Post
by imerkhevli » 08 აპრ 2009, 23:40
აქ ჩამოთვლილია იმერხევის თოპონიმები,ძირითადად გეოგერაფიული პუნქტები:
,,ტაო-კლარჯეთის სოფლები გაშენებულია მდ. ჭოროხის შენაკადების ხეობებში, რომლებიც ერთმანეთისაგან მკვეთრად გამიჯნულია მაღალი მთებითა და კლდოვანი ადგილებით. ასეთი გეოგრაფიული პირობების ხელშეწყობით საუკუნეთა განმავლობაში ისტორიულ კლარჯეთში ჩამოყალიბდა ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული ქართველური დასახლებანი, როგორიცაა: მაჭახელი (მაჭიხელი, ისტ. მიჭიხიანი), შავშეთ-იმერჴევი, ნიგალი/ლიგანი (ლივანი) და საკუთრივ კლარჯეთი.
ისტორიულ შავშეთს დაახლოებით მოიცავს დღევანდელი შავშეთის რაიონი.
იმერჴევი შავშეთის რაიონში შედის. იმერჴევი იწყება შერთულიდან (რომელიც მალე წყალქვეშ მოექცევა) და მოიცავს რამდენიმე პატარა მდინარის ხეობას აჭარის საზღვრამდე. იმერჴევის სოფლებია: შერთული, შარაბული, სინკოთი, ჩაქველთა, დასამობი, ბრილაგარა, დავლათი, ოთკლდე, სვირევანი, ჯვარისხევი, ჩიხის ხევი, ბაზგირეთი, დიდხანი, ზიოსი, ხევწვრილი, დაბა, უბე, ჩიხორი, თეთრაკეთი, არდიასწმინდა (ნ.მარი _ ანდრია წმინდა), ლიბანი, წყალსიმერი, შოლტიხევი, ბზათა, წეთილეთი, ხოხლევი, ზაქიეთი, მაჩხატეთი, მანატბა, აგარა, იმფჴრევლი, ქოქლიეთი, დიობანი, ივეთი, გამეშეთი, დავითეთი, ფარნუხი (ფარამუხი), დიდმერე, რიოლეთი (ნიოლეთი), გოგიეთი, გომთა, ჯვარები, ჩიხვტა...''
ტ.ფუტკარაძე ,,იმერხევის მეტყველი მიწა-წყალი"
ქუთაისი 2007