5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by navigator » 03 სექ 2009, 17:53

ალო ალო ბალაკლავა, მსურველებო, ერთი კაციც და გავდივართ :D
აცხა ღორებო Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by Tamusia » 03 სექ 2009, 18:58

კარავი ვიშოვეი
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by navigator » 03 სექ 2009, 21:02

საძილე ტომარა ყველას გაქვთ?
აცხა ღორებო Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by Tamusia » 03 სექ 2009, 21:20

navigator

მგონი კი. რა მერე?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by Naia » 03 სექ 2009, 21:49

აბა, კეთილი და საინტერესო მგზავრობა, ხალხ. მანდ რომ ვიყო აუცილებლად წამოვიდოდი ჩემი მანქანით. თან გავიგე ზღვაზე ამინდები გამოვიდაო :)

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by navigator » 03 სექ 2009, 23:31

Tamusia
დავაზუსტე უბრალოდ :)
ერთი ზედმეტი მაქვს მგონი

Naia
მადლობა :)
ამინდები კი გამოვიდა მარა ხალხი არ ჩანს :))))
აცხა ღორებო Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by navigator » 04 სექ 2009, 09:30

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91% ... B%E1%83%98
ბეშუმი, ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი აჭარაში ხულოს რაიონში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ. ზღვის დონიდან 1850-1900 მ, ხულოდან 30 კმ. მდიდარია წიწვიანი ტყეებით. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0°C), ზამთარი ზომიერად რბილი (იანვარში საშუალო ტემპერატურა - 5,0°C). მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. სეზონი - ივნისი-სექტემბერი.
აცხა ღორებო Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by navigator » 04 სექ 2009, 09:30

"ბეშუმი" მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. მდებარეობს ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 1930 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჰაერის გამჭვირვალობა და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, მდიდარი ბუნებრივი გარემო.

კურორტი წელიწადში, დაახლოებით, 7 000 დამსვენებელს იზიდავს. სუფთა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს. კურორტი "ბეშუმი" მხოლოდ ზაფხულობით ფუნქციონირებს. ზამთარში სეზონი დაკეტილია, რადგან წელიწადის ამ დროს გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე თოვლის საფარის სიმაღლე, დაახლოვებით, 5-6 მეტრს აღწევს.

ტურიზმის მხრივ ძირითადად განვითარებულია კერძო სექტორი, მაგრამ არის კოტეჯები და სანატორიუმი, რომლებიც პროფკავშირების და ქონების მართვის სააგენტოს საკუთრებას წარმოადგენს. სანატორიუმი 370 კაცისათვისაა განსაზღვრული. დამსვენებელთათვის არის სამჯერადი კვება.სანატორიუმში დასვენება 1 დღე-ღამე 7 დან 20 ლარამდე დაგიჯდებათ, კვებით.დამსვენებლები კერძო სექტორსაც ხშირად სტუმრობენ. აქ ერთი ოთახი 15 დღით, დაახლოვებით, 50 ლარამდე ღირს.კურორტზე არის კინო-თეატრი.

7 აგვისტო განსაკუთრებით გამორჩეულია კურორტ ბეშუმის დამსვენებელთათვის, რადგან ყოველ წელს, ტრადიციულად, შუამთობის სახალხო დღესასწაული იმართება. ამ დღეს უამრავი ადამიანი იყრის თავს კურორტზე.ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ხალხური შემოქმედების ჩვენება, დოღი, ჭიდაობა და სახალხო სეირნობა იმართება.
აცხა ღორებო Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by navigator » 04 სექ 2009, 09:32

http://ubralo-d.blogspot.com/2009/08/blog-post.html

ბეშუმში– ყველა სახის მნიშვნელოვანი ობიექტი აღმოვაჩინეთ – აფთიაქი, ბაზრობა,სუპერმარკეტი,ლუდის ბარი – თქვენ წარმოიდგინეთ ქსელური თამაშებიც კი იყო :) მოკლედ ჩემი მოლოდინი , რომ რაც შეიძლება ნაკლები ცივილიზახციური ელემენტი იქნებოდა არ გამართლდა.




მოკლედ მინდა რამდენიმე რჩევა მივცე მას ვინც გადაწყვეტს ამ კურორტის მონახულებას დასვენების მიზნით.
კვება

* არ ღირს მთაში სხვისი კვების იმედზე ყოფნა– ჯერ ეს ერთიც ჩვეულებრივზე მეტად გშივდება, მეორეც საქმე დიდი არაფერია და ჯგუფური საჭმლის კეთებამაც შეიძლება გაგახალისოთ, მესამეც იქვე ისეთი მადისაღმძვრელი ხორცის ნაჭრები და ათასგვარი პროდუქტი იყიდება რომ წყალწყალა სუფის ჭამა –შეურაცჰმყოფელია :) ბოლოსდაბოლოს სადმე ბარში შეხვალ და აჭარულ ლუდთან ერთად რამე იქაურ საჭმელს –მაგა;ლითად ერბოში შემწვარ ყველს დააგემოვნებ.

ტრანსპორტი

* უმჯობესი იქნება საკუთარი სატრანსპორტი საშუალებით წასვლა . იქვე შორიახლოს მოსანახულებელია რამდენიმე საინტერესო ადგილი – მაგალითად მწვანე ტბა ( სადაც წასვლა 60 ლარი დაგვიფასეს). მოკლედ რათქმაუნდა ბევრად კომფორტულად იგრძნობთ თავს საკუთარი მანქანით.

ტანსაცმელი

* აუცილებელია ბევრი თბილი ტანსაცმელი– ასევე ბოტები ან მსგავსი წყალგამძლე ფეხსაცმელი , საწვიმარი.

საცხოვრებელი ადგილი

* უმჯობესია ხის ახლადასენებული კოტეჯი . ძველებში ცივა და არც პირობებია ნორმალური.

თუ როდესმე კიდევ გადავწყვეტ ბეშუმში წასვლას – აუცილებლად გავითვალისწინებ ამ ფაქტორებს. სამწუხაროდ წელს მხოლოდ სამი დღე შევძელით იქ დასვენება – პირობების, სიცივის და კვების გამო– მალევე გამოვიქეცით :)
აცხა ღორებო Image


User avatar
ubralod
ბოდიალა
Posts: 175
Joined: 12 ოქტ 2005, 22:44
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by ubralod » 04 სექ 2009, 12:33

მეთქი კარავიდან რა პონტში შემოვიდნენ ჩემს ბლოგზე : ))

8) :lol:


navigator
ეგ ყველაფერი მაინც უფრო ხანგრძლივ დასვენებას ეხება, თქვენ კი 1 დღით აპირებთ ასვლას და ასე რომ დიდად გასათვალისწინებელი არ არის : ))

ბეშუმში რომ ვაპირებდი წასვლას - ვერსად ვიპოვე სასარგებლო იმფორმაცია - სწორედ ამიტომაც დავპოსტე ბლოგზე.

სიამოვნებით წამოვიდოდი კიდევ ერთხელ :oops:
მეგობარი ვარ გზის!

http://www.ubralod.ge

http://www.scandinavia.ge

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by navigator » 04 სექ 2009, 12:56

ubralod
ეჰ, მგონი ჩაიშალა :(
აცხა ღორებო Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by navigator » 04 სექ 2009, 12:57

არავის არ უნდა წამოსვლა ...
აცხა ღორებო Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by navigator » 04 სექ 2009, 19:08

საკითხი კვლავ აქტუალურია, არიან მსურველები?
აცხა ღორებო Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
5,6,7 სექტემბერი, მთიანი აჭარა და შავი ზღვისპირეთი

Post by Mta Mkvarebia » 06 სექ 2009, 01:13

ვერ გავიგე, წახვედით თუ არა? :roll:

თუ გადადეთ, იქნებ მეც წამოგყვეთ მერე. ძალიან მხიბლავს ეს მარშრუტი, მაგრამ თვის ბოლო შაბათ-კვირამდე არ მცალია :oops: , მაგრამ მერე ძალიან ეციება იქით არა? :(
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]