ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 19 სექ 2009, 17:56

ყოველთვის მაინტერესებდა ქართველთა ისტორიის ათვლის წერტილი...
სადამდე მიდის ჩვენი ფესვები....
ამ მხრივ არქეოლოგიაში ჩავარდნა გვაქვს,
შულავერის კულტურა, წოფის კულტურა, მტკვარ არაქსის, თრიალეთის კულტურა,
და პირველი დიდი განძი როცა შეიძლება ვილაპარაკოთ ცივილიზაციაზე - კოლხეთს ეხება - და ისიც ანტიკური დროით თარიღდება.
არადა ვარაუდი იმისა, რომ ქართველთა ფესვები და ქართველური სახელმწიფო ბევრად ძველია,
საკამოდ რეალისტურია და
ამის ყველა წინაპირობა გვაქვს...
რჩება ლინგვისტიკური მონაცემები -


ჰოდა წავაწყდი ასეთ საინტერესო ცნობებს
ჰოდა არ შემიძლია არ გაგიზიაროთ...

მიხაკო წერეთლის შრომა ვიცოდი -
მაქვს მისი ელვერსია სახლში -
მარა ეს მეორე მეცნიერი - რებრიკი - პირველად გავიგე

Сопоставления шумерского языка с картвельской семьёй проводили М. Церетели (1960 гг.) и В. В. Ребрик (1990-е годы). Привлечение типологических данных по четырём версиям в грузинском языке позволило Мамору Иосикава реконструировать систему степеней осведомлённости в шумерских префиксах спряжения (1981). :?:

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A8%D1% ... 1%8B%D0%BA

ანუ არსებობსო ქართულ შუმერული პარალელები -

შუმერული ენა დღემდე არაა მიკუთვნებული არც ერთ ოჯახს.
არის ბევრი ვარაუდი -
ერთ ერთია ქართველურ ენებთან მისი სავარაუდო კავშირი.
არსებობს საინტერესო პარალელები მითებშიც
და სიმბოლიკებშიც.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 19 სექ 2009, 18:06

წარმოგიდგენთ ჯემალ შარაშენიძის წიგნიდან ნაწყვეტს,
სადაც საუბარია ქართულ - შუმერულ პარალელებზე

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 19 სექ 2009, 18:06

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 19 სექ 2009, 18:07

Image


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 19 სექ 2009, 18:07

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 19 სექ 2009, 18:12

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 19 სექ 2009, 20:46

საქართველოს, ქართველ ხალხს, მდიდარი ისტორიული წარსული გააჩნია. ადამიანთა საზოგადოება საქართველოს მიწა–წყალზე უხსოვარ დროს ჩამოყალიბდა. საქართველო არის მსოფლიოში უძველესი მიწისმოქმედი და მესაქონლე ტომების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კერა. საქართველოს მოსახლეობა მოწინავეობდა ადრეული ლითონების ხანაშიაც. პირველი სახელმწიფოები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ამ ორი–სამი ათასეული წლის წინ შეიქმნა. ქართველმა ხალხმა ადრე შედგა ფეხი ცივილიზებული ცხოვრების გზაზე და გულმოდგინე შრომითა და დამპყრობელთა წინააღმდეგ თავდადებული ბრძოლით შექმნა და დაიცვა თავისი მაღალი და თავისთავადი კულტურა.
გიორგი მელიქიშვილი


რაც შეეხება ჩვენი ტომისათვის განკუთვნილი პერიოდის საწყისს, იგი იკარგება უხსოვარ დროში, როდესაც საქართველოში ადამიანთა საზოგადოება ჩამოყალიბებას იწყებდა. როგორც გამოირკვა, საქართველო და, საერთოდ, კავკასია მსოფლიოს ერთი იმ მხარეთაგანია, რომელშიც მიმდინარეობდა თვით ანთროპოგენეზის, ე.ი. გაადამიანების პროცესი. აქვე დგამს ადამიანი პირველ ნაბიჯს იარაღად ქვის გამოსაყენებლად. საქართველოში აღმოჩნდა ქვის ხანის სულ უძველესი საფეხურის, ე.წ. შელის პერიოდის ძეგლები.

კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ზოგიერთი რაიონის მსგავსად, საქართველოში მოსახლეობა სხვა ხალხზე ადრე გადავიდა განვითარების შემდგომ საფეხურზე, ენეოლითის (სპილენძ–ქვის) ხანაზე. უკანასკნელი დროის არქეოლოგიურმა კვლევა–ძიებამ გამოავლინა საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. V-IV ათასწლეულების, ე. ი. ამ 5000–7000 წლის წინანდელი ენეოლითური ნამოსახლარები (არუხლო, შულავერი, წოფი). ეს არის ხანა, როდესაც ადამიანი ქვასთან ერთად ლითონების, კერძოდ, თვითნაბადი სპილენძის გამოყენებას იწყებს
აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ჩვენში შეიქმნა ტენდენცია, რომელიც ადრევე აღმოჩენილ ენეოლითურ ძეგლებს კულტურულად და ქრონოლოგიურად თითქმის მთლიანად ნეოლითურ–ადრეენეოლითური კულტურის ფარგლებში აქცევდა[36]. ამ კულტურის დათარიღებისათვის ფრიად მნიშვნელოვანია ფიზიკური მეთოდებით მიღებული მონაცემებიც, რომელთა მიხედვით ჩანს, რომ ძვ. წ. VI ათასწლეულიდან აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში უკვე გავრცელებულ კულტურას დიდი ქრონოლოგიური დიაპაზონი ჰქონია. ამისი დამადასტურებელია C14 მეთოდის საშუალებით მიღებული თარიღების მთელი სერია; ყაზახის რაიონში, შომუთეფეზე, ერთი მეტრის სიღრმეზე მდებარე კულტურული ფენა ძვ. წ. 5 560 ± 70 წლებს მიეკუთვნა, მარნეულის რაიონში შულავერის გორაზე 4, 40 მეტრის სიღრმეზე მდებარე სამშენებლო დონე – ძვ. წ. 4 659 ± 210 წლებს; ყაზახის რაიონში თოირათეფეზე არსებული შუა ფენა (2მ სიღრმეზე) – ძვ. წ. 4 295 ± 125 წლებს, ხოლო შულავერის გორაზე 2,2 მ[37] სიღრმეზე წარმოდგენილი ფენა კი - ძვ. წ. 3954 ± 300 წლებს.

http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/0/2.htm
http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/2/1.htm
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 19 სექ 2009, 23:43

ერთმა ლინგვისტმა მომაწოდა რებრიკის შრომა
ქართველურ შუმერულ პარალელებზე

http://rebrik.narod.ru/sumer.htm

Dr. Victor Rebrik (St.-Petersburg-MÑŒnster)

Zur Frage kartwelo-sumerischer Sprachenfamilie.

ვინ იცით გერმანული????
პლიიიზ.....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 20 სექ 2009, 12:48

კიდევ ერთი გამოცანა ჩვენს ისტორიაში
ქართულ - ბასკური პარალელები -


ნათია ფუტკარაძე – ბასკური საგაზაფხულო ფიესტა და ქართული ბერიკაობა-ყეენობა


ბასკური და ქართველური კულტურის შესწავლა ფოლკლორულლინგვისტური მასალის გათვალისწინებით მეტად საინტერესო სურათს იძლევა. ჩვენ შევისწავლეთ და გავაანალიზეთ ბუნების აღორძინებისა და აგრარული კულტმსახურებისთვის განკუთვნილი მრავალდღიანი ქართული ხალხური დღესასწაული ბერიკაობა-ყეენობა და პირინეის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ხალხთა დღესასწაული ,,fiesta” / ,,fista”. არაფერია უჩვეულო იმაში, რომ ერთი და იგივე დღესასწაული, ადამიანთა წარმოდგენები თუ ტრადიციები ემთხვევა გეოგრაფიულად განსხვავებულ არეალებში.
პირინეის, ანუ იბერიის ნახევარკუნძული ევროპის დასავლეთ ნაწილშია, საქართველო კი – გეოგრაფიულად – ევროპისა და აზიის გასაყარზეა განთავსებული.
ჩვენი ხელმძღვანელის _ დოც. გრეტა ჩანტლაძე-ბაქრაძის მიერ ესპანეთში _ საველე მუშაობის ჩატარების პერიოდში მოძიებული მასალა ბასკური ,,ფიესტა”-ს შესახებ შევუდარეთ სხვადასხვა ეპიზოდებისგან შემდგარ ქართულ-ხალხურ დღესასწაულს – ბერიკაობა-ყეენობას.
ბასკური ,,ფიესტა” საგაზაფხულო დღესასწაულია. ბერიკაობაყეენობაც იწყება თებერვლის ბოლოს, ან მარტში – მოძრავი დღესასწაულის _ ყველიერის დროს და გრძელდება ერთ კვირას.
წარმართულ ქართულ დღესასწაულში რელიგიური სინკრეტიზმის სახით წარმოდგენილია ქართველთა უძველესი მსოფლმხედველობა; რიტუალში ერთიანდება განაყოფიერების, მოსავლისა და საქონლის გამრავლების დასაბევებელი ხერხები და რწმენა-წარმოდგენები (ჯ.რუხაძე, 2000, გვ.149). ბერიკაობაყეენობის დამახასიათებელი ელემენტებია ცხოველებისა და ადამიანის გამომსახველი ნაირფეროვანი ნიღბები და ტანსაცმელი, მეომარი და მოთარეშე ბერიკები, დაუსრულებელი შერკინებები, საწესჩვეულებო ცეკვები, ეროტიკული სცენები, მთავარ გმირთა სასიყვარულო ურთიერთობები, ქორწინება და აღდგენილ ღვთაებათა ძირითადი ნიშნები – დროებითი სიკვდილი და შემდეგ – გაცოცხლება – განახლება, რაც აგრარული ზეიმისა და ძველი აღმოსავლური მისტერიების ანალოგიურია.
ბერიკაობა – ყეენობა თავისი ფორმითა და შინაარსით, ნაწილობრივ წააგავს ესპანეთში გავრცელებულ ,,ფიესტა” – ს, რაც შეეხება ბასკეთში, კერძოდ გიპუსკოას პროვინციაში გავრცელებულ დღესასწაულს, მას ეწოდება სან მიგელის ,,ფიესტა”, რომელიც ბასკი ქალის – გარასისა და მისი სატრფოს _ მიგელის სასიყვარულო ამბებზეა აგებული.
,,ფიესტა”-ს წინა დღეებში მწყემსები ჩამოდიან თავიანთი სადგომებიდან, მოჰყავთ თხა ან ცხვარი, მათი ტყავისგან იკერავენ ტყაპუჭს, თხის/ცხვრის თავისგან ნიღაბს, ფეხზე ტყავის ქალამნებს იცვამენ და დოლისა და სალამურის ხმაზე მღერიან სხვადასხვა ხასიათის (ხშირად, უწმაწურ) სიმღერებს. ხალხი მათ არ დევნის, ასაჩუქრებს საკვებითა და სხვა ნივთით. ამ ტრუბადურებსა თუ ვულგარულ მომღერლებს ბერცოლარები ეწოდებათ.
,,ფიესტა” ყველაზე მრავალფეროვანი სახით ბასკეთის გიპუსკოას პროვინციაშია წარმოდგენილი. რაც შეეხება ბერიკაობა-ყეენობას, იგი მცირე სახესხვაობით საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება; ზემო სვანეთში მსგავსს დღესასწაულს აღბალაღრლ ჰქვია. ქვემო სვანეთში – ლიმურყვამალი. იმართება აღდგომის შემდეგ ორშაბათს. ზემო სვანეთში აუცილებლად აღმართავენ ხოლმე დროშას და ქმნიან ქალღმერთ ლამარიას გამოსახულებას, რომელიც დაშნით, ხის ლეკურის გამოსახულებითა და საცრითაა წარმოდგენილი.
ქვემო სვანეთში კოშკზე ხისა თუ ძელის აღმართვით, წაქცევით და ხალხური ცეკვებით შემოიფარგლება ეს დღესასწაული. აქ უკვე აღარ ფიგურირებს ქალი-ღვთაება, განსხვავებით ზემოსვანური ტრადიციისგან, სადაც ყეენი, იგივე ბერიკა ბავშვების მიერ ჩამოგდებულ ქალღმერთ ლამარიასთან მიდის, შემდეგ კი მათ შორის სქესობრივი აქტის სიმულაცია ხდება (ვ. ბარდაველიძე, ,,სვანურ დღეობათა აღწერილობა” 1935 წ., M¹). საინტერესოა აგრეთვე კ. ფიცხელაურის ცნობა, რომ საქართველოში აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალაში ქალის ცხვრის თავით გამოსახვის შემთხვევებიც არის ცნობილი (კ. ფიცხელაური, თბ., 1973).
საყურადღებოა, რომ ბერიკაობა-ყეენობის მოქმედ პირთა შემადგენლობა, საქართველოს რეგიონების მიხედვით, სხვადასხვაგვარია: ზემო და ქვემო სვანეთში, ქართლ-კახეთში, ფშავში, ხევსურეთში, თუშეთში, მესხეთ-ჯავახეთში… მთავარი გმირი ყველგან ბერიკაა, ზოგ კუთხეში შემოდის ქალის // დედოფლის 80 ნათია ფუტკარაძე // ქალღმერთის სახე და რიტუალი სექსუალური მოტივით იტვირთება (შდრ. ბასკური სან-მიგელის ,,ფიესტა” ბასკი ქალის – გარასისა და მისი სატრფოს – მიგელის სასიყვარულო ურთიერთობას ეძღვნება), ზოგ კუთხეში მხოლოდ ბერიკა და არამთავარი – გამურული პირები – მეკალათეები ფიგურირებენ.
როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ბერიკაობა – ყეენობა სურსათის შეგროვებით, საქორწილო ურთიერთობებით და კვდომა – აღდგომის რიტუალით სრულდება. ეროტიკული მოტივი მხოლოდ სვანურსა და თუშურ ვარიანტშია შემორჩენილი, თუმცა ჯ. რუხაძე საქართველოს დანარჩენ კუთხეებში გავრცელებულ ამ დღესასწაულზე შესრულებულ მიწის მოხვნის რიტუალს ასე გაიაზრებს:
მიწა – მშობელი – მდედრი, მხვნელი კი – ქმარი. როგორც ვხედავთ, მეტ-ნაკლებად, მამრობით სქესთან ერთად ყველგან ფიგურირებს მდედრი, იქნება ეს ქალღმერთ ლამარიას სახე, თუ მიწის სახესიმბოლო.
აქ აშკარა მსგავსებაა ბასკურ სან-მიგელის ,,ფიესტა” – სთან, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბასკ ქალ გარასისა და მის სატრფო მიგელის სასიყვარულო ურთიერთობას ეძღვნება. ბერცოლარების მიერ შესრულებულ სიმღერებში ყველაზე ხშირად შემდეგი ტექსტი ფიგურირებს:

,,სან- მიგელის დღეს, დიდ დღესასწაულზე
შეერთდნენ სიყვარულით გარასი და მიგელი,
ბედმა ისინი შეაერთა ბედნიერ წყვილად,
პირველად იქ შეხვდა ერთმანეთს მათი მზერა”.

როგორც ვხედავთ, წინა პლანზეა წამოწეული ქალ-ვაჟური სიყვარული, როგორც გაერთიანების, განაყოფიერებისა და გამრავლების სიმბოლო. მსგავსია ბასკი ბერცოლარებისა და ქართველი ბერიკების სამოსიც: ისინი ცხვრის ან თხის ტყავში არიან გახვეულნი, ნიღაბი მათი ჩაცმულობის აუცილებელი ატრიბუტია. ბერცოლარებს ბასკეთში მგელკაცებსაც უწოდებენ.
ჩვენს სამეცნიერო ხელმძღვანელს, დოც. გრეტა ჩანტლაძე- ბაქრაძეს მგელკაცების შესახებ ესაუბრა 85 წლის ბასკი ინფორმატორი ხუან ოჩოა. ხუან ოჩოა საკუთარი გვარის წარმოშობას სან-მიგელის დღესასწაულს უკავშირებს, რადგან ოჩოა – ბასკურად მგელს ნიშნავს (ბოლოსართი ა[ა] კი არტიკლია, რომელიც არსებითი სახელის ბოლოკიდურ პოზიციაში გვხვდება ბასკურში). აქ ჩვენს გვსურს მოვიხმოთ პერსონაჟი ქართული
ფოლკლორიდან – ოჩოკოჩი: საგულისხმოა, რომ მეგრულში დადასტურებული სიტყვა ოჩო – აღნიშნავს თხას, (კოჩი კი – კაცს).
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ მეგრულში დაცული სიტყვა ოჩო (თხა) უნდა მიუთითებდეს საქართველოში თხის ღმერთის – ბოჩის კულტის არსებობას. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით: ,,სრულიად ივერიელთა ჰყავთ უძველესთა შინა დროთა უპირატეს ღმერთად ბოჩი” (თეიმურაზ ბატონიშვილი, ისტორია ქმნილი საქართველოს მეათცამეტე მეფის, გიორგის ძის თეიმურაზისაგან, თბ. 1948).
ივანე ჯავახიშვილის აზრით, საქმე გვაქვს მეორეულ ფონეტიკურ მოვლენასთან როცა, ,,ბ-ანი” პირველადი ,,ვ-ინის” შენაცვლებას უნდა წარმოადგენდეს, ე.ი. თავდაპირველად უნდა გვქონოდა: ბოჩი / ვაცი/ ვაჩი /ოჩი.
საბოლოოდ, მეგრული ოჩოკოჩის ზუსტ შესატყვისად უნდა მივიჩნიოთ ვაცკაცა, ანუ ის ზღაპრული არსება და ღვთაება, რომლის სხეულის ერთი ნაწილი მამალი თხის – ვაცისაა (ივანე ჯავახიშვილი, 1928, გვ. 80). მართლაც, მეგრული ფოლკლორული მასალის გათვალისწინებით, ოჩოკოჩი ტყეში ცხოვრობს, თავზე ხუჭუჭი გრუზა ფერის თმა აქვს _ ქუდის ფორმისა, ორი რქა და ხელში ნაჯახი (იხ. ქართული ხალხური სიტყვიერება, II, მეგრული
ტექსტები, თბ., 1991). ოჩოკოჩი ძირითადად მამრობითი სქესისაა, თუმცა შეიძლება ქალიც იყოს. აქ უნდა ითქვას, რომ ბასკურად, თხის ტყავით შემოსილ ტრუბადურს – ბერცოლარს – უწოდებენ ოჩოგისასაც, რაც ნიშნავს მგელკაცას, ვამპირს, მაქციას… საინტერესოა ისიც, რომ ქართული ტრადიციით მაქციას/ოჩოკოჩს შესაწირს მიართმევდნენ ხოლმე _ პურ – მარილსა და ციკანს (იხ. მეგრული ტექსტები, ქართული ხალხური სიტყვიერება, II, გვ. 382, თბ.1991). ვფიქრობთ დასაშვებია ერთ დონეზე განვიხილოთ ტერმინები – ბერიკა და ბერცოლარი, რომელთაც ხალხი ასაჩუქრებს და აპურებს აღნიშნულ დღესასწაულებზე.
სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობობს ცნობა, რომ თავად ტერმინი ,,ბერი”/,,ბერიკა” დატვირთულია საკულტო – რელიგიური მნიშვნელობით. ჯულიეტა რუხაძის მოსაზრებით, ,,ბერ”/,,ბერიკა” ეპითეტია ადამიანთა და საქონლის გამრავლების, მოსავლიანობისთვის განკუთვნილი ვეგეტაციური ღვთაებისა.
მართალია, ეტიმოლოგიის დადგენა ხშირად არასანდოა, მაგრამ ვფიქრობთ, დასაშვებია პარალელის გავლება ქართული ბერიკას პირველ ,,ბერ” ნაწილსა და ბასკური ბერცოლარის ,,ბერ”-ს შორის.
აღნიშნული ქართული და პირენეული საწესჩვეულებო რიტუალები დღესაც პოპულარულია, რასაც ალბათ მათი სიმბოლური მნიშვნელობა განაპირობებს. თანამედროვე სახალხო დღესასწაულზე, განაპირა თუ ცენტრალურ რეგიონებში, ბერიკას სამოსში ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ამოიცნობთ, რაც უკვე ინოვაციაა ამ უძველეს დღესასწაულში.
მსგავსი ეთნო – ლინგვისტურ – ფოლკლორული ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, თუ ურთიერთობის რომელ სახესთან გვაქვს საქმე ქართველი და ბასკი ხალხის შემთხვევაში.

გამოყენებული ლიტერატურა
1. ვ. ბარდაველიძე, სვანურ დღეობათა აღწერილობა, თბ. 1935.
2. თეიმურაზ ბატონიშვილი, ისტორია ქმნილი საქართველოს მეათცამეტე მეფის, გიორგის ძის თეიმურაზისაგან, თბ. 1948
3. ჟ. რუხაძე, ქართული ხალხური დღესასწაული ბერიკაობა და ყეენობა, ქართველური მემკვიდრეობა, III, ქუთაისი, 1998
4. ჯ. რუხაძე, ნიღბოსანთა დღესასწაულის მთავარი მონაწილის ბერიკას ენობრივ-კულტურული სიტუაციის ისტორიული დინამიკა, ქართველური მემკვიდრეობა, IV, ქუთაისი, 2000
5. ჯ.რუხაძე, ბუნების ძალთა აღირძინების ხალხური დღესასწაული საქართველოში, თბილისი, 1967.
6. კ. ფიცხელაური, აღმოსავლეთ საქართველოს ტომების ისტორიის ძირითადი პრობლემები ძვ. წ. აღ. XV-XVII სს., თბილისი, 1973.
7. ქართული ხალხური სიტყვიერება, მეგრული ტექსტები, II. თბილისი, 1991.
8. გ. ჩანტლაძე-ბაქრაძე, ბასკურ-ქართველური ეთნო-ლინგვისტური პარალელები, ქართველური მემკვიდრეობა, ტ. IV. ქუთაისი, 2000.

წყარო:

http://burusi.wordpress.com
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by დათო » 20 სექ 2009, 22:14

შუმერებზე ბევრს აქვს პრეტენზია, მათ შორის ვაინახებს. მე ვფიქრობ, საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით, ამას არა აქვს მნიშვნელობა.
თუ წამოვიდგენთ (სრულიად ჰიპოთეტურად), რომ შუმერებს და პროტო-ქართველთა შორის იყო რამე ეთნიკური ნათესაობა, ამას ისეთივე მნიშვნელობა ექნება, როგორც ირლანდიელთათვის დღევანდელი საფრანგეთის ძველ გალებთან ნათესაობას; ან ნორვეგიელთა ნათესაობას ძველ-გერმანულ ტომებან; ან მალტელთა ნათესაობას ძველ ფინიკიელებთან თუ კართაგენელებთან;.

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by დათო » 20 სექ 2009, 22:19

მე ვგულისხმობ, რომ ნორვეგიის ისტორია იწყება 6-7 საუკუნეებში, დამოუკიდებლად იმისგან, თუ რას აკეთებდნენ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ტევტონები და კვადები რომის რესპუბლიკის საზღვრებზე.
ასევე ჩვენი ისტორია იწყება კოლხეთით და დიაოხით და შემდეგ გრძელდება ქართლის სამეფოთი.

ოღონდ მოყვანილ მაგალითებთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ შუმერები არავის მიაჩნია ქართველთა ნათესავებად ორიოდე ქართველი ისტორიკოსის გარდა.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 20 სექ 2009, 22:25

დათო wrote:მე ვგულისხმობ, რომ ნორვეგიის ისტორია იწყება 6-7 საუკუნეებში, დამოუკიდებლად იმისგან, თუ რას აკეთებდნენ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ტევტონები და კვადები რომის რესპუბლიკის საზღვრებზე.
ასევე ჩვენი ისტორია იწყება კოლხეთით და დიაოხით და შემდეგ გრძელდება ქართლის სამეფოთი.

ოღონდ მოყვანილ მაგალითებთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ შუმერები არავის მიაჩნია ქართველთა ნათესავებად ორიოდე ქართველი ისტორიკოსის გარდა.
ნათესაობა შეიძლება არც იყოს,
იყოს კულტურული კავშირები.

კიდევ ერთი დეტალი -

შუმერულ პანთეონში იყო ღვთაება ენქი,
რომელიც წარმოადგენდა სიბრძნის ღვათებას და მიწისქვეშა წყლების მბრძანებელი იყო

Image

Эа (аккадск. Хайя, или по принятому в науке, но неправильному чтению — Эйа) или Энки — один из триады великих богов (наряду с Ану и Энлилем). Божество Мирового океана, подземных (пресных) вод, мудрости, культурных изобретений; благосклонно к людям. [1] Энки также почитался как бог-покровитель города Эриду.


საინტერესო კი ისაა, რომ ამ ღვთებას კიდევ სხვაგვარად ერქვა ენგური
ხოლო მიწისქვეშა წყლებს, რომელთაც ის განაგებდა - აბზუ

The main temple to Enki is called E-abzu, meaning "abzu temple" (also E-engura, meaning "house of the subterranean waters""), a ziggurat temple surrounded by Euphratean marshlands near the ancient Persian Gulf coastline at Eridu. He was the keeper of the divine powers called Me, the gifts of civilization. His image is a double-helix snake.

Considered the master shaper of the world, god of wisdom and of all magic, Enki was characterized as the lord of the Abzu (Apsu in Akkadian, perhaps equivalent of Greek abýssos, English "abyss"), the freshwater sea or groundwater located within the earth.

The abzu (𒍪 𒀊, Akkadian: apsû also engur, 𒇉, Akkadian: engurru) from the Sumerian ab 'water' and zu 'far' was the name for fresh water from underground aquifers that was given a religious quality in Sumerian and Akkadian mythology.


ენგური და აბზუ -
არაფერს გაგონებთ? ...
8)
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by Tamari-ch. » 20 სექ 2009, 22:59

დათო
აი ამ სქემაზე კარგადაა წამოდგენილი
ქრონოლოგიურად ანატოლია-კავკასიის კულტურები


Image

http://www.metmuseum.org/toah/ht/02/waa/ht02waa.htm
- წარწერები აქ უკეთ ჩანს...

ყველაზე ძველი კულტურა, რომელიც დაფიქსირებულია
კავკასიაში არის შულავერი- შომუს და წოფის კულტურა



Shulaveri-Shomu culture is a Late Neolithic/Eneolithic culture in the Transcaucasus region. The culture is dated to mid-6th or early-5th millennia BC.[1] Archaeologists refer to the Shulaveri-Shomu culture of the central Transcaucasus region, including present day Georgia and the Armenian Highlands, as the earliest known Neolithic culture in the south-eastern Caucasus, radiocarbon-dated to roughly 6000 - 4000 BC.

Shulaveri culture predates the Kura-Araxes culture of the Armenian Highland and surrounding areas, which is assigned to the period of ca. 4000 - 2200 BC, and is believed to have subsequently developed into the Trialeti culture (ca. 2200 - 1500 BC).[2] Sioni culture of Eastern Georgia possibly represents a transition from the Shulaveri to the Kura-Arax cultural complex.[3]

In around ca. 6000–4200 B.C the Shulaveri-Shomu and other Neolithic/Chalcolithic cultures of the Southern Caucasus use local obsidian for tools, raise animals such as cattle and pigs, and grow crops, including grapes.[4] Many of the characteristic traits of the Shulaverian material culture (circular mudbrick architecture, pottery decorated by plastic design, anthropomorphic female figurines, obsidian industry with an emphasys on production of long prismatic blades) are believed to have their origin in the Near Eatern Neolithic (Hassuna, Halaf).[5]

http://en.wikipedia.org/wiki/Shulaveri-Shomu_culture
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 სექ 2009, 23:21

Tamari-ch.
უაღრესად სინტერესო თემაა.
დიდი იმედი მაქვს, საქართველოს მატინის მცოდნენიც ჩა1თვებიან.

ბასკებსა და ქართველებს შორის სა1ოს გამონახვას, ალბათ, რაღაც მიზეზი აქვს.
ბევრი წამიკითხავს ამის თაობაზე.
თუმცა, გმნოვტყდები, რომ ვერ 1 დამაჯერებელი ფაქტი ვერ მოვისმინე.
დათო ტურაშვილმა ესპანური სწორედ იმიტომ ისწავლა და ის სამუშაოდაც წავიდა, რომ ეს სა1ო კვალი მოეძებნა.
დაუზარელი ქართველია.
დიდი იმედი მაქვს, ის საინტერესო რამეს მიაკვლევს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 სექ 2009, 23:22

ჯერ-ჯერობით, როგორც ვიცი, საქართველოს მატიანე
მზია და ზეზვადან იწყებაა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]