ქართული მითოლოგია
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ქართული მითოლოგია
კუდიანი
ქართველთა მითოლოგიურ წარმოდგენებსა და ფოლკლორში გრძნეული ქალები. კუდიანები მახინჯები და კუზიანები არიან, დიდი კბილები და ეშვები აქვთ, მიწამდე სიგრძის თმები და მხრებზე გადაკიდებული ძუძუები. კუდიანებს ნებისმიერი სახის მიღება და ადამიანის მოჯადოება შეუძლიათ. ისინი ბნელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ და გადაადგილდებიან კატაზე, მამალზე, მგელზე ან სხვა ცხოველებზე ამხედრებულები ან გადაადგილებისთვის საყოფაცხოვრებო საგნებს იყენებენ - ქოთანს, როდინს, ცოცხს და სხვ. მათი წინამძღოლის - როკაპის დაძახებაზე კუდიანები ტაბაკონის მთაზე იკრიბებიან
როკაპი
ქართულ მითოლოგიაში კუდიანების მეთაური, რომლებსაც მისთვის ადამიანთა გულები მოაქვთ. ღმერთის მიერ დასჯილი როკაპი მიწაში ღრმად ჩასობილ რკინის ბოძზეა მიბმული. როკაპი ყოველ წელს ცდილობს ბოძის ამოგლეჯას და განთავისუფლებას, მაგრამ როდესაც თითქმის ახერხებს ამას, ბოძზე ჩიტი ჯდება; როკაპი მას ჯოხს მოუქნევს, ჩიტი გაფრინდება, ხოლო ბოძი კვლავ ღრმად ჩადის მიწაში

მზეთუნახავი
ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ოქროსთმიანი მშვენიერი ქალი, რომელიც სასწაულებრივად იბადება მცენარეებიდან. მზეთუნახავი ჩაკეტილია ცხრა მთას იქით მიუვალ ციხე-კოშკში; გმირმა, რომ მოიპოვოს იგი, უნდა შეასრულოს ურთულესი დავალება ან გამოიცნოს მისი გამოცანები. ხშირად მზეთუნახავი მოჯადოებულია და გადაქცეულია ირმად, მტრედად, გველად. მისი მომაჯადოებელი ბოროტი არსების განადგურების შემდეგ მზეთუნახავი, ჯადოსნური სიტყვის ან მოქმედების შედეგად, თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს. მზეთუნახავი კეთილია და გამჭრიახი. ჯადოსნური საგნების მეშვეობით იგი ეხმარება გმირს, რომელსაც მიჰყვება ცოლად
ყამარი
ქართულ მითოლოგიაში ციური ქალწული, ამირანის შესახებ თქმულებების პერსონაჟი. ყამარის გარეგნობა და ხასიათი მზეთუნახავისას წააგავს. ყამარი კეთილი არსებაა, ერთგულად უყვარს ამირანი, რომელიც იტაცებს მას ზღვისიქითა ქვეყნიდან, ამარცხებს რა მამამისს - ამინდის და საავდრო ღრუბლების მეუფეს და ქაჯების მბრძანებელს. ყამარი მას შემდეგაც ელის თავის შეყვარებულს, რაც მას კლდეზე მიაჯაჭვავენ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყამარის მოტაცება ზეციური ცეცხლის მოტაცებას განასახიერებს (აქედან სიუჟეტის დაკავშირება ბერძნულ პრომეთესთან).

ჰარალე — ქართულ მითოლოგიაში მოსავლისა და ნაყოფიერების ღმერთი. ამ სახელიდან მომდინარეობს სიმღერის ტექსტი „ჰარი, ჰარალე“.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ქართული მითოლოგია
ისტორიულმა შესწავლამ დაგვარწმუნა,რომ ქართველების საწარმართო სარწმუნოების მთავარ ღვთაებად მთვარე, ღმერთი მამაკაცი, ითვლებოდა.
ყურადღების ღირსია ის გარემოება, რომ მთავარ ღვთაებად მზე კი არ ითვლება, როგორც ჩვეულებრივ არის ხოლმე, არამედ მთვარე. ეს ცხადი, დამახასიათებელი თვისებაა სარწმუნოებისა. შემდეგ განსაკუთრებული ყურადღების ღირსია აგრეთვე ის გარემოება, რომ მთვარე ქართველი ხალხის შეხედულებისამებრ მამაკაცია და არა დედაკაცი, როგორც ჩვეულებრივ არის
მიღებული. ესეც საგულისხმიერო დამახასიათებელი თვისებაა სარწმუნოებისა.
მთვარე მთავარ ღვთაებად ასურელებისა და ქარანელების ანუ საბიელთა სარწმუნოებაში ითვლებოდა, მას "სინ"-ს ეძახდნენ და ქვეყნიერების მბრძანებელადა სთვლიდნენ. საყურადღებოა მეტადრე ის, რომ ამ ორივე ხალხის შეხედულებითაც მთვარე მამაკაცად ითვლებოდა.
ეგვიპტელები, ებრაელები, ბერძნები, რომაელები, არაბები და ფინიკიელები მთვარეს ჩვეულებრივ დედაკაცადა სთვლიდნენ ხოლმე.
მაშასადამე, მხოლოდ ასურელებს, ქარანელთ და ქართველებს მიაჩნდათ მთვარე მთავარ ღვთაებად და ამასთანავე მამაკაცად. შედარებითი შესწავლა გვიჩვენებს, რომ ქარანელების, ანუ საბიელთა და ქართველების უძველეს სარწმუნოებათა შორის სხვა მხრივაც დიდი მსგავსება არსებობს.
ავიღოთ მაგალითად ჩვენი "ლამპრობა" (სვანური "ლიმპჲარი"). ზემოთ გამორკვეული იყო, რომ ეს ჩვეულება მთვარის დიდებისა და მსახურების ნაშთია, როცა ხალხი ანთებულ არყის ხეებით ხელში ამ ღვთაებას დიდებას უგალობდა ხოლმე. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს დღესასწაული ზამთარში იცის უეჭველად, რამდენიმე კვირით დიდმარხვის წინ. საბიელებსაც ჰქონდათ სწორედ ზამთარში, სახელდობრ იანვარში, დიდი უქმე, როდესაც ღვთაების სადიდებლად ნაძვის ტოტებს აანთებდნენ ხოლმე. საყურადღებო ისაა, რომ სწორედ ამ დროს, 24 იანვარს, მთვარის დაბადების დღესასწაული იყო დაწესებული. რასაკვირველია, ჩვენი "ლამპრობა" და ქარანელების მთვარის დაბადების დღესასწაული ერთი და იგივეა. საყურადღებოა, რომ თეთრი-გიორგობა ზამთარშიაც იცის, სახელდობრ 24 ― 25 დეკემბერს, ესე იგი ქრისტეს შობის დღეს; მაშასადამე, აქ მთვარის დაბადების დღე ქრისტეს დაბადების დღეს მიუზიდნია. ქარანელებსაც მთვარის დღესასწაული თვეში ოთხჯერ ჰქონდათ: ახალ მთვარეს, პირველ მეოთხედს, გავსებულის და მცხრალი მთვარის დროს. ქართველებსავით ქარანელებსაც მაისშივე ერთი რაღაც დღესასწაული ჰქონიათ, როდესაც ვარდსა სუნავდნენ ხოლმე. დასასრულ, ქარანელებსაც ადამიანის მსხვერპლად შეწირვის ჩვეულება სცოდნიათ და დიდი ყურადღების ღირსია, რომ სწორედ ის სიტყვა, რომელიც შესაწირავ მსხვერპლსა ნიშნავს ― "ზებარიხ", არაბული სიტყვა არ არის, არამედ ქართულსა და სომხურში ჩვეულებრივს სახელს "ზვარაკს" წარმოადგენს. ვინ ვისგან შეითვისა მთვარის თაყვანისცემა, ამ საკითხის გადაწყვეტა ჯერ შეუძლებელია: ზოგი მეცნიერები, როგორც მაგ. ჰომმელი და ნილსენი, არაბებისკენ იწევენ, ზოგი ასურელებისკენ, ზოგი სუმერისა და აკკადისაკენ. ამიერიდან ამ საკითხის გადაწყვეტის დროს მეცნიერებას ქართველების მთვარის თაყვანისცემაც უნდა გათვალისწინებული ჰქონდეს.
როგორც ზემოთ აღნიშნული იყო, მთვარის თაყვანისცემის დროს, თავდაპირველად ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა მიღებული ყოფილა; მერე ეს წესი ამოიკვეთა და ადამიანის მაგიერ პირუტყვს სწირავდნენ ღვთაებას. ეს იცოდა ჩვენმა ისტორიკოსმა ლ. მროველმაც, რომელსაც ამ სათნო ცვლილების მოთავედ მეფე რევი მიაჩნია; მან "მეფობასა შინა მისსა აღარავის უტევა ქართლსა შინა ყრმათა "შეწირვად", რომელსა იგი ამისსა უწინარეს და პირველ შესწირვიდეს მსხვერპლად ყრმათა, არამედ ცხვრისა და ძროხისა შეწირვა განუწესა და ამისთჳს ეწოდა მას რევ მართალი"-ო, ამბობს ისტორიკოსი (ცხ. მეფეთა * 169 ― 170, გვ. 43).
რასაკვირველია, ქართველთა წარმართ ღვთაებათა სასუფეველში მარტო მთვარე არ იქნებოდა. უკვე ზემომოყვანილ თქმულებებში მთვარის გარდა ორი კიდევ სხვა იყო მოხსენებული, ღმერთი შემოქმედი და ღრუბელთა ბატონი. ხოლო მრავალი სხვა თქმულებებიდან და წყაროებიდან კიდევ დანარჩენ ღვთაებათა სახელებისა და თვისებების გამორკვევა შეიძლება. რაკი წყაროები სხვადასხვაგვარია, ამიტომ თვით ცნობებიცა და დასკვნა, რომელსაც ჩვენ მასალების კვლევაძიება შეგვძენს, ერთნაირი არ არის და, თუმცა თითოეული ღვთაების სახელისა და თვისებათა გამორკვევა თანაბარი სიცხადით შეუძლებელია, მაგრამ მაინც საგულისხმიერო სურათი გვეშლება თვალწინ.
ივანე ჯავახიშვილი
ქართველი ერის ისტორია
პირველი ტომი
თავი მეორე
ქართველების წარმართობა
http://www.amsi.ge/istoria/ij/qei1/T2.html

Tamari-ch.
ძალიან საინტერესო თემაა.

შენი წყალობით მართლაც არსებითს და საინტერესოს ვიგებ...
დიდი მადლობა.
გააგრძელე რა...

ახალს რატომ აღარაფერს გვიყვები?
ველი შენგან საინტერესო ინფორმაციას...

ახალს რატომ აღარაფერს გვიყვები?

ველი შენგან საინტერესო ინფორმაციას...

ქართული მითოლოგია
იცით თქვენ ირმის ნახტომს რატომ ჰქვია ასეთი სახელი და რა ეწოდება დიდი დათვის თანავარსკვლავედს ქართულად? ქართულ მითოსთანაა კავშირშიქართული მითოლოგია

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
ქართული მითოლოგია
ესე იგი ერთ გლეხს ჰყოლია თურმე ხარი და ირემი რომლებსაც კამათი მოსვლიათ თუ რომელი მათგანი იყო გლეხისათვის უფრო სასარგებლო ცხოველი. ჰოდა ასე გადაწყვიტეს-რომელი ცხოველიც ცას გადასერავს თავიდან ბოლომდე ის იყოს კამათში გამარჯვებულიო.
პირველად ირემი გაუდგა გზას, ისკუპა ცის კიდიდან, მაიღწია შუაგულს მაგრამ ბოლომდე ვერ გავიდა, ჩამოვარდა და დაიღუპა. მისი კვალის კი დარჩა ცაზე-ირმის ნახტომი (ესაა ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური სიბრტყე).
მერე ხარი დინჯად გაუდგა გზას. გადაიარა მთელი ცა და გაიმარჯვა. მისი კვალიც დარცა ცაზე-დიდი დათვის თანავარსკვლავედი რომელსაც ქართულად გუთანი ჰქვია, მასში ხომ ხარია შებმული
პირველად ირემი გაუდგა გზას, ისკუპა ცის კიდიდან, მაიღწია შუაგულს მაგრამ ბოლომდე ვერ გავიდა, ჩამოვარდა და დაიღუპა. მისი კვალის კი დარჩა ცაზე-ირმის ნახტომი (ესაა ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური სიბრტყე).
მერე ხარი დინჯად გაუდგა გზას. გადაიარა მთელი ცა და გაიმარჯვა. მისი კვალიც დარცა ცაზე-დიდი დათვის თანავარსკვლავედი რომელსაც ქართულად გუთანი ჰქვია, მასში ხომ ხარია შებმული

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
ქართული მითოლოგია
ადრე ერთ ჟურნალში წავიკითხე ეგ ამბავიmeore monadire wrote:arcivi9
საინტერესოა, წყარო?
სხვათაშორის ასტრონომი შალვა საბაშვილიც წერს თავის წიგნში "ზეცათა ლაბირინთებში" რომ არსებობს მოსაზრებაო რომ ქართველები დიდი დათვის თანავარსკვლავედს გუთანს უწოდებდნენო

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ქართული მითოლოგია
არჩილ,ARCHILI wrote:Tamari-ch.
ახალს რატომ აღარაფერს გვიყვები?
![]()
ველი შენგან საინტერესო ინფორმაციას...
ინტერნეტსივრცეში გაბნეული მითები თავმოყრილია აქ
http://elita.ge/index.php?showtopic=1705&st=0&start=0
მათ შორის არის ბევრი, რომელიც კარველებმა მოგვითხრეს თემაში ხალხურ თქმულებებზე.
ყოველდღე ახალი ემატება.
მეც იქ დავწერ ხოლმე სიახლეებს -
ვიღაცეებს ფემინიზმები და ათასი სისულეელები რომ არ მოელანდოს მომავალში.

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
ქართული მითოლოგია
თამრო, გაიხარე! რამდენ რამეს გვაცნობ, რა ყოჩაღი და ბეჯითი ხარ! შებ გაიხარე!
უამრავი რამე გამომადგა, ასე შეკრებილი და დამუშავებული მასალა სხვაგან სად შემხვდებოდა!
შენი ინტერესებიდან გამომდინარე ან ხელოვნებათმცოდნე ხარ ან ისტორიკოსი!
კარგი გოგო რომ ხარ, ფაქტია!
დიდი მადლობა!
ლინკების ფაილიც ცალკე გავაკეთე!
უამრავი რამე გამომადგა, ასე შეკრებილი და დამუშავებული მასალა სხვაგან სად შემხვდებოდა!
შენი ინტერესებიდან გამომდინარე ან ხელოვნებათმცოდნე ხარ ან ისტორიკოსი!
კარგი გოგო რომ ხარ, ფაქტია!
დიდი მადლობა!
ლინკების ფაილიც ცალკე გავაკეთე!
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ქართული მითოლოგია
chuna
ექიმი ვარ...