უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
Post
by pataputina » 01 ივლ 2009, 12:58
ისააა
ტაო კლარჯეთში ნამყოფებთან შეკითხვა მაქვს
კარავის გაშლა შეიძლება ტაოში?
თუ პრობლემა იქნება??

-
anano
- იეტი
- Posts: 1620
- Joined: 10 მარ 2006, 03:23
- Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
-
Contact:
Post
by anano » 01 ივლ 2009, 13:38
pataputina wrote:ისააა
ტაო კლარჯეთში ნამყოფებთან შეკითხვა მაქვს
კარავის გაშლა შეიძლება ტაოში?
თუ პრობლემა იქნება??

მაგ საკითხით მეც დავინტერესდიმ, იქ ყოფნის პერიოდში და არ შეიძლებაო....

"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"
-
pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
Post
by pataputina » 01 ივლ 2009, 13:53
anano
ცუდია.......

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 01 ივლ 2009, 14:02
pataputina
კარავის გაშლა შეიძლება ტაოში?
თუ პრობლემა იქნება??
ადგილებს გააჩნია. ქართულ სოფლებში არ შეგექმნება პრობლემა და სხვაგან რა გითხრა.
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 ივლ 2009, 02:42
ბარემ აქაც დავწერ, რომ ტაო-კლარჯეთში საგანგებოდ გამოყოფილი საკარვე ადგილები არ არის,
რაც იმას ნიშნავს, რომ კარვების გაშლის ნებას არ იძლევა.
თურქეთის სხვა ისტორიულ ადგილებში კარვები მხოლოდ საგანგებოდ გამპყოფილ ადგილებშია გაშლილი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
Post
by pataputina » 02 ივლ 2009, 12:24
მადლობა ინფორმაციისთვის
მომიწევს უკარვოდ წასვლა
ანუჰხთ

-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 ივლ 2009, 01:13
ყოველი წლის მარიამობისთვეს, თვის მე2 შაბათ-კვირას სოფელ იმერხევში დიდი
ქართული შეკრება-ფესტივალი ეწყობა, ხოლმე.
მთელი ტაო-კლარჯეთის ქართველობა აქ იყრის თავს.
დიდი სიამოვნება იქნებოდა აქ მოხვედრა და ძველ ქართულ მარგალიტებთან ზიარება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
Domeniko
- ბოდიალა
- Posts: 222
- Joined: 12 ივნ 2006, 10:40
Post
by Domeniko » 26 აგვ 2009, 10:24
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:1. ქვეყანა, ქალაქი, რეგიონი:
თურქეთი, ოლთუ (ოლთისი), იუსუფელი (ახალთა),
არდანუჯი (არტანუჯი) და სხვაც, ტაო და კლარჯეთი
გამარჯობა
ტაოში მინდა წასვლა, და იქნებ მიმასწავლო რომელ ქალაქში სად შეიძლება გაჩერება? სასტუმროები მაინტერესებს, სად რა ფასია და რა პორობები.
მადლობა
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 26 აგვ 2009, 11:18
Domeniko
ამ კითხვაზეც გიპასუხებ, მაგრამ ასეთი კითხვებისთვის, სპეციალური განყოფილებაა "კარავზე" გახსნილი, "რჩევები" ჰქვია

და იქ გახსენი ხოლმე ახალი თემა. აი ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewforum.php?f=5
ჩვენ ტურით წავედით, სადაც ფიქსირებული გადასახადი გადავიხადეთ, ანგარიშსწორება სასტუმროში მეგზურმა გააკეთა, ამიტომ ფასებზე ვერაფერს გეტყვი., გაჩერებით კი პარხლის ხეობაში "რივერ ჰოტელ"-ში გავჩერდით, სადაც ქართველი ტურისტების უმრავლესობა ჩერდება, მეპატრონეც ქართველია წარმოშობით. უსუფულში კი სასტუმრო "კაჩკარ"-ში გავჩერდით.
-
Domeniko
- ბოდიალა
- Posts: 222
- Joined: 12 ივნ 2006, 10:40
Post
by Domeniko » 26 აგვ 2009, 17:45
Mta Mkvarebia wrote:Domeniko
ამ კითხვაზეც გიპასუხებ, მაგრამ ასეთი კითხვებისთვის, სპეციალური განყოფილებაა "კარავზე" გახსნილი, "რჩევები" ჰქვია

და იქ გახსენი ხოლმე ახალი თემა. აი ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewforum.php?f=5
გაიხარე, მადლობა

ეგრე ვიზამ
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აპრ 2010, 01:30
ეს შარშანდელი გასვლა იყო.
წელს ისევ წავტაოკლარჯეთეთ.
ძნ მენატრება იქაურობა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 24 აპრ 2010, 01:45
Mta Mkvarebia
"რივერ ჰოტელ"-ში გავჩერდით, სადაც ქართველი ტურისტების უმრავლესობა ჩერდება, მეპატრონეც ქართველია წარმოშობით.
ვინაა ქართველი - ოსმანა? გადაშენდა მაგის წუწკი და აფერისტი თავი იქით - თურქია!
მანდ ქართველი მეწილე ჰყავს, როგორც მე ვიცი.
-
nodarsho
- ბილიკზე მოარული
- Posts: 57
- Joined: 24 სექ 2009, 22:17
Post
by nodarsho » 24 აპრ 2010, 06:31
გამარჯობა საქართველო>წერდა ტაო-კლარჯეთში ყოველწლიურად არსებული
ე.წ. ფესტივალების შესახებ. მე, პირადად 2 წლის განმავლობაში, როგორც ეთნოგრაფიული და ლინგვისტური ექსპედიციების მონაწილე 5 მათგანზე ვყოფილვარ. ასევე ამ ექსპედიციების წევრები არიან ჩვენი კარველები:თამარი-ხევი და იმერხევლი. გვაქვს ბევრი საინტერესო ეთნოგრაფიული და ლინგვისტური მასალა, ინფორმაცია, ფოტოები... შეიქმნა სტატიები ეთნოლინგვისტიკის სფეროებში, გაიმართა კონფერენციები. იმერხევი-ასეთი სოფელი არ არსებობს,-ესაა შავშეთის კუთხე. აქ, მთაში არის ადგილი, რომელსაც სათავეს ეძახიან. მთის თხემზე, წყალგამყოფზე. აქ იკრიბება სოფლებიდან: დიობანი, უბე, ქოქლიეთი, წყალსიმერი, შოლტისხევი, ბზათა, ივეთი, იფხრევლი, სურევანი, ფარნუხი და ბევრ სხვ. ქართველი მოსახლეობა ღამისთევით, კარვებით...ფაქტობრივად ეს არის ტრადიციული მარიამობა, რომელსაც არსი და ფორმა დაკარგული აქვს და ხელისუფლების მიერ ერთგვარი ოფიციალური სახალხო ფესტივალის სახე აქვს მიცემული. სოფ. ბაძგირეთში (ესეც იმერხევია) სახელიც კიშემორჩენილი აქვს,-"მარიობა". ართვინში კავკასურ ფესტივალს უწოდებენ. პარხალის "ფესტივალი" (პარხლის ხეობა უკვე ტაოა) გასაოცარია ბუღების ჭიდილით! (კორიდის ქართული სახესხვაობა! ). მაგრამ ყველაზე საოცარი მაინც იყი თვითოეულ სოფელში ყოფნა , ცხოვრება გაოცებულ "გურჯებში"!...
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 27 აპრ 2010, 13:56
nodarsho
სწორედ იმერხევის სოფელ ბაძგირეთიდან არიან ძმები შენოლ და ენოლ მჭედლიძეები წლევანდელი მოგზაურობისას ართვინში რომ გავიცანით და ღამის 1 საათამდე, იმ სიცივეში 4 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით მათში შემორჩენილ ადათ-წესებზე, ძველ ქართულ სიტყვებზე მათთვის ასე მონატრებული ქართული ენით. სწორედ
მარიობაზე დაგვპატიჟეს აგვისტოში თავიანთ სოფელში

...