Mta Mkvarebia
მაგრამ ერთხელ რომ ნახავ, მერე კვლავ თავისკენ გექაჩება
აი, ზუსტად მასე მექაჩება მეც 2001 წლის მერე.
გირევში ცხვრის ფარის ფონზე რომ ნასოფლარი ცანს - ფერდობზე, ეგაა ჰეღო. ძველ კარაველებს იქნებ ახსოვთ, კოტეტბელის გახსნილ თემაში ვწერდი მაგის ისტორიას - როგორ გაყიდეს საიდუმლო ლეკმა მშენებლებმა, როგორ აიღეს სოფელი ხანრგძლივი ალყის შემდეგ და ერთმა მეციხოვნემ ტყვედ ჩავარდნამდე როგორ დახოცა ცოლ-შვილი.
Mta Mkvarebia - გირევის თავზე ნასოფლარები რომ არ გადაგიღია, არ ეკადრება ეგ შენნაირ რეპორტიორს. ფოტოებში კი ჩანს დაქიურთის ნაწილი, მაგრამ გირევის სილამაზე მაგ ნასოფლარების გარეშე ნახევრდება.
აქ ვიღაცამ გკითხა, ეგ ფერები მართლა მასეთია თუ შენი დამსახურებაოო... გირევის შემოგარენი მართლა გამორჩეულია. განსაკუთრებით - კლდეები, რომლებიც უცნაურად ბრჭყვიალებენ.
დაბოლოს - ონისეს მამის კამაზით ვიმგზავრე პირველად მაგ გზებზე. აქედან ნივით ავედით, ეგ უკან მოდიოდა და ვფიქრობდი, აქ კამაზით როგორ ბედავენ სიარულს-მეთქი. რა ვიცოდი, უკან დაბრუნებისას ეგ კამაზი სანატრელი თუ გამიხდებოდა და ღვთისგან მოვლენილად მივიჩნევდი მაგის გამოჩენას.

საწყალი, მთელი ცხოვრება იმ გზებზე დადიოდა იმხელა მანქანით და შარშან ალვანიდან ლეჩურში მიმავალი ონისეს მერსედესით დაიღუპა.
