ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 სექ 2009, 23:22

ჯერ-ჯერობით, როგორც ვიცი, საქართველოს მატიანე
მზია და ზეზვადან იწყებაა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 20 სექ 2009, 23:31

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ჯერ-ჯერობით, როგორც ვიცი, საქართველოს მატიანე
მზია და ზეზვადან იწყებაა
ეს ჰომინიდებია გოგა,
ადამიანიც არ ითქმის მათზე ...
ჰომო ერექტუს - იგივე ჰომო გეორგიკუსი

მას ვერ ვუწოდებთ მატიანეს -
ვინაიდან ის ადამიანები არ არიან - არც ერები იყო მაგ დროს
და არც რასები....
რამდენიმე მილიონი წლის წინანდელი ეპოქაა..
ჰომო საპიენსი კი დედამიწაზე ჩნდება სულ რაღაც 80 000 წლის წინ...


მაგრამ დმანისის აღმოჩენაში მთავარი ისაა, რომ
დამტკიცა, რომ კავკასიის რეგიონი იყო უძველესი
კერა ადამიანთა მოდგმისა - ევროპელთა წინაპრებისა....
აქ უძველესი დროიდან სახლობენ ერები და ხალხები....

დააკვირდით იმ სქემას რომელიც მე მოგაწოდეთ -
შულავერის კულტურა არის თანამედროვე უბაიდური კულტურისა

უბაიდური კულტურა კი არის შუმერული ცივილიზაციის წინა კუტურა მესპოტამიაში.. ანუ უფრო ძველია - ვიდრე შუმერები...
ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შუმერთა პარალელურად
აქ - კავკასია - ანატოლიაში ცხოვრობდა ხალხი,
უკვე იყო კულტურა, მიწათმოქმედება, უკვე ჩამოყალიბდა ცივილიზაციის წინაპირობებიც...

უძველესი ერი ვართ....

და კიდევ ერთი

შეიძლება ვინემ თქვას, რომ ეს კულტურები არააო ქართველთა წინაპრების შექმნილი,

არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური გამოკვლევებით დადგენილია,
რომ ქართველები არსაიდან მოსულან
და არც არსდ წასულან.
აბორიგენი ერი ვართ....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by burdula » 20 სექ 2009, 23:34

მე როგორც ვიცი პირველი ქართველური ტომების დიდი გაერთიანება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7 საუკუნეში მოხდა და დიაოხი ერქვა,დღევანდელი ტაოს ტერიტორიაზე
bag,music and a long road...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 20 სექ 2009, 23:37

Image

აი რა კარგი სქემაა....
დმანისიდან წავიდნენ ჰომინიდები ევროპაში...
ანუ იმიტომ ეწოდება ჰომო გეორგიკუსს
პირველი ევროპელი.....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 20 სექ 2009, 23:43

burdula wrote:მე როგორც ვიცი პირველი ქართველური ტომების დიდი გაერთიანება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7 საუკუნეში მოხდა და დიაოხი ერქვა,დღევანდელი ტაოს ტერიტორიაზე
არსებობს ერთი საინტერესო დეტალი ბურდული,
როცა ტროასთან ომი დაიწყო
და ტროელებს მიმართეს აქეველებმა
ელენე რატომ წაგვართვითო...
იმათ უპასუხეს.
თქვენ რომ მედეა მოგვტაცეთო...

ანუ მედეას ისტორია უფრო ძველია, ვიდრე ელენასი...
ტროას ომი კი იყო 1200 1300 წელის ჩვ წ -აღმდე

ანუ გამოდის, რომ აიეტი და კოლხეთი ბევრად უფრო ადრე არსებობდა,
ვიდრე 7 საუკუნე?
კულხას სამეფოს ახსენებს ურარტუელი მატიანეც
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 20 სექ 2009, 23:46

კოლხეთის რეგიონის არქეოლოგიური გათხრებით მიღებული ცნობების თანახმად აქ კარგად განვითარებული ბრინჯაოს კულტურა უნდა ყოფილიყო, ცნობილი როგორც კოლხური კულტურა. ის ენათესავება მეზობელ ყუბანის კულტურას, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანაში განვითარდა. ურბანიზაციის პროცესი სწრაფად ვითარდება და ჩამოყალიბებულ სახეს იძენს ძვ. წ.-ის მეორე ათასწლეულის ბოლოსკენ, ბერძნების დასახლებამდე მრავალი საუკუნით ადრე. გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XVI - VIII საუკუნეები) კოლხებმა შეისწავლეს ლითონის დნობისა და ჭედვის ხელობა, ევროპამდე დიდი ხნით ადრე. პარალელურად ვითარდება აგრიკულტურა, იმ პერიოდისთვის პროგრესული ირიგაციის სისტემებით, რასაც ხელს უწყობდა ადგილობრივი ნიადაგის ნაყოფიერება და ზომიერი ჰავა.

ამ პერიოდის კოლხეთი დასახლებული იყო მონათესავე, თუმცა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ტომებით, განლაგებული ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ამ ტომთაგან გამოირჩეოდნენ მაქელონები, ჰენიხები, ზიდრეტები, ლაზები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, მოსკები, მარები, აფსილები (შესაძლოა დღევანდელი აფხაზები), აბასკები, ანიგები, ცორაზები, კოლიები, მელანხლაენები, გელონები და სოანები (სუანი). (*სახელები გადასამოწმებელია).

ეს ტომები იმდენად განსხვავდებოდნენ ენითა და შესახედაობით მეზობელი ერებისგან, რომ ძველი ისტორიკოსები ამ ფენომენის დასაბუთებისთვის მრავალ თეორიაზე ვარაუდობდნენ. ჰეროდოტეს მიხედვით კოლხები ეგვიპტელებსა და ეთიოპელებთან ერთად პირველები იყვნენ ვინც მამაკაცთა წინადაცვეთა ტრადიციად შემოიღეს. მას სწამდა, რომ ისინი ფარაონი სესოსტრის III-ის (1878-1841 BC) არმიის ნაშიერები უნდა ყოფილიყვნენ, და ამგვარად მათ წარმოშობას ეგვიპტელებს მიაწერდა. ასევე, როგორც ჩანს, შავი ზღვის რეგიონში უნდა ყოფილოყო ნეგროიდული კომპონენტიც (არაბ მონათა ვაჭრობამდე პერიოდიდან), რომლის წარმომავლობას მივყავართ ძველ ადამიანთა აფრიკიდან გამოსვლის ექსპედიციას, თუმცა ამის არქეოლოგიური მტკიცების პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99% ... 4%E1%83%9D
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 სექ 2009, 00:07

Tamari-ch. wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მაგრამ დმანისის აღმოჩენაში მთავარი ისაა, რომ
დამტკიცა, რომ კავკასიის რეგიონი იყო უძველესი
კერა ადამიანთა მოდგმისა - ევროპელთა წინაპრებისა....
აქ უძველესი დროიდან სახლობენ ერები და ხალხები....


აი, სწორედ მაგას ვგულისხმობ, რომ 1ლი ნიშნები აქედან იწყება.
ცხადია, მაშინდელი მზია და ზეზვა დღევანდელი "მზია-ზეზვას" (პირობითად)მსგავსები არიან.
იმის თქმა მინდა, რომ დმანისის არქეოლოგიურმა გათხრებმა ბევრ სკეპტიკოსს ენა მუცელში ჩააგდებინა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 სექ 2009, 00:07

Tamari-ch. wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მაგრამ დმანისის აღმოჩენაში მთავარი ისაა, რომ
დამტკიცა, რომ კავკასიის რეგიონი იყო უძველესი
კერა ადამიანთა მოდგმისა - ევროპელთა წინაპრებისა....
აქ უძველესი დროიდან სახლობენ ერები და ხალხები....


აი, სწორედ მაგას ვგულისხმობ, რომ 1ლი ნიშნები აქედან იწყება.
ცხადია, მაშინდელი მზია და ზეზვა დღევანდელი "მზია-ზეზვას" (პირობითად)მსგავსები არიან.
იმის თქმა მინდა, რომ დმანისის არქეოლოგიურმა გათხრებმა ბევრ სკეპტიკოსს ენა მუცელში ჩააგდებინა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by burdula » 21 სექ 2009, 01:08

Tamari-ch.
ეგ მითია,ჯერ დიაოხი იყო და მერე კოლხა,დიაოხის განადგურებაში კი კოლხამ დიდი წვლილი შეიტანა,მტრულად იყვნენ ფრიად ერთმანეთთან.დიაოხი ჩრდილოეთIდან კოლხამ და სამხრეთიდან ურარტუმ გაანადგურეს
bag,music and a long road...

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by დათო » 21 სექ 2009, 21:47

ჯერ დიაოხი იყო და მერე კოლხა,დიაოხის განადგურებაში კი კოლხამ დიდი წვლილი შეიტანა,მტრულად იყვნენ ფრიად ერთმანეთთან.დიაოხი ჩრდილოეთIდან კოლხამ და სამხრეთიდან ურარტუმ გაანადგურეს
სწორედ ასე იყო. და ეს არც ისე გონივრული იყო კოლხას მხრიდან, რადგან როდესაც მასსა და ურარტუს შორის გაქრა ბუფერი, რომელსაც დიაოხი წარმოადგენდა, ურარტუელებმა დაიწყეს უკვე კოლხას დალაშქრვა.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 21 სექ 2009, 22:30

დიაოხის (დაიაენის, ტაოს) სამეფო არსებობდა ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში, მისი ტერიტორია მოიცავდა ჭოროხის აუზსა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. დიაოხის სამეფო წარმოადგენდა ქართველ ტომთა დიდ გაერთიანებას, რომელსაც ასურულ წარწერებში დიაენი, ხოლო ურარტულ წყაროებში დიაოხი ეწოდებოდა. უფრო გვიან ძველი ბერძნები ამ ადგილების მაცხოვრებლებს ტაოხებს ეძახდნენ. ეს სახელი შემორჩა ერთ-ერთ აქაურ ძველ ქართულ პროვინციას - ტაოს. დიაოხის დედაქალაქად იხსენიება ზუა. დიაოხის მეფეებიდან ცნობილია:

სიენი - დაახლ. ძვ. წ. 1120 - ძვ. წ. 1100 წწ.
ასია - დაახლ. ძვ. წ. 850 - ძვ. წ. 825 წწ.
უტუფურსი - დაახლ. ძვ. წ. 810 - ძვ. წ. 770 წწ.
სიენი და ასია ებრძოდნენ ასურეთის მეფეებს: ტიგლათფილესერ I-სა და სალმანასარ III-ს, ხოლო უტუფურსი ურარტუს მეფეებს მენუასა და არგიშთი I-ს. ძვ. წ. 755 წლისათვის ურარტუს მიერ დასუსტებული დიაოხი შეიერთა კოლხას სამეფომ. ძვ. წ. VII საუკუნის I ნახევრიდან VI საუკუნის 90-იან წლებამდე არსებობდა დიაოხის ტრადიციათა მემკვიდრე სპერის სამეფო.


Image
Завоевание Диаохи царём Урарту Менуа
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2009, 22:25

ყველაზე ძველ კულტურები - რომელიც ნაპოვნია საქართველოს ტერიტორიაზე -
ესაა წოფის და შულავერის კულტურა -

შულავერი თარიღდება 7000 წლის ასაკით -
ანუ 4000-5000 წელი ჩვწ -აღმდე, რომელთაც მერე მტკვარ არაქსის კულტურა მოჰყვა ქრონოლოგიურად

Image

ენეოლითური ხანა ადრეული სამიწათმოქმედო კულტურის განვითარების მოგვიანო საფეხურს ეკუთვნის და იგი გარდამავალ პერიოდს წარმოგვიდგენს ახალი ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანაზე. ამ პერიოდში იარაღის დასამზადებლად ადამიანი პირველად იყენებს ლითონს - თვითნაბად სპილენძს. ეს ხანა “ბრინჯაოს ხანის” წინარე საფეხურია, რომლის წიაღშიც იწყება ნამდვილი მეტალურგიული წარმოება. ამ დროისათვის ლითონის წარმოება ემყარება უკვე მადნისაგან ლითონის გამოწურვა– მიღებისა და მისგან ნივთების ჩამოსხმის ჩვევების თანდათანობით შემუშავებას. ასე ეყრება საფუძველი მეტალურგიას, რომლის ნაწარმი ბრინჯაოს გამოყენების პერიოდშიც კი ხმარებიდან მთლიანად ვერ დევნის ქვისა და ძვლისაგან ნაკეთებ იარაღს.

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ამ კულტურის განვითარების თანამიმდევრულად დახასიათება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რადგან ძვ. წ. V–IV ათასწლეულთა ძეგლები საკმაო რაოდენობით ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი

მტკვრის მარჯვენა ნაპირის გაყოლებით – ქვემო ქართლის ველზე (შულავერი, არუხლო, იმირი)[10], მთისძირა ზოლში (წოფი, კიკეთი)[11] თუ მთის ზეგნებზე (აბელია, თეთრიწყარო)[12] აღმოჩენილია ამავე პერიოდის ნასახლარები. ამათგან, ყველაზე ინტენსიური ცხოვრების ნიშნები ჩანს დაბლობში მდებარე დასახლებულ ადგილებში, სადაც ხანგრძლივი ცხოვრების შედეგად ჯგუფ-ჯგუფად განლაგებული ენეოლითური ხანის ხელოვნურად წარმოქმნილი მრავალფენიანი ბორცვები გვხვდება.

ენეოლითური კერამიკის ერთ-ერთ ძირითად ჯგუფს შეადგენს ძაბრისებური ყელის მქონე კერამიკა, რომელიც მთელ საქართველოშია გავრცელებული. დასავლეთ საქართველოში ამ ჭურჭლის ფორმა რამდენადმე განსხვავებულია. სამელე და სამერცხლე კლდის, ვორონცოვის გამოქვაბულებში და აფხაზეთის შავისზღვისპირეთსა და სხვა სამოსახლოებზე გვხვდება მორუხო–მოწითალო კერამიკა, რომელსაც სფერული ან კვერცხისებური მუცელი და გამოუყოფელი ვიწრო ძირი აქვს. ეს ნაკეთობანი რიგი ნიშნებით მაიკოპის კულტურის კერამიკულ ფორმებს უახლოვდება, თუმცა ქრონოლოგიურად ბევრად უსწრებს წინ[17]. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნაკაწრი ორნამენტით შემკული ენეოლითური ჭურჭელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ სამოსახლოზე (თეთრიწყარო, შულავერი, იმირი) ნაპოვნი კერამიკა შემკულია ჭდეული “წიწვოვანი” შევრონებითა და მარტივი გეომეტრიული სახეებით, რაც ემსგავსება როგორც აზერბაიჯანის სამხრეთ–დასავლეთ რაიონებში (შამხორ–ჩაისა და ტაუზ–ჩაის ხეობებში), ისე დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ ენეოლითურ (მაჭარა) და ნეოლითურ (ანასეული) ხანის ჭურჭლებზე დატანებულ ორნამენტს.

დასავლეთ (მაჭარა, ქობულეთი-ფიჭვნარი და სხვ.) და აღმოსავლეთ საქართველოში (ნაცარგორა, ამირანის გორა, არუხლო) აღომჩენილ ჭურჭელთა ერთ ჯგუფს ჰორიზონტალური შვერილის მქონე კერამიკა შეადგენს. ასეთი ჰორიზონტალური შვერილები დამახასიათებელია ნახჭევნის (აზერბაიჯანის) ქიულთეფეზე ენეოლითურ ფენაში მოპოვებული ანგობირებული ჭურჭლებისათვის, რომელთა უმეტესობა შედარებით უფრო მოგვიანო ხანისაა.

აღმოსავლეთ საქართველოში ენეოლითური კერამიკის მცირერიცხოვან ჯგუფს შეადგენს ბზენარევი თიხის ნაკეთობანიც, რომლებიც აზერბაიჯანის სამოსახლოებზე (მილის ველზე აღმოჩენილი ნასახლარები, ნახჭევნის ქიულთეფე) ჰალაფური ტიპის მოხატულ ჭურჭლებთან ერთად გვხვდება. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში აღმოჩენილ ბზენარევ თიხის ჭურჭელს შორის გამოირჩევა წოფის ნასახლარზე მოპოვებული სფეროსებური მუცლისა და დაბალი, ძაბრისებური ყელის მქონე, უთუოდ ჩარხზე დამზადებული აგურისფერი კერამიკა. დასაშვებია, რომ იგი ჩრდილო ობეიდის ტიპის (გეოითეფე “М”) ჭურჭელთა რიგს ეკუთვნის და ამ პერიოდის მოხატულ კერამიკულ ფორმებთან ერთად ირანულ-ჩრდილომესოპოტამური (ჰალაფურ) კულტურული წრიდან მომდინარეობს. ამავე კულტურულ გარემოცვაშია წარმოქმნილი უთუოდ ის ენეოლითური მოხატული კერამიკა, რომელმაც საქართველოშიც (იმირის გორა, ვორონცოვის გამოქვაბული) იჩინა თავი.

ლითონის უძველესი ნაწარმი, როგორც აღინიშნა, ერთ–ერთი მთავარი განმსაზღვრელი ნიშანია ენეოლითური კულტურის თავისებურების გარკვევისათვისამავე ხანას ეკუთვნის ცხინვალთან ნაცარგორაზე გათხრილ უძველეს სამარხებში აღმოჩენილი სპილენძის მავთულისაგან დამზადებული სხვადასხვაგვარი ნაკეთობა, რაც მელითონეობის რთულ ტექნოლოგიაზე მიგვანიშნებს

მატრიარქალური წყობით შეპირობებულ ტომთა ცხოვრების ნაკვალევი, რომელიც ენეოლითური კულტურისათვის დამახასიათებელ საკულტო – სარიტუალო ჩვეულებებს და რელიგიურ წარმოდგენებს ასახავს, ჯერ კიდევ მეტად სუსტადაა შესწავლილი. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ძვ. წ. V-IV ათასწლეულში ძირითადად თაყვანს სცემდნენ ნაყოფიერების ღვთაებას, რომელიც ქალის საწყისებს ემყარება.

ამის მოწმობაა ქალის ქანდაკებანი (საგვარჯილე, შულავერი) ; შულავერის გორაზე ნაპოვნია თიხის ნაძერწი ქალის სქემატური ფიგურა, რომელსაც მკერდზე საშოდან ამოსული სიცოცხლის ხე აქვს გამოსახული
. ამავე ქანდაკების გაშლილ ფეხებზეა ნაჭდევი ხაზები და მსგავსად სხვა შემთხვევებისა, გამოსახული აქვს რაღაც ნიშნები, რომლებიც უთუოდ კალენდარული მნიშვნელობისაა. სავარაუდოა, რომ ეს ნიშნები ბუნებაში არსებულ თანამიმდევრულ მოვლენებს (მზის ამოსვლა–ჩასვლა, გაზაფხულის დასაწყისი...) აღნიშნავს. ნაყოფიერების ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული აგრეთვე არუხლოს სამოსახლოზე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ქანდაკება. ამ ქვარგვალაზე ადამიანის (მოხუცი ქალის?) სახის ნაკვთების გამომსახველი ნაკაწრები შევსებულია წითელი საღებავით; არაა გამორიცხული, რომ ისინი სახის ტატუირებას გამოხატავს. ამ პერიოდის ნაყოფიერების ღვთაება ანტროპომორფულია და წარმოდგენილია ქალის სახით. ყურადღებას იქცევს კერამიკაზე მოცემული “შემკულობაც”. ერთი ნაწილი (დაწყვილებული ბურცობები ჭურჭლის პირთან ) ქალის მკერდს უნდა ასახავდეს ხოლო მეორე – მზის დისკოს, ბორბალს და მრავალი ნაყოფის მქონე მცენარეულობას – პურეულის მარცვლებს, ყურძნის წიპწებს (მათი ნაშთები შემორჩენილია შულავერის გორის სამოსახლოზე).

ბინადარი ცხოვრების მქონე ტომთა სხვა წეს–ჩვეულებათა შორის აღსანიშნავია მიცვალებულთა დაკრძალვის რიტუალიც. ასეთი რიტუალი ძირითადად საკუთრივ სამოსახლოს ტერიტორიაზე სრულდებოდა (ცხინვალის ნაცარგორაზე, წოფსა და არუხლოში). ცხინვალის ნაცარგორაზე კულტურულ ფენაში ჩაშვებული იყო 5 ორმოსამარხი. აქ მიცვალებულები მოხრილ მდგომარეობაშია ჩაფლული და ინვენტარიც აქვს ჩატანებული. წოფში ნაცროვან ფენაში ხარის თიხის პატარა ქანდაკებასთან ერთად, ხოლო არუხლოში ერთ–ერთი სახლის იატაკის ქვეშ ბავშვის თავის ქალაც იყო მოქცეული. სავარაუდებელია, რომ ამ პერიოდის დასახლების თითოეულ პუნქტში ყველა რიტუალი იქვე სრულდებოდა, რაც ნაყოფიერების ღვთაებისადმი შეწირვის ხასიათს ატარებდა.


http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/2/1.htm
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2009, 22:32

წოფის კულტურა

60-იანი წლების შუა ხანებამდე აღმოსავლეთ საქართველის ენეოლითური კულტურა ხასიათდებოდა მტკვარ-არეზის კულტურის განვითარებული ეტაპის ძეგლებით, რომლის წარმომავლობისა და ჩამოყალიბების პრობლემა დღემდე არ არის საბოლოოდ გადაჭრილი, რასაც ნაწილობრივ ხელს უშლიდა წინარე კულტურების წყაროთმცოდნეობითი ბაზის არასრულფასოვნება.

აღნიშნული პრობლემის კვლევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ კი ქვემო ქართლის ენეოლითური კულტურების კვლევას. მითუმეტეს, რომ მტკვარ-არეზის კულტურის ცნობილი მკვლევარების აზრით ქვემო ქართლი უნდა ყოფილიყო ძირითადი კერა ამ კულტურის ჩამოყალიბებისა და მისი იქიდან ადრეული განფენისა.

60-იანი წლების შუა ხანებში ქვემო ქართლში (მარნეულის რ-ნი), ერთდროულად (1965 წ.) დაიწყო ორი სხვადასხვა ენეოლითური კულტურის ეპონიმური ძეგლების (წოფი, შულავერის გორა) არქეოლოგიური შესწავლა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მტკვარ-არეზამდელი ენეოლითური კულტურების კვლევას აღმოსავლეთ საქართველიში.

სადღეისოდ აღმოსავლეთ საქართველოში უკვე გამოვლენილია ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ორი ენეოლითური: შულავერ-შომუთეფესი და წოფის კულტურები, მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპის ძეგლები, მონიშნულია მათი პერიოდიზაცია და ქრონოლოგია, კულტურული კავშირების ორიენტაცია, განვითარების დონე და სხვა საკითხები.

მტკვარ-არეზის კულტურის ძირითადი პრობლემის, მისი წარმომავლობის კვლევის თვალსაზრისით ქვემო ქართლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, სადაც სადღეისოდ მეტნაკლები სიზუსტით შეიძლება თვალი გავადევნოთ წინამორბედი კულტურების

განვითარებას მეზოლითიდან - ადრებრინჯაოს ხანამდე. სადღეისოდ ამ სუსტ ჯაჭვს ემატება მეტად მნიშვნელოვანი რგოლები: სიონისა და წოფის ნამოსახლარები, რომლებიც ენეოლითის ეპოქას ნეოლითთან და მეზოლითთან აკავშირებენ.

ქვემო ქართლის ადრესამიწათმოქმედო კულტურების შესწავლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სიონისა და წოფის ნამოსახლარებს. სადღეისოდ ეს ძეგლები ფართოდაა შესული კავკასიის არქეოლოგიურ ლიტერატურაში. აღნიშნული ძეგლების (სიონი, წოფი) ფართო რეზონანსი ნათლად მეტყველებს მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და მოითხოვს მასალის გამოქვეყნებასა და ძეგლების სწორ ინტერპრეტაციას.

წოფის ნამოსახლარის მასალის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში: არაგვისა და მტკვრის ხეობებში, კახეთში - იორ-ალაზნის ველზე და თვით ქვემო ქართლში წოფის ტიპის ნამოსახლარების გამოვლენის შემდეგ.

ახალმა აღმოჩენებმა ცხადჰყო, რომ საქმე გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოს სრულიად ახალ, შულავერ-შომუთეფეს კულტურისაგან განსხვავებულ, წოფის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლებთან, რომლის შესწავლას სათავე დაუდო წოფის ნამოსახლარმა...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 23 სექ 2009, 22:33

სულ მინდა დავათვალიერო მუზეუმებში

წოფის, შულავერის და მტკვარ არაქსის კულტურის ნიმუშები

ერთი გასვლა ხომ არ მოგვეწყო კარავიდან
მუზეუმებში ამათ დასათვალიერებლად?

საინტერესოა სად იქნება ეს ნიმუშები - რომელ მუზეუმში??/.....
:roll:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by qvevri » 24 სექ 2009, 10:05

მტკვარი არაქსის კულტურის ერთი უმცირესი, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი ჩემს მუზეუმშიც მომეპოვება, ესაა საღვინე დერგის მცირე ფრაგმენტი ყურითურთ, რომელიც ჩვენს წელთააღრიცხვამდე მესამე ათასწლეულით თარიღდება, მსგავსი სრულქმილება იშვიათად მინახავს.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]