კორშაში შევედით თუ არა, აწკრიალდა ტელეფონები ათასგვარი მელოდიით

ცივილიზაციას და კომუნიკაციას ამდენი დღის განმავლობაში მოწყვეტილებმა პირველი ზარები გავუშვით ყველაზე ძვირფას ადამიანებთან და ვუთხარით რომ მშვიდობით დავბრუნდით უკან

. წინა დღეს "კოსმიურ ხომალდში" გელას ნათქვამი სადღეგრძელო გამახსენდა, "იმ ხალხს დაგილოცავთ, ვისთანაც პირველ ზარებს გაუშვებთ, კორშაში რომ შეხვალთო. ვინც ყველაზე მეტად ნერვიულობს თქვენზე ხომ ისინი არიან თქვენთვის ყველაზე ძვირფასებიო"

მართლაც ასე იყო

...
დავბრუნდით დაღლილ-დაქანცულები, ყველანაის "კ" (კონსერვი, კვერცხი, კარავი

და ა.შ) შეზიზღებულები, თბილ და რბილ საწოლს, აბაზანას მონატრებულები შინ და რამდენიმე დღის გასვლის მერე ისევ გვენატრება კარავიც, კონსერვიც და ის სილამაზეც იქ რომ დავტოვეთ
ჰოდა მალე ისევ დავბრუნდებით ალბათ უკან. მთამ ხომ ასე იცის, ერთხელ თუ დაიდო ბინა შენს გულში, მერე აღარ შეგეშვება

სხვას თუ არა, მე მაინც დამეჯერება ეს სიტყვები
ამ გასვლის ჩემი რეპორტაჟი დასრულდა

. მომავალ შეხვედრამდე შემდეგ რეპორტაჟში, ისევ მთიდან რომ დავბრუნდები

...