მაშ, ასე...
ერთ-ერთი განსაკუთრებულად საინტერესო და დასამახსოვრებელი...
ამ ლაშქრობის დაგეგმვა განსაკუთრებული მიზნით მოხდ
ა, 15 ივლისს ზუგდიდში ვლაკერნობის დღესასწაულზე დასასწრებად რამდენიმე დღიანი მოლოცვითი ტური სამეგრელოს ამ ნაწილში.
პირადად, მე და ჩემმა მეგობრებმა სამეგრელოს ეს ნაწილი ხელახლა აღმოვაჩინეთ თავისი აღსანისნავობებით და მათი ისტორიებით.
ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა, მაგალითად, ნამდვილად არ მეგონა თუ აია სოფიას ტაძარს საქართველოში ვნახავდი ან თუ ისეთ შესანიშნავ ტბას ვიხილავდი, როგორიც პაპანწყვირეა, თუ ვლაქერნობისას დილითვე ვემთხვეოდით ღვთისმშობლის კვართს, თუნდაც მდინარის პირებზე დაბანაკება, თუნდაც ხიფათები, რომელსაც დღეს სიცილიტა და ინტერესით ვიხსენებთ და სხვა უამრავი საინტერესო რამ, რომლის შესახებაც ნელ-ნელა მოვყვები აუცილებლად.
ყველაფერი კი დილის 06:30 დაიწყო.
ელმავალი თბილისი-ბორჯიმი, გადის ბორჯომის ვაგზლიდან. ბილეთის ფასი ხაშურამდე 1 ლარი.
ხაშურში კი უკვე ტრადიციული ფოტო ერთ-ერთ პატარა მოედანზე:
შემდეგ კი უკვე ავტოსტოპი ცენტრალური მაგისტრალიდან.
რამდენადაც ავტოსტოპის "მცოდნენი" ამ ოთხში ორნი ვიყავით, მე და ლექსო, ამდენად ოდე მე დავიამხანაგე, ხოლო მეორე არჩილს ინსტრუქტორად ლექსო დავუნიშნე.
დროებით დავემშვიდობეთ ახალგაზრდებს და მე და ოდემ ფეხით გავაგრძელეთ გზა.
ლექსო და მეორე არჩილი
ერთმანეთთან კავშირს ესემესებით ვახდენდით, ხიდთან არ მისული მე და ოდე ერთმა მანქანამ წაგვიყვანა მალევე სამტრედიამდე, შემდეგ მეორემ და ეს მეორე მანქანა ფრიად საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის.
მოგზაური ხალხი ბევრს უყვარს. ჩვენი მანქანის მასპინძლები (ასე ვუწოდებ ხოლმე იმ მანქანის მძღოლებს, რომლებიც დაგვიმგზავრებენ ხოლმე) არა მხოლოდ მანქანის მასპინძლები, კუთხის მასპინძლებადაც მოგვევლინენ.
ჯერ სენაკში გააჩერეს. რესტორანში, რომელიც მეგრული ტურების მონაწილეებისათვის ძალზე ნაცნობია (

) ჩვენ სადილზე დაგვპატიჟეს და მოგზაურობების შესახებ ვისაუბრეთ.
ეს დამეგობრებული ადამიანები შპს "BIG GEORGIA"-ს დირექტორი ზურა ბიგვავა და მისი მოადგილე აღმოჩნდა. მათ ჩაგვიყვანეს ხობამდეც, სადაც მოკრძალებით გვთხოვეს ჩვენს მოგზაურობაში მათთვის მცირედი წვლილის შეტანის შესაძლებლობა მიგვეცა. ამას გარდა რამდენიმე ძალიან საინტერესო ადგილის შესახებ მოგვითხრობეს და მიგვიპატიჟეს, ოღონდ თქვენ ჩამოდით და არც პატივისცემას დაგაკლებთ და არც ცივ ნიავს მოგაკარებთო.
ხობში მათთან სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ მე და ოდემ
ოდეს გადასცეს შესაწირი ჩვენს მოგზაურობაში:
დავემშვიდობეთ ახალ მეგობრებს, შემდეგ მე და ოდე ხობისწყალთან ჩამოვჯექით ალექსისა და მეორე არჩილის დასახვედრად. ისინი არც თუ შორს იყვნენ ჩვენგან და დაახლოებით ერთ საათში კვლავ ერთად შევიკრიბეთ.
ავტოსტოპის თავგადასავლები ერთმანეთს მოვუყევით, მე და ოდემ კი გაზრდილი ბიუჯეტი ვახარეთ, კვლავ ავიბარგეთ და ხობის სამონასტრო კომპლექსისაკენ გავემართეთ.
