დღეს, ჩემთან სამსახურში დაუპატიჟებელი სტუმარი მოვიდა. ჯერ იყო და მთელი ოფისი ცუნცულით შემოიარა.. მერე ერთ-ერთი მაგიდის ქვეშ შეძვრა და წამოკოტრიალდა:
მერე მეორე მხარეს გადაკოტრიალდა:
მერე, ჩემს სკამზე ასკუპდა და აკვირდებოდა როგორ ბეჭდავდა ჩემი პრინტერი რაღაც დოკუმენტს:
დაბლა ჩამოვსვი.. ოთახში ცოტა გაიკუნტრუშა და მომადგა სკამთან:
უცებ სკუპ და .. ჩემს კალთაში ჩასკუპდა და კაააააარგად მოიკალათა, აღრუტუნდა და თვალები მინაბა:
კარგა ხანს იყო ასე თვალებმინაბული, თან ფრუტუნ-ღრუტუნ-კრუტუნ-ხრუტუნებდა
ახლა ჩვენი სამზარეულოს სკამზე ზის:
