ბიჭოს, აქ რა ამბები დამხვდა, რამდენი და რა სასარგებლო გამოხმაურებები,მე კი ამდენი ხანი არ შემომიხედავს.
lolita,
veloman,
CHIKO - მომწონს თქვენი აქტიურობა.
ჰოდა, ხელცარიელი არც მე შემოვსულვარ და რისი დაწერა მინდა. დღეს ვაგზალზე, დახურუ;ლ ბაზარში ხეტიალისას წყალგაუმატრ ქურთუკებს გადავაწყდი და მინდა, მიგასწავლოთ, მაგრამ, ბაზრობისა სახელი არ მახსოვს (თვალი დაუდგა სიბერეს)

. მოკლედ, ცაბაძის და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთაში რომ დახურული ბაზრობაა, ბავშვთა სამყაროს დასავლეთი მხრიდან, მაგაზე ვამბობ. არც "არჩევანი", არც - "კიდობანი", მესამე ბაზრობაზეა ლაპარაკი. კი ვიკითხე სახელი, მაგრამ ვერ მოვიტანე სახლამდე.

თვითონ მაღაზიასაც, იმ ზღაპარისა არ იყოს, კი ვუარე გარშემო, მაგრამ ნომერი არ ეწერა, მაგრამ როგორ უნდა მიაგნოთ -"ბატას" მაღაზიის გვერდითაა, "დისქაუნთი" აწერია დიდი ყვითელი ასოებით, ვიტრინებზე კი თავიდან ბოლომდე წითელი წარწერაა დაშვებული - ლიკვიდაცია! ფასდაკლებები აქვთ და ეს ქურთუკებია სხვადასხვა ფერების, დიდი ზომები, ძალიან თბილები. როგორც გამყიდველებმა მითხრეს, წყალგაუმტარებია და ზედვე ეტყობა, მასეთი რომაა. ერთი შეხედვით, ძალიან პრაქტიკულებია - გარეთ თუ შიგნით ბევრი ჯიბეებით; იღლიებსა და მაჯებზე ელვაშესაკრავები, თუ დაგცხება და საჰაერო რომ გაუკეთო; წელზე შიგნიდან საგანგებო რეზინით, ქარმა რომ არ შეგაწუხოთ; თბილი კაპიუშონით... მოკლედ, მე მომეწონა. თან ისეთია, ყოველდღიურადაც ჩვეულებრივად ჩაიცვამ. ღირდა 112 და 118 ლარი. შარვლებიც გვაქვს ასევე წყალგაუმტარებიო, მაგრამ იმათი ფასები არ მიკითხავს.
ერთმანეთზე უკეთეს ლაშქრობებში, სიმშვიდეში და სიკეთეში, ვინც შეიძენთ.