GeoLend-მა ძალიან კარგი წინადადება შემოგვთავაზა:
სპეციალურად Karavi-სთვის:
20-პროცენტიანი ფასდაკლება ყველაფერზე, რაც ჩვენთან იყიდებაო, რომ შემოვა ადამიანი და კარავს ახსენებს, ყველაფერზე ექნება 20% ფასდაკლებაო
გარმინის სამოგზაურო GPS-ებზე გვთავაზობს განსაკუთრებულ ფასდაკლებას, უხეშად რომ გამოვთვალე 40-45% გამოდის მგონი
არის საუბარი ტრეკების საერთო ბაზის თუ ნაკრების შექმნაზე, ეს იქნება ალპინისტური თუ სამოყვარულო ტრეკები, კავკასიონზეც და შიდა მარშუტებზეც
რუქები აქვთ ცხადია უამრავი და ეგენი იმ 20% ში შედის, კიდევ აპირებენ კავკასიონის ზოლის დასეგმენტებას და 50-იანი რუქების გამოცემას, ასეთი რუქები, ზოგიერთი სეგმენტებისთვის უკვე აქვთ გამოცემულიც და გაყიდვაშიც - ხევი/ყაზბეგი/გუდაური/ტრუსო, ბორჯომის ხეობა/ბაკურიანი
ასევე აქვთ 250-იანი რუქები და 500-იანი საგზაო რუქა
რაციები გარმინს აქვს GPS-თან ინტეგრირებული და საკმაოდ ძვირი ღირსო, საიტზე შეიძება კონკრეტული მოდელების ნახვა
მოკლედ, ამ ხალხს კარავზე ისეთი კარგი წარმოდგენა ქონია რომ ცოტა მეუხერხულა კიდევაც
შემდგომ ეტაპებს, როგორ განხორციელდება განსაკუთრებულად ფასდაკლებულ სამოგზაურო ჯიპიესებზე წვდომა, უახლოეს ხანებში გაგაგებინებთ