მე და ნინუკალა მაინც წავედით კვირას საგურამოში, ბავშვებს ძალიან გაუხარდათ, დაგვათვალიერებინეს ყველაფერი, საკმაოდ ბევრი სიახლე აქვთ. მეორე სართულს სადაც ცხოვრობდნენ არემონტებენ და ძალიაააააააააააან კარგი პირობები ექნებად მაქსიმუმ 2-3 თვეში. ახალი საწოლებიც შეუძენიათ ბავშვებისთვის. სველი წერტილები ყველა სართულზე გაურემონტეს. ვნახეთ ასევე ბიბლიოთეკაც, რომელიც მართალია ჯერ ცოტა არეულია მაგრამ ისეთი კარგი წიგნები აქვთ მე და ნინუკალა კინაღამ დავრჩით წასაკითხად

ნინუკალამ კიდევ შემატა ბიბლიოთეკას ერთი-ორი წიგნი. ვნახეთ ასევე სათბური, რომელსაც ბავშვები თავისი ხელით აკეთებენ და მალე იქ ბოსტნეულსაც მოიყვანენ.
ბევრი ვიმხიარულეთ, ვიცეკვეთ, ვითამაშეთ.
ნინუკალა დადებს ალბათ ერთი ორ ფოტოს