ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე



User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by Monadire » 17 აგვ 2009, 14:55

ARCHIL
აუ ნეტა აქამდე სად იყავი?
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by ninia » 17 აგვ 2009, 20:12

ყოჩაღ ხალხნო :) კიდევ ერთხელ და მრავალჯერ დიიიდი მადლობა რომ არ დაიზარეთ და ასეთი ლამაზი ფოტოები გადაიღეთ.
თითოეული თქვენგანის ნაამბობი დროს უკან მიბრუნებს :roll: :D
მალე მეც შემოგიერთდებით :wink: :)

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by z g a r b i » 17 აგვ 2009, 22:03

მომენატრეთ ტობავარჩხილელებო :)
კარგი რეპორტაჟი გაგიკეთებიათ

თბილისს ხანგრძლივი დროით როცა დავუბრუნდები, მეც მოვყვები ჩემი თვალით დანახულ ტბებზე,ნისლებზე...
Image

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by pauna » 17 აგვ 2009, 22:12

ARCHILI wrote::arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

Image


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:
აუ ეს რა მაგრია თითქოს ანათებსო შიგნიდან ჰალოგენებიო
ImageImage

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by lama » 17 აგვ 2009, 22:45

უხხხხხხხ.........

თქვენ შემოგევლეთ

ძალიან ბედნიერი ვარ ასეთ ლამაზ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ

დიდი მადლობა თქვენ ყველააააააააააას :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by ninia » 18 აგვ 2009, 01:24

ჩემო ძვირფასო თანამოლაშქრენო, "მიწიერ სამყაროში" დაბრუნების დღიდან მონატრებული დავაბიჯებ თბილისის გაფითრებულ ქუჩებში, თქვენზე და იმ ათი დღის განმავლობაში ნანახსა და განცდლის მონატრებული :roll:
ჯერ ისევ ჭაუხების ძირში, ტბის პირას ვცხოვრობ თქვენთან ერთად. ხან ნისლში ჩაძირულ და ხანაც ნისლიდან ამოტივტივებულ ტბებს გავყურებ და თვალს ვერ ვწყვეტ :shock:
დიდი ხანია მინდა ჩემი შთაბეჭდილებები ყველას გაგიზიაროთ, მაგრამ ალბათ ძალიან გამიჭირდება განცდილი გრძნობების გადმოცემა, რადგან ზოგიერთი სრულიად ახალი, რაღაც სხვა შეგრძნება იყო :roll:
ამ ლაშქრობამ ალბათ თითოეულ ჩვენგანში საოცარი გარდატეხა მოახდინა. პირველივე დღიდან განსაკუთრებული ფერი შეიძინა და ბოლო დღემდე თან სდევდა :) მატარებლით მგზავრობაც კი ერთგვარი სიამოვნება იყო ჩემთვის. თითქოს თავის ჩუქჩუქით გვეჩურჩულებოდა, გვირაბიდან გასულებს საოცარი სანახაობა გელითო და არც შემცდარა :D ჩასვლისთანავე დილამ სხვაფრად იწყო ნათება. სენაკიდან მუხურამდე მიმავლებს ულამაზესი აისი გვიღიმოდა და ჩვენს თვალებში ალისფრად იღვრებოდა.
ნამგზავრ-ძილგატეხილები ხობისწყლის ნაპირზე დავბანაკდით. რამდენიმე თანამოლაშქრეს ძილ-ღვიძილით ველოდით, თან შიგადაშიგ მუხურელი მასპინძლის საუბარი გვაფხიზლებდა :lol: სრული შემადგენლობით თავი ზურას (zura_n) დეიდის ოჯახში მოვიყარეთ. დაგვასვენეს, გვიმასპინძლეს და გზა დაგვილოცეს. ულამაზესი ხობისწყლის ხეობის გავლით მივადექით შურუბუმუს მღვიმესთან მაკავშირებელ ბეწვის ხიდს :) ხიდზე გადასულებს ყველაფერი ხავსის ხალიჩებში გახვეული დაგვხვდა :shock: ხალიჩებიდან მღვიმეში გადავინაცვლეთ. შურუბუმუს მღვიმე მრავალდარბაზიანია და ფარდებითაა მორთულ-მოკაზმული. სტალაქტიდები და სტალაგმიტები ათასგვარ გამოსახულებას ქმნიან. ეს ყოველივე მღვიმის მიწისქვეშა წყლებთან ერთად ულამაზესი სანახაობაა :)
ნანახით ნასიამოვნებები ბილიკებს ღიღინ-ღიღინით გავუყევით, მერე ღიღინ-ღიღინს საიდანღაც გაბედული სიმღერაც მოჰყვა ზურას და ნინოს შესრულებით (მისტერ და მისის Wanderer), მე და ზურაც (zura_n) ქებას არ ვიშურებდით. ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს სიმღერაც რა კარგი შესძლებიათ :)
პირველი დღისათვის ცოტათი დაღლილებს გზად ჩინელები შემოგვხვდნენ ტრაქტორით და საბანაკე ადგილამდე გაგვიყოლეს. ტრაქტორით მგზავრობამ კიდევ უფრო გაგვამხიარულა, გზადაგდზა გამოტყორცნილ ხის ტოტებსა და ფოთლებს ვიგერიებდით :lol: კარვები შუა გზაზე გავშალეთ :oops: თუმცა შეშისა და წყლის თვალსაზრისით ბრწყინვალე ადგილი იყო :D წვიმამაც არ დააყოვნა და პირველივე დღეს გვახარა, ფეხბედნიერი იყოს თქვენი მობრძანებაო :wink:
დილით ცხელი საუზმე მივირთვით და გზა განვაგრძეთ :) ნისლი და წვიმა უბადლო მეგზურობას გვიწევდნენ და ჩვენს მოგზაურობას კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებდნენ :) მთიან და ტყიან ბილიკებს ახლადგაყვავებული ყვავილები გვიფერადებდნენ, ბიჭები კი ულამაზესი თაიგულებით გვანებივრებდნენ :) შემდეგ იყო პირველი ქოხი, უამრავი მწვანე ფერი, ნისლი და სიხარული. ქოხში პურიც გატყდა, იყო ვაზნების ჭახა-ჭუხიც, შემდეგ ისევ ნისლი, ყვავილები ბილიკზე, ყვავილები თმებში :) :wink: ობობების არქიტექტურული შედევრები და კიდევ ქოხი. იმ წუთებში ქოხის მეტი ვერაფერი გაგვახარებდა უფრო მეტად. ქოხთან ერთად რა თქმა უნდა მოიაზრება სახურავზე შემოსკუპებული ნიკა (N67) სიმფონიკის (ზუსტად არც მე ვიცი ამ საკრავის სახელწოდება) თანხლებით. ახმაურდა, ამღერდა იქაურობა :) ზღაპრული გარემო იყო.
ნისლმაც თითქოს დაგვაბინავა და ცოტა ხნით დაგვშორდა, ცაც გაიხსნა და სხივები გადმოფანტა :) მალე ფოტო-აპარატების ფარა დადგა ირგვლივ :D
შებინდებულზე ქოხში კოცონი ავაგიზგიზეთ და თამაშიც გახურდა :wink: შემდეგ იყო საინტერესო თემები და საუბრები ...
აქ შევჩერდები, გაგრძელება იქნება :wink:
მგონი ძალიან ვრცლად ვწერ :roll:
მივიღებ შენიშვნებს :wink: :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by ARCHILI » 18 აგვ 2009, 01:57

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ninia

რომ შემოხვედით ზურა N-ის დეიდის ეზოში, მაგრად გამიხარდა, წინა დღის ჩასულები ვიყავით მე და ზურა და სხვა გარემოში რომ დაგინახეთ, განსაკუთღებით გამიხარდა.

მერე, დაიწყო გზა...

გვალაშარასთან რომ გადავუხვიეთ და ხავსები ვნახეთ გამოქვაბულამდე, ხავსებმა ნინოლა მომაგონა, მას უყვარს განსაკუთრებით და სასწრაფოდ გადავუღე ფოტოები, ოთოფოტომ კი მეც მიმაყოლა.

:)

მერე იყო გამოქვაბული. სისველე, სიგრილე, გარეთ გამოსულზე კი უჰაერობის შეგრძნება და თავბრუს ხვევა.

მერე კიიიი...

გზა.

გზა.

გზა.

ჩინელები.

წვიმაში აქაფებულ წყალზე გადასვლა ფორსმაჟორულ პირობებში.

საბანაკე ადგილების მოძიება.

მეორე დღეს კი პირველი ქოხი.

ქოხში "დაუგეგმავი" სმა.

:)

მშვენიერი იყო. მონადირის არაყი გილზებით, როგორც წესი, მოწოდების სიმაღლეზე. გიორგის და ალეკოს მიერ პრომოუტირებული ზეიკიძე კი...

ნუ...

მაგ ძეხვმა იმ ღამეს თავისი კი გამიკეთა.

:)

მისის ჭანდერერს ახლაც დიდ მადლობას ვუხდი, ცუდად მყოფს რომ მომხედა, ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან ორივე.

მაშინ მხოლოდ იმის შემშურდა, ამ შესანიშნავი წყვილის გალობა რომ შორიდან მესმოდა, "გავბრაზდი" ჩემს ახლოს რატომ არ გაშალეს ბანაკი-თქო...

:)

სახელდახელო სნიკერსებს რომ ვამზადებდით....

:)

რამდენი რამეა გასახსენებელი.

შენ მოყევი და მეც, შენი ნებართვით, აგყვები, თუ შენს შესანიშნავ მონათხრობს ჩემი მონაყოლით არ გავაფუჭებ და თუ კი ამის უფლებას მომცემ, ცხადია.

:)

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by zura N. » 19 აგვ 2009, 02:20

სალამით კარგო და კეთილო ხალხო, როგორ ხართ? :D

როგორც იქნა დავბრუნდი მეც... უკვე მთელი თემა გადავათვალიერე და გავიხსენე ჩვენი საოცარი ლაშქრობა...

ხვალ-ზეგ მეც დავიწყებ ჩემი ფოტოების დადებას... :) :wink:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by ZVIOSULI » 19 აგვ 2009, 11:19

საჭმელი რა წაიღეთ და როგორ გეყოთ?!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by zura N. » 19 აგვ 2009, 21:23

ZVIOSULI wrote:საჭმელი რა წაიღეთ და როგორ გეყოთ?!
ეს იყო სულ ჩემი საკვები და სავსებით საკმარისი იყო ჩემთვის (არც, მეტი და არც, ნაკლები):

1. 6 პური (3ც. ჩვეულებრივი, 3 დავასუხარე ფეჩზე :) )
2. მიუსლი 1კგ.
3. 15ც. ”ანაკომი”
4. 0,5 ლ. თაფლი - 750გრ.
5. ხალვა 0,5 კგ.
6. შოკოლადის კარაქი 1 ქილა, 250გრ.
7. შებოლილი ყველი 0,5კგ.
8. ქიშმიში 0,5კგ.
9. ყავა, ცხელი შოკოლადი (ერთჯერადები)
10. მარილი, შაქარი
11. შებოლილი ძეხვი 850 გრ.
12. ხახვი
13. ”სტინგერი” 1ლ. (არაყი :D :lol: )

პ.ს. ეს მე და ნიკას გვქონდა ამდენი საკვები და მგონი არჩილსაც... სხვებს ცოტა ნაკლები ქონდათ წამოღებული... :) :wink:

***************************************
ეს კი ჩვენი აღჭურვილობა:

1. რუკები
2. ცული
3. დანა
4. ფანარი
5. ჭურჭელი
• ჯამი, "კატილოკი"
• კათხა
• კოვზი
• წყლის ბოთლი (2ც. 1ლ-იანი)
6. თოკები
7. პონჩო (საწვიმარი)
8. აფთიაქი
9. ჯოხი
10. ცელოფნის პარკები
11. მშრალი სპირტი
12. ცეცხლის ასანთებები (დამხმარე)
13. ნემსი, ძაფი
14. ქარალდი, პასტა
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
GIO_GEO
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 25 აგვ 2007, 17:05
Location: მთვარე
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by GIO_GEO » 20 აგვ 2009, 12:49

აბა როგორ ხართ თანამოლაშქრეებო? მენატრებით ყველანი, განსაკუთრებით ოხოჯე... ტობა... :lol: ვისაც კი ვიცნობ მგონი ყველას მოვუყევი უკვე ამ საოცარ სამყაროში მოგზაურობის შესახებ. კიდევ კაი მარტო არ ვიყავი იქ თორე ეხლაც სიზმარი მეგონებოდა... :wink: კომპთან იშვიათად ვზივარ ხოლმე და ნუ მიწყენთ ხშირად რომ ვერ გკითხულობთ რაც ჩამოვედი ვვარჯიშობ(თ)და ისევ ვვარჯიშობ(თ)... ეს "თ" ალეკოა და ყველასთან მოკითხვები დამაბარა... რეგისტრაცია გავლილი აქ და ნებართვას ელოდება ჯერ კიდევ :roll:
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ჯადოსნური ტობავარჩხილი ნისლიან ლაშქრობაში 26.07.09/04.08.09

Post by legenda » 20 აგვ 2009, 12:57

გაოცებული!
გადარეული!

:roll:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]