დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Makena » 25 სექ 2009, 00:06

Naia wrote:რომელია სწორი: სომხეთი თუ სასომხეთი?
Naia
სომხეთი სწორია, თუმცა სასომხეთი უფრო კარგად ჟღერს...საზომხეთი, ზომეხები და ა.შ. :) :wink:

Moqandake
მაწანწალა
Posts: 310
Joined: 23 ივნ 2009, 00:15
Location: საქARTველო
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Moqandake » 25 სექ 2009, 00:53

იმედია მალე გაითვალიწინებენ საზოგადოების აზრს და რედისონ ივერიას დააწერენ.
ისე ეს ქართველების ხასიათის ბრალია, ჯერ რუსულმა წარწერებმა წაიღო საბჭოთა საქართველო, ეხლა ინგლისურია "მოდაში"...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 25 სექ 2009, 10:45

Moqandake wrote:იმედია მალე გაითვალიწინებენ საზოგადოების აზრს და რედისონ ივერიას დააწერენ.
ისე ეს ქართველების ხასიათის ბრალია, ჯერ რუსულმა წარწერებმა წაიღო საბჭოთა საქართველო, ეხლა ინგლისურია "მოდაში"...
ივერია რატომ უნდა დააწერონ???

თუ ლაპარაკია ქართულად დაწერაზე, მაშინ "რედისონი" უნდა დაეწეროს ქართულად...

"ივერია" ტუტ ნე პრიჩომ...

მაშ...

:)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 სექ 2009, 11:14

ARCHILI wrote:
Moqandake wrote:იმედია მალე გაითვალიწინებენ საზოგადოების აზრს და რედისონ ივერიას დააწერენ.
ისე ეს ქართველების ხასიათის ბრალია, ჯერ რუსულმა წარწერებმა წაიღო საბჭოთა საქართველო, ეხლა ინგლისურია "მოდაში"...
ივერია რატომ უნდა დააწერონ???

თუ ლაპარაკია ქართულად დაწერაზე, მაშინ "რედისონი" უნდა დაეწეროს ქართულად...

"ივერია" ტუტ ნე პრიჩომ...

მაშ...

:)
სასტუმროს ოფიციალური სახელია "რედისონ სას ივერია."
რაც უნდა ერქვას, ქართული წარწერა უნდა ჰქონდეს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 25 სექ 2009, 13:44

GAMARJOBA SAKARTVELO


ჰო, სრულ სახელწოდებასთან დაკავშირებით გეთანხმები, მხოლოდ ივერია რატომ უნდა დაწერებოდა, ეგ ვერ მივხვდი მე...

ისე...

ერთ რამეს გეტყვი...

საქართველოში არსებობდა ენის პალატა, რომელიც ამჟამაინდელი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ გაუქმდა...

თუ მართლა არსებითი რამის გაკეთება გინდა და არა თამაში, მაშინ ამ საკითხზე დაიწყე ტრიალ-სირბილი... ეს მართლა საქმე იქნებოდა...

ენის პალატის არსებობა აუცილებელია ქვეყნისათვის...

მის ფუნქციაში შედის ენობრივი ნორმების დადგენა გაცილებით უკეთესი სპეციალისტებისაგან, ვიდრე მე და შენ ვართ... მიკროავტობუსი იქნება, სამარშრუტო ტაქსი თუ მინიბუსი, ეს ერთი ადამიანის კომპეტენცია არ არის, არამედ მეცნიერთა გადასაწყევტია, ასევე ახლად შემოსული უცხოენოვანი სიტყვები ტერმინია, ნასესხები სიტყვა თუ ბარბარიზმი...

... და მთელ რიგ საკითხებს, რომელთა შესახებ კამათს, დღეს, ხშირ შემთხვევაში, აბსურდის ან იაფიპოპულიზმის სუნი ასდის, მხოლოდ ამ გზით მიეცემა სწორი და მართებული მიმართულება.

:!:

ვოტ ტაკ...

:!:

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by optimisti » 25 სექ 2009, 14:05

რაც უკვე დადგენილი და უეჭვოა, იმის გამოყენებისთვის ვის დაველოდოთ?

ენის პალატის, პარლამენტის, პრეზიდენტის და სხვათა....... განკარგულებებს
?



ამ თემებში არავინ არავის აძლევს განკარგულებას თუ ბრძანებებს, მხოლოდ ზოგი გულშემატკივარი ადამიანი შეძლებისდაგავარად ცდილობს სწორი ქართულით მეტყველებას.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 25 სექ 2009, 14:21

რა სამწუხაროა, რომ ახალი თაობა ჯერ კიდევ ძველი, საბჭოთა მენტალიტეტის გავლენის ქვეშაა. უნდა დამთავრდეს ის ხანა, როცა ხალხის მაგივრად მთავრობა აკეთებდა ყველაფერს და ხალხი კი გულხელდაკრეფილი ისხდა და ელოდებოდა როდის ჩაუდებნენ პირში ლუკმას.

ქვეყნის კულტურის, ფასეულობებისა და ენის მოფრთხილება ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, ისე მთავრობისთვის.

ასე, რომ ვისაც მართლა უნდა საქმის გაკეთება გააკეთოს, ვისაც არა - სხვას მაინც ნუ შეუშლის ხელს უსარგებლო საუბრით ;)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 25 სექ 2009, 14:24

optimisti


"საუცხოო" ქართული შეინიშნება ხოლმე აქ "სწორი" ქართულის სახელით , ბაბუაჩემის ბაბუასაც კი არ ეხსომება (აცხონოს ღმერთმა) ზოგიერთი მათგანი...

:lol:

ზოგი კი სულ ახალი ნაწარმია... სახელდახელოდ შექმნილი...

:lol: :lol:

ისე, არ მეგონა ნორმებს თუ აქ რამდენიმე არცთუ მცოდნე ადამიანი ქმნიდა...

ჩვენ გვაპატიეთ..

:lol: :lol: :lol:
Last edited by ARCHILI on 25 სექ 2009, 14:27, edited 1 time in total.

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 25 სექ 2009, 14:27

ნეტა თქვენ საქმე მოგცათ ....

მე ადრე ვმუშაობდი სილქროუდში ივერიის პროექტზე და მაგარი კომპანიაა...

ერთი ჯერ თქვენ 100 მილიონი დახარჯეთ თქვენივე ქვეყანაში, ასობით ამ ქვეყნის მოქალაქე დაასაქმეთ და მერე ასწავლეთ სხვებს ქართველობა
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
დავიცვათ ქართული ენა

Post by pataputina » 25 სექ 2009, 14:35

kurush


სულ შენი ბრალია რედისონი ინგლისურად რომ წერრია და არა ქართულად

:კონსერვატიულიპარტიისაქტივისტისსმაილი:


თუ შენი ბრალი არ არის?


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 25 სექ 2009, 14:44

ხათ

ჩემი ბრალი არ არის!
ისე ამ უაზრო ხმაურით პიარს რო უკეთებთ ხვდებით მაინც?
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
დავიცვათ ქართული ენა

Post by pataputina » 25 სექ 2009, 14:49

kurush
:lol:

ჰხახ...
პირიქით..
ოპოზიციის პიარი უფრო გამოვიდა
საქმე მიეცათ
: D


კი არა და


ინგლისური სიტყვის ქართული ასოებით დაწერას, ინგლისურად დაწერა სჯობს - ო _ ახალი ქართული ანდაზა

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 25 სექ 2009, 14:58

pataputina wrote: ჰხახ...
პირიქით..
ოპოზიციის პიარი უფრო გამოვიდა
ოპოზიცია? ეგ რა არის?
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
დავიცვათ ქართული ენა

Post by pataputina » 25 სექ 2009, 15:01

kurush

ბუნებაში ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც არ არსებობს

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 სექ 2009, 15:37

ARCHILI wrote:GAMARJOBA SAKARTVELO


ჰო, სრულ სახელწოდებასთან დაკავშირებით გეთანხმები, მხოლოდ ივერია რატომ უნდა დაწერებოდა, ეგ ვერ მივხვდი მე...

ისე...

ერთ რამეს გეტყვი...

საქართველოში არსებობდა ენის პალატა, რომელიც ამჟამაინდელი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ გაუქმდა...

თუ მართლა არსებითი რამის გაკეთება გინდა და არა თამაში, მაშინ ამ საკითხზე დაიწყე ტრიალ-სირბილი... ეს მართლა საქმე იქნებოდა...

ენის პალატის არსებობა აუცილებელია ქვეყნისათვის...

მის ფუნქციაში შედის ენობრივი ნორმების დადგენა გაცილებით უკეთესი სპეციალისტებისაგან, ვიდრე მე და შენ ვართ... მიკროავტობუსი იქნება, სამარშრუტო ტაქსი თუ მინიბუსი, ეს ერთი ადამიანის კომპეტენცია არ არის, არამედ მეცნიერთა გადასაწყევტია, ასევე ახლად შემოსული უცხოენოვანი სიტყვები ტერმინია, ნასესხები სიტყვა თუ ბარბარიზმი...

... და მთელ რიგ საკითხებს, რომელთა შესახებ კამათს, დღეს, ხშირ შემთხვევაში, აბსურდის ან იაფიპოპულიზმის სუნი ასდის, მხოლოდ ამ გზით მიეცემა სწორი და მართებული მიმართულება.

:!:

ვოტ ტაკ...

:!:
ენის პალატა სად იყო, როდესაც ქართული ენა იქმნებოდა და იხვეწებოდა?
12-14 წელი იარსება ამ პალატამ და მითხარი, რ შეიცვალა ენაში?
იმას კი აკეთებდა, რომ დამახინჯებულ სარეკლამო წარწერას მფლობელს ასწორებინებდა.
ანუ, მდგომრეობას ამოწმებდა და ნაკლებად მუშაობდა ენის ნორმებზე.
ასევ, პალატის თავმჯდომარის ლევან ღვინჯილიას მიეწერება ახლანდელი ქართული ფულის სახელების ლარისა და თეთრის აღდგენა-შემოტანა.

რადგან დღეს ეს პალატა აღარ არის, პარტიებმა ითავეს ეს საქმე. მერე რა, ჰქონდეს იაფფასიანი
სურნელი გინდა ამ თემას, გინდ - პოლიტიკოსთა განცხადებებს, რომლებიც კომპანიებს ქართული
წარწერის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

ეგეთი იაფფასიანობა მირჩევნია "ტრაპეზს, კრეატივს, პოზიტიურს, მენეჯმენტს, პროდუქტს" და
კიდევ იმ უცხო სიტყვებს, რომლებსაც ხშირად ამბობ.

ენის პალატა არც იყო, ეს სიტყვები ქართველმა მეცნიერებმა ქართულად რომ შემოიტანეს და რად გინდა, იყენებ მათ?

1 კია, ენის პალატა საჭიროა სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფომ უფრო დიდი ყურადღება დაუთმოს სახელმწიფო ენას.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]