ფრესკა კი კაპადოკიაშია, როგორც მახსოვს...Iako. wrote:თეო, შენ ხარ ვენახის ხატი თბილისშია პეტრე-პავლეს მონასტერში, მე რამდენადაც ვიციteo- wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მანდ არის ხო შენ ხარ ვენახის სასწაულმოქმედი ხატი???/
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
მმმმ
ვუიჰხთ...
ხომ არ მინდა ნეტავ
მმმმმმმ

ვუიჰხთ...
ხომ არ მინდა ნეტავ
მმმმმმმ

ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
დიდი ხანია მინდა ამ ადგილის ნახვა, უბრალოდ ეს შაბათ-კვირა დაგეგმლი მაქვს, თუ რამე შეიცვალა წამოვააალ:)
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
GAMARJOBA SAKARTVELO
ფრანის ხათრით, დე...
და იქნებ პლიუსიც მყავდეს...
(შემავედრე წმ. გიორგის
)
ფრანის ხათრით, დე...
და იქნებ პლიუსიც მყავდეს...
(შემავედრე წმ. გიორგის

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
არა, მანდ წმ. გიორგის სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული, რომელთანაც მრავალი სასწაულია დაკავშირებული. ის ასევე უშვილო ქალების შემწედ ითვლება. ამ ტაძრის მოლოცვის შემდეგ ბევრ უშვილო წყვილს გასჩენიათურმე შვილი.teo- wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მანდ არის ხო შენ ხარ ვენახის სასწაულმოქმედი ხატი???/
სარკის წმ. გიორგის სახელწოდება კი "სარყიდან","მოსარყვიდან" მოდის. ამ ეკლესიასტან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ლეგენდა არსებობს:
"ქარელში, სოფელ საღოლაშენთან არის „დედოფლის მინდორი“ და „დასასრულად“ წოდებული ადგილი, რაც წმიდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არ ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ამ მდელოს ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნისდედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ღვთისაგან მითითებულ ნიშანს ელოდა, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა. მართლაც, სარყვისას უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა. მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით. მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა. ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა. დღესაც აქ, „დასარყულ“ მინდორზე წმიდა გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც გუთნისდედას სიზმრეულ ჩვენებაში ეუწყა: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედო და ღვთის ნებისათვის მიენდო. სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ, იქ აეგოთ დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურა. ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯავარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულად დაღლილი ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალამოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისკენ მიმავალ აღმართს. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. ამ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყის წმიდა გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ".
აი მეტი ცნობები ამ ტაძრის შესახებ:
http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/sarkis/sarkis.htm
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
გადასარევი იქნება, თუ +საც წამოიყვან.bela wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ფრანის ხათრით, დე...
და იქნებ პლიუსიც მყავდეს...
(შემავედრე წმ. გიორგის)
მთაშენკა
მადლობა საჭირო ცნობებისა და ბმულის მოწოდებისთვის.
სარკის წმინდა გიორგი მართლაც სარყის წმინდა გიორგია.
სიმართლე ვთქვა, მირჩევნია კიდეც, "სარყით" მოხსენიება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
ავდრი თუ იქნება, გასვლა არ გადაიდება.
თუ ფეხით სიარული გართულდება,
ამოქმედდება გეგმა N2 - ულუმბოს მონასტერი.
მინიბუსს დავუმატებთ 50 ლარს.
თუ ფეხით სიარული გართულდება,
ამოქმედდება გეგმა N2 - ულუმბოს მონასტერი.
მინიბუსს დავუმატებთ 50 ლარს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
ცუდ ამინდზე რატომ ვლაპარაკობთ ? მოსალოდნელია ავდარი ? 

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
ამ კლიმატური ცვლილების ხანვში ყველაფერია მოსალოდნელი.Iako. wrote:ცუდ ამინდზე რატომ ვლაპარაკობთ ? მოსალოდნელია ავდარი ?
თუმცა, ქარელში დარი გვექნება.
დაზღვევა და სათადვრიგო გეგმა არ გვაწყენ-გვავნებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
- Georgian Rabbit
- მაწანწალა
- Posts: 430
- Joined: 06 აგვ 2007, 10:17
- Location: Tbilisi, Georgia
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
GAMARJOBA SAKARTVELO

და ხილანდარში მოსათავსებელი ნივთების ნუსხა უნდა ვიქონიოთ თავითგანვე??

და ხილანდარში მოსათავსებელი ნივთების ნუსხა უნდა ვიქონიოთ თავითგანვე??
"გაგანოყიერებ მე შენ" (c) ლამა
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
ოჰ, შე ეშმაკო.Georgian Rabbit wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
და ხილანდარში მოსათავსებელი ნივთების ნუსხა უნდა ვიქონიოთ თავითგანვე??
დიახ, უნდა ვიქონიოთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
- Georgian Rabbit
- მაწანწალა
- Posts: 430
- Joined: 06 აგვ 2007, 10:17
- Location: Tbilisi, Georgia
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
GAMARJOBA SAKARTVELO
მეე? ეშმაკი? ღმერთმანი, გოგავ!
ფულადი მოსაკრებელი რამდენი იქნება თითოეულ მამაც/დიაცზე?
თუ მაგას შემდგომ შეკრებისა გადავწყვეტთ?
მეე? ეშმაკი? ღმერთმანი, გოგავ!

ფულადი მოსაკრებელი რამდენი იქნება თითოეულ მამაც/დიაცზე?
თუ მაგას შემდგომ შეკრებისა გადავწყვეტთ?
"გაგანოყიერებ მე შენ" (c) ლამა
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
Mta Mkvarebia
აბა ეს ნახე, კარგა ხნის წინ დავწერე აქ http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1181
ახლა რაშია საქმე, დედოფლის მინდორზე მეც მიმუშავია. იქ მართლაც იყო გვიან შუა საუკუნეების წმ. გიორგის სტელა რომელიც როგორც ადგილობრვები ჰყვებიან (განსხვავებით ზემოთ მოყვანილი ლეგენდისაგან) პირიქით სარკის წნ. გიორგის სალოცავიდან იყო მოსული. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა იმას აქვს რომ ყველა ვარიანტში ეს სტელა სარკის წმ. გიორგის უკავშირდება.
მნიშვნელოვანი კი ისაა რომ დედოფლის მინდორზე არსებული სტელა, რომლის გარშემოც მიწა არ იხვნებოდა და გარკვეული უცნარუი წეს ჩვეულებებიც იყო შემოჩენილი აღმოჩნდა ზუსტად წარმართული ტაძრის საკურთხევლის ზემოთ, მის თავზე. ამასთან ზარმართული ტაძარი განადგურდა ქრისტიანობის შემოსვლამდე საქარველოში, სადღაც ქრისტეს შემდეგ პირველ-მეორე საუკუნეში. სტელასა და ზარმართულ ტაძარს შორის ე.წ. სტერიული შრე იყო ანუ სტელა ვინც დადო არაფრით არ შეეძლო სცოდნოდა წარმართული ტაძრის შესახებ. ვგულისხმობ იმას, რომ არ შეეძლო დაენახა ნანგრევები, რადგან იმ დროს ყოველივე უკვე დიდი ხნით ადრე მიწით იყო დაფარული. ერთადერთი ალბათ არსებობდა ისტორიული მეხსიერება, რომ ამ ადგილას რაღაც მძლავრი რელიგიური ადგილი იყო.
გათხრების შემდეგ აღმოჩნდა რომ დედოფლის მინდორზე ალბათ მცირე აზიაში ყველაზე დიდი ფართობის საკულტო კომპლექსია, ე.წ. ტემენოსი, რაც ბერძნულად წმინდა ადგილს ნიშნავს. იგი შემოსაზღვრულია გალავნით, რომელშიც ცხრა ტაძარი დგას. ტაძრები ყველა ნიშნით ზოროასტურლი ანუ ცეცხთაყვანისმცემლებისა იყო. ეტყობა იმ დროს ეს საქართველოს მეფეთა სალოცავს წარმოდგენდა.
ისევ სარკის წმ. გიორგის სტელას რომ დავუბრუნდეთ - სტელა მთავარი ტაძრის ცენტრში მდებარე ცეცსლის საკურთხევლის თავზე იდგა.
ხანდახან მართლა გასაოცარია ხოლმე ისტორიული მეხსიერების მდგრადობა....
და კიდევ ერთი ჩემი პოსტი
ჩემი ძველი პოსტი ვიპოვე სარკის წმ. გიორგისთან დაკავშირებით - რაც დავწერე იგივე თემის ვარიაციაა, მაგრამ მაინც ვისაც აინტერესებს
Giorgi Bagrationi
ვაა, მაშ ეგაა სარკის ჭმინდა გიორგი. ბევრჯერ გამიგია მისი სახელი, აი ნახვით კი არ მინახავს. სხვათა შორის დედეფლის მინდვრზე, წარმაღთული ტაძრის საკურთხევლი თავზე წმ. გიორგის საკმაოდ გვიანდელი სტელა იყო და ადგილობრივები დიდი კრძალვით ექცეოდნენ (მაგან გადაარჩინა წარმართული ტაძრის ცენტრი - არ იხვნებოდა). ჰოდა ადგილობრივებში ლეგენდა იყო - ეგო სარკის წმინდა გიორგიდან აროსო გამოტყორცნილიო და აქ დავარდაო. ვინც არ იცით დედოფლის მინდორიც ქარელის რაიონშია, მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან სოფელ საღოლაშნთან ახლოს. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში, მაგრამ ახლა სანახავი არაფერია, ვინაიდან კედელბი ალიზით ანუ გამოუწვარი თიხის აგურით იყო ნაშენი ახლა რომ გადახედო იმ ადგილს პრაქტიკულად მხოლოდ მინდორს დაინახავთ.

ვფიქრობ, რომ კაცს (დიაცსაც) 13 ლ და 25 თეთრის გადახდა მოუწევს.Georgian Rabbit wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მეე? ეშმაკი? ღმერთმანი, გოგავ!
![]()
ფულადი მოსაკრებელი რამდენი იქნება თითოეულ მამაც/დიაცზე?
თუ მაგას შემდგომ შეკრებისა გადავწყვეტთ?
ყველაფერი მაინც ჩვენს მადასა და რაოდენობაზეა დამოკიდებული.
მინიბუსი 22 ადგილიანია.
უნდა გავივსოთ, რომ ნაკლები გადასახადი იყოს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სარკის წმინდა გიორგის ტაძარი და ფრანები, 11.10.09
Kakha
საინტერესოა.
შენი ესეთი წერილები თემებს ამდიდრებს.
დედოფლის მინდორში აღმოჩენილი მასალების ნახვა სად შეიძლება?
საინტერესოა.
შენი ესეთი წერილები თემებს ამდიდრებს.
დედოფლის მინდორში აღმოჩენილი მასალების ნახვა სად შეიძლება?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები