ნიამორის ახალი კონკურსი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by mika » 30 ოქტ 2006, 01:01

niamori
კონკურსის პირობები რომ დააკონკრეტო...როდის ისწება მტავრდება....თემის მოცულობა რამე რუმეებიი კიდევ.............. :lol:
medical student

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by niamori » 03 ნოე 2006, 22:38

ვეცდები საიტი განვაახლო 20 ნოემბრისტვის და ყველა პირობა იქ იქნება დაწერილი. უშუალოდ ამ კონკურსის ხელმძღვანელი იქნება თაკო კიკნაველიძე, პროფესიით ჟურნალისტი, ყოფილი დილის გაზეთელი.

მადლობა ყველას ვინც კონკურსით დაინტერესდა.

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by niamori » 02 დეკ 2006, 12:14

ყურადღება!

თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ჳვ საერთაშორისო ფესტივალი “ნიამორის” ფარგლებში ტარდება


ლიტერატურული კონკურსი “ნიამორი”.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც უკვე შეუსრულდა 16 წელი, უყვარს მთა, მთაში და ექსტრემალურ გარემოში მოგზაურობა და წერა ეხერხება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი და შემდეგ წარმოადგინონ საკონკურსო ნაწარმოებთან ერათად (ნამუშევარი დაბეჭდილი უნდა იყოს სტანდარტულ ვორდ ფაილში, 12-იანი აკადნუსხ შრიფტით).
საკონკურსო ნაწარმოები შეიძლება იყოს მოთხრობა ან დღიურის სახით გაკეთებული ჩანაწერები, რომელიც დაკავშირებულია მთასთან, მთაში და ექსტრემალურ გარემოში მოგზაურობასთან.
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2006 წლის 15 დეკემბრიდან 2007 წლის 25 იანვრის ჩათვლით.
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან 2007 წლის 3 მარტს, ფესტივალ “ნიამორის” დახურვის ცერემონიაზე.

საკონკურსო ნამუშევრები გამოგზავნეთ მისამართზე niamori@niamori.ge
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით tam4@mail.ru ან ტელეფონზე 8 99 27 30 47

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by niamori » 02 დეკ 2006, 12:36

ფოტო-კონკურსი

თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ჳვ საერთაშორისო ფესტივალი “ნიამორის” ფარგლებში ტარდება ტრადიციული ფოტო-კონკურსი “ნიამორი”.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც უკვე შეუსრულდა 16 წელი, უყვარს მთა, მთაში და ექსტრემალურ გარემოში მოგზაურობა და იქ განცდილის ფოტოში ასახვა. აქვე უმორჩილესად გთხოვთ, კონკურსზე სხვისი გადაღებული ფოტოები საკუთრად არ გაასაღოდ. მსგავსი შემთხვევის გამოვლენისას ე.წ. “ავტორს” სამუდამოდ აეკრძალება ფესტივალში მონაწილოება, ხოლო თავად ფაქტის შესახებ დაფიქსირდება ფესტივალის ანალოგიური თემატიკის საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის ინტერნეტ-ფორუმებზე!!!
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი და შემდეგ წარმოადგინონ საკონკურსო ფოტოებთან ერთად (რაოდენობა შეზღუდული არ არის). თითოეული საკონკურსო ფოტოს ზომა უნდა იყოს A5 (15X21).
კონკურსგარეშედ დაიშვება პანორამები, თითო ავტორს შეუძლია ფესტივალს გამოფენაზე გამოიტანოს საკუთარი სახსრებით დაბეჭდილი ასეთი მაქსიმუმ 5 ნამუშევარი.

ფოტოები მიირება ფესტივალის თანაორგანიზატორ “პროფოტოცენტ-ფოტოსამყაროში” (მელიქიშვილის 6) 2006 წლის 15 დეკემბრიდან 2007 წლის 25 იანვრის ჩათვლით. ჟიურის მიერ შერჩეული 40-45 საუკეთესო ნამუშევარი გამოიფინება 2007 წლის 14-18 თებერვალს, ხოლო გამარჯვებულები დასახელდებიან 2007 წლის 3 მარტს, ფესტივალ “ნიამორის” დახურვის ცერემონიაზე.

საკონკურსო ნამუშევრები მიირება მისამართზე: თბილისი, მელიქიშვილის 6, პროფოტოცენტრი.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით niamori@niamori.ge , ან ტელეფონზე 93 21 98

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by niamori » 02 დეკ 2006, 13:04

ფილმების კონკურსი

თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალი “ნიამორის” ფარგლებში ტარდება ტრადიციული კონკურსი, სადაც მონაწილეობა შეუძლია ყველას (კერძო პირს, სტუდიას, ტელეკომპანიას) ვისაც უკვე შეუსრულდა 16 წელი, უყვარს მთა, მთაში და ექსტრემალურ გარემოში მოგზაურობა და იქ გადაღებული მასალის ფილმად შეკვრა.
“ნიამორი”_2007-ის ნომიციებია:
• საუკეთესო ალპინისტური ფილმი (ალპინისტური ექსპედიაცია, ჩანახატი მთამსვლელზე);
• საუკეთესო ექსტრემალური პროექტი (ფილმი გადაღებული სპორტის ექსტრემალურ სახეობაზე – დიშვება, როგორც ზამთრის, ასევე საზაფხულო სპორტის ექსტრემალურ სახეობაზე მომზადებული ფილმები);
• მოგზაურები (ფილმები მომზადებული მაღალმთიანი მოსახლეობაზე, ბუნება, მოგზაურობა – მათ შორის წყალზე და სპელეო მოგზაურობა);
სპეციალური დიპლომები:
• საუკეთესო უცხოური ფილმი;
• საუკეთესო ქართული ფილმი;
• მაყურებლის რჩეული ფილმი;
საკონკურსო ფილმები მიიღება 2006 წლის 15 დეკემბრიდან 2007 წლის 25 იანვრის ჩათვლით. ფილმების ჩვენება მოეწყობა თბილისში, კინოს სახლში, სავარაუდოდ 2007 წლის 25 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით. გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან 2007 წლის 3 მარტს, ფესტივალ “ნიამორის” დახურვის ცერემონიაზე.
ფილმები მიიღება შევსებულ ანკეტებთან ერთად DVD ან Mini-DV ფორმატით.


ყურადღება! ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი გეგმავს არასაკონკურსო ფილმების ჩვენებას. ჩვენ, სურვილი გვაქვს ფართო ეკრანზე კიდევ ერთხელ ვუჩვენოთ ქართველი კინო-დოკუმენტალისტების მიერ გადაღებული ფილმები, რომლებიც მოგვითხრობს ქართული ალპინიზმის განვითარებაზე.

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით niamori@niamori.ge

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by niamori » 02 დეკ 2006, 13:40

სპორტული ნიამორი

თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალი “ნიამორის” ფარგლებში ტარდება ტრადიციული სპორტული შეჯიბრები:

მედია-ტურნირი სამთო-სათხილამურო სპორტში. ამ შეჯიბრებით ოფიციალურად გაიხსნება ფესტივალი “ნიამორი”. მასში მონაწილოების უფლება აქვტ მოქმედ ჟურნალისტებს, პროდუსერებს, ოპერატორებს, ელექტრონული მედიის (მათ შორის ინტერნეტ გვერდების წარმომადგენლებს), პრეს-სამსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებს. ტურნირი გაიმართება 2007 წლის თებერვლის პირველ შაბათ-კვირას (ხელი მხოლოდ ამინდმა შეიძლება შეგვიშალოს, ამ შემთხვევაში ტურნირის ჩატარების თარიღი გადაიწევს).

შეჯიბრი ყინულზე ცოცვაში _ გაიმართება სპორტის ამ სახეობის მოყვარულთა ტრადიციული შეხვედრის ადგილას ატენის ხეობაში, 2007 წლის თებერვლის მეორე შაბათ-კვირას. ტურნირში მონაწილოება შეუძლია ყველას ვინც წრიაპის მორგება იცის... ფესტივალი “ნიამორი” განსაკუთრებულად ეპატიჟება ექსტრემალ-მანდილოსნებს და პროფესიონალ მთამსვლელებსა და მეკლდეურებს.

ამავდროულად, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი ყველა თაობის მოქმედ თუ აქტიური სპორტიდან წასულ მთამსვლელს თხოვს და მოუწოდებს გვერდში დაუდგეს აღნიშნულ შეჯიბრს და ფესტივალს.

ფესტივალი “ნიამორი” თქვენი ფესტივალია!!!

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით niamori@niamori.ge

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by niamori » 02 დეკ 2006, 14:45

ამ მომენტისთვის ბოლო ინფორმაცია!!! ფოტო-კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!!!
სპეციალური ნომინაცია – საუკეთესო მყინვარწვერი, პრიზი ციფრული ფოტოაპარატი დააწესა “ყაზბეგი ჯგუფმა”

2006 წელს ანალოგიური პრიზის მფლობელი რომა ლომიძე გახდა.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by Nika » 03 დეკ 2006, 08:45

წინა კონკურსის ფოტოები ვნახე გამოფენაზე და ძაან მომეწონა. წელს მეც შევიტან რამდენიმე ფოტოს.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by Mao » 03 დეკ 2006, 12:44

Nika

pm ze momtsere ra rogor unda iyos poto tsardgenili. pormati, charcho da a. sh.
together on the top!!

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by Mao » 03 დეკ 2006, 12:57

ne ta potoebi ukan patrontan brundeba?
da ramdenad datsulia saavtoro uplebebi?
together on the top!!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by Gvalva » 03 დეკ 2006, 13:20

Mao

ხო დაწერა?
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი და შემდეგ წარმოადგინონ საკონკურსო ფოტოებთან ერთად (რაოდენობა შეზღუდული არ არის). თითოეული საკონკურსო ფოტოს ზომა უნდა იყოს A5 (15X21).

კონკურსგარეშედ დაიშვება პანორამები, თითო ავტორს შეუძლია ფესტივალს გამოფენაზე გამოიტანოს საკუთარი სახსრებით დაბეჭდილი ასეთი მაქსიმუმ 5 ნამუშევარი.
წინაზე ერთი ფოტო მქონდა გატანილი და დამიბრუნეს... საავტორო უფლებებზე არ ვიცი...

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by niamori » 03 დეკ 2006, 13:38

გამარჯობა! საავტორო უფლებები დაცულია, თუკი, რა თქმა უნდა თქვენს ფირს ან CD-ს სუფთა მეგობრულად ვინმეს არ ათხოვებთ. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა გვქონია - პირველ წელს ფესტივალზე ერთმა ავტორმა გამოიტანა ცნობილი ნაპრალას ფოტო მყინვარწვერის ფონზე და ზუსტად ერთი წლის შემდეგ ეს ფოტო ვიხილე ერთ-ერთ გამოფენაზე. სადაც პიროვნება, რომელიც იმ მომენტისთვის საბერწეს არ იყო აცილებული ჯიუტად აწონედბა გოგონებს თავს, რომ ეს მისი გადაგებული ფოტოა. სამწუხაროდ ფოტოს ჭეშმარიტმა ავტორმა ეს გარემოება "დაიკიდა" და რამდენადაც ვიცი, ჩემი და ამ ავტორის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ ამჯერადაც "კიდია" - ეს ფესტივალის საქმეაო. ჰოდა, არ არის გამორიცხული, რომ მისი, მორიგი მყინვარწვერი, ან სხვა რომელიმე ფოტო, ისევ მისი "ვაი-ავტორის" გოგონების თვალში ქულების დასაწერად სულ უახლოეს დღეებში კიდევ გამოიფინოს. თუმცა, დარწმუნებული ვარ ფოტოებს (რომლებიც ფესტივაკლზე იფინებოდა ყველა იცნობს).
სწორედ ამიტომ ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება!!!

აქვე უმორჩილესად გთხოვთ, კონკურსზე სხვისი გადაღებული ფოტოები საკუთრად არ გაასაღოდ. მსგავსი შემთხვევის გამოვლენისას ე.წ. “ავტორს” სამუდამოდ აეკრძალება ფესტივალში მონაწილოება, ხოლო თავად ფაქტის შესახებ დაფიქსირდება ფესტივალის ანალოგიური თემატიკის საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის ინტერნეტ-ფორუმებზე!!!

საავტორო უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული. ჩვენ ვიბარებთ 15X21 დაბეჭდილ ფოტოებს. ასეთი ზომიდან ა-3 უხარისხოდ იბეჭდება, რაც არ უნდა მხეცმა დიზაინერმა დაამუშაოს (ეტრთხელ დავკარგე ფირები და სასურველი შედეგი ფოტოდან დასკანერებით ვერ მივიღე. ხარვეზებს პროფესიონალი შეამჩნევს). ამას გარდა, თუ შემაჩნებდით, ფესტივალის ყველა ბანერზე მინიშნებულია ავტორის გვარი. და ბოლოს, ჩვენ CD-ზე ჩაწერილ ვერსიას გამოვართმევთ მხოლოდ იმ კონკურსანტებს, რომლებიც დასკვით ეტაპზე გავლენ. რაც შეეხება შემოტანილ 15X21 ზომის ფოტოებს - უკან წაიღებთ თუ არა ესეც თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ მათ უკან ვაბრუნებთ :))) "ნიამროს" პირველ 2 წელს საკუთარი სახსრებით დაბეჭდილი უკვე იმდენი დაუგროვდა, რომ რა უყოს არ იცის :))

მოკლედ, ასეა საქმე და დანარჩენი თქვენ იცით.


User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by Mao » 03 დეკ 2006, 19:11

niamori

MADLOBT!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
together on the top!!

User avatar
iverson
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 14 იან 2006, 19:29
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by iverson » 03 დეკ 2006, 22:31

au me var eqstrasensi!
dRes vifiqre zustad niamorze meTqi netav rodis tardeba da Semovedi aq da hoi saocrebav! - guSin gamoqveynebula informacia! :D

niamori
monawileebma rame unda gadaixadon Tu ufasoa?

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ნიამორის ახალი კონკურსი

Post by gobe » 03 დეკ 2006, 22:37

niamori,
გაიხარე :)
დიდი მადლობა ინფორმაციის ასე კარგად მოწოდებისათვის!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]