უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
nusa
- იეტი
- Posts: 2183
- Joined: 08 ივნ 2007, 09:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by nusa » 19 სექ 2009, 17:00
Mta Mkvarebia
მიყვარს შენი რეპორტაჟები, არც ესაა გამონაკლისი

ბევრი საინტერესო ადგილი და ამბავი გამახსენე
გაიხარე, კარგი ხარ :*
წითელ ბაფთებზე ხომ ძალიან ვიხალისე
ეს ალბათ ყველაფერი არაა რაც გინდოდა გეთქვა, გაგრძელებეს ველი

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 19 სექ 2009, 17:32
ლამამ როგორც გვითხრა, ეს ერთადერთი შემთხვევაა როცა ეკლესიის კარიბჭეზე მაცხოვრის ნაცვლად ჯიხვების გამოსახულებაა.
ახლა რატომღაც ის თქმულება გამახსენდა, რომელიც ამ თემის პირველ გვერდზე დავწერე, როცა უშგულის შესახებ ვწერდი:
Mta Mkvarebia wrote:..... ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილია ლეგენდა დევის ნაშენზე, ეს არის კლდე, რომლესაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ.
ამ ვერძებს და ფრესკაზე გამოსახულ ჯიხვებს შორის რამე კავშირი ხომ არაა ნეტა? შეიძლება სიმბოლურად რაღაც დატვირთვა ჰქონდეს, რაც წარმართული ხანიდან ქრისტიანულ ეპოქაში გადმოვიდა, როგორც ლამარიას კულტი?

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 19 სექ 2009, 18:59
ლაღამი და არა ლარამი

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 19 სექ 2009, 19:21
lama
გმადლობ შესწორებისთვის, მაგრამ მეც ლაღამი მიწერია თავში

მაგ ადგილას უბრალოდ ბეჭდვისას დაშვებული შეცდომაა
Mta Mkvarebia wrote:
...ლაღამის ეკლესია
სამწუხაროდ მიკროავტობუსს რაღაც პრობლემები შეექმნა და ამიტომ ლენჯერი ვერ ვნახეთ

.
გამოვეშურეთ კვლავ ჯაფარიძეების ოჯახში, მულახში. ვივახშმეთ და ცოტა გავერთეთ.
საგვარეულო რელიქვია. ამ ხმალში სულხანის წინაპრებს თუ არ ვცდები 100 ძროხა მიუციათ
ჩვენი მძღოლი, არაჩვეულებრივი ადამიანი - გულადი მახვშის (ოჯახის უფროსის) სკამზე იჯდა თითქმის ყოველ დღე. ამ სკამთან დაკავშირებითაც მაგრად ვიხალისეთ. გოგოებმა არ იცოდნენ სკამის დანიშნილება და წამოსკუპდნენ, ჩვენ თვალები დავვუბრიალეთ, ოჯახის უფროსის რისხვას ვერ გადაურჩებითო, მათაც დაიჯერეს

.

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 19 სექ 2009, 20:03
წამოსვლის დღე გათენდა.
ვისაუზმეთ.
ეს ნანუკაა
სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ
მერე დავემშვიდობეთ მასპინძლებს, ჩავბარგდით
