კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by navigator » 07 სექ 2009, 14:48

ბენზინი დავიანგარიშე და სულ ცოტა 1000EU გამოდის :D
ისე მაგზელა გზის გავლა მაგარი ძნელი იქნება ყოველდღე 1000 კმ მაინც, სულ გზაშჰი უნდა იყო რა :?
აცხა ღორებო Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by Naia » 07 სექ 2009, 14:50

navigator
საწვავის თანხა მგზავრებზე გადანაწილდება

გეთანხმები, ცოტა დამღლელია. ამიტომ შემცვლელი მძღოლი აუცილებელია.

პს. გაისად ევროპაში ვფიქრობ ეგრე წასვლას :)

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by VANO » 07 სექ 2009, 14:54

ისე კარგი კი იქნებოდა...



მინდა თურქეთში :cry: :cry: :cry:
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by გვალდა » 07 სექ 2009, 15:10

ამ სიშორეზე რა გამბავია, საჭეთმპყრობელებს დასვენება არ გინდათ? ადამიანურად მაშინ სინოპში წავიდეთ ... ორდუ ვნახოთ ... ზოგადად შავიზღვისპირეთის თურქეთი ;) :D

:roll:
სვანეთოლოგი

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by saskva » 07 სექ 2009, 15:44

navigator
Naia
გვალდა

ეკიპაჟში ორი მძღოლი უკვე ვართ და ვნახოთ მსურველი ვინ იქნება კიდევ. გეთანხმებით რომ რთული იქნება, მართლა ძალიან დიდი გზაა სამაგიეროდ ისეთი საინტერესოოოოოოოოოოოო, უუუუუუუუმაგრესი ადგილები უნდა ვნახოთ. ემოციებით დატვირთული ტური გამოვა, ულამაზესი ადგილებით

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by Eh_Dato » 07 სექ 2009, 17:41

მე თემის გახსნას ვაპირებდი, მაგრამ აქ შემოვიხედე და კონკრეტულ შემოთავაზებასაც გავაკეთებ, რომელიც არ ფარავს და არც ეწინააღმდეგება ამ ჯიპტურის იდეას:
1. მე ჩემი შვინდათი (ჰონდა ცრვ) ხუთშაბათს, 10 სექტემბერს დილით 6 საათზე გავდივარ თბილისიდან. მიზანი ძალიან კონკრეტულია - კაპადოკიის ნახვა. უკანა გზაზე ვნახავთ სუმელას. ეკიპაჟი საბოლოოდ დაკომპლექტდა მხოლოდ გუშინ - კვირას და ამიტომ ბოდიშს ვიხდი გვიანი შეტყობინებისთვის. თუმცა კონკრეტული მსურველებისთვის მგონი 2 დღეც საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად და მოსამზადებლად. ცხადია - რადგან ამ გზავნილს ვწერ, თუ სხვა ეკიპაჟიც დაგვემგზავრება კარვიდან - გაგვიხარდება ფრიად და ფრიად.
2.არავითარი ღამე სიარული და ექსტრიმი. დაუძაბავი სიარულით ჩემი გათვლით 1 ღამისთევა სრულიად საკმარისია ჩასასვლელად.
3. რამდენადაც ვიცი, არ არის აუცილებელი ჯიპი - გზები კარგია და ნებისმიერ - ცხადია კარგად გამართულ მანქანას წესით არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.
4. გერმანული ჩოთქით პერსონაზე 300 აშშ დოლარზე მეტი არ უნდა დაჯდეს მგონია.
5. რჩევებს და ჭკუის დარიგებებს (მეგობრული, ძმური, მამა-შვილური და ა წერტილი შ წერტილი) ვღებულობთ. :D

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by Kakha » 07 სექ 2009, 18:01

დათო,

გირჩევ ღამე ამასიაში გაათიო. მე გავჩერდი მანდ გზად როცა კაპადოკიაში მივდიოდი მანქანით და ერთობ კმაყოფილი დავრჩი. ფანტასიტაური კლდეში ნაკვეთი აკლდამებია ძვ. წ. მესამე საუკუნის, პონტოს სახელმწიფოს მეფეეების. და ასევე კარგი ოტმანური არქიტექტურა.

მეტი შეგიძლია ნახო აქ http://www.turkeytravelplanner.com/go/C ... ia/Amasya/

რაც შეეხება კაბადოკიას, რადგან მანქანით ხარ გირჩევ უჩჰიზარში გაჩერდე და არა გორემესი ან ნევშეჰირში. უჩჰიზარიდან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხედი იშლება კაბადოკიაზე. გორემე კი სულ რაღაც ხუთიოდე თუ ნაკლებ კილომეტრშია. უამრავი პატარა სასტრუმროა უჩჰიზარში.

თუ დრო, ენერგია და ფული დაგრჩა შეგიძლია კაიზერშიც შეიარო უკანა გზაზე. მე არ ვარ ნამყოფი მაგრამ ეს ძველი ცეზარიაა, რომაელების ქალაქი და იმ დროინდელი რაღაცეებიაო შემორჩენილი.

კეთილ მგზავრობას გისურვებ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 სექ 2009, 19:04

Eh_Dato
ყველaზე მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინო, თურქები მსოფლიოში ყველაზე მატყუარები არიან.
იყავი ყურადღებით განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამეს ყიდულობ (სუვენირები, ხემსი, საწვავი, სამოსი და ა.შ.),
მიირთმევ (კაფე-ბარ-რესტორან-სასვდილოებში)ან მომსახურებასთან (ტაქსი, სასტუმრო, მაღაზია, მეგზურობა) გაქვს საქმე.
ფულის აწაპვნაზე დაგეშილი ხალხია.
რესტორნებში აუცილებლად წინასწარ გაარკვიე 1 ბოთლი წყლის ფასიც კი.
ტაქსისტს ან სხვა მომსახურეს შიეძლება, 100ლირიანი კუპიურა მისცე და გითხრან, 20იანი იყოო.
და კიდევ, 1 აშშ დოლარი 1,48 თურქული ლირაა.
ანუ, 100 დოლარი=148 ლირაა.
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by Kakha » 08 სექ 2009, 09:42

Eh_Dato
უჩჰისარზე შეგიძლია ინფორმაცია აქ ნახო
http://www.turkeytravelplanner.com/go/C ... a/uchisar/

რაც შეეხება მგზავრობისათვის დროის განაწილებას. თუ დრო (და ფინანსები გაქვს) თბილისიდან პირველად ჩადი ტრაბზონში. ღამეს ტრაბზონში გაათევ. მეორე დილით შეგიძლია სუმელას მონასტერი და იქაური აია სოფია მოინახულო. დაახლოებით ნახევარი დღე დაგჭირდება ამაზე.

მერე გაემგზავრე ამასიაში. ეს 500 კმ-ია ტრაბზონიდან. შემდეგ დილას ნახავ აკლდამებს და ქალაქში გაისეირნებ ცოტათი. ნახევარი დღე ნამდივილად გეყოფა.

ამის შემდეგ დააწვები კაბადოკიისკენ. საღამოთი, მზის ჩასვლამდე უკვე იქ იქნები. კიდევ ერთხელ გირჩევ გაჩერდა უჩჰისარში.

კაბადოკიაზე სამი დღე თავზე გადაგივა, შეიძლება ორდღენახევარიც გეყოს.

ამის შემდეგ უკვე შენი გადასაწყვეტია უკან როგორ დაბრუნდები. შეიძლება კაიზერის გავლით წამოხვიდე ტრაბზონისაკენ, როგორც გწერდი. შეიძლება იგივე გზით როგორც ჩახვედი ანდა უფრო კარგი ვარიანტი მოიფიქრო.

საბოლოო ჯამში, მგონია, რომ ერთი კვირა, მაქსიმუმ 8 დღე თავზე გადაგივა მთელი მგზავრობისათვის, როგორც წერ ყოველგვარი ექსტრიმისა და შორი გადარბენების გარეშე რომ იმგზავრო, ისეთი ტემპით რომ არ გადაიღალო მაქანის მართვისგან და რასაც ნახავ გემო ჩაატანო.

და კიდევ, ვიღაცამ დაწერა ზემოთ და სრულიად სწორად რომ თურქეთში 4X4 მანქანა არაა საჭირო (გარდა სპეციალური შემთხვევებისა). მითუმეტეს კაპადოკიის სანახავად ნებისმიერი მაქანა გამოდგება. მთავარია ცოტა საწვავს ხარჯავდეს.

თბილისში მხოლოდ 11 სექტემბერს დავბრუნდები. თუ რამ კითხვა გაქვს გამოუშვი და გიპასუხებ, ანდა ელისოს დაურეკე (220763). ორჯერ ვიყავით კაბადოკიაში ერთად.

კეთილ მგზავრობას გისურვებთ.

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by meore monadire » 08 სექ 2009, 09:49

ეჰ_დათო მშვენიერი მარშუტი დადე, სიამოვნებოდი ვეცდებოდი წამოსვლას მგარამ ეს შაბათ კვირა დაკავებული მაქვს :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by Naia » 08 სექ 2009, 12:04

Eh_Dato
კეთილი მგზავრობა. ძალიან კარგი მარშრუტი გაქვთ და დარწმუნებული ვარ ძალიან ისიამოვნებთ.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by ARCHILI » 08 სექ 2009, 12:08

Eh_Dato

როგორ ბრძანდები?

:)

ჩემი სტუდენტი როგორაა - თქვენი დისშვილი?

მომიკითხეთ

:)

წარმატებულ მოგზაურობას გისურვებთ.

:)

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by Eh_Dato » 08 სექ 2009, 12:12

გამარჯობა საქართველოს

"ყველaზე მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინო, თურქები მსოფლიოში ყველაზე მატყუარები არიან."

თურქეთში უკვე მეექვსედ მივდივარ და სიმართლე გითხრათ თურქთზე და თურქებზე უფრო მეტად დადებითი ემოციებით დავბრუნებულვარ, ვიდრე უაყოფითით. რა თქმა უნდა იტყუებიან. მაგრამ უნდა ეცადო თავი არ მოატყებინო. უფრო ხშირად გამომდიოდა :D
ვაჭრობაც ძალიან უყვართ - და რატომ უნდა მოაკლო ეს სიამოვნება? :wink:
"ვასტოკ - დელა ტონკოე".
თუ კეთილგანწყობითა და ჰუმორით შეხედავ - უფრო ადვილია ურთიერთობა.

გუშინ გიორგი ბაგრატიონისგან მივიღე ძალიან ფასეული რჩვები და დიდ მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ.
ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღე კარველების 2008 წლის მოგზაურობის ანგარიშიდან.
როცა ჩამოვალ - არც მე დაგიკავებთ რჩევებს. :)

კახა - შენი რჩევები ყოველთვის მეხმარება. კარგი იქნებოდა პირადად მენახე, მაგრამ არაუშავს. ელისოს აუცილებლად ვნახავთ და რჩევებსაც მოვუსმენთ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 სექ 2009, 03:27

Eh_Dato wrote:გამარჯობა საქართველოს

"ყველaზე მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინო, თურქები მსოფლიოში ყველაზე მატყუარები არიან."

თურქეთში უკვე მეექვსედ მივდივარ და სიმართლე გითხრათ თურქთზე და თურქებზე უფრო მეტად დადებითი ემოციებით დავბრუნებულვარ, ვიდრე უაყოფითით. რა თქმა უნდა იტყუებიან. მაგრამ უნდა ეცადო თავი არ მოატყებინო. უფრო ხშირად გამომდიოდა :D
ვაჭრობაც ძალიან უყვართ - და რატომ უნდა მოაკლო ეს სიამოვნება? :wink:
"ვასტოკ - დელა ტონკოე".
თუ კეთილგანწყობითა და ჰუმორით შეხედავ - უფრო ადვილია ურთიერთობა.
ვაჭრობა არ მიგულისხმია, რომელიც, ცხადია, მათი და სა1ოდ, ყველა ისლამური
ქვეყნის კულტურაა და თუ აიწყე, ისიამოვნებ კიდეც.
საქმე ის არის, რომ იმავე ვალუტის დახურდავებისას შეიძლებ ისე მოგატყუონ, ვერც მიხვდე.
იმის განცდა, რომ ვიღაცამ არ გაგაბითუროს, სულ გძაბავს, გღლის.
თურქებს ძნ კგდ ვიცნობ და ისიც ვიცი, რომ მშვენიერი სამეგობრო ხალხია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კიდევ ერთი ჯიპტური თურქეთში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 სექ 2009, 03:28

უჩიშარში ღამისთევა მართლაც კგია.
20-40 დოლარად მღვიმეებში გაათევ, უზრუნველყოფილია ყველაფრით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]