Int3lig3nt wrote:მგონი ჯერ ესე არავისი და არაფრის არ შემშურებია

ერთი ინტელიგენტი კი გვაკლდა
შენს საყურადღებოდ ერთ ამბავსაც მიგუყვები...
ერთ-ერთი, რათქმაუნდა წვიმიანი დღე იდგა და ერთ-ერთ დამრეც ფერდობზე ჩავდიოდით ერთმანეთის მიყოლებით.
ჩასვლა ერქვა, თორემ სრიალი და უნებური ლახტი უფრო იყო ხეების ტოტებითა და ჩვენზე მაღალი ბალახების ფეხებზე ლაწუნით. მცენარეები გვიგებდნენ ათAსით ნულს.
თავს ზევითაც ვერ ვწევდით, პრინციპი, ვერც ქვევით, ტარზანი და მაუგლი შურით კვდებოდნენ ჩვენი შემხედვარე, თუ კი ტროპიკებში ლიანებით დაფრინავდნენ, ჩვენ ხეების ტოტებით გვიწევდა, დაქანებულ ტალახიან ფერდობზე თავის არიდების მცდელობა.
სწორედაც მცდელობა, ხან რომელი იქცეოდა, ხან რომელი, მე მაინც ყველა რეკორდი მოვხსენი და თეო ცდილობდა გატოლებას.
ტოტები ფეხებშიც გვირტყამდა და სახეშიც, გვაკანკალებდა და ჩქარი მოძრაობით ოფლშიც ვწურავდით თანადროულად, ქარის ყოველ დაბერვაზე კი ეს სრულად სულით და ხორცით დასველებული ხალხი ისე გულიანად ვკანკალებდით, რომ კანკალის საერთაშორისო ფესტივალი რომ ჩატარებულიყო, ჩვენზე მრავალფეროვნად მსოფლიოში ადამიანი ვერ გამოვიდოდა.
რაც მთავარია, აზრზე არ ვიყავით, სად მივდიოდით, თუ ჩავდიოდით, თუ მივსრიალებდით, თუ მივკისრისტეხდებოდით, კარგად გალახულებივით სახეში ტოტები არ გვაკლებდნენ სილის ლაწუნს, რას გვერჩოდნენ, ახლაც არ ვიცით.
როგორც ერთ-ერთმა ჩვენგანმა აღნიშნა მაშინ, ისეთ ადგილას გადავადგილდებოდით, სადავ თავმოყვარე მხეციც კი არ გაივლიდა, ჰოდა... ასეთ და ამგვარ სოტუაციაში, უცბად ზღარბს ვეკითხები ჩემს წინ მიმავალ-მსრიალ-თავდაყირამხტომს, როგორ ფიქრობ, ინტელა რომ აქ იყოს, შლიაპას მაინც დაიხურავდა-თქო?
ცირამ არც აცია და არც აცხელა, მომენტალურად მომიგო, შენ როგორ ფიქრობო? - ჰოდა, წარმოვიდგინეთ, ინტელა რომ მოდის შლიაპიანი ამ ყოფაში...
ისე, როგორ ფიქრობ, მართლა შლიაპით ივლიდი ამ დროს?
