ორბი
კლასი: ფრინველები - AVES
რიგი: შევარდნისნაირნი - Falconiformes
ოჯახი: ქორისებრნი - Acciptridae
გვარი: ორბი - Gyps
სახეობა: Gyps fulvus
ორბი მძორისმჭამელ ფრინველს წარმოადგენს. სიგრძე თავიდან კუდამდე 95-105სმ.-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 245-270 სმ.
იწონის 7-9.5კგ.
მდედრი დიდია მამრზე. სქესთა შორის შეფერილობაში განსხვავება არაა.
გავრცელებულია აფრიკასა და ევრაზიაში. ბინადრობს დაბლობშიც და მთაშიც, სადაც წარმოდგენილია მთა-გორიანი რელიეფი შედარებით მყარი ქანებისგან შექმნილი კლდოვანი ფლატეებით, რომლებსაც ორბი საბუდრად იყენებს.
ბუდეები როგორც წესი ახლოს მდებარეობენ ერთმანეთთან და ზოგჯერ მცირე დაჯგუფებებს წარმოქმნიან.
შეწყვილება იწყება იანვარში, აპრილის დასაწყისში დებს ერთ კვერცხს, რომელსაც ორივე მშობელი აზის მორიგეობით. საინკუბაციო პერიოდი 55 დღე გრძელდება.
იკვებება მკვდარი ცხოველების ლეშით.
მიუხედავად დიდი ზომებიას ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ამის მიზეზი ისაა, რომ აღჭურვილია ბლაგვი ბრჭყალებითა და სუსტი ნისკარტით, რომელითაც შეუძლებელია ცხოველის ტყავის გახევა. ამიტომ მკვდარი ცხოველის ჭამას იწყებს იმ ნაწილიდან, სადაც მისი ტყავი დაზიანებულია.
ცხოვრების ასეთი ნირის გამო წრმოადგენს ბუნების სანიტარს.
ორბი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც VU მოწყვლადი, სპორადულად გავრცელებული სახეობა.
