Archil
დავინახე, გზაში ეყარა, მე ვთქვი, რა იცი რაში გამომადგებათქო
GIRA
გიპასუხე იმ თემაში, ეტყობა ვერ ნახე

, მესაზღვრეებმა როგორც გვითხრეს, არ დამშრალაო. ჩვენ უბრალოდ ვერ მოვახერხეთ ნახვა
Naia
ეჰჰ, აღარ გაღირსე შენივე გადაღებული ფოტოები და
legenda
კიდო იქნება, მაგრამ დრო უნდა, გენაცვალე
სვანეთიდან ჩამოსულებმა ხომ აგვავსეს ფოტოებით?
გავაგრძელებ:
დღე მესამე:
გავიღვიძეთ დართლოში, ავშალეთ ბანაკი, ბარგი შევკარით, დავუტოვეთ სულთანს და სანდროს, რომლებიც ცხენებს და გამყოლს ელოდებოდნენ, და დავიძარით ფეხით ჯერ ფარსმისკენ, მერე გირევისკენ.
ჩვენი ერთგული მეგობარი რა თქმა უნდა თან გამოგვყვა
ალბათ 5 კმ. გვექნებოდა ფეხით გავლილი რომ უცებ ხმაური შემოგვესმა, უკან გავიხედეთ და ონისეს სატვირთო მანქანა გამოჩნდა, თურმე პაატა მოლაპარაკებია ჩვენს გირევამდე აყვანაზე

, ჩვენი ბარგიც მანქანაში იდო. ავედით სატვირთოს ძარაზე და ის იყო დავიძარით, ჩვენს ცუგას რომ გამოვხედე, ისეთი სევდაჩაბუდებული და აფორიაქებული თვალებით გვიყურებდა, გულში რაღაც ჩამწყდა. მანქანა მიდიოდა და ცუგა გამალებით მოსდევდა უკან. გული დაგვეწვა, გოგოებმა და ბიჭებმაც პროტესტი გამოვთქვით, ონისეს სახურავზე დავუბრახუნეთ და მანქანა გავაჩერებინეთ. ახლა ცუგას ძარაზე აყვანა იყო პრობლემა, არაფრით არ უნდოდა თავის ნებით ასვლა, მერე ნანამ იყოჩაღა, სტაცა ხელი და კახას და ბიჭების დახმარებით ამოათრიეს ძარაზე, მაგრამ ამ სულელმა ძაღლმა ისკუპა და არ გადახტა ძირს?

. რაღაც ვიზამდით? გავაგრძელეთ გზა, ის კი ისევ უკან მოგვდევდა რამდენიმე კილომეტრი, მერე სხვა ძაღლებთან მოუვიდა ჩხუბი, იმათ თავი დააღწია და ისევ მანქანას გამოეკიდა, მაგრამ მერე მოსახვევებში მხედველობის არიდან ჩამოგვშორდა. ძალიან დაგვწყდა გული

.
ფარსმაში ონისემ ნახევარსაათიანი გაჩერება გააკეთა, რომ სოფლის დათვალიერება მოგვესწრო.
მანამდე კი სოფელი ჭეშო გავიარეთ:
