კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 21 აგვ 2009, 23:17

КГБ убил патриарха Алексия II ?
возможно, наши спецслужбы организовали смерть Алексия II.
из-за того, что он выступал за целостность православной церкви Грузии,
против отделения церквей Абхазии и Южной Осетии,
несмотря на указания кремля.

http://www.apsny.ge/2009/pol/1250912538.php
Станислав Садальский: Патриарха Алексия убили
21.08.2009 20:42
Известный российский актер Станислав Садальский утверждает, что Патриарха Московского и Всея Руси Алексия убили.
«Знакомые попы, милиция мне рассказали, что Патриарха нашли с пробитой в трех местах головой, что взор его был устремлен на дверь. Бью во все колокола – никто меня будто не слышит. Многие попы, люди подневольные, стали бояться публично со мной общаться – служба безопасности нынешнего Патриарха отслеживает их контакты», - заявил Садальский в интервью «Собеседнику».
По словам Садальского недавно дьякон Кураев первым признал в блоге, что Патриархия «постеснялась сказать неблаговидную правду об обстоятельствах кончины Алексия Второго».
Актер обратился к дьякону через газету «Собеседник», дабы тот разъяснил людям, что это за правда. «Каким образом в голове Святейшего образовалось три дырки? Почему во время похорон лицо Алексия было закрыто? Вранье, что по православной традиции. Когда провожали Патриарха Тихона, ничего не прятали. Может, потому, что нечего было скрывать?», - заявил Садальский.

http://zavtra.ru/cgi//veil//data/zavtra/08/786/12.html


Как сообщили инсайдерские источники, скоропостижная смерть Патриарха Московского и всея Руси Алексия II, возможно, не случайно совпала по времени с обнародованием результатов генетической экспертизы по идентификации останков Николая II, проводившейся в одном из военно-медицинских центров Пентагона. Якобы именно поэтому первоначально появившуюся информацию о некоем ДТП с участием автомобиля, в котором Патриарх вечером 4 декабря возвращался в Переделкино, быстро заблокировали, попросив журналистов не распространять данную версию, и впоследствии официально опровергли. Точно так же была отодвинута на второй план версия о тяжелой и продолжительной болезни Алексия II. Как известно, накануне предстоятель Русской Православной Церкви, неоднократно выражавший недоверие к подлинности останков, отслужил литургию в Успенском соборе Московского Кремля и молебен в Донском монастыре, чувствовал себя превосходно, и на 5 декабря было запланировано его участие в Русском народном соборе…...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 აგვ 2009, 03:15

ბაღაფში ძნ გაბრაზებულია ქართველ სამართალდამცავთა მიერ აფხაზეთში შესატანი საწვავით დატვირთული
გემის დაპატიმრებით და იმუქრება, საქართველოს წინააღმდეგ
პროპორციულ ზომებს გავატარებთო.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბაღაფში რუსეთის ზურგით დაიმედდა

როგორც ცნობლია, თურქეთიდან აფხაზეთში უკანონოდ სისტემატურად დადიან დატვირთულო გემები.
დღემდე მიკვირს, რით ვერ მიაღწია საქართველოს მთავრობამ ამის სამართლებრივი უზრუნველყოფა?
გაატარონ გემები, ოღონდ, საბაჟო ფორმალობების დაცვით.
arcivi9 wrote:აღარა აქვთ რუსებს ჰესი ციმბირში! :lol:
Tamari-ch. wrote:ეგ ერთი და სხვა მრავალი
ხან და ხან მაკვირვებს ხოლმე ასეთი სიხარული თუ სურვილები.
რა გახარებთ, ხალხო, რის სიმრავლეს ნატრობთ?
სად არის ასე ცნობილი ქართული ჰუმანიზმი?

სხვისი უბეურება არ არის საქართველოს ქომაგობა.
რუსეთი ჰესის დაზიანებით დიდად არ დაზარალდება,
ჩვენ კიდევ ამასობაში, ჩვენი საკეთებელი მიღმა დაგვრჩება ან მუდამ
ისეთ ვითარებაში ვიქნებით, ჩხუბის შემდეგ რომ იქნევენ მუშტებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by QEBURIUS » 22 აგვ 2009, 10:35

GAMARJOBA SAKARTVELO wrote: ხან და ხან მაკვირვებს ხოლმე ასეთი სიხარული თუ სურვილები.
რა გახარებთ, ხალხო, რის სიმრავლეს ნატრობთ?
სად არის ასე ცნობილი ქართული ჰუმანიზმი?

სხვისი უბეურება არ არის საქართველოს ქომაგობა.
რუსეთი ჰესის დაზიანებით დიდად არ დაზარალდება,
ჩვენ კიდევ ამასობაში, ჩვენი საკეთებელი მიღმა დაგვრჩება ან მუდამ
ისეთ ვითარებაში ვიქნებით, ჩხუბის შემდეგ რომ იქნევენ მუშტებს
გილოცავ ბრიგადირ ბრიყვულ "ქართულ" შოვინიზმთან შეხვედრას..... რა გაგიკვირა შე კაცო პირველად ნახე თუ....
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 22 აგვ 2009, 12:38

ქართულმა ჰუმანიზმა დაგვღუპა....
ყველა შევიფარეთ -
ყველა მივიღეთ -
ჰოდა ახლა სტუმარი მასპინძლად იქცა
და სახლიდან გვაგდებს.

ჯაყოსთან ჰუმანიზმი დიიიდი ჰუმანიზმია
ასე გააგრძელეთ.
:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 22 აგვ 2009, 12:52

ჯოშუა ფოსტი

ომი საქართველოს ომის გარშემო დასასრულისგან შორსაა


დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი მისი პატარა სამხრეთელი მეზობლის, საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. ის, თუ რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი სერიოზული დავის საგანია: მხარეები ღვარძლით განიხილავენ იმ საკითხს, თუ ვინ დაიწყო სინამდვილეში კონფლიქტი და ასეთივე ღვარძლით ერთმანეთს აგენტობასა და პრესის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

ამ დაუსრულებელ დავაში, მართლაც საინტერესოა მედიის როლი. ორი აჯაყებული რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი, რომლებიც საქართველო-რუსეთის დავის ცენტრალურ თემას წარმოადგენენ, მათი საჯარო იმიჯის წარმოდგენისთვის თვეში 30 000 დოლარს კომპანია Saylor-ს უხდიან - ლოს-ანჯელესში ბაზირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმას, რომლის დამფუძნებელი Los Angeles Times-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი მარკ სეილორია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ჩამოდის ამერიკული გაზეთების წამყვანი გვერდებიდან, სადაც ის ბაქიაობს, თუ როგორი დიდებულია მისი ქვეყანა და ის რუსული აგრესიის როგორი უდანაშაულო მსხვერპლია.

პრეზიდენტ სააკაშვილს ამ მხრივ სერიოზული მხარდაჭერა აქვს. Forbes-ის მელიკ კაილანი, რომელიც ერთხელ ტრაბახობდა, თუ როგორ მოცალეობდა ის ბატონ სააკაშვილთან ერთად გრინვიჩში მისი მდიდარი მეგობრის ვილაზე და საქართველოს პრეზიდენტის არაოფიციალური მედია-მრჩეველი გახდა. სწორედ მან ურჩია სააკაშვილს წინასწარ მიეღო ზომები ამერიკულ მედიაში რუსეთის წინააღმდეგ.

კაილანის რჩევა უკიდურესად აპოკალიპტურ ტერმინებში შეიფუთა, რუსეთი ახალ საბჭოთა კავშირად წარმოჩინდა. ნაწილობრივ, ეს რუსეთის ბრალია: უკეთეს შემთხვევაში, მათ არ ესმით ამერიკაში კარგად რა მუშაობს (ან ეს უბრალოდ არ ანაღვლებთ). მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განათლება კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო და არ უჭირს ამერიკელი რეპორტიორების მოხიბვლა. ასე მოხდა, როდესაც საქართველოს მთავრობამ შესძლო Associated Press-ის რეპორტიორის იმაში დარწმუნება, რომ მას “ხომ, გამოგიჭირე!” ეთამაშა სამხრეთ-ოსეთის ადამიანის უფლებების დამცველთან და კამერის წინ ის რუსეთის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობაში დაედანაშაულებინა.

საქართველომ მისი კამპანია ინგლისურენოვან ვებ-გვერდებზეც გაააქტიურა. მაგალითად, GeorgiaUpdate.gov.ge დასავლურ აუდიტორიას მოვლენებზე საქართველოს ხელისუფლების თვალსაზრისს აწვდის. საქართველოს მთავრობას ხელი ჰოლივუდზეც მიუწვდა: ჯოშუა კუცერა, თავისუფალი ჟურნალისტი, რომელიც რეგიონში მოგზაურობდა, ახლახანს წერდა, თუ როგორ ცდილობდა თბილისი კინო-დოკუმენტალისტების გადმობირებას, რომ მათ აგვისტოს ომში საქართველოს როლი პოზიტიურად წარმოეჩინათ.

თავად კუცერა მსგავსი ნარატივის შექმნისთვის რუსული ძალისხმევის სამიზნე იყო. შარშან მან The Atlantic-ში გვიამბო, თუ როგორ ცდილობდა მამაკაცი სახელად ვლადიმერი მის მოსყიდვას, რათა რუსეთზე პოზიტიური ამბავი მოეთხრო. მას სასწრაფოდ ეწვივნენ გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც მისი კავშირებით ძალიან ჩანდნენ დაინტერესებულები.

თავის მხრივ, რუსეთს გარე სამყაროსთვის საკუთარი ისტორიის მიწოდების მხრივ ნაკლებად უმართლებს. ჯერ ერთი, მისი ინგლისურენოვანი საინფორმაციო ვებ-გვერდები დიდწილად პათეტიკურია. მაგალითად “რია ნოვოსტი” მისი რუსული ამბების ინგლისურენოვან ვერსიებს ყოველთვის არ აქვეყნებს. რუსეთის წამყვანი ფიგურების თვალსაზრისს ამერიკულ გაზეთებში იშვიათად თუ წააწყდები, მაგრამ როგორც სჩანს ეს დიდად არც ანაღვლებთ: ვიდრე, საქართველომ ე.წ. სამოქალაქო პროპაგანდისტთა კულტივაციის პოლიტიკა აითვისა, რუსეთს მიახლოებულადაც კი არ უზრუნია დასავლეთისთვის საკუთარი პოზიციის მიწოდებაზე. არსებობს ამ საკითხისადმი მიძღვნილი ბლოგი, თუმცა არც ერთ საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკისადმი თავის კრიტიკულ აზრს ინსტიქტურად გამოსთქვამს, როგორც სჩანს ამას დიდ ყურადღებას არც აქცევს.

ამგვარად, ვიდრე ომის ისტორია რთულია - რუსეთმა საქართველოს პასუხის პროვოცირება მოახდინა, საქართველომ პროვოკაციას უპასუხა, რაზეც რუსეთის პასუხს არანაირი გამართლება არა აქვს - მორალურად აშშ-ში წამყვანი აზრი ის არის, რომ საქართველო ექსპანსიონისტი რუსეთის უდანაშაულო მსხვერპლია. The New York Times-მა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა და ომის მონაწილე ორივე მხარეს თავის გვერდები დაუთმო. კრის ჩივერსი თავის სპეციფიკურად გრძელ პუბლიკაციებში ხსნიდა თუ როგორ ამართლებდნენ მხარეები თავიანთ ქმედებებს, მაგრამ როგორც სჩანს მოვლენის დაბალანსებული გაშუქება აქ სრულდება.

Times-ის ფარგლებშიც კი რედაქტორები ვერ ხედავენ წინააღმდეგობას საქართველოს მთავრობის მიერ მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე გამოქვეყნებულ ცნობებსა და იმ სარედაქციო წერილებს შორის, რომლებსაც შემდეგ თავად წერენ: თუ როგორ უბიძგეს პრეზიდენტმა ბუშმა და რუსებმა პრეზიდენტ სააკაშვილს ომისკენ, რომელშიც ის ვერ გაიმარჯვებდა. მოვლენების ამგვარი გაშუქება მთლიანობაში ძალიან არათანმიმდევრულია.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეტა-ომი საქართველო-რუსეთის ომის გამო დასრულებულია. უნდა ითქვას, რომ საქართველო ინგლისურენოვან პრესაში დიდი უპირატესობით სარგებლობს (რუსულში, საპირისპირო მდგომარეობა აქვს). ჩვენ კვლავ გვყავს კონსერვატორები, რომლებიც უგულო რუსულ აგრესიას გმობენ. არსებობს აქა-იქ მიმობნეული ისტორიებიც, რომ რუსეთი სინამდვილეში არ არის კავკასიის ყველა უბედურების სათავე, მაგრამ ასეთ ისტორიებს ამერიკულ ომებზე ცნობები ფარავს. არსებობს რუსული სააგენტოები, რომლებიც ცდილობენ საკუთარ პოზიციას სიტყვა შეაწიონ, მაგრამ აბა სად იპოვი ისეთ ენერგიულ ამერიკელს, რომელიც მოსკოვის საინფორმაციო გვერდების მიერ ამ თემაზე მოთხრობილ სიმართლეს დაუჯერებს? იმავდროულად ამ კონფლიქტში წამყვანი გვერდები უცნაურად დუმან საქართველოს პერსონალურ როლსა და იმ ქედმაღლობაზე, რომლითაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამერიკა თავით გადაეშვებოდა მის დასახმარებლად, როდესაც რუსეთმა ცხინვალზე მის შეტევას უპასუხა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ომი საქართველოს ომის გამო დასრულებისგან შორსაა. შარშანდელი ომის შემდეგ, მილიარდი დოლარის დახმარების მიღების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა დარწმუნებული არ არის ამერიკის მხარდაჭერაში და ამგვარად, პრო-ქართული გულმხურვალე მხარდაჭერის კვალდაკვალ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ რუსეთი არ გადაწყვეტსს, რომ საპასუხო დარტყმის დრო დადგა.


:idea: :idea: :idea: :idea: :idea:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 22 აგვ 2009, 13:10

პრო-ქართული გულმხურვალე მხარდაჭერის კვალდაკვალ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ რუსეთი არ გადაწყვეტსს, რომ საპასუხო დარტყმის დრო დადგა.
იმედია არ დადგება ეს დრო.
:roll:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 22 აგვ 2009, 16:43

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ბაღაფში ძნ გაბრაზებულია ქართველ სამართალდამცავთა მიერ აფხაზეთში შესატანი საწვავით დატვირთული
გემის დაპატიმრებით და იმუქრება, საქართველოს წინააღმდეგ
პროპორციულ ზომებს გავატარებთო.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბაღაფში რუსეთის ზურგით დაიმედდა

როგორც ცნობლია, თურქეთიდან აფხაზეთში უკანონოდ სისტემატურად დადიან დატვირთულო გემები.
დღემდე მიკვირს, რით ვერ მიაღწია საქართველოს მთავრობამ ამის სამართლებრივი უზრუნველყოფა?
გაატარონ გემები, ოღონდ, საბაჟო ფორმალობების დაცვით.
arcivi9 wrote:აღარა აქვთ რუსებს ჰესი ციმბირში! :lol:
Tamari-ch. wrote:ეგ ერთი და სხვა მრავალი
ხან და ხან მაკვირვებს ხოლმე ასეთი სიხარული თუ სურვილები.
რა გახარებთ, ხალხო, რის სიმრავლეს ნატრობთ?
სად არის ასე ცნობილი ქართული ჰუმანიზმი?

სხვისი უბეურება არ არის საქართველოს ქომაგობა.
რუსეთი ჰესის დაზიანებით დიდად არ დაზარალდება,
ჩვენ კიდევ ამასობაში, ჩვენი საკეთებელი მიღმა დაგვრჩება ან მუდამ
ისეთ ვითარებაში ვიქნებით, ჩხუბის შემდეგ რომ იქნევენ მუშტებს
როცა საქმე ღორთან გაქვს ის ტყვია გჭირდება
ჰუმანიზმი ზედმეტი ბარგია


"ქართული ჰუმანიზმი" კი უბრალოდ მითია
გაიხსენე მხედრიონი რას აკეთებდა
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 22 აგვ 2009, 16:50

იყო ტყვია უკვე შარშან და ბომბებიც.

სამწუხაროდ დღეს ისე დგას საკითხი, რომ გვიხარია რუსეთის ყველა მარცხი
და
ყველაფერი რაც მას ეკონომიურად დაასუსტებს.

მაძღარი რუსეთი საშიშია -
ის აგრესიაზე გადმოდის
და მათი აგრესიის პირველი მიზანი ჩვენ ვართ.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 22 აგვ 2009, 17:01

Tamari-ch. wrote:იყო ტყვია უკვე შარშან და ბომბებიც.

სამწუხაროდ დღეს ისე დგას საკითხი, რომ გვიხარია რუსეთის ყველა მარცხი
და
ყველაფერი რაც მას ეკონომიურად დაასუსტებს.

მაძღარი რუსეთი საშიშია -
ის აგრესიაზე გადმოდის
და მათი აგრესიის პირველი მიზანი ჩვენ ვართ.
ისე მაძღარი რუსეთი ბუნებაში არ არსებობს
რუსი მარადიულად მშიერი და ბოგანოა, ეს მისი ბიოლოგიური თვისებაა
აი როცა დროდადრო გაუჭირდება მერე იწყებს მათხოვრობას:
Image
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას


GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 აგვ 2009, 23:21

Tamari-ch.
arcivi9
დაიოკეთ სხვისი უბედურებით გამოწვეული სიხარული.
თუნდაც, ეს რუსეთის იყოს.
თუ საქართველოს ასეთი გულშემატკივრები ხართ, სხვანაირად უქომაგეთ, რა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 22 აგვ 2009, 23:33

GAMARJOBA SAKARTVELO
თუნდაც რუსეთი კი არა -
მხოლოდ რუსეთის ეკონომიკის ნგრევა გამიხარდება
თუ გამიხარდება.
დანარჩენები - ყველანი კარგად იყვნენ.
სამწუხაროდ დღეს ასეთია რეალობა.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 23 აგვ 2009, 00:18

რუსეთის კავკასიური კვანძი

ედუარდ შტაინერი



მოსკოვი - ”ამ საქმის ყველაზე კარგ მცოდნეებსაც კი უჭირთ რუსეთის ჩრდილო-კავკასიის დახლართულ სიტუაციაში გარკვევა. ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთ სხვა წერტილში მიახლოებითაც კი ასეთი ფეთქებადსაშიში სიტუაცია არ არის, არც ერთ სხვა ადგილას ამდენი შეიარაღებული შეტაკება არ ხდება და ამდენი სისხლი არ იღვრება. ჩრდილო-კავკასიის კვანძი მყარადაა შეკრული” - მიაჩნია ალექსეი მალაშენკოს, მოსკოვის ”კარნეგი ცენტრი”-ს სპეციალისტს რეგიონალურ საკითხებში. “სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ამ კვანძის გახსნა შეუძლებელია” - აღნიშნავს ექსპერტი - “ახლა იმის თქმაც კი შეუძლებელია იქ ვინ ვის კლავს, და ვინ ვის აფეთქებს”

ბოლო დროს დღე არ გავა ისე, რომ ამ რეგიონის მრავალრიცხოვანი რესპუბლიკიდან ერთ-ერთში მაინც მკვლელობა არ მოხდეს. ასე მაგალითად, ტერორისტმა-თვითმკვლელმა ინგუშეთში, ქალაქ ნაზრანში, შინაგან საქმეთა სამმართველოს ეზოში სატვირთო მანქანა ააფეთქა. 21 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაიჭრა. კვირას, მეზობელ ჩეჩნეთში, სადაც თითქმის ბოლო ორი წელია შედარებითი სიმშვიდეა და ხალხი აღდგენით სამუშაობებს ატარებს, მებრძოლებმა ექვსი მილიციელი დაჭრეს, ორშაბათს კი რუსულენოვანი ოჯახის ხუთივე წევრი მოკლეს. კვირის დასაწყისში, ასეთივე შფოთიან რესპუბლიკაში, დაღესტანში ორი თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც ერთი მილიციელი დაიღუპა, დანარჩენი ათი დაიჭრა. ასევე დაიჭრა ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

“კავკასია დუღს”

ასეთია ნახევარი კვირის შედეგები, რომელიც ფაქტობრივად ძალადობის ახალ ტალღაზე მიუთითებს. წლის შედეგი გამოფხიზლების საფუძველს იძლევა. მაგალითად, მხოლოდ დაღესტანში - რუსეთის შემადგენლობაში მყოფ დიდ კავკასიურ რესპუბლიკაში, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს - ამ წლის დასაწყისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მილიციის პოსტებზე 128 თავდასხმა და სამი ტერორისტული აქტი მოხდა. იმავდროულად მოკლულია 39 მილიციელი, სპეცსამსახურების ოთხი თანამშრომელი, ერთი პროკურორი, ათი სამხედრო მოსამსახურე და 12 სამოქალაქო პირი.

“კავკასია დუღს” - აღნიშნავს სერგეი მარკელოვი რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტიდან - “ის დუღს არა გარე საიდუმლო ძალების მოქმედების, არამედ შიდა წინააღმდეგობების გამო. იქ არის სისხლის აღების წესი, კრიმინალური გარჩევები, ბრძოლა ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლებს შორის.”

ოფიციალური მოსკოვი და ადგილზე მისი ლოიალური წარმომადგენლები ამ რეგიონში ახლა სულ უფრო ხშირად საუბრობენ - როგორც ეს ჩეჩნეთში მეორე “ანტი-ტერორისტული ოპერაციის” დროს იყო, რომელიც ათი წლის შემდეგ ოფიციალურად ამ წლის აპრილში დასრულდა - “საიდუმლო გარე ძალებზე,” უფრო ზუსტად დაქირავებულ ისლამისტებზე, რომლებიც დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის დესტაბილიზაციას ცდილობენ.”

დანგრეული ეკონომიკა

რადიკალური ისლამისტების არსებობას თავად ექსპერტებიც არ უარყოფენ. მალაშენკოს თქმით, მათი საქმიანობა რომელიც მიმართულია “არქაიზაციისა და ტრადიციული საზოგადოების მოდერნიზაციის წინააღმდეგ” სოციალური და ეკონომიკური კრიზისის შედეგებით იკვებება. ეკონომიკა მთლიანად დანგრეულია, რეგიონში კი უმუშევრობაა და ის სულ უფრო შორდება რუსეთს. ხელმძღვანელობას, როგორც წესი კრემლი ნიშნავს. მალაშენკოს აზრით, ისლამისტების საქმიანობას უნდა დავუმატოთ ისეთი რუსული გამოვლინებები, როგორებიცაა კორუფცია და ავტორიტარული მმართველობა. “ჩრდილოეთ-კავკასიაში ეს ფაქტორები გაორმაგებული და გასამმაგებული ძალით მოქმედებენ და ერთ მთლიანობას ქმნიან” - აცხადებს ექსპერტი.

თუკი რუსეთი დღეს ისეთ ტრადიციულ სახელმწიფოებს ებრძვის, როგორებიც არიან ირანი, თურქეთი - ახლა კი აშშ და ევროკავშირიც - სამხრეთ-კავკასიურ სატრანზიტო ქვეყნებზე (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) კონტროლის მოპოვებისთვის, ჩრდილოეთ-კავკასიაში მოსკოვი უკვე რამდენიმე საუკუნეა უბრალოდ სიმშვიდის მიღწევას ცდილობს, თუმცა ამასთანავე მან დაანგრია ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც ლეგენდარული დაღესტნელი მეომარი შამილი ხელმძღვანელობდა. შამილმა მე-19 საუკუნეში კავკასიური ხალხები გააერთიანა და ერთადერთ კანონად შარიათის კანონები გამოაცხადა.

და ამ ყველაფერს რადიკალური რუსიფიკაციის მცდელობებიც ვერ აღუდგა წინ. სტალინის მმართველობის დროს, ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფი თავისი არსით სასტიკ ტოტალურ დეპორტაციას, 1992 წლიდან ტერიტორიული პრეტენზიების საფუძველზე კონფლიქტების განახლება მოჰყვა.

ძალადობა ძალადობის პასუხად

ეთნიკურ და ტერიტორიულ პრობლემებში საბჭოთა მმართველებიც ვერ გაერკვნენ, ხოლო როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა გზა გაუხსნა დამოუკიდებლობის იმედებს, ამ რესპუბლიკების გამოყოფის საშიშროება დადგა. ჩეჩნეთის სეპარატისტულ მოძრაობას პირველი ჩეჩნური ომი მოჰყვა, რომელსაც მეორე ჩეჩნური ომის ჩათვლით, 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მალაშენკო რუსეთის ახალი პრეზიდენტის მედვედევის მცდელობებს - მკაცრი რეაგირება მოახდინოს ძალადობის ბოლოდროინდელ ტალღაზე - უპერსპექტივოდ მიიჩნევს. წარუმატებლად დასრულდა მედვედევის მცდელობა ინგუშეთში იუნუს-ბექ ევკუროვის ერთგვარ გამაერთიანებელ პრეზიდენტად გაგზავნას. მალაშენკოს აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ”არ არსებობს სიტუაციიდან გამოსავალი.” ევკუროვს ივნისში თავს დაესხნენ და ის მძიმედ დაიჭრა.


:!:

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by arcivi9 » 24 აგვ 2009, 12:35

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:Tamari-ch.
arcivi9
დაიოკეთ სხვისი უბედურებით გამოწვეული სიხარული.
თუნდაც, ეს რუსეთის იყოს.
ნამდვილად არ ვაპირებ მაგას
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აგვ 2009, 20:28

რუსული საინფორმციო წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ სოსეთის დამოუკიდებლობის
აღიარების 1 წლისთავზე, ანუ 26 მარიამობისთვეს ცხინვალში პუტინწამგლეჯი და მოსკოვის მერი ლუჟკოვი ჩადიან.
ცხინვალში იხსნება უბანი სახელად "მოსკოვი", რომლის მშენებლობასაც მოსკოვის მერია აფინანსებს.
სულ მალე, არ გამიკვირდება, ცხინვლს სახელი შეუცვალონ და პუტინბურგი ან პუტინოგრადი უწოდონ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]