არშისა და გველეთის ჩანჩქერები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Post by bela » 26 ივლ 2009, 00:38

გვალდა
გამოცხვა
აუუ, სად გამოვთხარე ეს თემა, რააა :D
მაგრამ ჩანქერებზე კიდევ ერთი სტატია უნდა დავწერო და, კიდევ ერთXელ გადავხედე,
ჰოდა, შენი რეპლიკა რომ ვნახე, ვერ მოვითმინე, არ გამოგპასუხებოდიიიი...
რაც შეეხება სტატიას, ა, ბატონო და წაიკითხე:

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Post by bela » 26 ივლ 2009, 01:13

ქართული ჩანჩქერები ტურიზმის სამსახურში

სამყაროს შემადგენელ ოთხ სტიქიას შორის ერთ-ერთი წყალია. და გარდა იმისა, რომ წყალი ადამიანს სასმელად სჭირდება, მას წყლის ყურებაც მოსწონს და ამშვიდებს, იქნება ეს ზღვა, ტბა, მდინარე თუ ჩანჩქერი. მოგზაურები ოდითგანვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ხაზგასმით აღნიშნავდნენ იმ სილამაზეს, რასაც წყალვადნილები ლანდშაფტთან შეხამებით საოცრებებს ქმნიან. ამის მაგალითად ლეგენდად ქცეული ნიაგარის ჩანჩქერიც კმარა. მართლია, საქართველოს ლეგენდები არ აკლია, მაგრამ ჩანჩქერების გრანდიოზულობით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით, თუმცა კი, არსებობს რამდენიმე საინტერესო ტურისტული მარშრუტი, სადაც უცხოელი თუ ქართველი მოგზაურები სიამოვნებით მიდიან.
ჩანჩქერები წარმოშობის მიხედვით სხვადასხვა კატეგორიად იყოფიან: არის კასტური ჩანჩქერები, რომლებიც მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ, ზოგჯერ წყალვარდნილს მთის მდინარე აკეთებს, ზოგჯერ კი ბარის, ამის მაგალითია თბილისის მოტანიკური ბაღის ჩანჩქერი. გარდა ამისა, ჩანჩქერებს სეზონურობა ახასიათებთ, ისინი წყალუხვები გაზაფხულ-ზაფხულში არიან, ზოგიერთი კი ზამთრობით იყინება კიდეც.
საქარტველოში ყველაზე პოპულარულია უშბის ჩანჩქერი შ’დგრა, რომელიც თითქმის ყველა ტურისტული კომპანიის მარშრუტში შედის. წარმოიდგინეთ, რომ ეს ჩანჩქერი ალპურ ზონაში მდებარეობს, ლეგენდარული უშბის კალთაზე და იქ მისასვლელად ულამაზესი ბეჩოს ხეობა უნდა გაიაროთ. ორხიდიანი მანქანა ბეჩოს თემის ბოლო სოფელ ტვიბიშამდე მიგიყვანთ. მერე უკვე ფეხით სავალი ბილიკები იწყება. ბილიკები მარკირებულია და გზა არ აგერევათ, მაგრამ აი, მდინარე დოლრის გადალახვა კი მოგიწევთ, თან ერთხელ კი არა, სამჯერ, და რასაკვირველია, ამ დროს ზაფხული უნდა იყოს, იმიტომ რომ წყალი აქ ყინულივით ცივია და მდინარე კი, ისეთი ჩქარი, რომ ხელში ვერავინ აგიყვანთ. ბოლოს, 3 საათიანი სიარულის შემდეგ უზარმაზარ წყალვარდნილს მიადგებით. შიდგრა დაახლოებით 120 მეტრის სიმაღლიდან ვარდება და წვეტების ნისლში გახვევთ, ჟPშ-ი კი დააფიქსირებს, რომ ზღვის დონიდან 2200 მეტრზე იმყოფებით. დაახლ 1 კმ.ში საბანაკო ადგილია, აქ ხის ქოხიც არის და იქ შეგიძლიათ კავებიც გაშალოთ, ანდა უბრალოდ შეისვენოთ და იპიკნიკოთ.
როგორც ტურისტული კომპანია `გეოთრეკის~ მნეჯერმა ვასო მიქაძემ გვითხრა, თბილისი-ასპინძის ტურში მათ კომპანიას შეტანილი აქვს ბახმაროს ჩანჩქერებიც. ეს ძალიან მცირე სიმაღლის წაყალვარდნილებია, მაგრამ ეფეექტურია და ამავე დროს უნიკალურიც. ეს ჩანჩქერები ტურისტთა აღტაცებას იმით იწვევს, რომ რომ აქ, 2700 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზინაშე, სადაც, წესით, არც ფოთლოვანი ტყვე უნდა იყოს და არც წყალვარდნილი, სრულიად მოულოდნელად ერთსაც ვხვდებით და მეორესაც.
როგორც გეოთრეკში გვითხრეს, ამ ტურის ხანგრძლივობაა 11 დღეა. გეოგრაფიულად იგი საქართველოს ორ რეგიონს მოიცავს: დიდი კავკასიონის ქედის გასწვრივ მდებარე ზემო სვანეთსა და მცირე კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე განფენილ სამცხე-ჯავახეთს.
იმერეთში ყველაზე მაღალ წყალვარდნილს კი მდინარე ცხენისწყალის შენაკადი ოკაცე ქმნის. ეს 50 მეტრი სიმაღლის ერთსაფეხურიანი ჩანჩქერია, რომელიც კინჩხის ტაფობში ეშვება და ვიწრო კანიონის ფსკერზე გავლით, სოფელ გელავერის ახლოს მდინარე ცხენისწყალს უერთდება. ამ ჩანჩქერს სოფელ გორდის გავლით მიადგებით. ჯერ დადიანების სასახლეს გაუვლით, ჩვეულებრივი სამანქანო გზა მიდის, მერე კი, ჩანჩქერამდე ფეხით სავალი სულ 200-300 მ-ია, რომლითაც და ძირითადი ვარდნილის შუაწელს მიადგებით. იქვე, 50 მეტრში კი მეორე წყალვარდნილია. აქ წყალს ქანები აქვს გაჭრილი და ჩასაწოლ აბაზანებს აკეთებს. ალაგ-ალაგ ოკაცე პატრა ტბებს ქმნის, სადაც შეგიძლიათ იბანაოთ, მერე კი თუ მდინარეს ქვევით უფრო ღრმად ჩაჰყვებით, 2-5 მ სიგანის კლდოვან მასივში (კანიონში) აღმოჩნდებით, სადაც შუა აგვისტოიც კი სიცივისგან აგაკანკალებთ. ოკაცეს კანიონი 2 კილომეტრზეა გაჭიმული და ბუნების შედევრადაა მიჩნეული. როგორც წიგნში `გორდა~ ალექსანდრე ფაილოძე ამბობს, სამეგრელოს სამთავროში მეფის რუსეთის წარმომაგდენელი კ.ბოროზდინი მოჯადოებული იყო ოკაცეს ჩანჩქერების სილამაზით. არსებობს მისი ჩანაწერი: `200 საჟენი კლდიდან გადმოქუხს მდინარე ოკაცე. შვეიცარიაში რომ ასეთი რამ გამოჩნდება, უმალვე სანატორიუმები აივსება ტურისტების ფულებით, კავკასია კი ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს თავის მშვენებას~-ო
სამწუხაროდ, ოკაცეს ჩანჩქერები არც ერთ ტუროპერატორს თავის მარშრუტში შეტანილი არა აქვს. როგორც `ექსპლორ ჯორჯიაში~ აგვიხსნეს, ამის მიზეზი ამ რეგიონში სასტუმროების მოუწყობლობაა. ჩანჩქერების მონახულება ძირითადად სათავგადასავლო ტურში შედის და როდესაც ტურ ოპერატორს დამატებითი რესურსების ჩართვა სჭირდება, ეს უკვე ტურის ფასსაც აძვირებს, რაზეც შესაბამისად მოთხოვნაც მცირდება.
`ექსპლორ ჯორჯიას~ წარმომადგენლის მარიამ ჟიჟიაშვილის თქმით, ტურისტებს ჩანჩქერების ნახვა ნაკრძალების დათვალიერებისა უწევთ, ასეთია მაგალითად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მე-4 ბილიკი, რომელისაც ცხენებით გადიან და ლაგოდეხის ნაკრძალში, ნონოსხევის, ანუ იგივე გურგენიას ჩანჩქერი. თუმცა კი, დიდი მოთხოვნა ამ ჩანჩქერებზე არ არის, რასაც გურგენიას ჩანჩქერზე მისასვლელად უგზოობაც უწყობს ხელს. მარიამ ჟოჟიაშვილის თქმით, ამ ზაფხულს თუშეთში მიმავალმა ჰოლანდიელების ჯგუფმა ლაგიდეხის ნაკრძალის ნახვაც მოისურვა, მაგრამ ჩანჩქერამდე ვერ მიაღწია, ამიტომ ტურ ოპერატორები ამ მარშრუტს არც სთავაზობენ ხოლმე კლიენტებს.
სამაგიეროდ, ყაზბეგისკენ მიმავალ მარშრუტში მუდამ არის ჩაასმული გველეთის ჩანჩქერები. აქ ორი ჩანჩქერია, რომელთაც ფეხით სულ იოლად მიადგებით, მანამდე კი, სოფელ არშას თავზე შეგიძლიათ ახვიდეთ და `ქალის თმად~ წოდებული ჩანჩქერი ნახოთ. აქ მდინარე არშისწყალი კლდეზე ვერცხლისფერ ჩქერალად მობიბინებს და მართლაც ქალის დალალებს მოგაგონებთ. არშის ქვედა ჩანჩქერი გზიდანაც მოჩანს, ოღონდ ისე უფერულად და მოულოდნელად გამოჩნდება, რომ ვერ მიხვდებით, იმ მოყავისფრო კლდეებში წყალი რატომ გადმოუშვიათ. და რომ ეს შთაბეჭდილება უკან არ გამოგყვეთ, ამ მოყავისფრო კლდეებს შორის მიმავალ ბილიკს უნდა დაადგეთ და ასე ერთიოდე საათს იაროთ. რაც უფრო მაღლა ახვალთ, ჩანჩქერი კიდევ უფრო მეტად დაგშორდებათ, და ბოლოს, როცა გამოჩნდება, მიხვდებით რომ აქ ამოსვლა დაღლად ღირდა.
მთიულეთსა და გუდამაყარში ერეთოსა და ბურსაჭირის ჩანჩქერები შეგიძლიათ ნახოთ. წყალვარდნილი მდინარე ერეთოსწყალზე, რომელიც მთიულეთის არაგვის მარჯვენა შენაკადიაა, ყელის ვულკანური ზეგნის აღმოსავლეთ კიდეზე, ზღვის დონიდან 2300 მ-ზეა. მდინარე ერეთოსწყალის სათავეებია მძლავრი წყაროები, შემდეგში მდინარე ტროგულ ხეობაში მიედინება და მეფისკალოს ლავური ნაკადის აღმოსავლეთ კიდეზე ჩანჩქერად ეშვება. ჩანჩქრის სიმაღლე 45 მტრია. ბურსაჭირის ჩანჩქერი კი მდინარე ბურსაჭირის შუა დინებაში, ზღვის დონიდან 2170 მ-ზეა ჩანჩქერის საერთო სიმაღლე 20 მ აღწევს და ორ საფეხურად გადმოედინება. ზედა - პატარა საფეხურის სიმაღლე 3-4 მ-ია, ქვედა - დიდი საფეხურისა - 16-17 მ.
ისე კი, პატარ-პატარა ჩანჩქერები საქარტველოს ყველა კუთხეშია. მაგალითად, თუკი ადიგენის რაიონში მოხვდებით, და ჭულეს მონასტრის სანახავად წახვალთ, რომელიც შუასაუკუნეების მშვენიერი ძეგლია, ტაძრის უკან მიმავალ ბილიკსაც აუყევით და ხეებით დაბურულ ხევს მიადგებით. შიგნით შეხვალთ და ჩანჩქერიც გამოჩნდება
ერთი ჩანჩქერი ბაღდათის რაიონში, სოფელ ხანთანაცაა, სადაც მდინარე ქერშავეთი ჩამოდის. ამ მდინარეზე საკმაოდ დიდი ჩანჩქერი გადმოდის. რაჭაში კი, სოფელ თხმორთან, თხმორის ჩანჩქერი შეგიძლიათ ნახოთ.
მრავლადაა ჩანჩქერები მთიან აჭარაშიც, მაგალითად, ცნობილია ქედის რაიონის სოფელ მახუნცეთის ჩანჩქერი, აქ შემოვლითი გზით ფეხით ასასვლელად 20-იოდე წუთი დაგჭირდებათ, ბათუმიდან ამ სოფლემდე კი გზას მანქანით ნახევარ საათში გაივლით.
როგორც გეოგრაფი რამინ გობეჯიშვილი ამბობს, ძალიან ეფექტურია მარუხის ჩანჩქერი, სადაც საბჭოტა ტურისტები დადიოდნენ ხოლმე. მარუხის უღელტეხილიზე II მსოფლიო ომის საბრძოლო ადგილების მოსანახულებად ჩამოსულ ტურისტებს გზად ორსაფეხურიანი უზარმაზარი ჩანჩქერი ხვდებოდათ, რომელიც მნახველში ისეთივე აღტაცებას იწვევდა, როგორც შიდგრა, უშბის კალთებზე. სამწუხაროდ, დღეს ეს გზა ჩვენთვის დაკეტილია, მაგრამ თუკი ოდესმე გაიხსნება, მასზე საგანგებოდ წასვლა ღირსო, გვარწმუნებს ქართველი მეცნიერი.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Post by გვალდა » 01 დეკ 2009, 15:06

ეხლა გავიგე მორჩილი ავთანდილი გარდაცვლილა რამოდენიმე კვირის წინ :( რა სიყვარულით და რა დაუზარებლად ათვალიერებინებდა ყველას მშენებარე მონასტრის ტერიტორიას დარიალის ხეობაში. ღმერთმა განანათლოს მისი სული.
Image
სვანეთოლოგი

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Post by qvevri » 01 დეკ 2009, 15:34

საოცრად დამწყდა გული ამ ადამიანის გარდაცვალების გამო. მე და მარიამმა ეს ადამიანი შარშან გავიცანით და დიდი შთაბეჭდილება დასტოვა ჩემზე. ერთი რამე მახსენდება შარშანდელი აგვისტოს ამბებიდან: რუსები საქართველოში ერთი დღის შემოსულები იყვნენ, ველოდებოდით როდის შემოვიდოდნენ გვირაბიდანო. გვირაბის დაცვაში სულ ორი კაცი იყო თურმე. ესენი ძმები ყოფილან. ხოდა ღამით ავდექი და იმათთან მივედიო, თუ სიკვდილი გვიწერია ბარემ ერთად დავიხოცოთო ესე უთქვია თურმე ძმებისათვის. ღმერთმა აცხოვნოს.
Image
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Post by ლეონტი » 01 დეკ 2009, 18:51

ღმერთმა აცხონოს სამონაზვნე ავთანდილი, სამწუხაროა რომ ვერ გავიცანი, იქნებ ხეირიანი ფოტო დადოს ვინმემ?

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Post by Iako. » 01 დეკ 2009, 19:18

ძალიან დამწყდა გული:(
ამ შემოდგომაზე დიდი სიყვარულით გვესაუბრა ხატის დაწერის შესახებ, დაგვათვალიერებინა მშენებარე კომპლექსი...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
გული მეტკინა :(

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Post by გვალდა » 01 დეკ 2009, 21:51

ამ ზაფხულს რამოდენიმეჯერ ვეწვიეთ. ვერ აღვწერ იმ მონდომებას და ბავშვურ სიწრფელეს, ალალ სიხარულს, რასაც თვითონ გამოხატავდა ამ დიდებული მშენებლობის მიმართ. ყველა კუთხე-კუნჭულს მოგვატარებდა, სადაც კი შეგვესვლებოდა, კედელში ჩასატანებელ თითოეული ქვის ისტორიას ყვებოდა.

Image

Image
სვანეთოლოგი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 მარ 2010, 14:42

არშის ციხე ყოფილა.
2011ში რადგანაც "კარავის" კალენდრისთვის ჩანჩქერების ფოტოები იქნება საჭირო, აქ ისევ წავიდეთ
და ბარემ არშის ციხე გვენახა.
ეს ციხე ნანახი არ მაქვს, მაგრამ მიახლოებით კი ვიცი, სად არის.
დაგეგმვისას ამ დეტალებს დავაზუსტებ.
ჯერ იქ წსსვლა ადრეა, რადგან თოვლია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]