ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by lama » 12 ოქტ 2009, 23:24

Tamusia wrote: ჩვენი მცირერიცხოვანი ერისთვის დაყოფა ნებისმიერი, თუნდაც, ერთი შეხედვით, უწყინარი კრიტერიუმით, შესაძლოა დამღუპველიც კი აღმოჩნდეს
ხო და ეს არის ქსენოფობია ზუსტად

მთავარია შენ იყო ძლიერი საკუთარ რწმენაში და მეჩეთსაც ააშენებ და არ შეგეშინდება და კიდევ სინაგოგასაც

ამაშია პრობლემა, რომ ჩვენ ყველაფრის გვეშინია

:(:(:(:(:(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by Tamusia » 12 ოქტ 2009, 23:29

მართალი ხარ, ოღონდ ჯობია დროულად შეშინდე, ვიდრე გადაშენდე

ისე სიმართლე ვთქვა, მაინცდამაინც უცხო ტომელით შეშინებულ ქართველს მგონი არც ვიცნობ

თანაც შიშსა და სიფრთხილეს შორისაც არის სხვაობა
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by lama » 12 ოქტ 2009, 23:33

Tamusia wrote:მართალი ხარ, ოღონდ ჯობია დროულად შეშინდე, ვიდრე გადაშენდე

ისე სიმართლე ვთქვა, მაინცდამაინც უცხო ტომელით შეშინებულ ქართველს მგონი არც ვიცნობ

თანაც შიშსა და სიფრთხილეს შორისაც არის სხვაობა
გულზე ხელი დაიდე და თქვი

ეს შიშია თუ სიფრთხილე???

მე მგონი, რომ უფრო შიშია, რაც ქსენოფობიასთან ძალიან ახლოსაა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by დათო » 13 ოქტ 2009, 18:30

ლამა, ის ქვეყნები (მაგალითად ირანი და თურქეთი), რომლებიც ძალიან დიდ რესურსებ ხარჯავენ მეზობელ სახელმწიფოებში თავისი რელიგიის გასავრცელებლად, ნამდვილად არ აპირებენ ამ თავისი რესურსების ტყუილად განიავებას. ამას აკეთებენ იმიტომ რომ აწყობთ.

რატომ? იმიტომ რომ მოგვწონს ეს თუ არ მოგვწიონს, ადამიანთა რელიგია ახდენს დიდ გავლენას მათ იდენტობაზე და პოლიტიკურ სიმპატიებზე. თურქების აშენებულ მედრესეში აღზრდილი ადამიანი დიდი ალბათობით იქნება თურქეთის მხარდამჭერი და შესაბამისად, თურქული პოლიტიკის ბერკეტი.

ამის აღიარება არის არა ქსენოფობია, არამედ უბრალოდ რეალობის დანახვა :)
ქსენოფობია არის იმის თქმა, რომ მუსლიმები ცუდები არიან. აქ ეს არაფერ შუაშია :)
Last edited by დათო on 14 ოქტ 2009, 10:50, edited 1 time in total.

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by Iako. » 13 ოქტ 2009, 18:56

რელიგის თემა ძალიან მტკივნეულია.
მე ვფიქრობ არ უნდა დაგვავიწყდეს ის რამდენიმე მილიონი მაჰმადიანი ქართველი, რომელიც თურქეთში ცხოვრობს, ასევე ირანში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველები, აჭარაშიც ხომ არიან მაჰმადიანები და უნდა შევეგუოთ იმას ქათველების ნაწილი რომ მაჰმადიანია. პირადად ჩემთვის მთავარია ადამიანი იყოს ქართველი, თავი გაწიროს საქართველოსათვის და რომელი აღმსარებლობისაც იქნება სულ ერთია. ქართველობა არ უნდა გავაიგიავოთ აუცილებლად მართლმადიდებლობასთან.
ამიტომაც ვერ ვხედავ ვერავითარ საშიშროებას აქ მეჩეთების აღდგენაში იმის სანაცვლოდ, რომ თურქეთში ტაძრები აღდგეს. თუკი ჩვენ ვიქნებით თავდადებული მორწმუნეები და ჩვენი მღვდელმსახურები იქნებიან კეთილმსახურები, აქ გახსნილი და აღდგენილი ვერანაირი მეჩეთი ზიანს ვერ მოგვიტანს. იმის კიჟინით კი, რომ რახან მაჰმადიანია ქართველი არ არის, უამრავ ქართველს დავუკარგავთ სამშობლოს.
მაპატიეთ ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by guruli » 13 ოქტ 2009, 19:21

Iako.
ასევე ირანში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველები,
ძალიან გთხოვთ, ამ ხალხზე ამ კონტექსტში ლაპარაკს მოეშვით. მართალია, იმათშიც არიან გულით მუსულმანები, მაგრამ მთელ იქაურ ქართველობაზე ასეთი ლაპარაკია ზუსტად ის დაუძლეველი ფაქტორი, რაც დღემდე ჩვენს შორის ჯებირადაა აღმართული.
ცნობისათვის - თურქეთის ქართველტაგანაც პირადად ვიცნობ ორს, რომლებიც უკვე მოინათლნენ. იქნებ ამას ასე ღიად არ უნდა ვწერდე, მაგრამ დასკვნები რომ გააკეთოთ, იმიტომ აღვნიშნავ.
და იქაური ტაძრების აღდგენას რაც შეეხება, თურქებმა მშვენივრად ივციან, რისი შნო გვაქვს, რა დონის სახელმწიფო გვაქვს და იმიტომაც გვევაჭრებიან ამდენს. ჩვენ რომ ძლიერი სახელმწიფო გვქონდეს, ამას ვერ გაბედავდნენ. თუმცა მაშინ არა მარტო ისინი, ბევრი ვერ გაგვიბედავდა იმას, რასაც ახლა გვიბედავდა. მართალია, იქაური ტაძრების ბედი ძალიან მადარდებს, მაგრამ მათ ხარჯზე აქ მეჩეთების მომრავლება არასწორად მიმაჩნია. ეს არც ქსენოფობია და არც შიში - ეს სიფრთხილეა. ამ კამათში ისტორიული სიმართლე ჩვენს მხარესაა, ხოლო ქსენოფობიის პრობლემას რაც შეეხება, მაშინ ირანმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმაც გაუხსნას იქაურ მსურველებს ქრისტიანული ტაძრები. როგორ გგონიათ, რომელიმე დათანხმდება ამას? დარწმინებული ვარ, არა და ვერ გამიგია, მე რატომ უნდა დავეთანხმო? მეზობლობა და მეგობრობა ასე ცალმხრივი როდემდე უნდა იყოს?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by lama » 14 ოქტ 2009, 11:44

guruli
მონათვლაში არ უნდა იყოს პრობლემა

მერე რა მოხდა????

აი მთავარი ჯებირი სად არის :?

ამ კუთხით შეხედო რეალობას ეს ძალიან სწორხაზოვნებააა

მრავალი კუთხიდან უნდა შეხედო საგანს, რომ ის მთლიანობაში აღიქვა ;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by guruli » 14 ოქტ 2009, 16:17

lama
guruli
მონათვლაში არ უნდა იყოს პრობლემა

მერე რა მოხდა????
არ არიან მუსულმანები და ისაა.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by lama » 14 ოქტ 2009, 23:32

guruli wrote:lama
guruli
მონათვლაში არ უნდა იყოს პრობლემა

მერე რა მოხდა????
არ არიან მუსულმანები და ისაა.
ძალიან კარგი :)

რომ ც იყვნენ ეგეც არაფერი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by Makena » 18 ოქტ 2009, 10:52

ეკლესიას თავისი სიმართლე აქვს, კულტურის სამინისტროს თავისი, კულტურის სამინისტრომ ბოლო წლებში ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლი აღადგინა და ბევრზეც მიმდინარეობს სამუშაოები, ყველაფერს ერთად ვერ აღადგენენ, ამ ყოველივეს დრო სჭირდება. საზოგადოებამაც უნდა მიიღოს ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა და ეკლესიამაც, კიდევ განვმეორდები და დავწერ რომ ქალაქის უბნებში უსახო, ბლოკით და დუღაბით წვრილწვრილი საყდრების მშენებლობაზე სახსრების ხარჯვას, ისა სჯობია მრავალი ნახევრადდანგრეული და პილასტრებჩანგრეული ეკლესიები აღვადგინოთ.
ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ რომელსაც დიდ ანგარიშს გაუწევენ და მოვისურვებთ თუ არა მაშინვე თურქეთის ძეგლთადაცვის სამსახურები ჩვენს კულტურულ მემკვიდრებაზე დაიწყებენ ზრუნვას.
ერთადერთი რაც მათ აიძულებთ რომ მეტნაკლებად იზრუნონ ამ ძეგლებზე ეს არის კომერციული შემოსავალი რომელსაც ისინი ამ რეგიონში ტურიზმით ღებულობენ.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by Wanderer » 18 ოქტ 2009, 13:19

ისტორიული მუსულმანური ტაძრების აღდგენა არ ნიშნავს ავტომატურად ხალხის გამუსულმანებას. მაგალითი(ამწუთას რაც მომივიდა თავში): პანკისის ხეობაში არის ერთი ქრისტიანული ტაძარი, მაგრამ ორი კინკილა ადამიანი დაიარება იქ. დანარჩენები არიან მუსულმანები. ანუ ქრისტიანული ტაძარმა ისინი ავტომატურად ვერ გააქრისტიანა. ისევე როგორც ვერ გაგვამუსულმანებს ჩვენ მუსულმანური ტაძარი. ასე რომ... :)


ისე ძალიან მაინტერესებდეს როდემდე და სადამდე უნდა არსებობდეს ეს რელიგიური შეუწყნარებლობა მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის. :roll:
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by lama » 18 ოქტ 2009, 19:41

Wanderer
გაიხარე

ნამდვილად ასეა

მართალი ხარ :)

ასეთია ჩემი აზრიც :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by დათო » 18 ოქტ 2009, 21:09

ხო, ძაან მაგარია ძმობა და სიყვარული, ოღონდ სამყაროში რა ხდება, იმასაც თუ შევხედავთ ხოლმე, კარგი იქნება. ხდება კი ის, რომ საქართველოში მეჩეთების და მუსლიმანური სასწავლებლების მშენებლობას მხარს უჭერენ მეზობელი ისლამური სახელმწიფოები. განსაკუთრებით - თურქეთი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.

მესმის, რომ ხისტი პოლიტიკა არ ჯდება მსოფლიოზე ლამაზ წარმოდგენებში, მაგრამ რეალობას თვალებში უნდა შეხედო. თორემ არასასიამოვნო შედეგებს მოიმკი.


Wanderer, დაასახელე რომელიმე ისლამური ქვეყანა, რომელიც გაქრისტიანდა (ანდალუსიის გარდა).
შემდეგ დაასახელე ის ყოფილი ქრისტიანული ქვეყნები, რომლებიც გამუსლიმანდნენ. თუ გინდა, მე ჩამოვწერ. შთამბეჭდავი სიაა.
ამის შემდეგ ისევ დავფიქრდეთ შენს მიერ მოყვანილ პანკისის მაგალითზე :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by lama » 18 ოქტ 2009, 22:12

დათო
რომ ჩამოწერ წლებიც მიაწერე მათი გამუსლიმანებისა

უკეთესი იქნება აღსაქმელად :)

იმედია ხვდები

რაზეც ვაკეთებ აქცენტს :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ოშკის ტაძარი შველას ითხოვს!

Post by Wanderer » 20 ოქტ 2009, 11:23

დათო
მე ერთ ქვეყანას დაგისახელებ თუ გინდა რომელიც ვერ გაამუსლიმანეს საუკუნეების მანძილზე და ამის შემდეგაც ვერ გაამუსლიმანებენ ვერც ძალით და ვერც ნებით.

წავიდა ის დრო ქვეყანას რომ დაიპყრობდი და იძულებით გაამუსლიმანებდი. კი ბატონო ახლა სხვა მეთოდებია, მაგრამ მომავალი არ აქვს მაგ მეთოდებს იმიტომ, რომ რელიგიურ ანტაგონიზმს(და აქედან გამომდინარე ექსპანსიას) არ აქვს მომავალი საერთოდ...

ისე საინტერესოა მეოცე საუკუნეში თუ იყო დაფიქსირებული რომელიმე ქვეყნის ასე მთლიანად გამუსულმანების ფაქტი. რაღაც უცბად არ მახსენდება და თუ თქვენ გახსენდებათ დაწერეთ.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]