") თაბსაბურველი, ჩასალაგებლად საჭირო საღესასწაულო ცელოფნები (ვედრო მანეთად), ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდებელი ბურთები, წვიმები, ნაჭრის რბილი სათამაშოები, ბენგალიური საცეცხლეები (ბენგალიური ცეცხლი უკვე ანთებულს ქვია - ავტ.), კანფეტები, შოკოლადები, ვაშლი (მანდარინისა და კივის შეძენა გადაიდო დღეისათვის), და სხვ.

ეს ყველაფერი წაღებულ იქნა სახლში Gvalva-ს მიერ, რომლის შეფუთვა-გაფორმება-გალამაზება განხორციელდება დღეს.

ჯერჯერობით ესაა. მოგვიანებით წარმოდგენილი იქნება ფინანსურ ანგარიში (იმედია).
:)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Gvalva » 25 დეკ 2006, 15:20

გუშინ ვერ მოვიცალე აქ დასაწერად...

სამაგიეროდ, ვიყავით საყიდლებზე, გობე და კოპეინა სულ რაღაც 59 წუთი მელოდნენ სანამ შეხვედრაზე მივიდოდი, ყოფილა wintertime დაუტოვია საჩუქრები, Zura N მესიჯი მივიღე და ვერ ვუპასუხე იმიტომ რომ გვიან ვნახე ძალიან. ზურ, იმათ თქვეს, ჩვენ აქ ვდგევართ არავინ გვინახავსო. მე როგორც ავღნიშნე ოდნავ შემაგვიანდა :), მარა კაქტუსებზე ლაპარაკობდენენ ესენი და შეიძლება გობე ერთ-ერთი კაქტუსს ასახიერებდა როცა შენ ჩაუარე და ამიტომ ვერ იცნობდი... ბოლოს შემოგვიერთდა სათვალიანი აჩიკო N2.

დღეს ჩემთან სახლში გაიმართება საჩუქრების დაფასოების საზეიმო ცერემონიალი, 18 სთ-ზე. მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა.

User avatar
wintertime
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 01 მაი 2006, 01:48
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by wintertime » 25 დეკ 2006, 18:15

მშვენიერი საჩუქრები გიყიდიათ, დარწმუნებული ვარ ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ

gobe, თოვლივაშაგაქრას ამოხსნაზე კაი ხანი ვფიქრობდი :D

მე სამწუხაროდ შეფუთვა-დაფასოების ცერემონიალში მონაწილეობას ვერ მივიღებ, მაგრამ იმედია ჩემი საჩუქრებიც გამოგადგებათ: მსგავსი ტიპის ნივთები ჩემს ნათესავ-ახლობელ ბავშვებში დიდ მოწონებას იმსახურებს ხოლმე :)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Archil » 25 დეკ 2006, 22:50

საჩუქრები გავამზადეთ, ვერტმფრენს ველოდებით, მშვენიერი ნაკრები გამოვიდა. ხევსური ბავშვების მაგივრად ჩვენ გვიხაროდა ძალიან. მინდა ყველას მადლობა მოვუხადო, ვინც აიტაცა ეს იდეა და განახორციელა. უფალს ვთხოვთ კარგი ამინდი გამოიყვანოს, რომ ვერტმფრენებმა შეძლონ შატილამდე მშვიდობიანად მიფრენა და ჩვენი საჩუქრების ადრესატამდე მიტანა.

გვალვას აპარატში გადაღებულია სურათები, რომლებიც ასახავს თუ როგორ ვამზადებდით, იმედია დადებს მალე.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by chuna » 25 დეკ 2006, 23:18

მე და ჩემმა დამ მხოლოდ შეფუთვაში მივიღეთ მონაწილეობა და ძალიან მრცხვენია! "სროკზე" ვიყავი და ვერ გავიგე, როდის მოახერხეს ეს აქცია! ბავშვებზე მეტად მართლა ჩვენ ვიხალისეთ! ნეტა ამინდი არ გაფუჭდეს და საჩუქრები გაფრინდეს!

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by kopeina » 25 დეკ 2006, 23:59

ისე ვიხალისეთ საჩუქრების ყიდვისა და შეფუთვის დროს, რომ არა მგონია ვინმე ჩვენზე ბედბიერი ყოფილიყოს იმ წუთებში...... პატარა გულანთებული ბავშვებივით ვფუსფუსებდით ........ ერთმანეთს წვიმებს ვახვევდით და ხუთვარსკვლავიანი თოვლის პაპას ქუდის ირგვლივ ჩვენი დიდრონი თვალებით ნაპერწკვებს ვაფრქვევდით...... ყველა ნივთს ფუშფუშა ბაფთებს უკეთებდით და გულდაგულ შერჩეულ ლამაზ პარკებში ვათავსებდით......

მოკლედ რომ ვთქვათ მეგობრებო ჩვენთან ერთად ვინც არ იყავით უნდა გითხრათ, რომ ბევრი დაკარგეთ და ასეთი აქციები კიდევ ხშირად უნდა მოვაწყოთ.......

User avatar
wintertime
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 01 მაი 2006, 01:48
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by wintertime » 26 დეკ 2006, 00:41

kopeina, აუუ რა კარგია, ძალიან გული დამწყდა რომ ვერ წამოვედი, ამ სამსახურს რა ვუთხარი თორემ. . .

ვიცი, რომ ბავშვები აუცილებლად იგრძნობენ ყველაფერს და გაუხარდებათ ძალიან. . .

სურათებს ველოდებით:)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Gvalva » 26 დეკ 2006, 02:35

შრომის ფერხული ალბათ ეს არის :)

Image

შემუშავდა კონვეიერული სიტემა

Image

და საერთოდ, სამ პროცეს ძაან კაი იყო :)

Image

თოვლის ბაბუის (უკაცრავად, პაპის (დღეს რაღაც სულ კახელები ვიყავით :roll: )) ქუდი, გვაქვს კიდევ ფიფქიას გვირგვინი მარა კადრში ვერ მოხვდა

Image

Image

ჩალაგებული საჩუქრები და ჭუნას და, ისიც ჭუნა ;)

Image

წვიმების გამოჩენამ განსაკუთრებული ხალისი შემოიტანა

Image

შეფუთული საჩუქრები და აჩიკოს მოტანილი წიგნები, რომელიც განუყოფელია ჩემი ჩხუბისგან, "ახალი წლის საჩუქრებთან წიგნები რა შუაშია?!"

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]