

ახლა წითელი ბაფთების ისტორიის მოყოლის დროც დადგა
სვანეთისკენ ხანგრძლივი მოგზაურობისას, ჩვენი მეგზური, ლამა, გვიყვებოდა ამ მხარის ტრადიციების შესახებ. ჰოდა ერთ ტრადიციაზე გაამახვილა ყურადღება. გვეუბნება, სვანეთში ვაჟს თუ ქალი მოეწონება, ღამით ჩუმად შეიპარება მის საწოლ ოთახში და წითელ ბაბთას შეაბამს მარჯვნა ფეხის ნეკა თითზეო (აი აქ კი გადაამლაშა ცოტა
). ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვა გოგოებში, ყველა შეშფოთდა, რაღაც პოტენციური საპატარძლოს პერსპექტივით ვერ მოიხიბლნენ, განსაკუთრებით კოლხ გოგოს შეეტყო ანერვიულება და მე მაშინვე მივხვდი რომ ლამას თავში მზაკვრული გეგმა მწიფდებოდა და მსხვერპლად სწორედ კოლხ გოგოს მოუწევდა ყოფნა, თავიდან ავყევი, მაგრამ მერე რომ წარმოვიდგინე, რუსას სახე, დილით ნეკა თითზე წითელბაბთაშებმული რომ გაიღვიძებდა, შემეცოდა და შეთქმულებიდან თავი შორს დავიჭირე. სულხანთან რომ მივედით, სუფრაზე გოგოებმა ახსენეს ეს ტრადიცია. სულხანიც მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და, რა თქმა უნდა, ისიც აყვა ლამას, მე კი ცოლიანი ვარ მაგრამ უცოლო ბიჭებს რა გამოლევს სამეზობლოშიო 














































































