მოკლედ, მე და ტობამ თავიდანვე შევიყვარეთ ერთმანეთი, დილიდან კი პაემანი დავნიშნეთ. ისე მომივიდა რა, აი, ტარიელმა რომ ვეფხვში დაინახა თავისი ნესტანი, ეგრე მე ჩემს სატრფოს ვხედავდი ტობაში.
დედოფალია ტობავარჩხილი, ვერცხლისფერი სადედოფლო სამოსით.
ოხოჯეზე და ტობაზე რომ ვფიქრობდი ხოლმე, სულ უშბა და თეთნულდი მახსენდებოდა.
უშბა ოხოჯეს მაგონებდა, უშბა და ოხოჯე - ჩემს თავს, ტობა - თეთნულდს, თეთნულდი და ტობა კი - ჩემს სატრფოს, ასე ულამაზეს ფერებად რომ ირეკლავს თავის სულს და თავის ფიქრებს, როგოც ტობა გარშემო შემოფენილ მთებს.
ამ ანარეკლებსაც ნინოლას ვუძღვნი
