ნადირობის და თევზაობის მოყვარულთათვის
Moderators: Druides, Druides, Druides, Druides
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 07 ნოე 2006, 12:26
Trouter
თქვენ რას იტყვით მეთევზეებო, საჭიროა თუ არა ნაღდი საკალმახე ადგილების კონსპირირება?
მეც ვეთანხმები Nika-ს, რომ მართლაც აუცილებელია, თორემ დენით მოთევზავეები სადაც მივლენ... გურიაში სუფსა იმხელა მდინარეა, მაგრამ კალმახს წამლად ვერ ნახავ, სულ გააქრეს დენით. მთავარ მდინარეს ვინ ეძებს, პატარა შენაკადებსაც იგივე დღე დააყენეს. კალმახი თუ გინდა, დასახლებული პუნქტებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით შორს უნდა წახვიდე, ალპური საძოვრებისკენ.
P.S. ისე, ერთხელ სადმე ქალაქგარეთ მეც თუ გამიყოლებთ სათევზაოდ, არ შეგარცხვენთ.
-
Trouter
- მაწანწალა
- Posts: 676
- Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
- Location: Tbilisi
Post
by Trouter » 07 ნოე 2006, 12:33
guruli
სურებში თუ კალმახს მოსპობდნენ ვინ იფიქრებდა! ნუთუ მართლა აღარ დატოვეს? როდის იყავი ბოლოს? Pირადად შეამოწმე? და როდინდელი ინფორმაცია გაქვს?
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 07 ნოე 2006, 13:03
Trouter, ვაჰ, სურებიც იცი? მაგას ცოდნა და შემოწმება რად უნდა - იქაური ვარ, ოღონდ ჩემი სოფელი ხევისწყალას ხეობაშია, სურების გადმოღმა, ჩრდილოეთით. კალმახი კი, რაოდენ ძნელი წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, მართლა მოისპო. ახლა ზემოსურების ზევით თუ წახვალ და ისიც ძაან შორს, თორემ სოფლების სიახლოვეს ძებნას აზრი არა აქვს. პატარ-პატარა ღელეებს თუ შეუყვები ტყეებისკენ, იქნებ რამდენიმე ცალს - 3-4-ს წააწყდე და ეგაა. აი, მთაში ჯერ ისევ ბლომადაა, მაგრამ ის ადგილებიიმდენად შორსაა, ბრაკონიერებს იქ ასვლა და აპარატების თრევა ეზარებათ. თანმ სამანქანო გზაც არ მიდის. იქ მხოლოდ ბუნების მოყვარული მეთევზეები დადიან (ერთი ჩემი ახლობელიც).
-
Trouter
- მაწანწალა
- Posts: 676
- Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
- Location: Tbilisi
Post
by Trouter » 07 ნოე 2006, 13:16
guruli
სამი-ოთხი კალმახის დაჭერა იმაზე მიუთითებს, რომ თითქმის მთელი პოპულაცია ამოუწყვეტიათ.
კარგია თუ ზევით ვერ ადიან! მაგრამ მე მათ ისეთ სახიფათო ადგილებში შევხვედრივარ, (იგივე თქვენს მეზობლად მიუვალ ხევებში) რომ ძლიერ გამკვირვებია, საიდან ამ უღირს, მდაბიო ხალხს ამდენი გამბედაობა მეთქი! მაგრამ, მათ გაუმაძღრობას როგორც ხედავ საზღვარი არა აქვს, და თავის ხიფათში ჩაგდებაზეც კი ხშირად მიდიან. მაგალითად იმის მოყვანაც შეიძლება რომ გამოქვაბულშიც კი შევიდნენ, ოღონდ კალმახი მოეპოვებინათ.
სამწუხაროდ კალმახის ჭერა ზოგისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა. დეზერტირებზე ეგრევე მოგცემენ 15 ლარს კილოში. მარნეულში კი 20 საც მოგცემენ.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 07 ნოე 2006, 13:35
არა, ისინი არ ვაჭრობენ, თავისთვის იჭერენ, მაგრამ ბრაკონიერობა ბრაკონიერობაა. სოფლების სიახლოვეს კი პოპულაცია მართლა ლამის მთლიანად გააქრეს. რაკი გურიაზე მაგდენი გცოდნია, იქნებ ვანიჭალას და საგოჭიეს ღელეებიც იცოდე - ჩვენგან რომ გადადიხარ სურებში, იქაა ეგ მდინარეები, ნაჩხუბარას დაბლა. ჩემს ბავშვობაში მანდ დადიოდნენ სათევზაოდ, დრეს კი წასვლას აზრი არა აქვს. თევზი, პრაქტიკულად, არაა.
საუბედუროდ, ეგ მარტო კალმახზე ან სუფსაზე არ ხდება. ჩვენს მდინარეზეც -ხევისწყალაზეც თევზი უკვე დიფიციტია. იქ კალმახი არაა, მაგრამ რაცაა, იმაზეც დენით თევზაობენ. ეგ უფრო დაბლა სოფელში - საჭამიასერი, ჭკუასლების საგვარეულო სოფელი,სადაც მდინარე უფრო დიდია. მაგრამ იქ რომ გაწყვიტეს, მერე ვერც ზევით ამოდის თევზი და ჩვენთან უკვე ანკესითაც ჭირს დაჭერა.
-
caucasica
- იეტი
- Posts: 1238
- Joined: 02 ივნ 2006, 22:11
-
Contact:
Post
by caucasica » 07 ნოე 2006, 15:12
მეც დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით, თქვენ ითევზავეთ მე გიყურებთ

-
Mailo
- ბილიკზე მოარული
- Posts: 92
- Joined: 09 ოქტ 2006, 19:07
Post
by Mailo » 07 ნოე 2006, 16:37
Trouter
au saiti kide mitxari ra plz
-
Trouter
- მაწანწალა
- Posts: 676
- Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
- Location: Tbilisi
Post
by Trouter » 07 ნოე 2006, 17:50
Mailo
მე -12 გვერდზე ნახე
-
Forest
- ბოდიალა
- Posts: 176
- Joined: 05 მარ 2006, 18:32
Post
by Forest » 07 ნოე 2006, 19:54
Trouter,
ხომ არ გაქვს სურათები ხრამის შენაკადების, რომლებიც არჯევანის მთიდან ეშვებიან?
-
Trouter
- მაწანწალა
- Posts: 676
- Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
- Location: Tbilisi
Post
by Trouter » 08 ნოე 2006, 10:42
Forest
თუ საიდუმლო არაა რისთვის გჭირდება? თევზაობასთან კავშირშია?
ყოველ შემთხვევაში პრობლემა არაა

- წავიდეთ და გადავიღოთ!

-
Forest
- ბოდიალა
- Posts: 176
- Joined: 05 მარ 2006, 18:32
Post
by Forest » 08 ნოე 2006, 12:19
Trouter,
საიდუმლო არ არის, ვაპირებ არჯევანზე ასვლას და მაინტერესებს ყველაფერი მაგ ადგილების შესახებ წინასწარ.
ისე მაქეთკენ არის არა კალმახი? მე გამიგია არისო, შენ ნამყოფი ხარ?
-
Trouter
- მაწანწალა
- Posts: 676
- Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
- Location: Tbilisi
Post
by Trouter » 08 ნოე 2006, 13:01
Forest
დიდი ხანია არ ვყოფილვარ. კალმახი კი უწინ იყო... მაგრამ მდინარეები ძალზე წყალმცირეა და "ელექტრიკებისთვის" ადვილი სამუშაო. ასე რომ დიდად არ მეიმედება.
რა მარშრუტით ფიქრობ ასვლას კონკრეტულად?
-
Forest
- ბოდიალა
- Posts: 176
- Joined: 05 მარ 2006, 18:32
Post
by Forest » 08 ნოე 2006, 20:05
Trouter,
ჯერ არ ვიცი . . .
-
mebaduri
- ბოდიალა
- Posts: 109
- Joined: 29 აპრ 2006, 00:57
- Location: თბილისი
Post
by mebaduri » 23 ნოე 2006, 15:11
ვინმემ ხომ არ იცით ტარიბანაზე რა ხდება?

-
Fisher
- ბოდიალა
- Posts: 132
- Joined: 07 ნოე 2006, 10:13
- Location: Tbilisi
Post
by Fisher » 25 ნოე 2006, 00:50
mebaduri, da ra modis am dros Taribanaze?
Дни, проведенные на рыбалке, в Ñрок жизни Богом не заÑчитываютÑÑ