კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009
1. გამარჯობა საქართველო
2. იაკო
3. იაკოს +
4. თამარი_ჩ ?
5. ნაია
6. ჩიტუციო
7. nataliko-nataliko?
8. Jnosy
9. ხალიანა
10. ხალიანას +
11. d3l
12. int3lig3nt
13. z g a r b i
14. int3lig3nt +
15. int3lig3nt +
16. პატაპუტინა
17. ელოიზა
18.ბურდულა?
19. პატრიკა
20 პატრიკას +
21. Ismail (მთხოვა რომ მე ჩამეწერა - ჯერ არაა გააქტიურებული)
22. Bivrili
23. teo_si
გი1დებით....
+ თუ მეყოლება დავწერ....
_________________

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009
ლევან გოთუა
კაცხის სვეტის საიდუმლო
„ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი,
ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი. მის
კლდის თხემზე არს ეკლესია მცირე, არა-
მედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან
ხელოვნება აღსვლისა...“
ვახუშტი
მაღლა მზერით კისერი მომეღალა. ახლა მიწაზე დავწექ გულაღმა და ასე ვუმზერ.
აკაკი ბელიაშვილიც ასე მოიქცა.
ღრმა მოხუცი - შამშე ბუჭუხიშვილი კი ცალფეხმორთხმული მომაღლოდ ჩამოჯდა და ხან ჩვენ შემოგვხედავს, ხან სვეტს.
სოკოსებრი ვეება კლდე-სვეტი აღმართულა ჩვენს წინაშე. წელში გამოყვანილ და მკერდში სისხომოცემულ პიტალოს წახნაგები ჩამოლესია. უზარმაზარი ცერივით უკმეხად აღმა აშოტვილი დგას და პირქუშად სთვლემს.
ყოვლად მიუვალს, ხეების ჩრდილ-ფოთოლი თავზე ფაფანაკივით მოუგდია, ხოლო ფოთოლნარში შიგადაშიგ ადამიანის ხელით ნაშენი კედლები გამოჩანს.
არა, ეს ყოველივე ზმანება არ იყო. ნაშენი გარკვევით ჩანდა, ხოლო ჭოგრში - თლილი ქვაც ირკვეოდა.
მაშ იქ - სვეტის მიუწვდომელ თხემზე ჩვენი წინაპრები ყოფილან, უცხოვრიათ, უღვაწიათ, უშენებიათ.
თვალი მოვწკვიტე სვეტს და კაცხის ხვობას გავხედე.
მთა-გორაკებზე, ხეხილთ შორის, ჩანდა სოფელი. სამხრეთ-დასავლეთით კაცხ-სალიეთია, ჩრდილოეთით დიდი კაცხი. აქედან მოვიდა შამშე. იგი ყველაზე უხუცესია სოფეღში და ყველაზეე უდინჯესიც. აი, ახლაც თუთუნს დინჯად ახვევს. ჟამნანახმ შეყვითლებულ თითებს ნელი კანკალი შეჩვევიათ. სიტყვა კი მოკვეთილი და უყოყმანო იცის. ოდნავ ხრინწიანი ხმით გვითხრობს:
- არავის მოსწრებია იქ ამსვლელი, ვერც ვინ ავა, მსმენია პაპათაგან - განმზრახველი დაბრმავებულა უმალ. ძლიერია სვეტი... საკვირველმოქმედია სვეტიცხოველი! სვიმონ მესვეტის ძალითაა შეუვალი! ვერც თქვენ ახვალთ, ფუჭი განზრახვაა, ხიფათს არ გადაეკიდოთ, შვილებო!
დავხუჭე თვალები, ვუსმენ მოხუცის თხრობას და გუმანში ვეთანხმები.
- აკაკი, ახლა მესმის შენი ჭაბუკობის დროინდელი ოცნება, კაცხის სვეტის საიდუმლოს ამოცნობის მწვავე სურვილი! მართლაცდა, ჩვენც ხომ ამ სურვილმა მოგვიზიდა აქ?
ბილიკი, რომელმაც კაცხის სვეტის ტერფამდე მოგვიყვანა. მეხსიერების წიაღში ულოდნელად პირუკუ გაიშალა და თითქოს სტრიქონში ჩაჯდა...
*
* *
ქალაქში სიცხე იყო. სოლოლაკის კლდე თორნესავრთ ჩამოხურდა. ოთახში მოვითენთე, მუშაობას თავი ვანებე და უმიზნოდ ჭუჩაში გავედი.
არც გამიგია, როგორ ჩავედი რუსთაველის გამზირზე. დაჩრდილულ ხეივანს გავყევი და ახალ სასახლესთან შევჩერდი: იქ მზის გული იყო და მეზარებოდა მხურვალე და სილბილეშეპარული დუღაბფენილის გადავლა.
ჰაერი სრულიად არ იძვროდა. მაღლა შევხედე - იქ, ზემოთ, მრავალსართულიანი სასახლის სახურავზე დროშა ეკიდა და ტოკავდა.
მაშ, იქ ქარია, სიგრილე!
დროშის უკან კი მამადავითი მოჩანდა.
„იქნებ წავიდე?“ - გავიფიქრე, მაგრამ აღარ დამცალდა... ნაცნობი ხმა ჩამესმა უეცრივ.
- ლევან, სწორედ დაგეძებდი, შენ კაცხის სვეტი თუ გაგიგია ოდესმე?
- კაცხის სვეტი? არა, - პასუხი გავეც და მხოლოდ შემდეგ შემოვბრუნდი. ჩემ წინ მწერალი აკაკი ბელიაშვილი იდგა. მაშინვე ყური ვცქვიტე. ჩვენ ორივენი მთებისა და უცნაურ მოგზაურობათა მოტრფიალენი ვართ. ერთადაც ხშირად ვყოფილვართ და ურთიერთის მისწრაფება კარგად ვიცით.
- კაცხის მაცხოვარი მსმენია, ჭიათურის მახლობლად არის, ისიც ვიცი, შენს სეხნიას -ა კაკი წერეთელს უთქვამს: კაცხში ხეც არ მოდის სწორიო... ცნობილი კრიტიკოსი, კაცხელი კიტა აბაშიძე გაუკენწლავს... მაგრამ კაცხის სვეტი კი არ მსმენია.
- კლდეა სვეტად აყუდებული, ზედ ეკლჯსია ჩანს, იქ კი ვერაგინ ასულა. წინათ მინახავს, ჭაბუკობის დროიდან მისი საიდუმლო ოცნებად დამყვა. - აკაკიმ ოფლი მოიწმინდა.
- მაღალია? - ცნობისმოყვარეობით შევეკითხე.
- აი, იმ სასახლეზე მაღალი! - ხელით დროშისაკენ მიმითითა. რუსთაველის გამზირიდან ზეავხედე სასახლის დროშას. აკაკიმ ირიბად შემომხედა და ნიშნი მომიგო:
- გემაღლა? რას იტყვი?
- უცნაურია!.. გავიკითხოთ, ვნახოთ ვახუშტი.
გაკითხვამ უფრო გაგვაკვირვა. შეუდარებელ ვახუშტის ნაღვაწში, წინათქმაში მოყვანილი სტრიქონები ამოვიკითხეთ.
1895 წლის „კვალში“ გიორგი წერეთლის წერილიც ვნახეთ და აწვე სურათიც კი ვიხილეთ „ქვეყნის საკვირველებისა“, როგორც გიორგი წერეთელი კაცხის სვეტს უწოდებს. სურათიდან ქედუდრეკი სვეტი ვეება კითხვის ნიშანივით შემართული იმზირებოდა... თითქოს შეუვალ მოწმედ და გუშაგად უდგა მწვავე საიდუმლოს.
დავიწყეთ მზადება. მალე „მესვეტეთა“ ჯგუფიც შედგა: მე და აკაკი, მთამსვლელობის დამსახურებული ოსტატი ალექსანდრე ჯაფარიძე და ახალგაზრდა არქიტექტორი ვახტანგ ცინცაძე. არქიტექტურის საქმეთა სამმართველოს უფროსმა არჩილ ქურდიანმა და სიძველეთა დაცვის განყოფილების უფროსმა დავით ლომაძემ ამ საქმისადმი დიდი გულისხმიერება გამოიჩინეს, ხელი მოგვიმართეს და გამარჯვება გვისურვეს. დანარჩენი ზღაპრული სისწრაფით მოხდა.
*
* *
მატარებელი. შორაპანი. ჭიათურა. მანქანა. იმერეთის მთა-გორაკები, ზეგნები და აჰა, კაცხურას ხეობა. შორით უკვე სვეტიც გამოჩნდა.
ვუახლოვდებით და იზრდება განცვიფრება, მივდივართ და იზრდება კითხვის ნიშანი.
ვიწრო ბილიკი აღმართს მისდევს. კაცხურა ქვევით ჩამოგვრჩა. აქა-იქ სიმინდის ყანები, ბუჩქნარი, ტყე-ღრე. ჩვენ პირდაპირ გამოფიტული კირქვის კლდეებია. უზარმაზარ კედლებად ამდგარი, მაგრამ ეს ყოველივე საკმაოდ მოშორებით, ხოლო წინა გორაკის თავზე, განმარტოებით, როგორც ვეება სოკო, კლდე-სვეტია აღმართული. გვერდით, ძირიდან ათასწლოვანი ცაცხვი, თითქოს გოროზად შესტოლებია, თითქმის ნახევრამდე აჰყოლია, მერე კი ჩრდილით სუსხდაკრულს, იმედი დაუკარგავს და გაცბუნებული წელში გახრილა, ახლა სვეტს მუხლმორთხმულ მავედრებლად და მლოცველად შესჩერებია.
ბილიკი ტყე-ბუჩქნარს მიჰყვება. აქ ყველგან სიძველის სურნელი სუფევს: ყორეები, რღვეული ბალავრები თითქოს ნასოფლარი. მომაღლოდ ბუჩქნარიც სხვაფერობს. ბზა გაჩნდა. სვეტის ირგვლივ ყველგან ბზა არის გამეფებული. ბზა და ხანდაზმული ხეები. უშუალოდ კლდის ტერფთან - აღმოსავლეთით - მცირე ვაკე-მოედანი და იქვე ეკლესია მცირე, უგუმბათო, კეთილ-ნაშენი.
ეკლესიის წინ დიდი ლოდია. მიწაში ჩაზრდილი. დღეობების დროს თურმე ამ ლოდზე, სვეტის წინაშე, მღვდელმსახურებას აღასრულებდნენ. მის თხემამდე ეს უახლოესი მანძილია და შვეულ ორმოც მეტრს უდრის. ყველა დანარჩენ მხრივ კი ფრიალო ბევრად მაღალია, ხოლო ზოგან ას მეტრსაც აღემატება.
დიდხანს ვუთვალთვალეთ. გარს შემოვუარეთ არა ერთგზის. მოვვლეთ მიდამო. შევხედეთ, შევამოწმეთ ყოველმხრივ. ყველგან უკარები პიტალოა, ძირებში ეხად გადმოსული, და არც არის შესავალი არსაიდან.
ვერ შევამჩნიეთ ვერავითარი ნასახი ძველი ასავლისა. ვერც ასვლის გეგმა დავსახეთ.
აი, ახლაც ალექსანდრე ჯაფარიძე განის გორაკიდან ჭოგრით ზვერავს კლდის აღნაგობას, ბზარებს, ოდნავ შიბებს, ოდნავ ნაშვერებს. ვახტანგ ცინცაძე უკვე ზომავს და გეგმავს სვეტის ფერდებს, ძირა ნაგებებს. მე და აკაკი ჯერ ისევ მრავალ თქმულებასა და ზეპირ გაგადმოცემებს ვიწერთ. სოფლიდან რამდენიმე მოხუცი დავიბარეთ, საერთოდ სვეტის ძირში გადმოვბარგდით. მოვიტანეთ კიბეები, თოკები, პალოები და სხვა ხელსაწყოები.
დღეს ქარიანი დარი დაიჭირა, მაგრამ ჩვენ მაინც დავტრიალებთ სვეტს. მრავალჯერ მოვუარეო გარშემო. გავზომეთ, გადავიღეთ. ეს „კრუგოსვეტნოე პუტეშესტვიე“ ჩვენზე ადრე სხვებსაც მოუხდენიათ, თუმცა სულ სხვა ზრახვითა და მიზნით.
აი თითისტარი, ზედ ნახვევი შალის ძაფით. ვიღაც მლოცველს ირგვლივ ძაფი შემოუცლია სვეტისათვის.
კლდის სამხრეთ მხარეს, უვალ ადგილზე, ბზებს შორის, ვიპოვე თიხის ორხელის ნატეხები. ვფიქრობ, ზევიდან არის ჩამოვარდნილი და ეს „უტყვი მოწმე“ ზედ ასვლის სურვილს უფრო მიმწვავებს.
ოდნავი ალღო ავუღეთ სვეტს. ახლა უფრო ახლოს მოვსინჯეთ. სამხრეთიდან შევაცოცდით სვეტის ძირიდან ოდნავ გამიჯნულ კლდეს, მისსავე ანატკეჩს. აქ გადავწყვიტეთ კიბეების მიდგმა და ვიწრო წელს ზევით ახლო დაზვერვა.
მაგრამ არც ერთი კიბე არ გასწვდა. მაშინ გადავაბით ორი კიბე. დაახლოებით რვა მეტრამდე გამოგვივიდა. ძლივს ავაყუდეთ და კლდეზე თოკ-პალოებით მივამაგრეთ. ამ მუშაობამ დიდი დრო და ძალა წაიღო.
ალექსანდრემ თოკი შეიბა და კიბის თავზე შეძვრა. მაგრამ დარი ფუჭდება. დღეს ხშირი პირის ბანა აუტყდა მზეს, ბოლოს შხაპუნა წვიმაც წამოვიდა. სვეტის ისედაც გლუვი კედლები ჩამოასველა. ქარიც მატულობს. ასეთ ქარში კიბის თავზე ყოფნა სახიფათოა.
ვუტიეთ ზვერვას და სვეტის ძირს, აღმოსავლეთ ეხში შევიყუდრეთ. აქ კლდეში ამოკვეთილ-ჩაშენებული, ხოლო შემდგომ მონგრეული, სენაკისებრი სამყოფელი ჩანს. აქვე ზედ კლდეზე ამოკვეთილია დიდ რკალში ჩასმული ჯვარი. იგი უდაოდ ბოლნისის ჯვრის ტიპისაა და გარკვეული თარიღის ფარგლებს გულისხმობს.
სვეტზე ჩვენი მოსვლა უკვე ბევრს გაუგია სოფელში. ზოგნი მოვიდნენ, გვინახულეს „განწირულნი“ და „ხელაღებულნი“.
მწუხრისას ქარი უფრო გაძლიერდა. აღარც წვიმამ გადიკარა. ცხადია, დღეს ხელი უნდა შევუშვათ კლდესთან ჭიდილს.
ღამე გვინდა სვეტქვეშ ვათიოთ, რომ დილით ადრე განვაგრძოთ შრომა, მაგრამ წვიმა და ქარი ხელს გვიშლის. სოფლელებიც გვეპატიჟებიან. არც კარვები გვაქვს წამოღებული. გადავწყვიტეთ ქვევით ჩასვლა. იქ წისქვილია. იქ დავრჩებით, ან დიდ კაცხში გავალთ. ისიც ახლოა. მე წისქვილისაკენ ვიწევ.
წისქვილი კლუბია გზა-ჯვარედინზე. აქ იყრის თავს სოფლის ავ-კარგი, მითქმა-მოთქმა, იგავ-ზღაპარი, ძველი და ახალი ამბავ-ხაბარი.
იმედმა გამიმართლა. წისქვილში შევხვდი კაცხ-სალიეთელ მოხუცს - სვიმონ მასხარაშვილს. იგი კარგად თავშემონახული მოხუცია, სამკუთხოვან ზომერი წვერისა და მოხუცისათვის მეტად ცოცხალი თვალების მქონე.
სიტყვა სვეტზე რომ ჩამოვუგდე, მაშინვე მეწისქვილეს გასძახა:
- სილოვან-ჩემო, ერთი თუთუნი დამახვევინე.
მივხვდი, რომ გრძელისა და, მისი აზრით, მნიშვნელოვანი ამბის თხრობას აპირებდა.
თუთუნი აუჩქარებლად დაახვია, ქაღალდის კიდეს ენა გადაუსვა, ცეცხლდაკვესილი აბედი დაადო და გააბოლა. მერმე ჩემ მომარჯვებულ ქაღალდსა და ფანქარს ირიბად გადმოჰხედა და მნიშვნელოვნად ჩაახველა. ეს ნიშნავდა, რომ მზად იყო ჩემს სამსახურად. მეც არ დავაყოვნე.
- სვეტობაზე, თქვენი დიდი სეხნიას სახელობის დღეობაზე თუ ყოფილხარ ოდესმე, პატივცემულო სვიმონ?
- იმე, ვყოფილვარ? იმდენი კეთილი დღე თქვენ და თქვენს მეგობრებს შეგემატოთ. რამდენი მე სვეტის ძირას დრო მიტარებია. რამდენი ყანწი და ჭინჭილა დამიცლია. რამდენი საკლავი შემიწირავს!
- მორწმუნე ხართ?
- მორწმუნე კი ვარ, მარა, მარხვას ვერ ვეგუები, იმე, რავა მოეიკლებ რამეს, თუკი მექნება კაი საჭმელ-სასმელი? ჰო, მოგეცა ლხენა, სვეტობაზე ფსონი ვიცოდით. ენა მიბუჟდება მოგონებისას... ეჰ, გამოთავდა ჩემი დროის ხალხი... მარა, ასვლაზე კი ხელი აიღეთ! - უეცრივ შემოგვიტია სვიმონმა. - ამაოა, ძლიერია სვეტი! ჩემზე მოდღევებულ ხალხისაგან მსმენია, ერთს უცდია, წინდაწინ ძალის მოსაკრებად ორმოცდაათი კვერცხი შეუჭამია. ჰოდა, თქვენ კი ჯვარი გწერიათ, მარა, - სვიმონმა გაწყვიტა თხრობა, სათითაოდ ჩაგვათვალიერა და მოულოდნელად შეგვეკითხა: - იმე, ცოლ-შვილი გყავთ?
- როგორ? დაიღუპა თუ გამზრახველი?!
- აპა რა მოუვიდოდა! ერთიც უნდა გითხრათ, სილოვან, შენც მომისმინე! - შესძახა მეწისქვილეს.
ეს იმერული ზრდილობა იყო, ამით გვაგრძნობინა, რომ რასაც გვეტყვის, სრული ჭეშმარიტებაა და არა ტრაბახი უცხო მგზავრებთან.
- კარგა ხნის ამბავია, მწიფობის დრო იყო ქვაციხიდან მოვდიოდით მე და ჩემი ცოლისდა, აი, ნინიკა ჟღენტი, - სიტყვა ჩაუზუსტა მეწისქვილეს, - ჰოდა, სერს რომ გადმოვადექით, კაი გაყოლა ღამე იყო, ბნელი და უმთვარო. უცებ შუქი გავლანდე სვეტის თავზე.
- შუქი, სვეტის თავზე! - ჩავწერე და განზრახ ხმამაღლა გავიმეორე. მიმიხვდა მოხუცი.
- მე ვიცოდი, რომ ამ მხარეს მოსახლენი არ იყვნენ, ნინიკასაც შევახედე. ქალი კინაღამ გადამერია, ლოცვა დაიწყო. დიახ, სვეტის თავზე სანთელი ენთო!
იმ მოხუცს უცნაურად ცოცხალი თვალები ჰქონდა, მოხუცისათგის მეტად ცოცხალი!
*
* *
ღამე სკოლაში ვათიეთ. შესანიშნავი მასპინძლები გამოგვიჩნდნენ მასწავლებლები: ლიუდმილა ცერცვაძე, ელიკო აბაშიძე, შალვა კუპატაძე და სხვანი.
გვიან გამოიდარა.
ღამე მთვარიანი იყო და მის შუქზე გაღმა, მიუწვდომელ სივრცეში, ზვიადად აშოტილი, იდუმალებით მოცული სვეტი მოჩანდა.
სვეტი ბუნებისა და ადამიანის მიერ ტაბუდადებული და შეუვალი.
მეორე დილით ადრე ავდექით, მაგრამ მასპინძლებმა არ გამოგვიშვეს, ხოლო, როცა დაბოლოს სვეტისაკენ გავეშურენით, სოფლიდან ბევრნი წამოგვყვნენ.
ამ გარემოებამ შეგვაფიქრიანა. ასეთი ძნელი ასვლის განხორციელება მოწმეთა გარეშე სჯობია. წინსვლასაც არ ჩქარობ და უკან დასახევიც გაქვს. აქ კი ახლა მთელი სოფლის წინაშე ძალაუნებურად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უნდა გაიმართოს ჩვენსა და სვეტის საუკუნეობრივ შეუვალობას შორის, ადამიანურ შეუპოვარ გაბედულებასა და არა ნაკლებ ადამიანურ, მისტიურ შიშს შორის, მეცნიერებასა და ცრუმორწმუნეობას შორის, ხოლო ფიზიკურად ადამიანსა და ბუნებას შორის.
ჩვენ დასახევი გზა აღარ გაგვაჩნდა. თითოეული ჩვენგანი ვგრძნობდით ამას.
გამოიდარა. მზემ ააშრო სვეტის სისველე და იგი ახლა ჩვენ წინაშე ტანგაბანილი და მშრალი დგას და ზვიადობს.
უკანასკნელ მომზადებას ვამთავრებთ.
ავცოცდით გამიჯნულ კლდეზე, კიბის ძირს მივწვდით. აქ ალექსანდრემ ფეხსაცმელები გაიხადა, წინდების ამარა დარჩა, წელზე თოკი შეიბა, რამდენიმე პალო და სალტე მოიმარაგა, მაჯაზე კლდის ჩაქუჩი შევაბი და მისი თოკის ბოლო მოვიმოკლე. კიბე მყარადაა თოკ-პალოებით მიმაგრებული კლდეზე, მაგრამ ალექსანდრეს მაინც ვიცავ. აქ სიფრთხილეს არამცთუ თავი, ფრჩხილიც არ უნდა სტკიოდეს.
კიბის თავზე ავიდა ალექსანდრე, თავისი თოკი მაღლა გუშინვე დამაგრებულ პალოებში ჩასხლიტა და ფრთხილად კლდეზე აცოცდა. ხელების ლოლიავით ნაბზარი მოხელა და პალო მოუმარჯვა.
კლდის თავზე ჩაქუჩის ხმა როყიოდ გაისმა.
სვეტთან გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო.
პირველი ზედა პალო მყარად ჩაჯდა. ალექსანდრემ სალტე გაუყარა და ამ სალტეშიც ჩასხლიტა თავისი თოკი. ახლა საიმედოდ არის გამაგ

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009
ლევან გოთუა
კაცხის სვეტის საიდუმლო
(გაგრძელება)
ერთის ამოყვანა გადავწყვიტეთ. მარჯვე ახალგაზრდაა, ტანმოვარჯიშე. შესძლებს. ხიფათიც ნაკლებია. თოკებს მყარად ვამაგრებთ მუხაზე. აქ კი, ჩანს, საყდრის ნანგრევების გაწმენდა მოგვიწევს. მოგვეხმარება. თან ადგილობრივმაც უნდა დაადგას ფეხი ამ „ყოვლადაუვალ“ სვეტის თავს.
თოკებით ჯერ ბარგი ამოვზიდეთ: ჩანთები, ბარები, წერაქვები, ფეხსაცმელები. სოფლიდან ახალ-ახალი ჯგუფები მოდიან. ქვედა ბილიკზე ჭიანჭველებივით მოღოღავენ და უკვე ძღვენი მოაქვთ. ხილი, ხაჭაპურები, ყოველგვარი სანოვაგე. ჩვენ კი, დაღლილნი, წყალს ვეხვეწებით.
- ჰეი-ჰეი! თოკი! - ეს იმას ნიშნავს- „რაღაც“ მოდის. თოკზე ჩანთას შევუბამთ. მე წერილს ვუგზავნი აკაკის: „წერილი პირველი. სვეტის თხემიდან“, ვთხოვ რომ ქვეშ დარჩეს, არ ამოვიდეს, რადგან ჩვენ, სვეტის ტყვეობაში მყოფთ, ქვევით გამოცდილი კაცი და მაშველი უთუოდ გვჭირდება. ჩვენ კი აქ ღამეს ვათევთ.
აკაკისათვის ეს დიდი „დაჩაგვრაა“. მაგრამ საქმისათვის ეს მსხვერპლი საჭიროა.
შუტუ ფოფხაძეს მან შეაბა თოკი, დაარიგა, წესი აუხსნა, კიბეზე დამცველად დაუდგა და გამოუშვა. შუტუ მარჯვე გამოდგა და უხიფათოდ ამოვიდა.
ჩვენი თოკის ოჯინჯარი კი ფიცხლად მოქმედებს. ქვევიდან ხელსაწყოებს ახლა საბნები ამოჰყვა, თან წერილობითი მოლოცვები, ათასი სურვილები.
ჩვენ უკვე შრომას შევუდექით, დავიწყეთ ბეჯითი დათვალიერება-გამოკვლევა. მაგრამ ქვევიდან არ გვაცლიან, წამდაუწუმ გვეძახიან. სათითაოდ უნდათ გვნახონ, თითქოს არ სჯერათ, რომ ჩვენ ყველანი ცოცხლები ვართ. ყველანი აქ, სვეტის თავზე ვიმყოფებით და ღამეც უნდა ვათიოთ აქვე.
აი, ისევ საყვირი დააქუხეს. გადავხედეთ. ქვემოდან დოქს გვაჩვენებენ.
- ეჰე, ახლა კი ყველას გვეყოფა წყალი! - ალექსანდრე ჩანთას უშვებს. დოქს საბანი შეშოახვიეს და ისე ჩაგვიდგეს ჩანთაში.
თან ახალი ძღვენი მოგვივიდა, თუმცა სურსათზე უარს ვაცხადებთ, საკმაოდ გვაქვს.
როცა დოქი ამოვიდა, ჯერ ალექსანდრე დაეწაფა, რაღაც საეჭვოდ მალე მოიკლა წყურვილი და გადმომცა. გამოვართვი:
- ეჰ, შენ არ გწყურებია!
- არა, ჯერ არა, მერმე. - როცა მოვსვი, მაშინ ჩავწვდი ალექსანდრეს პასუხს. დოქში შესანიშნავი ღვინო იდგა.
- ეჰა, რა მასპინძლობა სცოდნია იმერეთს!
ჩუმად ვსაქმიანობთ. სვეტის თხემზე საუკუნეობრივი მყუდროება სუფევს, ხოლო ქვემოდან ხალხის ჟრიამული მაინც აღწევს ჩვენამდე.
მრავალი წათამამებული მსურველი ამოსვლას იხვეწება, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ. ყველანი დაღლილნი ვართ, განსაკუთრებით ალექსანდრე, ყოველი ზედმეტი კაცი აათკეცებს ხიფათს. თხემზეც მცირე ადგილია. სიგრძე თექვსმეტი ნაბიჯი აქვს და სიგანე საშუალოდ ცხრა.
ერთმა მაინც სულ აგვიკლო. ხუთჯერ ჩაირბინა სოფელში და ხუთჯერ ამოვიდა, აკაკისაც მოაწერინა. მეტად მოგვეძალა ხვეწნა-ძახილით. ბოლოს თავადაც წერილი ამოგვიგზავნა. ალექსანდრემ რომ წაიკითხა, შევატყვე უმალ გალხვა და დიდი თოკის ჩასაშვებად იწყო მზადება. წერილი მე გადმომცა უხმოდ. შიგ სულ უბრალო რამ ეწერა:
„ახალგაზრდები ხომ ყოფილხართ, ხომ გესმით ჩემი სულისკვეთება, ერთადერთი თხოვნა შემისრულეთ. თოკი ჩამოუშვით პეტრეს სახელზე“.
ალექსანდრე უკვე თოკს უშვებდა „პეტრეს სახელზე“, უარი ვეღარც მე მოვახერხე. თოკის ბოლო ავიღე და დაცვად დავდექ. მალე მეხუთეც - პეტრე კუპატაძეც ამოვიყვანეთ.
ბარგი სვეტის თხემის უვიწროეს ადგილას მოვათავსეთ. აქ ხავსით მოფარდაგული ნასაფუძვლევი რამ ჩანს.
შრომა გავინაწილეთ. ვახტანგი სვეტის თხემის ზოგად გეგმას იღებს. შუტუ უძველეს ეკლესიის დანგრეულ ქვაბულში გამოყვანილ საკურთხეველს ასუფთავებს. ალექსანდრე და პეტრე - მცირე, უკეთ შემონახულ ეკლესიის დარბაზს ქვა და მიწისაგან ათავისუფლებენ. მე აი, მათ ქვეშ, დასავლეთის მხრივ გამოყვანილ ღია აკლდამას ვწმენდ. შესავალთან მუხლმაგარი მუხა ამოსულა და მის ფესვებს აკლდამაშიაც შეუღწევიათ.
აკლდამას ნალისებრი შესავალი აქვს. შიგ შესანიშნავ თაღად არის გამოყვანილი. კარგადაც შენახულა.
შესავალი თავიდანვე ღია ყოფილა და ქარს შიგ ჭარბად შეუტანია შლამი და დამპალი ჟვერო.
როცა გამოვწმინდე და მოვთხარე - ადამიანის ჩონჩხს წავაწყდი. მუხის ფესვებში გაკვალთულს და მყარად ჩაწნულს. ძლივს ამოვჭერ ფესვები. ძლივს ამოვთხარე.
ერთი ჩონჩხია, ძლიერ გამოფიტული. თავის ქალა სრულიად დაშლილა. ჩანს, თავი გასავლისაკენ. ე.ი. დასავლეთისაკენ ჰქონია. იქვე თიხის ჯამის ნამსხვრევი ვნახეთ.
ალბათ უკანასკნელი მესვეტის ჩონჩხია და მას დამარხვა აღარც ღირსებია. სიკვდილის მოახლოების ჟამს თავად თუ შესულა აკლდამაში. იქ მიწოლილა სიკვდილის სარეცელზე და ისევე დაგვხვდა. იქნებ ათას წელიწადს შემდგომ, მუხის ფესვებში ჩახლართუღო და ჩაჭდეული.
ღამის ბინდი თითქოს სვეტის ძირიდან ამოცოცდა. ჩვენს ნაკვალევს თუ ამოჰყვა. მეტად დავიღალეთ. ჯერ-ასეთი დაძაბულობა მოსვლის ჟამს, მერმე ქვების ზიდვა, მიწის თხრა, ახლა შეშის დამზადებას მივყავით ხელი. სვეტის თხემი ოდესმე იქნებ შიშველი იყო, ახლა კი ხშირნარს მოუცავს. გავჩეხეთ ზოგან, ერთი ხმელი ნეკერჩხალიც წამოვაქციეთ და ორი კოცონი ავანთეთ: დასავლეთით და სამხრეთით. კოცონების მახლობლად იქვე, უკანასკნელი მესვეტის აკლდამასთან, სუფრა გავშალეთ და პირველ სმურად მისი შესანდობარი შევსვით.
და, ალბათ, სვეტის თხემზე პირველად გატყდა მარხვა. ძეხვები შევწვით. ასეთი მრავალფერი და მრავალსტუმრიანი სუფრა, ალბათ, არასოდეს უხილავს თხემს, არც ასეთი კოცონი. ალის ტკრციალი სწვდებოდა მუხის ლორთქო ტოტებს და ნაპერწკლებად იკარგებოდა სივრცეში.
ჩვენი კოცონის საპასუხოდ სოფლიდან ზარის ხმა მოისმა. იქიდან გვიმზერენ. ახლომახლო სოფლებიდან გარკვევით ჩანს, თუ როგორი ნათელი დაადგა სვეტს.
ახლა კი კაცხსალივთელი მოხუცი სვიმონ მასხარაშვილი სვეტის თავზე ნამდვილად დაინახავდა შუქს.
ხუთნი ვუსხედით ცეცხლს და ჩვენი ჩრდილები უცნაურ ზმანებად წვებოდნენ ხან სვეტის მიღმა, ხან აკლდამის ხაომოდებულ კედლებზე. ყველას რაღაც ზეაწეული და ზვიადი გრძნობა გვფლობდა. აქ ყოველი ბგერა და სიტყვა სხვანაირად ჟღერდა და გაისმოდა.
ერთი რამ შევამჩნიე კიდევ: ჩვენი საუბრის კილო ან ჩურჩული იყო, ან ზედმეტად ხმამაღალი. შემდეგ გვიამბეს - ჩვენი ხმა თურმე გაღმა სოფელშიც ისმოდა გარკვევით.
დიდხანს ვისხედით ინახად.
მალე სავსე მთვარეც ამოცურდა და ბრინჯაოსფერ ღამეში გაწოლილმა გარემომ სრულიად მისტიური სახე მიიღო.
გვიან, მეტად გვიან მოვიკალათეთ. ორნი იქვე დაწვნენ ცეცხლთან. მე, ალექსანდრემ და ვახტანგმა კი სვეტის უვიწროეს ადგილას, ჭარბი ხავსით ჩაფენილ მცირე ტაფობში ჩავიგეთ საბნები და იქ ჩავწექით.
მე ვიწრო ადგილი შემხვდა და, მუხლებს - რომ გავმართავდი, სვეტის მიღმა მქონდა გაშოტვილი ფეხები.
ყველანი მივყუჩდით. არ ვიცი, მეგობრებს ეძინათ თუ არა. ვფიქრობ, ყველანი უცნაურ ზმანებაში უფრო ვიყავით წასულნი. მეტად უჩვეულო იყო ეს ღამის თევა. სადღაც სვეტის თავზე, ცასა და დედამიწას შორის, თითქოს ტაატობდა სვეტი და მთვარიან ცაზე ჩამოკიდებულ საქანელა-აკვანს უფრო ჰგავდა. ან უკუღმა ამობრუნებულ ჭას. დედამიწას თუ ვიგულვებთ თვალის კილოდ, კუთხის საზომად.
თითქოს ახლაც ყურში მესმის ღრმად მოხუცი ალექსანდრე კუპატაძის აღსარებასავით იდუმალად ნათქვამი გადმოცემა.
„ოდესღაც სვეტის თავიდან - კაცხის მაცხოვრამდე - ჯაჭვი ყოფილა გაბმული და ლოცვად რომ დადგებოდა მესვეტე, ანიშნებდა კაცხის მაცხოვარს, იქაც მუხლის თავებს მოიდრეკდნენ მლოცველნი“.
არა, არ მძინავს. შორით ვუმზერ კაცხის მაცხოვარს. იქამდე სამიოდ კილომეტრია. ძლივს ვარკვევ მის წარმტაც აღალმას და მას, ზეცაში აზიდულს, თითქოს სვეტის ფარგი აქვს თავადაც.
შორიდან მესმის ზარის ხმა. ეს ზარი ახლა სკოლაში ჰკიდია და იქიდან თუ გვეხმაურებიან „სვეტქვეშელნი“. ღრმად მოხუცი კუპატაძე კი გულისყურთან თითქოს განაგრძობს იდუმალ თხრობას:
„ღამით, როცა მთვარე განსაკუთრებით ნათელია, სვეტის თავზე გამოჩნდება ქალი, მიმოხვეტავს თურმე სვეტის თავს და ძუძგს ქვემოთ გადმოჰყრის“.
მთვარენათელი ღამეა ახლაც. დღეს ჩვენც ბევრი „ძუძგი“ გადავყარეთ ქვემოთ. იქნებ აქ სადმე ახლაც დადის ზღაპრული ქალი და უკვირს, რომ სხვები დიასახლისობენ ამჟამად...
ვუსმენ, გულისყურით ვუსმენ ღამეს.
შორიდან გარკვევით ისმის - ჰკივის ვიღაც! გაბმით, გაუთავებლად, შიგადაშიგ სულს თუ მოიბრუნებს მომყივანი. ქალია, რა თქმა უნდა, ქალის ხმა გარკვევით ისმის და მისტიური ძრწოლით აღსავსე ქარს მიმოაქვს ეს კივილი, ამრავლებს მას და ვერც გაარკვევ, რომელი მხრიდან მოისმის იგი.
თითქოს ჩემს გულის ყურთან ჰკივის ვიღაც:
- ჰაუ! ჰაუ! ჰაუ! ჰაუ!
იქნებ სმენა მატყუებს? ან ათასწლოვანი გადასული ყივილი მესმის?
- შუტუ, გესმის?
- რა? - შემეკითხა ცეცხლთან მწოლი შუტუ ფოფხაძე.
მე აღარ ვიცი. განვაგრძო საუბარი თუ არა? ნუთუ სმენა ასე მატყუებს?
- ვინ ჰკივის?.. გესმის?
- ჩვენი სოფლის დედაკაცებია. ყანებში აფრთხობენ მაჩვებს.
- ჰაუ, ჰაუ, ჰაუ! - ერთი მეც გადავძახე სვეტის თავიდან.
შუტუ ფოფხაძემ კი ცეცხლს შეუკეთა. კოცონი უფრო ძლიერ ააგიზგიზა.
გადავხედე ალექსანდრეს და გახტანგს. თვალდახუჭულნი იწვნენ და მათ სახეზე მუხის ფოთლებში გაცრილი მთვარისა და კოცონის ალის დაძრული შუქი ერთად ეფინა.
კრძალვით გავიხედე აკლდამისაკენ. იქ, მის შესაგალში, უკანასკნელი მესვეტის ძვლები აწყვია, კოცონის შუქზე მათ ნათლივ ვხვდავ, ხოლო აკლდამის ნალისებრი შესავლის ქუფრი კი გამოუცნობ კითხვად დგას. ასეა მუდამ, ერთი დიდი კითხვის ნიშანი რომ გაიხსნება, სხვა მცირე კითხვები წიწილებივით მომრავლდებიან.
... და თითქოს, აი, ახლა, როცა ყველა ვიძინებთ, აკლდამის ქუფრიდან გამოვა ვინმე მწირი, უკანასკნელი მესვეტე, რომელსაც დამარხვაც არ ღირსებია, რომლის ძვლები მუხის ფესვების ტყვეობიდან ძლივს ამოვიხსენით. გამოვა, აკრეფს თავის გამოფიტულ ძვლებს, ისვვ გადაიცვამს ჯვალოს ჩოხას, ალერდს თუ შეიბამს ქამრის მაგიერ, მისწვდება ჯამს, ნამსხვრევები მის სასთუმალთან რომ ვიპოვეთ, შეაკოწიწებს, აიღებს გამთელებულ ჯამსა და მარანშა წავა, - აი, აქ, კლდის ზღურბლზე, სვეტის დამრეც ადგილას რომ მოუწყვია, წყალს ამოიღებს, თუმც შესაძლოა, ამ ქვევრებში ათას წელზე მეტია, წყალი არ მდგარა. შესვამს მწირი-მესვეტე, ათასწლოვან წყურვილს მოისალბუნებს.
კვლავ მივწევი. მოვიკალათე. ბურანში წაველ. რომელიღაც კაცხელი მოხუცი კი კვლავ მაწვეთებს ყურში:
„ჩვილობაში გარდაცვლილ ბავშვს აკვნითურთ მოიტანენ და ჩაფლავენ სვეტის მახლობლად“.
ბავშვობაში მე არასოდეს ვწოლილვარ აკვანში და ეს ნატვრად დამრჩა მოწიფულობის ჟამსაც.
და, აი, ახლა თითქოს აკვანში ვწევარ და სვეტის ტანი მარწევს ნელი, საამო ტაატით.
- ჰაუ! ჰაუ! ჰაუ!
სადღაც აზრის მიღმა გაჰკივიან ქალები და აფრთხობენ მაჩვებს...
*
* *
დილით საყვირის ხმამ გაგვაღვიძა. შუტუსა და პეტრეს, თავის საბნებთან ერთად, თოკით საყვირიც ამოუტანიათ და უთენია სვეტიდან მთელ ხეობას მიაწვდინეს „მესვეტეთა“ ხმა. ასეთი ხმა სვეტის თხემს, რა თქმა უნდა, არასოდეს არა სმენია. უმალ ავდექით.
კაცხურას აქა-იქ მსუბუქ ლეჩაქად ნავლი ებურა. ეს ნავლიც მალე გაუჩინარდა.
- ჩაბერე, შუტუ. ჩაბერე! მზესა და ხილულ სამყაროს შეეგებე! შეეხმიანე!
დილის სისხამზე ჩვენი საყვირი სვეტის სიმაღლიდან ხან მეხივით გრგვინავდა, ხან კი საწყალობლად ტიროდა.
იმ დილით ახლომახლო სოფლებშიაც ადრე აიშალნენ.
სვეტისაკენ ხალხმა ადრიანად იწყო დენა.
სვეტმა ორი დღეობა იცოდა: სვეტობა. ანუ სვეტიცხოვლობა, აღდგომის შემდგომ პირველ პარასკევს, და კოხინჯვრობა 7 მაისს. ასე ყოფილა ძველთაგან. ხოლო მეოცე საუკუნეში სვეტის სახელს ერთი თარიღი და „დღეობა“ შეემატა - 30 და 31 ივლისი. ჩვენი ასვლის თარიღი!
- ჩაბერე, შუტუ, ჩაბერე!
არც პირი დაგვიბანია, არც საჭმელი გვიჭამია. ავდექით და უმალ მუშაობა დავიწყეთ. შრომა დაგვიფასდა: მრავლად ამოვკრიფეთ ჯამ-ჭურჭლის ნამსხვრევები, ერთი ქოთანი კი, თითქმის მთელი, ჩამხობილი იდგა საყდრის კუთხეში.
ვიპოვეთ მცირე ზომის, სამწუხაროდ, დამსხვრეული სურა - ჩინებული ნაკეთობისა, ხოლო საკურთხევლის გაწმენდის დროს აღმოჩნდა სურათოვნად ჩამოსხმული ბრინჯაოს შანდალი თუ ჯვარსადგარი.
ქვაბუღოს საკურთხეველში კი კრამიტის ნამტვრეეები და, ვგონებ, კეცის ნატეხიც ვიპოვეთ.
კლდის კიდეზე მარანი ნაწილობრივ გადანგრეულა, ერთი ქვევრი შუაზე გადამსკდარა, გადატეხილა. ახლა გაპობილ გლობუსის შთაბეჭდილებას სტოვებს. ოთხი კი მთელია, ხუთ-ხუთ ჩაფს ჩაიტევს. ქვის ბადიმიც კი ეხურა ერთ-ერთს.
ქვევრები სავსეა ჟვეროთი და ლოკოკინებით. შიგ შუქი ჩავანთე და ჩავძახე კიდევაც. ჩემმა ხმამ შემაძრწუნა. მუდმივი ლოცვით გაბოხებული ხმის ანარეკლი გამოიღო ქვევრმა.
ასეთი ხმა თუ ჰქონდა უკანასკნელ მესვეტეს?!
ქვევიდან წყალი და დილის საუზმე მოგვივიდა.
აკაკიმ დასავლეთის მხრივ სვეტის ფერდზე ამოჭრილი ქვაბულის მდებარეობის დასაზუსტებლად გეგმაც ამოგვიგზავნა.
ეს ქვაბული ხუთი მეტრით ჩვენს დაბლა არის. სწორედ მარნის ქვეშ.
ალექსანდრეს შევაბით თოკი და როგორც ჭაში, ისე ჩავუშვით. ამ მხრივ სვეტის სიმაღლე ას მეტრზე მეტია.
მალე ალექსანდრემ ნიშანი მოგვცა და ამოვწიეთ.
ამოგვიტანა ქვაბულის ნახაზი. ქვაბული ცარიელი აღმოჩნდა. ხელოგნურად ამონაკვეთი. ჩანს, იქაც ცხოვრობდა ბერი. წესით აქ ყველაფერი უნდა გადაითხაროს, პირველადი სურათი აღდგეს, მაგრამ ეს ჩვენს ძალას აღემატება.
უკვე მოშუადღევდა. ვახტანგმა აგეგმვა დაამთავრა, ჩანახატებიც მზად არის, ფოტო-სურათებიც, წინასწარ გათხრებსაც მოვრჩით. უკვე დროა ჩასვლაზე ვიფიქროთ. ალბათ ყველა ვფიქრობთ ჩასვლაზე, მაგრამ გული ფიქრს გაურბის.
როცა გადავიხედავ ქვევით და სიმაღლეს მოვზომავ, მეათეჯერ, მეასეჯერ, იქნებ მეათასეჯერაც, ისევ ჩუმი თრთოლვა დამივლის ძარღვებში.
იქ უნდა ჩავიდეთ. დიახ, წინ ისევ დიდი სიძნელე და, შესაძლოა, განსაცდელი მოგველის, მაგრამ მეტი გზა ხომ არ არის. მართლა მესვეტეებად ხომ არ დავრჩებით?
უკვე დავიწყეთ ბარგის ჩაშვება. ზოგ რამეს პირდაპირ ვაგდებთ. მაშინ შემზარავი დგაფანი ამოდის ქვევიდან და გულისყურს კბენს. ხომ შესაძლოა, თითოეულმა ჩვენგანმაá

-
- მაწანწალა
- Posts: 337
- Joined: 13 აგვ 2009, 21:38
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009
1. გამარჯობა საქართველო
2. იაკო
3. იაკოს +
4. თამარი_ჩ ?
5. ნაია
6. ჩიტუციო
7. nataliko-nataliko?
8. Jnosy
9. ხალიანა
10. ხალიანას +
11. d3l
12. int3lig3nt
13. z g a r b i
14. int3lig3nt +
15. int3lig3nt +
16. პატაპუტინა
17. ელოიზა
18.ბურდულა?
19. პატრიკა
20 პატრიკას +
21. Ismail (მთხოვა რომ მე ჩამეწერა - ჯერ არაა გააქტიურებული)
22. Bivrili
23. teo_si
24.generouslady

ამიშვან იმ სვეტზე და წამოვალ
კაცად რო გადავიცვა?

კაცად რო გადავიცვა?

კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009
Tamari-ch.
მიგეთითებინა
მხოლოდ ლიტერატურა და მორჩა
ამას
აქ ვინ წაიკითხავს

მეც მინდა წამოსვლა ზუსტი პასუხი ხვალ მეცოდინება..
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009
maikomaiko
ჩემს მაგივრად ადი თუ გინდა
ისა და თუ წამოვედი ოღონდ

ანუ გზაში 4 საათი იქით 4 აქეთ ხო?
აი მაგ მარშუტკაში ჩამწნილების რომ არ მერიდებოდეს კი მინდაწამოსვლა... ფეხებით სასიარულო არის მაინც რამე?
აი მაგ მარშუტკაში ჩამწნილების რომ არ მერიდებოდეს კი მინდაწამოსვლა... ფეხებით სასიარულო არის მაინც რამე?
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009
1. გამარჯობა საქართველო
2. იაკო
3. იაკოს +
4. თამარი_ჩ ?
5. ნაია
6. ჩიტუციო
7. nataliko-nataliko?
8. Jnosy
9. ხალიანა
10. ხალიანას +
11. d3l
12. int3lig3nt
13. z g a r b i
14. int3lig3nt +
15. int3lig3nt +
16. პატაპუტინა
17. ელოიზა
18.ბურდულა?
19. პატრიკა
20 პატრიკას +
21. Ismail (მთხოვა რომ მე ჩამეწერა - ჯერ არაა გააქტიურებული)
22. Bivrili
23. teo_si
24 ოპტიმისტი
25 ოპტიმისტის +

ამინდის მიუხედავად მიდიხართ ხო? ანუ ამინდზე არ ვართ ხო დამოკიდებული?
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009
ხალხო რომ ჩავეწერო ადგილი იქნება?
- z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009
მგონი ისედაც ორი მარშუტკით მივდივართ, ასე რომ, ჩაეწერეlimpompo wrote:ხალხო რომ ჩავეწერო ადგილი იქნება?

-
- მაწანწალა
- Posts: 337
- Joined: 13 აგვ 2009, 21:38
კაცხი-კაცხისვეტი, ჭიათურის მღვიმე (სხვაც), 04.10.2009
1. გამარჯობა საქართველო
2. იაკო
3. იაკოს +
4. თამარი_ჩ ?
5. ნაია
6. ჩიტუციო
7. nataliko-nataliko?
8. Jnosy
9. ხალიანა
10. ხალიანას +
11. d3l
12. int3lig3nt
13. z g a r b i
14. int3lig3nt +
15. int3lig3nt +
16. პატაპუტინა
17. ელოიზა
18.ბურდულა?
19. პატრიკა
20 პატრიკას +
21. Ismail (მთხოვა რომ მე ჩამეწერა - ჯერ არაა გააქტიურებული)
22. Bivrili
23. teo_si
24.generouslady
ოპტიმისტ ვერ დამინახე აქ რომ ვეწერე? ვოუ!!!! აი ესეც მესმის

ბოდიშს ვიხდი, ბნელი განზრახვით არ მომსვლია, არასწორი სია გადმომიწერია.generouslady wrote:1. გამარჯობა საქართველო
2. იაკო
3. იაკოს +
4. თამარი_ჩ ?
5. ნაია
6. ჩიტუციო
7. nataliko-nataliko?
8. Jnosy
9. ხალიანა
10. ხალიანას +
11. d3l
12. int3lig3nt
13. z g a r b i
14. int3lig3nt +
15. int3lig3nt +
16. პატაპუტინა
17. ელოიზა
18.ბურდულა?
19. პატრიკა
20 პატრიკას +
21. Ismail (მთხოვა რომ მე ჩამეწერა - ჯერ არაა გააქტიურებული)
22. Bivrili
23. teo_si
24.generouslady
ოპტიმისტ ვერ დამინახე აქ რომ ვეწერე? ვოუ!!!! აი ესეც მესმის

25.ოპტიმისტი
26. ოპტიმისტის+