გაგრძელება....
მეზერიდან მაზერამდე
დავეშვით მეზერიდან და ჩავედით ბეჩოს თემში
ულამაზესი გზა გავიარეთ და მივედით პირველ მოსახლესთან, სოფელ ჭკიდანარში (ბეჩოს თემის ერთ-ერთი პატარა სოფელი) წყალი დავლიეთ და ჩავედით მჟავეწყალზე სოფელ გალაშის გავლით (ესეც ბეჩოს თემს ეკუთვნის) გალაში, რომ გავიარეთ გადავედით მდინარე დოლრაზე ჯერ-ჯერობით ხიდით
და მივედით მჟავე წყალზე, სადაც ჩვენს ბედად პოლიციელების პიკაპი გამოჩნდა, მათ დახმარება აღგვითქვეს და ჩვენს გახარებულებმა ზურგჩანთები ჩავალაგეთ მანქანის საბარგულში...
მე ბიძაჩემის ოჯახში გავედი პური უნდა შემეძინა

მივედი პური გამოვიტანე და რას ვხედავ.... სად არიან

უჩემოდ წასულან

დავიწყე ტირილი და სად იყო და სად არა კეთილი პოლიციელი თავისი მანქანით ჩამობრუნდა უკან, რათა ჩვენს მიერ ნაყიდი პურ-ფუნთუშეული წაეღო მაღლა, სოფელ მაზერში

მან ჩემი ტირილისა და ღრიალის ხმა გაიგო და ამიტომ დაბრუნდა
რომ დავინახე პოლიციის მანქანა ცოტათი დავმშვიდდი და გადავწყვიტე პური ჩამედო მანქანაში და მე ფეხით განმეგრძო გზა

და არა მარტო მე... დაახლოებით 15 მა კაცმა გადავწყვიტეთ ფეხით აგვევლო ბეჩოს თემის ქვედა და ზედა სოფლები და ავსულიყავით მაზერის სკოლაში
გზად გავიარეთ შემდეგი სოფლები:
დოლასვიფი
ცხეკვანი (აქ ცხოვრობს ყლჩბე აფრასიძე, რომლის ცოლსაც გვიდი ქვია, ხოლო შვილს კი სორთმანი, მაგრამ ძაღლს დათო დაარქვეს)
უშხვანარი
ჭოხულდი
და გავჩერდით მაზერამდე მდებარე სოფელ
ბაგდანარში სადაც გველოდა ცხელ-ცხელი ხინკალი და რაც მთავარია სვანური ხაჭაპურები, მადე
ინ დეიდაჩემი
როგორც იქნა ავედით მაზერის სკოლის ეზოსთან, უკვე შეღამებულიყო და ჩვენც ფანრებით ვიკვლევდით გზას ....
შევედი დეიდაჩემთან და რას ვხედავ... გამომცხვარია 37 ცალი კარგი გემრიელი ხაჭაპური და ასევე უგემრიელესი კართოფილის ღვეზელი

ხო... კიდევ ხინკალი

რომელიც ფასანაურის ხინკალს ნამდვილად ჯობდა
მოკლედ, გავაღეთ სკოლის კარი და ავედით კლასებში... ცუდი ის იყო, რომ სკოლაში შუქი არ გვქონდა, მაგრამ ეგ თავიდან იყო ცუდი, თორე მერე შევეჩვიეთ უშუქობას და სანთლებითა და ფანრებით შეიარაღებულნი ვაგუგუნებდით იქაურობას და რაც მთავარია ულამაზეს სიმღერებს ვმღეროდით შუა ღამისას და საოცრად ნასიამოვნები ვიყავით უკლებლივ ყველანი

გვიხაროდა, რომ მშვიდობით გადავლახეთ ულამაზესი ბახის უღელტეხილი და ახლა კი ბედნიერებით აღვსილები ვემზადებოდით ხვალინდელი დღისათვის...
ხვალ ხომ შდგრას საოცარი ჩანჩქერი უნდა გვენახა...
ტუ ბე ცონტინიუ
