ჩამოვეით...
იმედი გვქონდა, რომ შუადღისთვის მაინც გამოანათებდა მზე, მაგრამ...
ნიკას GPS რომ არა, ან დათვიჯვარის უღელტეხილიდანვე გამოვბრუნდებოდით, ან სადმე დავიკარგებოდით.
უმეტესად 10-20 მეტრში არ ჩანდა, რა ხდებოდა და მხოლოდ GPS-ის იმედზე ვიყავით.
მარტო ნისლი არ ყოფილა პრობლემა, ერთი-ორჯერ წამოწვიმა.
სუსხიანი ქარი ბოლო 2-3 კილომეტრამდე არ მოგვშორებია.
ზოგჯერ ისეთი ძლიერი იყო, კლდოვან ვიწრო თხემებზე გავლას საშიშს ხდიდა.
სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ამ სიძნელეებისა, წინა გასვლის შედეგი გავაუმჯობესეთ.
10 საათსა და 20 წუთში ყველა მიკროავტობუსთან ვიყავით.
მოლაშქრეთა უმეტესი ნაწილი 9 საათშიც ჩაეტეოდა, უბრალოდ თავიდან ბოლომდე ვცდილობდით მთელი ჯგუფი ერთად ყოფილიყო და ყველაზე ნელა მოსიარულის ტემპით მოვდიოდით.
სამწუხაროა ის, რომ ვერც ხედებით დავტკბით და ვერც ვერანაირი სიამოვნება ვერ მივიღეთ.
რაღაც უაზრო გადარბენას გავდა, ფოტოებიც კი ვერ გადავიღეთ

.
მოკლედ, ძალიან გამიგრძელდა, გათიშული ვარ და შევყევი.
თემას გავხსნი და იქ დავწერთ შთაბეჭდილებებს.