Naia wrote:ARCHILI
მადლობთ ჩემო კარგო
შენი მეორე ნახევარი რომ იდეალური მზარეულია ამაში ეჭვი არავის ეპარება და დარწმუნებული ვარ არც ამ გამოცდას შეუშინდება. განადგურებაში ჩვენც სიამოვნებით მოგეხმარებით

ბოლოსდაბოლოს სტუმრები ვართ
ნინუკალას აუცილებლად შევეხმიანები. ვფიქრობ რომ ყვავილებიანი კარვის ფორმის გვირგვინი შემოგთავაზოთ.
მაისურებს რაც შეეხება, თუ ქორწილი კარვულია, კარვული უნდა იყოს.
დამატებით იდეებს ნელ-ნელა შემოგაშველებთ
პს. საერთოდ, ქორწილები არ მიყვარს, მაგრამ გული მიგრძნობს ამ ქორწილში ძალიან კარგად მოვილხენ
ნაიკო, რატომ მიგაჩნია თავი სტუმრად? სრულიადაც არა, სტუმარი აქ არავინაა

ერთობლივად ვაკეთებთ და არავინ ვსტუმრობთ...
ასე, რომ...
და კიდეც უნდა მოვილხინოთ ყველამ, ამისათვის კეთდება - და ლამაზი კარავული ტრადიციის შესაქმნელად კიდევ, ცხადია...
კერძებზე ჩემი აზრი უკვე ვთქვი, რაკიღა იდეა არსებობს, ვისაც რისი სურვილი აქვს, ისე გააკეთოს... ქორწილებში პატარძალი რატომ უნდა აღმოჩნდეს დიასახლისის როლში ეგ არ ვიცი - ყოველ შემთხვევაში ჩემს მეუღლეს ამას ვერ ვაკადრებ. სიამოვნებით გაგიზიარებთ მის დიასახლისობას როცა სახლში მეწვევით ხოლმე...
მაისურებზე კიდევ ვიფიქრებ, მაგრამ მე არა მგონია...
ტორტის შენი შემოთავაზებული იდეა მგონი გადაწყვეტილადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ.. და წარმოებაში ჩავუშვათ... დანარჩენ წყვილებს დავეთათბირები და სავარაუდოდ, ერთ სოლიდურ ტორტს წყვილების საერთო ხარჯით ვიკისრებთ...
ნაია, ამ საკითხის ორგანიზებაში შენ თუ შეგიძლია დაგვეხმარო? ანუ გაგვირკვიო სად ღირს გაკეთება, რამხელა უნდა გავაკეთოთ, მერე ამის ორგანიზება და ეგეთები... შეგიძლია რომ ამ მხრივ დაგვეხმარო?