Post
by lama » 16 სექ 2009, 23:30
შატილობა 2009
პროგრამა
19 სექტემბერი. 2009 წელი.
პირველი ნაწილი - გზა
შუაფხოს გადასახვევიდან შატილამდე გამოეფინება ბანერები ძველი ფოტოებით და გამონათქვამებით (10 ცალი), როგორც გზის მაჩვენებლები. ბანერებზე განთავსდება სპონსორების ლოგოები, დამზადდება წინსაფრები და თავსაფრები (ბენდენები), ხევსურული ორნამენტით და სპონსორების ლოგოებით. კლდის ცრემლებთან ,,ნაწვეთასთან” ცხენოსანი ხევსურები, სტუმრებს შეაჩერებენ და განავთვლის იუმორისტულ რიტუალს შეასრულებენ.
მეორე ნაწილი – მასპინძლობა
მთელ შატილში განთავსდება კვების ობიექტები, რესტორნები. იმუშავებენ 24 საათიანი დატვირთვით. მოეწყობა ტრადიციული ხელსაქმის გამოფენა-გაყიდვა. გაიყიდება ადგილობრივი პროდუქტი (ბაზარი).
მესამე ნაწილი _ცოცხალი მუზეუმი 14.00. (შატილის ქვითკირები, კოშკები)
ჭრაქით განათებულ ქვითკირებში მოხდება ჩვენება აღდგენილი ტრადიციების. საფიხვნოში კი უხუცესები ისაუბრებენ დღევანდელ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე. ხევსური ქალები აჩვენებენ ხელსაქმის ტრადიციულ დამუშავებას, მებურნუთე ქალები კი დაფქვავენ ბურნუთს და შესთავაზებენ სტუმრებს. გაიმართება მასპინძლობის სცენა, სადაც მოიხარშება ხავიწი, ხინკალი, რითაც უმასპინძლებენ ჭერხოში შეკებილ სტუმრებს. ქვითკირებში, ძველ აკვანში დედა ხევსურული ნანათი ბავშვს დააძინებს, რომელსაც აკვანში დანიშვნის ტრადიცია მოჰყვება. იქნება ჩვენება ხევსურული ტრადიციული ქორწილის. მოისმენენ ხევსურ მოლექსეთა ლექს და კაფიას, ბანებზე ტრადიციულად დაიყრება თივა და ხორბალი. თივა დაყრილ ბანზე გაიმართება ხევსური გოგო-ბიჭების ლხინი. მოხდება ჩვენება უხუცესი ხევსურების ფარიკაობის (კეჭნაობა). ჭერხოები მოირთვება მთის სამკურნალო ბალახებით: დეკით, თავშავით და სხვა ალპური მცენარეებით.
მეოთხე ნაწილი - ოფიციალური ნაწილის გახსნა 15.00 საათი (ახალი შატილის სცენა)
ანსამბლი ,,არაგველების” მუსიკალური ნომრები.
დაჯილდოება
შემდეგი ნომინაციები: 1. საუკეთესო მხედარი, 2. ყველაზე მხცოვანი შატილიონი, 3. ყველაზე პატარა შატილიონი, 4. საუკეთესო მოლექსე, 5. საუკეთესო მოკაფიავე, 6. საუკეთესო მებურნუთე ქალი, 7. საუკეთესო მეხინკლე. 8. კაი ყმა, 9. ყველაზე ლამაზი ხევსური ქალი, 10. საპატიო სატილიონი, 11. სოფელში მარტო მცხოვრები, 12. ადათის საუკეტესო მცოდნე, 13. მრავალშვილიანი ოჯახი
მეხუთე ნაწილი 16.00სთ - ლუდის კოდის დალოცვა და საკარგყმოს მირთმევა, ხევსურეთში რჩეული კაი ყმისათვის.
მეექვსე ნაწილი 17.00სთ - დოღი
სულის ცხენის დალოცვა გარდაცვლილი შატილიონი ახალგაზრდების (ბიძინა და გოგი ჭინჭარაულების) სახალზე. დაშვება ქაჩუს ციხიდან
მეშვიდე ნაწილი 19.00სთ - (ახალი შატილი, სცენა)
ფოლკლორული მუსიკის კონცერტი ცოცხალი შესრულებით. მონაწილეობას მიიღებენ:
ლელა თათარაიძე, გიორგი უშიკიშვილი, “შინი”, “33ა”, მზეთამზე”, სულიკო”
კონცერტის დამთავრების შემდეგ დაინთება 7 კოცონი, სადაც ეთნო ჯგუფები სტუმრებთან გაათევენ ღამეს.
20 სექტემბერი. 2009 წელი.
მერვე ნაწილი _ ცისკრის ლოცვა (7სთ)
მსურველთა ჯგუფი დაიძვრება ანატორის საძვალეებისკენ, ხევსურული დატირებით. ანატორში ბერები აღავლენენ მიცვალებულთა სულებისათვის შენდობის ლოცვას დაიდგმება ტაბლა მათ სახელზე. გზად დაიბნევა ჩიტებისათვის ხორბალი (ტრადიციულად).
მეცხრე ნაწილი _ დამშვიდობება
შატილიდან დათვის ჯვრის ურელტეხილამდე, ყოველ წყაროსთან (მიცვალებულის) მასპინძლები საკართანო ყანწებით გააცილებენ.
მადლობა პაატას პროგრამის მოწოდებისთვის